/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ნევროლოგია

მოგესალმებით, ვარ 54 წლის ქალბატონი , ბავშვობაში 11 წლამდე მქონდა პარციალური კრუნჩხვები ცალ მხარეს , ეპილეპსია. ვიმკურნალე. მას მერე მსგქვსი არ მქონია მაგრამ დამახსიათებელი ნერვული სისტემა დამრჩა, . ეეგ ს გადაღება ახლქც კი ასეთ რამეს აჩვენებს — შერეული პილიმორფული დიზრითმია , წამყვანია ალფა - თეტა დიაპაზონის აქტივობა , რომელიც დიფუზურად ჩანაცვლდება დაბალამპლიტუდიანი სწრაფი ბეტა რიტმით და ერთეული წამახვილებული პოტენციალებით .. ახდენს აქრივობის იოლ ამპლიტუდურ პიტენციაციას., ბილატერალურად აღირიცხება ერთეული და ჯგუფური მახვილ-ნელტალღოვანი გარბენები . რეაქცია აფერენტულ გაღიზიანებაზე დადებითია . უფრო წინა დასკვნაში დამატებულია ფრაზა - ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების ფინქციური ლაბილობის დაქვითვებით . ადვილად ვვარდები დეპრესიაში , ხქნდახან მაქვს გარემოს ცუდი აღქმა . ძალიქნ გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს დასკვნა და როგორ გავიუმჯობესო ნერვული სისტემა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

ნარკომანია - მკურნალობის მეთოდები

ნარკომანია - მკურნალობის მეთოდები
თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურით, შხამიანი გამონაბოლქვითა და სტრესით, ადამიანს ძალიან უჭირს სულიერი წონასწორობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.

ცხოვრებისეულ სირთულეებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ალკოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. სამწუხაროდ, ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ სადღეისოდ ძალზე აქტუალურია ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი. მსოფლიოში ნარკომანიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს. ნარკომანიის მკურნალობისას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მკურნალობის ოთხეტაპიანი მეთოდი გამოიყენება.

პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა". ძლიერი მოტივაცია - ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საფუძველია. ამ დროს მთავარია არა მარტო პაციენტის მოტივაცია, არამედ მის გარშემო მყოფებისაც. მეორე ეტაპზე თანამედროვე პრეპარატების საშუალებით ხდება აბსტინენციური სინდრომის კუპირება, უბრალო ენით რომ ვთქვათ, "ლომკის მოხსნა". ეს ეტაპი, როგორც წესი, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.

მეორე ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრეპარატები გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ავადმყოფს აძინებს - მიიჩნევა, რომ ძილში აბსტინენციის დაძლევა გაცილებით ადვილია, ზოგიერთი კი ძილის ეფექტის გარეშე ხსნის "ლომკის" სიმპტომებს. მეორე ეტაპზევე საქმეში ერთვება მძლავრი ფსიქოთერაპიული საშუალებები, რომლებიც ასევე ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. პაციენტის მდგომარეობა განუწყვეტლივ კონტროლდება, მათ შორის - ლაბორატორიული მეთოდებითაც, ექიმი ნარკოლოგების მიერ. ეს ეტაპი დაახლოებით ათი დღე გრძელდება.

მესამე ეტაპი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში სარეაბილიტაციო ეტაპია. დეტოქსიკაციაგავლილი ადამიანები ქალაქგარეთ, კომფორტაბელურ სახლებში, მეურნეობებში ხვდებიან. აქ, ქალაქიდან მოშორებით, ისინი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე არიან კონცენტრირებულნი. ბუნება ხომ გარესამყაროსთან ჰარმონიის განცდას, სულიერ სიმშვიდეს ბადებს და ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნაში გვეხმარება. ფსიქოთერაპიული დახმარება ამ ეტაპზეც დიდ როლს თამაშობს. ნარკოდამოკიდებულისა და მისი ახლობელი ადამიანების რეაბილიტაცია ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. აქტიურ დასვენებასა და ყოველდღიურ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წინა ეტაპებზე მიღწეული შედეგების გასამყარებლად.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

მეოთხე ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დროს ხდება ადამიანის რესოციალიზაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი საზოგადოებაში დაბრუნება, დასაქმება. უკვე ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა, წესით, ამ ეტაპზეც უნდა შეინარჩუნოს კონტაქტი ფსიქოთერაპევტთან და მისი დახმარებით წყვეტდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს. აი, ასეთია ის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში არსებულ ნარკოლოგიის სამკურნალო ცენტრებში ნარკომანიის მკურნალობა ხშირად სწორედ მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მთავრდება.

მკურნალობის მხოლოდ ნახევარი გზის გავლა სიტუაციას ვერ ცვლის, ადამიანთა უმრავლესობა საბოლოოდ ისევ ძველ ჭაობს უბრუნდება. სულ სხვაგვარად არის საქმე უცხოეთში. იქ თითოეული ადამიანი საზოგადოების წევრად ითვლება და საზოგადოების თითოეული წევრი თავს ვალდებულად თვლის, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოს, არ გარიყოს, თავი ისევ ადამიანად აგრძნობინოს. გარდა ამისა, იქ სახელმწიფოც ზრუნავს ასეთ ადამიანებზე. ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელი საქმის დაწყების საშუალებას აძლევს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ
ნარკომანია არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელსაც რეციდივი ახასიათებს
თამაშებზე დამოკიდებულება ნარკომანიასავით საშიშია!
ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ნარკომანიას და დეპრესიას იწვევს

ვრცლად ამ თემაზე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ინჰალაციური თერაპია - მკურნალობა აეროზოლით
ინჰალაციური თერაპია - მკურნალობა აეროზოლით
უკანასკნელ წლებში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა მწვავე რესპირატორული დაავადებები,
სრულად
როდის და რატომაა აუცილებელი მკურნალობაში რეაბილიტაციის ეტაპი
როდის და რატომაა აუცილებელი მკურნალობაში რეაბილიტაციის ეტაპი
სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეაბილიტაციის ეტაპი
სრულად
რა არის მონოკლონური ანტისხეულები
რა არის მონოკლონური ანტისხეულები
მონოკლონური ანტისხეულები არის ცილები, რომლებიც დამზადებულია ლაბორატორიებში,
სრულად
ათერომა და მისი  მკურნალობა
ათერომა და მისი მკურნალობა
ათერომა კისტოზური წარმონაქმნია, ხალხში „ცხიმგროვის“ სახელწოდებით ცნობილი.
სრულად
რა არის გულძმარვისა და მჟავე გემოს გამომწვევი მიზეზი:  როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას
რა არის გულძმარვისა და მჟავე გემოს გამომწვევი მიზეზი: როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას
რეფლუქსი სამედიცინო ტერმინია, რომელიც ორგანიზმში მოძრავი მასების ბუნებრივის საპირისპირო მიმართულებით სვლას,
სრულად
შფოთვასთან გამკლავების 7 ბუნებრივი გზა
შფოთვასთან გამკლავების 7 ბუნებრივი გზა
გარკვეული სახის შფოთვა ცხოვრების ტიპიური ნაწილია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ნევროლოგია

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნარკომანია - მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები