/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ნარკომანიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ნარკომანიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურით, შხამიანი გამონაბოლქვითა და სტრესით, ადამიანს ძალიან უჭირს სულიერი წონასწორობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.

ცხოვრებისეულ სირთულეებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ალკოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. სამწუხაროდ, ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ სადღეისოდ ძალზე აქტუალურია ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი.

მსოფლიოში ნარკომანიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკომანიის მკურნალობისას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მკურნალობის ოთხეტაპიანი მეთოდი გამოიყენება.

  • პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა". ძლიერი მოტივაცია - ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საფუძველია. ამ დროს მთავარია არა მარტო პაციენტის მოტივაცია, არამედ მის გარშემო მყოფებისაც.
  • მეორე ეტაპზე თანამედროვე პრეპარატების საშუალებით ხდება აბსტინენციური სინდრომის კუპირება, უბრალო ენით რომ ვთქვათ, "ლომკის მოხსნა". ეს ეტაპი, როგორც წესი, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.

მეორე ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრეპარატები გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ავადმყოფს აძინებს - მიიჩნევა, რომ ძილში აბსტინენციის დაძლევა გაცილებით ადვილია, ზოგიერთი კი ძილის ეფექტის გარეშე ხსნის "ლომკის" სიმპტომებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

მეორე ეტაპზევე საქმეში ერთვება მძლავრი ფსიქოთერაპიული საშუალებები, რომლებიც ასევე ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. პაციენტის მდგომარეობა განუწყვეტლივ კონტროლდება, მათ შორის - ლაბორატორიული მეთოდებითაც, ექიმი ნარკოლოგების მიერ. ეს ეტაპი დაახლოებით ათი დღე გრძელდება.

  • მესამე ეტაპი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში სარეაბილიტაციო ეტაპია. დეტოქსიკაციაგავლილი ადამიანები ქალაქგარეთ, კომფორტაბელურ სახლებში, მეურნეობებში ხვდებიან. აქ, ქალაქიდან მოშორებით, ისინი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე არიან კონცენტრირებულნი. ბუნება ხომ გარესამყაროსთან ჰარმონიის განცდას, სულიერ სიმშვიდეს ბადებს და ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნაში გვეხმარება.

ფსიქოთერაპიული დახმარება ამ ეტაპზეც დიდ როლს თამაშობს. ნარკოდამოკიდებულისა და მისი ახლობელი ადამიანების რეაბილიტაცია ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. აქტიურ დასვენებასა და ყოველდღიურ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წინა ეტაპებზე მიღწეული შედეგების გასამყარებლად.

  • მეოთხე ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დროს ხდება ადამიანის რესოციალიზაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი საზოგადოებაში დაბრუნება, დასაქმება. უკვე ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა, წესით, ამ ეტაპზეც უნდა შეინარჩუნოს კონტაქტი ფსიქოთერაპევტთან და მისი დახმარებით წყვეტდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს.

აი, ასეთია ის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში არსებულ ნარკოლოგიის სამკურნალო ცენტრებში ნარკომანიის მკურნალობა ხშირად სწორედ მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მთავრდება. არა, ექიმთა კვალიფიკაცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტებს დანარჩენი ორი ეტაპის გასავლელი თანხების მოძიება უჭირთ და მხოლოდ დეტოქსიკაციით შემოიფარგლებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთან სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს. ეს ფუნქცია მეტ-ნაკლებად ეკლესია-მონასტრებს აქვთ შეთავსებული.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში საქართველოში იგეგმება საკმაოდ ძლიერი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყება, რომელიც ქალაქგარეთ განთავსდება და რომელიც, როგორც გვპირდებიან, წამყვანი ევროპული ცენტრების დონეზე იქნება აღჭურვილი. ეს ცენტრი ერთ-ორ წელიწადში დაიწყებს ფუნქციობას.

რაც შეეხება მეოთხე ეტაპს ანუ ყოფილ ნარკოდამოკიდებულთა დასაქმებას, არც ამ მხრივ არის საქმე სახარბიელოდ. სიტყვით ბევრი ბიზნესმენი უდგას მათ გვერდით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყოფილი ნარკომანის გვერდით დაყენება არავის სურს. ეს უფრო მეტად აძლიერებს საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, რაც საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ადამიანი ისევ უბრუნდება ნარკოტიკს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, მას თავისი გასჭირვებია და ყოფილი წამალდამოკიდებულებისთვის არ სცხელა. მართალია, ეგრეთ წოდებული "მეტადონის პროგრამა" სახელმწიფოებრივ დონეზე ხორციელდება, მაგრამ ერთი ნარკოტიკის მეორით შეცვლა საქმეს ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ ეს პროგრამაც, ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ფასიანი გახდა. ის უფრო მეტად საზოგადოების დეკრიმინალიზაციისკენ არის მიმართული და ადამიანის გამოჯანმრთელებას არ ითვალისწინებს.

თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სავალალო სურათს მივიღებთ: მკურნალობის მხოლოდ ნახევარი გზის გავლა სიტუაციას ვერ ცვლის, ადამიანთა უმრავლესობა საბოლოოდ ისევ ძველ ჭაობს უბრუნდება. სულ სხვაგვარად არის საქმე უცხოეთში. იქ თითოეული ადამიანი საზოგადოების წევრად ითვლება და საზოგადოების თითოეული წევრი თავს ვალდებულად თვლის, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოს, არ გარიყოს, თავი ისევ ადამიანად აგრძნობინოს. გარდა ამისა, იქ სახელმწიფოც ზრუნავს ასეთ ადამიანებზე. ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელი საქმის დაწყების საშუალებას აძლევს მათ.

კომენტარები (3)
ნინო ყიფიანი
ნარკომანიის მკურნალობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რადგან ზუსტად მიგნებული არ არის მისი გამომწვევი მიზეზი. ნარკომანია არის სხვა, გაცილებით სერიოზული დაავადების სიმპტომი, რომელსაც თვის მხრივ გააჩნია ყველასათვის ნაცნობი სიმპტომები. დღესდღეობით ხდება სიმპტომების მკურნალობა, მაგრამ ხელსეუხებელი რჩება მთავარი გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
თარიღი : 09-10-2016
სოფო
როდინდელია ეს სტატია? ვფიქრობ, კორექტირება არ აწყენდა...
თარიღი : 17-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნარკომანიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ცხოვრებისეულ სირთულეებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ალკოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. სამწუხაროდ, ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ სადღეისოდ ძალზე აქტუალურია ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი.

მსოფლიოში ნარკომანიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

ნარკომანიის მკურნალობისას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მკურნალობის ოთხეტაპიანი მეთოდი გამოიყენება.

  • პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა". ძლიერი მოტივაცია - ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საფუძველია. ამ დროს მთავარია არა მარტო პაციენტის მოტივაცია, არამედ მის გარშემო მყოფებისაც.
  • მეორე ეტაპზე თანამედროვე პრეპარატების საშუალებით ხდება აბსტინენციური სინდრომის კუპირება, უბრალო ენით რომ ვთქვათ, "ლომკის მოხსნა". ეს ეტაპი, როგორც წესი, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.

მეორე ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრეპარატები გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ავადმყოფს აძინებს - მიიჩნევა, რომ ძილში აბსტინენციის დაძლევა გაცილებით ადვილია, ზოგიერთი კი ძილის ეფექტის გარეშე ხსნის "ლომკის" სიმპტომებს.

მეორე ეტაპზევე საქმეში ერთვება მძლავრი ფსიქოთერაპიული საშუალებები, რომლებიც ასევე ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. პაციენტის მდგომარეობა განუწყვეტლივ კონტროლდება, მათ შორის - ლაბორატორიული მეთოდებითაც, ექიმი ნარკოლოგების მიერ. ეს ეტაპი დაახლოებით ათი დღე გრძელდება.

  • მესამე ეტაპი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში სარეაბილიტაციო ეტაპია. დეტოქსიკაციაგავლილი ადამიანები ქალაქგარეთ, კომფორტაბელურ სახლებში, მეურნეობებში ხვდებიან. აქ, ქალაქიდან მოშორებით, ისინი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე არიან კონცენტრირებულნი. ბუნება ხომ გარესამყაროსთან ჰარმონიის განცდას, სულიერ სიმშვიდეს ბადებს და ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნაში გვეხმარება.

ფსიქოთერაპიული დახმარება ამ ეტაპზეც დიდ როლს თამაშობს. ნარკოდამოკიდებულისა და მისი ახლობელი ადამიანების რეაბილიტაცია ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. აქტიურ დასვენებასა და ყოველდღიურ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წინა ეტაპებზე მიღწეული შედეგების გასამყარებლად.

  • მეოთხე ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დროს ხდება ადამიანის რესოციალიზაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი საზოგადოებაში დაბრუნება, დასაქმება. უკვე ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა, წესით, ამ ეტაპზეც უნდა შეინარჩუნოს კონტაქტი ფსიქოთერაპევტთან და მისი დახმარებით წყვეტდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს.

აი, ასეთია ის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში არსებულ ნარკოლოგიის სამკურნალო ცენტრებში ნარკომანიის მკურნალობა ხშირად სწორედ მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მთავრდება. არა, ექიმთა კვალიფიკაცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტებს დანარჩენი ორი ეტაპის გასავლელი თანხების მოძიება უჭირთ და მხოლოდ დეტოქსიკაციით შემოიფარგლებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთან სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს. ეს ფუნქცია მეტ-ნაკლებად ეკლესია-მონასტრებს აქვთ შეთავსებული.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში საქართველოში იგეგმება საკმაოდ ძლიერი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყება, რომელიც ქალაქგარეთ განთავსდება და რომელიც, როგორც გვპირდებიან, წამყვანი ევროპული ცენტრების დონეზე იქნება აღჭურვილი. ეს ცენტრი ერთ-ორ წელიწადში დაიწყებს ფუნქციობას.

რაც შეეხება მეოთხე ეტაპს ანუ ყოფილ ნარკოდამოკიდებულთა დასაქმებას, არც ამ მხრივ არის საქმე სახარბიელოდ. სიტყვით ბევრი ბიზნესმენი უდგას მათ გვერდით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყოფილი ნარკომანის გვერდით დაყენება არავის სურს. ეს უფრო მეტად აძლიერებს საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, რაც საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ადამიანი ისევ უბრუნდება ნარკოტიკს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, მას თავისი გასჭირვებია და ყოფილი წამალდამოკიდებულებისთვის არ სცხელა. მართალია, ეგრეთ წოდებული "მეტადონის პროგრამა" სახელმწიფოებრივ დონეზე ხორციელდება, მაგრამ ერთი ნარკოტიკის მეორით შეცვლა საქმეს ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ ეს პროგრამაც, ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ფასიანი გახდა. ის უფრო მეტად საზოგადოების დეკრიმინალიზაციისკენ არის მიმართული და ადამიანის გამოჯანმრთელებას არ ითვალისწინებს.

თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სავალალო სურათს მივიღებთ: მკურნალობის მხოლოდ ნახევარი გზის გავლა სიტუაციას ვერ ცვლის, ადამიანთა უმრავლესობა საბოლოოდ ისევ ძველ ჭაობს უბრუნდება. სულ სხვაგვარად არის საქმე უცხოეთში. იქ თითოეული ადამიანი საზოგადოების წევრად ითვლება და საზოგადოების თითოეული წევრი თავს ვალდებულად თვლის, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოს, არ გარიყოს, თავი ისევ ადამიანად აგრძნობინოს. გარდა ამისა, იქ სახელმწიფოც ზრუნავს ასეთ ადამიანებზე. ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელი საქმის დაწყების საშუალებას აძლევს მათ.


შედეგად იხსნება დაწესებულებები, სადაც მუშაობენ ყოფილი ნარკოდამოკიდებულები, რომლებიც რთულ პერიოდში ერთმანეთს და სხვებსაც ეხმარებიან. ეს კი პატარა საქმე სულაც არ გახლავთ. აქვე - ერთი ფაქტიც: ძალიან კარგი იქნება, თუ იმ ჯარიმის თანხები, რომელსაც დაკავებულ ადამიანებს ახდევინებენ, მათსავე სამკურნალოდ დაიხარჯება.

სხვათა შორის, აშშ-ში, რომელიც ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება, შემდეგი მოდელი მუშაობს: ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან წამალმოხმარების, ნარკოტიზაციის ფაქტების გამო, აქვთ ალტერნატივა: ან მკურნალობა და რეაბილიტაციის ცენტრი, ან ციხე. თუ რეაბილიტაციის ცენტრში დააშავა რამე, მაშინ ციხეში უშვებენ. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე პატიმრის შენახვა.

იძულებით მკურნალობას ჩვენნაირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში დღეს ვერავის მოსთხოვ, მაგრამ სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება ვითომ ცუდი საქმეა? ევროპასა და ამერიკაში სადღეისოდ მოქმედებს ეგრეთ წოდებული 12 ნაბიჯის პროგრამა. ის საქართველოშიც არის დანერგილი, თუმცა ამ პროგრამაში ნარკოლოგებსა და ფსიქოლოგებთან ერთად ძირითადი დატვირთვა საეკლესიო პირებზე მოდის.

არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრიც, რომელიც მონასტერში მამათა მეურვეობის ქვეშ ცხოვრებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მეთოდის შესახებაც მოგითხრობთ: არსებობს მკურნალობა ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე და არსებობს ნარკოტიკების მეშვეობით მკურნალობაც. რა დასამალია - ზოგიერთი პაციენტისათვის უნარკოტიკო დეტოქსიკაცია არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, ამან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოიწვიოს. პირველ მათგანზე (მკურნალობა ნარკოტიკების გარეშე) ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მეორე (ნარკოტიკებით მკურნალობა) კი, სამწუხაროდ, საქართველოში არ ხორციელდება, კანონის დონეზეც კი. საქართველოში დეტოქსიკაცია ნარკოტიკის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ალტერნატიულ გზად მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა მიიჩნევა.

მათ გარდა მსოფლიოში არსებობს ნარკოტიკის კლებითი დოზებით მკურნალობის მეთოდები. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში, თანამედროვე ნარკოლოგიურ კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში, ამერიკასა და ევროპაში, ნარკოტიკის გარეშე დეტოქსიკაცია გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მოტივირებულნი არიან, ნარკოტიკის მოხმარებას თავი დაანებონ. ძირითადად ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ნარკოტიკის მიღება და ჯანმრთელობაც ხელს უწყობთ, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ სოციალური სტატუსი და სხვა. დანარჩენ ანუ უმრავლეს შემთხვევაში კი დეტოქსიკაცია ნარკოტიკების კლებითი დოზებით მიმდინარეობს. ამ დროს გამოიყენება მეტადონი, სუბუტექსი, სუბუქსონი, კოდეინის შემცველი ნივთიერებები და სხვა. საქართველოში კი, როცა ადამიანი მკურნალობას გადაწყვეტს, არჩევანი არ აქვს, რადგან აქ მკურნალობა-დეტოქსიკაცია მხოლოდ ნარკოტიკის გარეშეა შესაძლებელი, ან არსებობს მეორე უკიდურესობა - ჩანაცვლებით თერაპია.

არსებობს ნარკომანიის მკურნალობის კიდევ ერთი თანამედროვე, ერთი შეხედვით უჩვეულო მეთოდიც, რომლის დროსაც ნარკოდამოკიდებული პირი ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაჰყავთ და პარალელურად დეტოქსიკაციას უტარებენ. ნარკომანიის მკურნალობისას იყენებენ ჰიპნოზსა და შთაგონებასაც. შორეულ აზიაში არსებულ ზოგიერთ სასულიერო ცენტრში, სადაც პროფესიონალი ექიმები კი არა, უფრო "მოგვები" "მოღვაწეობენ", რომელთა კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ნარკოდამოკიდებულებს ბნელ გამოქვაბულებში კეტავენ, ზოგჯერ კი მათ ცოცხლად დამარხვასაც არ ერიდებიან... ამ მეთოდებს, რა თქმა უნდა, მეცნიერულ მეთოდებთან საერთო არაფერი აქვთ.

დაბოლოს, ფაქტია, რომ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის არსებობის მიუხედავად, ნარკომანია დღემდე იმ უმძიმეს დაავადებად რჩება, რომლისგან განკურნებაც უწინარეს ყოვლისა პაციენტის მონდომებაზე, სახელწიფოს მდგომარეობასა და სოციალურ ფონზეა დამოკიდებული. ფაქტია ისიც, რომ დღეს საქართველოში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც ინფორმაციის გასაცემად, ასევე თავად მკურნალობისა და რეაბილიტაციის სტრუქტურის, სისტემის დასახვეწად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავად პაციენტსაც უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება: დეტოქსიკაცია უნარკოტიკოდ ჩაიტაროს თუ ნარკოტიკის კლებითი დოზებით, ძლიერი თუ სუსტი ნარკოტიკით. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური ექიმის აზრსა და რეკომენდაციას, მაგრამ პაციენტსაც უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ჩანაცვლებითი თერაპიაც ძალიან კარგია, მაგრამ მას თავისი ფუნქციები და კრიტერიუმები აქვს. აუცილებელია ალტერნატივა, რაც მთელ მსოფლიოში დიდი ხანია მოქმედებს.

p.s. ცალკე საკითხია ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობა. სამწუხაროდ, ეს სფერო დღეს მთლიანად თავის ნებაზეა მიშვებული, არადა, ახალგაზრდებში ეს პრობლემა უკვე საკმაოდ მწვავედ დგას. ნუთუ გზის დასანახად მაინცდამაინც ურმის გადაბრუნებაა აუცილებელი?! ამ საკითხზე სპეციალისტების მოსაზრებას "ოჯახის მკურნალის" უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ.