არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?

დამოკიდებულებასთან, რომელიც მათზე მუდმივად იმარჯვებს, სანამ დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგანან. მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ. იქნება ეს აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარების პრობლემა.

დამოკიდებულების პრობლემა თითქოს მართლაც დაუმარცხებელია, თუმცა ლევან მათითაშვილის ისტორია გვარწმუნებს, რომ მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.

ის ახლა 41 წლისაა, პროფესიით იურისტი. როგორც თავად გვიამბობს, ალკოჰოლზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე უფრო მწვავდებოდა. 19-20 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად დაწყებულ გართობას თავდაპირველად, იშვიათი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა მოხმარებიდან მოხმარებამდე პერიოდი შემცირდა, ემოციების კონტროლი კი შეუძლებელი გახდა.

"წლების განმავლობაში ეს ყოველივე პროგრესს განიცდიდა. გავიდა ცხოვრება და მივედი რაღაც პერიოდამდე, როდესაც ძალიან გამიჭირდა ალკოჰოლის მოხმარების მართვა. ვცხოვრობდი ყველა "ჩვეულებრივი" ადამიანის რიტმში, მეც მჯეროდა მითების, რომ ადამიანს რელაქსაციისთვის სჭირდება ალკოჰოლი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემი ემოციები გახდა უმართავი, დავკარგე სიმშვიდე. როცა ალკოჰოლის მოხმარებას შევწყვეტდი, ემოციები გროვდებოდა, ვლინდებოდა აგრესია, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, რაც გარემოს მიმართ დისკომფორტს იწვევდა", - იხსენებს ლევანი.

ეს რეალობა ცხოვრებას დღითიდღე ართულებდა, რაც უფრო მეტად უღრმავდებოდა პრობლემას, უფრო მეტი უარყოფითი ემოცია უგროვდებოდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, პრობლემას თავად გამკლავებოდა და ალკოჰოლის მოხმარება შეეწყვიტა, თუმცა იმაზე ნეგატიური უკუკავშირი მიიღო, ვიდრე მოელოდა.ყოველ ჯერზე, როცა ამ თითქოსდა შეუქცევად პროცესთან გამკლავებას ცდილობდა, მარცხდებოდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე თავიდან გადიოდა, იმ იმედით, რომ ახლა იღბალი მისკენ იქნებოდა.

"ეს ყველაფერი პროგრესს განიცდიდა, ნაბახუსევი უფრო და უფრო მძიმდებოდა, მატულობდა დეპრესიული ხასიათი, ნეგატიური ემოციები, რაც მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ დაავადების სიმპტომები ყოფილა. ვცადე დეტოქსის გზები, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ამას ძალიან მოკლე პერიოდებით მოჰქონდა ეფექტი... მე მადლიერი ვარ მთელი ჩემი განვლილი გზის, მაგრამ იყო ძალიან რთული პერიოდები პირად ცხოვრებაში და სამსახურებრივ კარიერაში, როცა ხელს მიშლიდა ალკოჰოლის მოხმარება", - აღნიშნა მან.

როცა აღმოაჩინა, რომ რეაბილიტაციის ყველა გზას მაინც ალკოჰოლამდე მიჰყავდა, გადაწყვიტა, საჯაროდ, "ფეისბუქის" მეშვეობით ეპოვნა გამოსავალი, რამაც როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ, მართლა "გამოსავლამდე" მიიყვანა.

"ფეისბუქზე" დავწერე, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება მქონდა და ვეძებდი გამოსავალს. ჩემს პოსტს გამოეხმაურა ორგანიზაცია "გამოსვლის" კონსულტანტ/ინსტრუქტორი და შეხვედრა ჩამინიშნა. "გამოსავალში" მოსულმა აღმოვაჩინე, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, დაავადებით არის გამოწვეული, რომელიც არის დამოკიდებულება. ჩემს შემთხვევაში ეს ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო.

"დავიწყე 12 ნაბიჯის პროგრამით რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშშ-ში შეიქმნა და დღეს ძალიან აქტიურად გამოიყენება. პირველ ეტაპზე იყო პრობლემის აღიარება, თვალის გასწორება, რომ მის წინაშე უძლური ხარ და შემდეგ მისგან თავის დასაღწევად მუშაობა. ახლა მეოთხე ნაბიჯს გავდივარ და უპირველესყოვლისა, მოვიპოვე სიმშვიდე, რომელიც მე არასდროს მქონია. ემოციურად ბევრად გაწონასწორებული გავხდი, უფრო ლოიალური ვარ, ადამიანებთან ურთიერთობა ბევრად გამიადვილდა და საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს", - განმარტავს ლევან მათითაშვილი.

ლევანი ერთადერთი არ არის, ვინც ფსიქოსოციუალურ საკონსულტაციო ცენტრ "გამოსავალში" დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა შეძლო. წელიწადზე მეტია, "გამოსავალში" უამრავი ადამიანი ნარკომოდამოკიდებულების, ალკოჰოლზე დამოკიდებულების და ლუდომანიის დასამარცხებლად სწორედ 12 ნაბიჯის პროგრამას გადის.

"დამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც პრობლემა, ადამიანის ხასიათში, ფსიქიკაში, სულიერ მდგომარეობაში ვლინდება. ეს არის ბიო-ფსიქო, სოციო-სულიერი დაავადება ანუ ადამიანს ყველა მიმართულებით მოიცავს. დაავადება როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, ასევე ფსიქიკასა და ზოგადად, ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე ახდენს ზეგავლენას", - განმარტავს ის.

რატომ შეიძლება ადამიანი გახდეს დამოკიდებული?

დამოკიდებულება პირველადი დაავადებაა, რაც "გამოსავლის" დამფუძნებლის - რევაზ ღოღობერიძის - თქმით, იმას ნიშნავს, რომ სანამ ადამიანი ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებსა ან ნარკოტიკს მიეჯაჭვება, მას უკვე ხასიათში ჰქონდა არაჯანსაღი მდგომარეობა და მზაობა, რომ რაიმე "დოპინგზე" დამოკიდებული გამხდარიყო. მისივე თქმით, დამოკიდებულებისთვის მზაობა ჯერ კიდევ ბავშვობაში ყალიბდება და თავი შეიძლება მოგვიანებით იჩინოს. ამასთან, დამოკიდებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის მქონე პირი, თუ მას ამის მზაობა აღენიშნება.

"დამოკიდებულ ადამიანს საშუალოდ 25% ფიზიკური, ხოლო 75% ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამ 25%-ში გენეტიკა და ფიზიოლოგია თამაშობს როლს, დანარჩენ შემთხვევაში კი გარემო, სადაც ადამიანი აღიზარდა და მისი ფსიქიკა ჩამოყალიბდა. თუ ვამბობთ, რომ დაავადება არის ფიზიკური მხოლოდ ამ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას დანარჩენი სამი - ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი სფერო რჩება ჰაერში. გამოდის, რომ ავტომობილი გვინდა, ვმართოთ ერთ საბურავზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება შედეგის მიღება, ადამიანი ბრუნდება ისევ უკან და ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს", - განმარტა მან.

რევაზ ღოღობერძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს თბილისში გაიხსნება სტაციონარული დაწესებულება, სადაც დამოკიდებულ ადამიანს შეუძლია, 24 საათი გამოჯანმრთელებაზე იზრუნოს და ამისთვის ყველა საჭირო აქტივობაში ჩაერთოს.

mkurnali.ge

რას ნიშნავს თანადამოკიდებულება და ვინ არიან თანადამოკიდებულები?

დამოკიდებული ადამიანი თავის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც ახდენს ზეგავლენას. იმის გამო, რომ ოჯახის წევრები საყვარელ ადამიანს ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს ან ნარკოტიკის მოხმარებას ვერ უკრძალავენ ან თავიანთი ქმედებით დაავადების პროგრესირებას უწყობენ ხელს.

რევაზ ღოღობერიძე განმარტავს, რომ 12 ნაბიჯის პროგრამა თანადამოკიდებული ადამიანების დახმარებასაც მოიცავს და მათი კლიენტები ხშირად დამოკიდებულებაში მყოფი პირების ოჯახის წევრებიც არიან-ხოლმე.

რას გულისხმობს 12 ნაბიჯის პროგრამა და როგორ აღწევენ თავს დამოკიდებული ადამიანები ამ დაავადებას?

დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მართვა სჭირდება. "გამოსავლის" დამფუძნებლისა და ინსტრუქტორის რევაზ ღოღობერიძის განმარტებით, 12 ნაბიჯის პროგრამით ადამიანები სწავლობენ, როგორ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორ დააღწიონ თავი დამოკიდებულებას, თუმცა ერთადერთს, რასაც ვერ ისწავლიან, ეს არის დოზირების კონტროლი.

"დამოკიდებული ადამიანისთვის ერთხელ მოხმარება არის საკმარისი, ათასჯერ კი არასაკმარისი", - განმარტავს რევაზ ღოღობერიძე.

12 ნაბიჯის პროგრამაში ჩართულები არიან როგორც ინსტრუქტორები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დამოკიდებულებაში ყოფნა, ასევე ადამიანები, ვისაც ეს გზა არ გაუვლია. სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც "გამოსავალს" მიმართავენ, პირველწყაროსგანაც იღებენ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს 12 ნაბიჯის პროგრამით რეაბილიტაცია და რა შედეგები შეიძლება მიიღო მისგან.

"ჩვენთან არის როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური შეხვედრები. 12 ნაბიჯის პროგრამაში ჩართულია პირადი ინსტრუქტორი, ფსიქოთერაპევტი; ფსიქოთერაპევტები იყენებენ გეშტალტთერაპიის მიმართულებით ფსიქოთერაპიის ელემენტებს, არტთერაპიას, ჩვენი ინსტრუქტორები კი მეტწილად 12 ნაბიჯის პროგრამას. ის არის ახალი ცხოვრების წესი, მეთოდი, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს. რეაბილიტაციის პროცესი სტანდარტულად, 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია", - განმარტავს რევაზ ღოღობერიძე.