/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ლუდომანია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება

მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა.

,

დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა. სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან.

  • რა ახასიათებს ლუდომანიას?

  1. თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, კაზინოში და აპარატებთან უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;
  2. ინტერესთა სფეროს შეცვლა - თამაში ადამიანის ცხოვრებიდან თანდათან დევნის სხვა ინტერესებს; ლუდომანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებაში სათამაშო კომბინაციებს და მასთან დაკავშირებულ სიტუაციებს წარმოისახავს;
  3. თვითკონტროლის დაკარგვა - ლუდომანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებს თამაშისთვის თავის დანებებას, განურჩევლად იმისა, იგებს თუ გამუდმებით აგებს;
  4. ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას, რადგან თამაშის სურვილი ძნელი გადასალახია. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
  5. თამაშის გახშირება, ამასთან, მომატებული რისკის ხარჯზე;
  6. გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გაეკაროს სათამაშო ადგილს, საკმარისია უმნიშვნელო პროვოკაცია და თამაშზე დამოკიდებულება ახლდება.

  • თამაშზე დამოკიდებულების განვითარების სტადიები

თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება:

  1. მოგებათა სტადია;
  2. წაგებათა სტადია;
  3. განხიბვლის სტადია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა.

  • როგორ მკურნალობენ ლუდომანიას?

    • პირველი ნაბიჯი - ფაქტის აღიარება

მკურნალობა თამაშზე დამოკიდებულების აღიარებით იწყება. საკუთარ სისუსტეზე საუბარი ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს უჭირთ ეს მამაკაცებს. ნუ მოინანიებთ ვინმეს დასანახად; ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის უნდა იყოს გამიზნული. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ხაფანგში გაება.

    • მეორე ნაბიჯი - თანადგომა
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დაავადებულმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა იგრძნო. ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, დახმარება სჭირდება და ამისთვის უკან არაფერზე დაიხიოთ, თუნდაც თავს შეურაცხყოფილად გრძნობდეთ. გაუგებრობა და სკანდალები მუდამ თან ახლავს ამ მდგომარეობას და ამას გაგებით უნდა მოეკიდოთ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს იმის გაცნობიერებაში, ამგვარი საქციელით ვის და რას კარგავს. მან უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: "რისთვის ვცხოვრობ? ნუთუ იმისთვის, რომ უსულგულოდ ვიდგე სათამაშოOავტომატის წინ და ასე გავატანო ქარს საკუთარი და ოჯახის წევრების, ძვირფასი ადამიანების, შვილების ბედნიერება და კეთილდღეობა?" ბევრი, თამაშზე დამოკიდებულების კლანჭებში მოქცეული, ვერც კი ამჩნევს, როგორ იზრდებიან მათი შვილები. დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ შეგიძლიათ აპატიოთ დანაკარგი, რომ ფული მოდის და მიდის, მთავარი ადამიანია.

    • მესამე ნაბიჯი - სპეციალისტთა დახმარება

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებლად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების: ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის - დახმარება. მკურნალობის დაწყებამდე როგორც პაციენტის ახლობლებმა, ისე თავად პაციენტმა უნდა ირწმუნონ, რომ დამოკიდებულებას დაამარცხებენ. სპეციალისტების დახმარება განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როდესაც ადამიანი თავად ვერ ხვდება, როგორ ვარდება ტრანსში. ყველაფრის წაგების შემდეგ ბევრს არც კი ახსოვს, რა მოხდა, როგორ აღმოჩნდნენ სათამაშოOდარბაზში, რამდენი ჰქონდათ ფული და რამდენი წააგეს. ფიზიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს თავდაცვითი მექანიზმია - მოთამაშე მეხსიერებიდან შლის უსიამოვნო მოგონებებს. ტრანსში ჩავარდნილი ადამიანისთვის არ არსებობს დრო და ობიექტური რეალობა; იგი თავად ვერ გრძნობს, რომ თამაშზეა დამოკიდებული.

    • მეოთხე ნაბიჯი - მიზეზის პოვნა
ასევე დაგაინტერესებთ
არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?
ტოქსიკომანია და მისი გართულებები

აუცილებელია მივაგნოთ თამაშზე დამოკიდებულების თავდაპირველ მიზეზს, რადგან მხოლოდ შედეგთან ბრძოლით მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. მიზეზის დადგენისა და მისი აღმოფხვრის გარეშე თამაშდამოკიდებულებისგან განკურნების შემდგომ შესაძლოა ადამიანს სხვა, არანაკლებ საშიში დამოკიდებულება განუვითარდეს, მაგალითად, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან, სულაც, კომპიუტერული დამოკიდებულება. ზოგჯერ ამის მიზეზი შინ თუ გარეთ არსებული პრობლემებისგან გაქცევის სურვილია, ზოგი ამ გზით უბრალოდ სტრესს ებრძვის, თავდავიწყებას ესწრაფვის. მცდარია აზრი, რომ ასეთი რამ მხოლოდ სუსტებს ემართებათ - ამ ხაფანგში ხშირად საკმაოდ ძლიერი პიროვნებებიც ებმებიან, განსაკუთრებით კი მამაკაცები.

ქალს სტრესის მოსახსნელად ტირილი და მეგობრის წინაშე გულის გადაშლაც ჰყოფნის, მამაკაცები კი პრობლემებს ვერავის უმხელენ და მოჯადოებულ წრეში ხვდებიან: ერთი პრობლემა მეორეს იწვევს და ასე... ამიტომ თამაშზე დამოკიდებულების თავიდან აცილების საუკეთესო გზა პრობლემებზე საუბარი და ახლობლებისთვის გულის გადაშლაა. ლუდომანიის მკურნალობის აუცილებელი რგოლია ფსიქოთერაპია, ამასთან, მკურნალობა უნდა წარიმართოს კომპლექსურად.

აუცილებელია, ლუდომანი მოსცილდეს ჩვეულ წრეს, ახლებურად შეხედოს თავის ცხოვრებას, თვალი გადაავლოს საკუთარ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტის შერჩევა. ნუ ენდობით ექიმბაშების "გამოცდილებას", თამაშზე დამოკიდებულება "ჯადოსა" და "ავი თვალის" ბრალი არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, ამიტომ პრობლემის მოგვარებაში ჯადოქრები და შამანები ვერ დაგეხმარებიან. მით უმეტეს ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც დახმარებას ერთი მანიპულაციით დაგპირდებათ - ასეთი სასწაულები არ ხდება. ლუდომანია, როგორც ყველა სხვა ფსიქიკური დაავადება, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ნებისმიერმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა გაცილებით უარესი შედეგი გამოიღოს.

ახლობლებს და ოჯახის წევრებს კი გირჩევთ:

  1. მკურნალობის შემდეგ ნუ გაახსენებთ ლუდომანს წარსულს და ნურც ჩადენილის გამო უსაყვედურებთ.
  2. ნუ ეცდებით მისი ფსიქიკური მდგრადობის გამოცდას - ამით შესაძლოა თავად მოახდინოთ მისი ხელახალი პროვოცირება.
  3. ეცადეთ, მასთან ერთად წარსული თქვენც ცუდი სიზმარივით დაივიწყოთ.

კომენტარები (2)
ზაზ
აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები, ქალაქგარეთ გაათრიონ კრისტალი, აჭარა, ივერია და ეგეთი სატანის ბუდეები, ტორემ 3 მილიონიანი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ამბავს! მაგრამ ჩვენ მთავრობა არა გვყავს, არიან ფულიჭამია კობახიძეები, ბესელიები
თარიღი : 02-04-2018
აზარტი
დაღუპვის პირას არის ამ აზარტული თამაშებით საქართველოს მოსახლება განსაკუთრებით ახალგაზრდები,რამდენი ოჯახი არის დანგრეული ამის გამო, და რამდენი ახალგაზრდები არი ამას შეწირული ბოლო-ბოლო მიიღოს მთავრობამ შესაბამისი კანონმდებლობა ამის აღმოსაფხრობად,საერთოდ აიკრძალოს საქართველოში აზარტული თამაშები, მინიმუმ როგორც ინტერნეტით ასევე დასახლებულ ადგილებში
თარიღი : 24-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სისტემური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები

სისტემური დაავადებები უმეტესად აქტიურ მკურნალობას მოითხოვს კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით.
სრულად
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები
ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს დიდი როლი აკისრიათ კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ლუდომანია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები