/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

შვილთან ურთიერთობა მუცლადყოფნისას იწყება

შვილთან ურთიერთობა მუცლადყოფნისას იწყება
ადამიანი თავისი ცხოვრების არც ერთ სხვა საფეხურზე ისე ინტენსიურად არ ვითარდება, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში.

განაყოფიერებული უჯრედისგან იგი რამდენიმე თვეში სრულყოფილ არსებად იქცევა, პატარა ადამიანად, რომელსაც გასაოცარი თვისებები და გარემოს შეცნობის დაუოკებელი სურვილი აქვს. ათასწლეულების განმავლობაში აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენდა ადამიანზე გამოცდილება, რომელსაც იგი დედის მუცელში ყოფნისას იღებდა.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ჩანასახს ჰქონდა შეგრძნებები. შუა საუკუნეების ევროპაში სწამდათ, რომ ნაყოფს დედის მუცელში აზროვნებაც კი შეეძლო. არავინ იცის, რა აზრები იბადება ჩანასახის ტვინუკაში, მაგრამ ის კი უდავოა, რომ სენსორული სისტემები დაბადებამდე გაცილებით ადრე იწყებენ მუშაობას. ნერვულ სისტემას შესწევს უნარი, გადაამუშაოს კანის, სმენითი, წონასწორობისა და შეხების გზით მიღებული ინფორმაცია, რომელსაც იგი დედის მოძრაობისას საშვილოსნოს კედლებიდან იღებს.

დედისა და ნაყოფის ურთიერთობა

ბოლო ხანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლამ, რომელთა მეშვეობითაც დედასა და ნაყოფს შორის კავშირი ყალიბდება. მართალია, ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ დადგენილია, რომ ნაყოფის უჯრედებში ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ფიქსირდება დედის განცდები, შეგრძნებები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს ჰიპოთეზა, რომ დედასა და ნაყოფს შორის პირველივე დღეებიდან თავისებური მექანიზმებით მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცნობილი გახდა, რომ ჩანასახის ორგანიზმზე სრულად აისახება დედის ფსიქოსომატური სტატუსი და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაბადების შემდგომ სტრესაქტიური ბავშვის ჩამოყალიბებისთვის. დედასა და ჩანასახს შორის რამდენიმე სახის ურთიერთობა ყალიბდება, მათ შორის - ფიზიკური, სენსორული და ემოციური.

ფიზიკური კავშირი

დედის ფიზიკური კავშირი გულისხმობს დედისა და ნაყოფის დამაკავშირებელ ჭიპლარს, რომლითაც განუწყვეტლივ ხდება საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტი. ფიზიკური კავშირი, თავის მხრივ, ბადებს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას ისახავს მიზნად. ამისთვის ორსულებს ენიშნებათ სპეციალური წყლის პროცედურები, სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში, ტანვარჯიში.

სენსორული კავშირი

შეკითხვა ექიმს
<p>-ღორის ხორცი წნევას წევსო მითხრეს და ცხიმი წევს თი მჭლე მარტო ხორციც?</p>

ეს არის საკმაოდ მჭიდრო კავშირი, რომლის მეშვეობითაც პატარა შეიგრძნობს უამრავ იმპულსს, უწინარეს ყოვლისა კი სმენით სიგნალებს. პატარას ყველაზე უკეთ დედის ორგანიზმის ბგერები ესმის, შემდგომ კი - დედისავე ხმა, ამიტომ აუცილებელია, დედა ელაპარაკოს ბავშვს, უმღეროს.

თუ მამა რეგულარულად ესაუბრება შვილს მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების შემდეგ ბავშვი მის ხმასაც ცნობს. დედის ხმის გავლენა კი იმდენად ძლიერია, რომ ექიმები მას ხშირად იყენებენ ახალშობილთა დასამშვიდებლად. ბავშვის დაბადებამდე ისინი სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწერენ ამნიონურ სითხეში მისი ჭყუმპალაობის ხმას, შემდგომ კი ასმენინებენ. პატარას ახსენდება, როგორ უდარდელად დაცურავდა სანაყოფე წყლებში, ყველაზე მშვიდ პერიოდს ახსენებს და მშვიდდება. ასეთი რამ არა მხოლოდ ბავშვებს, ხანდაზმულ პაციენტებსაც კი ენერგიით ავსებს და არასასურველი ემოციებისგან ათავისუფლებს.

მხედველობითი გარემოს სტიმულაცია ვერ ხერხდება, რადგან სინათლის გარეშე მხედველობა შეუძლებელია. ნაყოფი არჩევს მხოლოდ და მხოლოდ სუსტ ყვითელ ფერს, ისიც - მუცლის უშუალო განათებისას.

ყნოსვის ფუნქცია მხოლოდ ჰაერის ჩასუნთქვისას ამოქმედდება, ამიტომ დაბადებამდე ისიც უფუნქციოა.

შესაძლებელია ტაქტილური მგრძნობელობის სტიმულირება, მშობლებისა და ნაყოფის კონტაქტი მუცელზე ხელის დადებით (ამ დროს იმატებს ტემპერატურა შესაბამის არეზე), მუცელზე ხელის მსუბუქად დაკვრით, პალპაციით.

გემოვნება ჩანასახს საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული. იგი დიდი რაოდენობით ყლაპავს ნახშირწყლებით გაჯერებულ ამნიონურ სითხეს. არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია მისი გამომეტყველება უსიამოვნო გემოს შეგრძნებისას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შვილთან ურთიერთობა მუცლადყოფნისას იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შვილთან ურთიერთობა მუცლადყოფნისას იწყება

განაყოფიერებული უჯრედისგან იგი რამდენიმე თვეში სრულყოფილ არსებად იქცევა, პატარა ადამიანად, რომელსაც გასაოცარი თვისებები და გარემოს შეცნობის დაუოკებელი სურვილი აქვს. ათასწლეულების განმავლობაში აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენდა ადამიანზე გამოცდილება, რომელსაც იგი დედის მუცელში ყოფნისას იღებდა.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ჩანასახს ჰქონდა შეგრძნებები. შუა საუკუნეების ევროპაში სწამდათ, რომ ნაყოფს დედის მუცელში აზროვნებაც კი შეეძლო. არავინ იცის, რა აზრები იბადება ჩანასახის ტვინუკაში, მაგრამ ის კი უდავოა, რომ სენსორული სისტემები დაბადებამდე გაცილებით ადრე იწყებენ მუშაობას. ნერვულ სისტემას შესწევს უნარი, გადაამუშაოს კანის, სმენითი, წონასწორობისა და შეხების გზით მიღებული ინფორმაცია, რომელსაც იგი დედის მოძრაობისას საშვილოსნოს კედლებიდან იღებს.

დედისა და ნაყოფის ურთიერთობა

ბოლო ხანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლამ, რომელთა მეშვეობითაც დედასა და ნაყოფს შორის კავშირი ყალიბდება. მართალია, ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ დადგენილია, რომ ნაყოფის უჯრედებში ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ფიქსირდება დედის განცდები, შეგრძნებები.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ დედასა და ნაყოფს შორის პირველივე დღეებიდან თავისებური მექანიზმებით მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცნობილი გახდა, რომ ჩანასახის ორგანიზმზე სრულად აისახება დედის ფსიქოსომატური სტატუსი და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაბადების შემდგომ სტრესაქტიური ბავშვის ჩამოყალიბებისთვის. დედასა და ჩანასახს შორის რამდენიმე სახის ურთიერთობა ყალიბდება, მათ შორის - ფიზიკური, სენსორული და ემოციური.

ფიზიკური კავშირი

დედის ფიზიკური კავშირი გულისხმობს დედისა და ნაყოფის დამაკავშირებელ ჭიპლარს, რომლითაც განუწყვეტლივ ხდება საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტი. ფიზიკური კავშირი, თავის მხრივ, ბადებს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას ისახავს მიზნად. ამისთვის ორსულებს ენიშნებათ სპეციალური წყლის პროცედურები, სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში, ტანვარჯიში.

სენსორული კავშირი

ეს არის საკმაოდ მჭიდრო კავშირი, რომლის მეშვეობითაც პატარა შეიგრძნობს უამრავ იმპულსს, უწინარეს ყოვლისა კი სმენით სიგნალებს. პატარას ყველაზე უკეთ დედის ორგანიზმის ბგერები ესმის, შემდგომ კი - დედისავე ხმა, ამიტომ აუცილებელია, დედა ელაპარაკოს ბავშვს, უმღეროს.

თუ მამა რეგულარულად ესაუბრება შვილს მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების შემდეგ ბავშვი მის ხმასაც ცნობს. დედის ხმის გავლენა კი იმდენად ძლიერია, რომ ექიმები მას ხშირად იყენებენ ახალშობილთა დასამშვიდებლად. ბავშვის დაბადებამდე ისინი სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწერენ ამნიონურ სითხეში მისი ჭყუმპალაობის ხმას, შემდგომ კი ასმენინებენ. პატარას ახსენდება, როგორ უდარდელად დაცურავდა სანაყოფე წყლებში, ყველაზე მშვიდ პერიოდს ახსენებს და მშვიდდება. ასეთი რამ არა მხოლოდ ბავშვებს, ხანდაზმულ პაციენტებსაც კი ენერგიით ავსებს და არასასურველი ემოციებისგან ათავისუფლებს.

მხედველობითი გარემოს სტიმულაცია ვერ ხერხდება, რადგან სინათლის გარეშე მხედველობა შეუძლებელია. ნაყოფი არჩევს მხოლოდ და მხოლოდ სუსტ ყვითელ ფერს, ისიც - მუცლის უშუალო განათებისას.

ყნოსვის ფუნქცია მხოლოდ ჰაერის ჩასუნთქვისას ამოქმედდება, ამიტომ დაბადებამდე ისიც უფუნქციოა.

შესაძლებელია ტაქტილური მგრძნობელობის სტიმულირება, მშობლებისა და ნაყოფის კონტაქტი მუცელზე ხელის დადებით (ამ დროს იმატებს ტემპერატურა შესაბამის არეზე), მუცელზე ხელის მსუბუქად დაკვრით, პალპაციით.

გემოვნება ჩანასახს საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული. იგი დიდი რაოდენობით ყლაპავს ნახშირწყლებით გაჯერებულ ამნიონურ სითხეს. არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია მისი გამომეტყველება უსიამოვნო გემოს შეგრძნებისას.


ემოციური კავშირი

დედისა და ნაყოფის ჰორმონული სისტემის ერთობლიობა განაპირობებს მათ შორის მჭიდრო ემოციურ კავშირს. დედის ყველა ემოცია, განცდა ჰორმონულ დონეზე გადაეცემა ნაყოფს და მასში ფორმირდება შესაბამისი განცდისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა. როცა დედა დიდხანს განიცდის სტრესს, შიშს, დეპრესიას, ეს ნაყოფზე ძლიერ დამთრგუნველ გავლენას ახდენს.

პატარას არ შეუძლია, თავი დაიცვას დედის ჰორმონებისგან, რომლებიც უარყოფითი ემოციების განცდისას მის სისხლში აღმოჩნდება. დედის ჰორმონთა ტალღები მას ემოციურ დარტყმებს აყენებს, რაც მასში შიშის, უიმედობის, განგაშის, დაუცველობის გრძნობის პირველად ფორმირებას იწვევს. მხოლოდ ორსულობისადმი დედის დადებითი დამოკიდებულება იცავს პატარას ამგვარი სტრესისგან; მხოლოდ დედის სიყვარული შეაძლებინებს, მოიკრიბოს ძალა გადატანილი სტრესის შემდეგ.

დედის სტრეს-ჰორმონებისადმი ნაყოფი შედარებით ადაპტირდება ორსულობის ბოლო თვეში, როდესაც მას უკვე აქვს საკუთარი ნერვულ-ჰუმორული სარეგულაციო მექანიზმები.

მესამე თვის ბოლოს ნაყოფი ხშირად თითს პირში იდებს. თითის წოვის მიზეზია დედის სევდა ან შფოთვა, სიხარული, მღელვარება, რაც გავლენას ახდენს მის გულისცემაზე, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც დედას უხარია, სისხლი ენდორფინებს - ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს, უარყოფითი განცდების დროს კი შიშის ჰორმონები - კატექოლამინები გამოიყოფა. პატარა გაუცნობიერებლად აღიქვამს ამ სიგნალებს და გრძნობს, როგორ ეპყრობიან მას: სიყვარულით თუ სიძულვილით, სიამოვნებით თუ შიშით.

საინტერესოა, რომ მხოლოდ დედა კი არ მოქმედებს ჩანასახზე - თავის მხრივ ისიც ახდენს გავლენას დედის გუნება-განწყობაზე. მუცლადყოფნის უკანასკნელ თვეებში იგი გამოყოფს საკუთარ ჰორმონებს, მაგალითად, მაშინ, როცა ორსული სტუდენტია ან სამუშაო დიდხანს ჯდომას აიძულებს, ნაყოფის სისხლმომარაგება საგრძნობლად იზღუდება, ისიც ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად განსაზღვრულ ჰორმონებს გამოყოფს, რომლებიც დედის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს, აიძულებს მას, წამოდგეს და გაიარ-გამოიაროს, რათა ნაყოფს თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცეს.

რა ინფორმაციას იღებს ნაყოფი

ამის დასადგენად ლონდონში ძალზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: სამშობიარო სახლში ქალები ორ ჯგუფად დაყვეს; ერთნი სისტემატურად უყურებდნენ საპნის ოპერებს, მეორენი კი სერიალების ყურებით თავს არ იწუხებდნენ. მშობიარობის შემდგომ აღმოჩნდა, რომ სერიალების მოყვარულთა შვილები მაშინვე წყვეტდნენ ტირილს, როგორც კი მათ ნაცნობი სერიალის მელოდიას ჩაურთავდნენ, მეორე ჯგუფის დედათა შვილები კი ამ მელოდიებზე საერთოდ არ რეაგირებდნენ.

მრავალ ქვეყანაში უკვე იყენებენ ნაყოფის აღმზრდელობით სქემებს: პატარას ერთსა და იმავე დროს ასმენინებენ გარკვეულ მელოდიას, სიმღერას, ლექსს, ფრაზებს მშობლიურ ენაზე... ეჭვს აღარ იწვევს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში იღებს, მის მეხსიერებაში აღიბეჭდება და გენეტიკურ ინფორმაციასთან ერთად განსაზღვრავს მის თვისებებს.

მუცლადყოფნის პერიოდის არცთუ სასიამოვნო მოგონებები ხშირად ქცეულა მოზრდილი ადამიანისთვის სერიოზული უსიამოვნებების მიზეზად. სწორედ მუცლადყოფნის პერიოდში დედასა და ნაყოფს შორის არსებული კორელაციული კავშირების წყალობით ყალიბდება მომავალში ადამიანის პიროვნულ-სტრუქტურული თვისებები.

ჩანასახის აზროვნების ტაბულა

  • 4 კვირის ჩანასახს უკვე აქვს გემოვნება, თანაც საკმაოდ დახვეწილი: უყვარს ტკბილი და არ მოსწონს მწარე.
  • პატარა ზუსტად იმეორებს დედის მოძრაობებს, მის გუნება-განწყობას; თვლემს, როცა დედას სძინავს, მასთან ერთად იღვიძებს და იცინის.
  • ჯერ კიდევ სრულიად განუვითარებელს იმდენად ეშინია ნიკოტინის, რომ საკმარისია, დედას სიგარეტის მოწევის სურვილი გაუჩნდეს, ბავშვის გული გამალებით იწყებს ძგერას.
  • ნიკოტინსა და ალკოჰოლზე მეტად კი მშობლებს შორის უთანხმოებისა ეშინია. დედ-მამის უმნიშვნელო კამათის დროსაც კი წრიალებს და ზოგჯერ მდგომარეობას რადიკალურად იცვლის.
  • 30-ე კვირიდან ჩანასახს უვითარდება ნერვული სისტემის გამტარი გზები, რომელთა მეშვეობითაც მიეწოდება სიგნალები ტვინიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილს და პირიქით. თავის ტვინის ქერქიც უკვე საკმაოდ არის მომწიფებული, რათა ცნობიერება აკონტროლოს.
  • ჩანასახს თავისებური დამოკიდებულება აქვს ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით - მუსიკისადმი: ვერ იტანს მძიმე როკს, ძალიან მოსწონს ბეთჰოვენი, ვივალდი, მოცარტი, შტრაუსი, ბრამსი. ამასთანავე, ბეთჰოვენი და ბრამსი ააქტიურებს, მოცარტი და ვივალდი კი ამშვიდებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორსულს კონცერტის დამთავრებამდე მიუტოვებია საკონცერტო დარბაზი, რადგან ნაყოფს მუცელში აქტიური მოძრაობა დაუწყია.
  • არ უყვარს სინათლე - დედის მუცლის პირდაპირი ძლიერი განათებისას ყოველ ღონეს ხმარობს, რომ შუქს დაემალოს.
  • როცა ნაყოფს დედა ან მამა ესაუბრება, ის მშვიდდება და გულიც ნორმალურად უცემს. ამიტომ არის, რომ ექიმები ურჩევენ ორსულებს, რაც შეიძლება ხშირად ესაუბრონ პატარას. ასეთ ბავშვებსა და მშობლებს შორის დაბადების შემდგომ უფრო ადვილად იბმება ის უხილავი ძაფები, რომლებიც დიდი დედაშვილური სიყვარულის საწინდარია.