/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს. ( მედიცინა, სიახლეები, ჯანმრთელობა )

.

  • იტალიელმა მეცნიერებმა ვიაგრას ბუნებრივი ანალოგი აღმოაჩინეს

Journal of Nattural Products-ის ინფორმაციით, კოწახურისებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის ჩიტიწვივას (Epimedium bravicornum) ფოთლები შესაძლოა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების საწარმოო ნედლეულად გამოიყენონ. იტალიელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალ წამალს მოქმედება ვიაგრის მსგავსი ექნება, ხოლო გვერდითი ეფექტი - უფრო ნაკლები.

მილანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი მარიო დელ ალი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ოთხი მცენარე, რომელთაც აზიის ქვეყნებში ერექციის ფუნქციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. გაირკვა, რომ ჩიტიწვივას ერთ-ერთ კომპონენტს, იკარიინს, შეუძლია დაბლოკოს სასქესო ასოს სისხლით მომარაგების მაკონტროლებელი ფერმენტი ფოსფოდიესთერაზა-5. იგივე მექანიზმი - ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა-5-ის ბლოკირება - უდევს საფუძვლად ცნობილი პრეპარატის ვიაგრას მოქმედებასაც.

არაერთი ექსპერიმენტის შედეგად მარიო დელ ალიმ და მისმა კოლეგებმა მიიღეს იკარიინის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც ეფექტურობით ვიაგრას არ ჩამოუვარდება, თანაც მასზე გაცილებით უსაფრთხოა. საქმე ის არის, რომ ვიაგრას აქტიური კომპონენტი თრგუნავს არა მარტო ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა-5-ს, არამედ სხვა ფოსფოდიესთერაზებსაც. სწორედ ფოსფოდიესთერაზა-6-ზე ზემოქმედებით ხსნიან ფერის შეგრძნების უნარის დარღვევას, ხოლო ფოსფოდიესთერაზა-1-ზე მოქმედებას შეუძლია, გულ-სისხლძარღვთა მხრივი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. რაც შეეხება იკარიინის საფუძველზე დამზადებულ ახალ ნაერთს, წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, რომ ის მოქმედებს მხოლოდ ფოსფოდიესთერაზა-5-ზე, სხვა ფერმენტებზე კი გავლენას არ ახდენს.

ამჟამად ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა იგეგმება. თუ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატი ფარმაცევტულ ბაზარზე 10 წლის შემდეგ გამოჩნდება.

  • ნაწლავი მწარე გემოზე რეაგირებს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წვრილი ნაწლავი "შეიგრძნობს" მწარე გემოს და მასზე საჭმლის მონელების პროცესთა შენელებით რეაგირებს. ეს ორგანიზმისთვის ერთგვარი დამატებითი მექანიზმია საკვებისმიერი ტოქსინებისგან თავის დასაცავად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

კალიფორნიის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ კუჭში მწარე ნივთიერებების შეყვანისას წვრილ ნაწლავებში აქტიურდება სიმწარის რეცეპტორები. მათი აქტივაცია ააქტიურებს მადის დამაქვეითებელი ჰორმონის ქოლეცისტოკინინის გამომუშავებას, აფერხებს ტოქსიკური პროდუქტებისადმი მოთხოვნილებას, ანელებს ტოქსინებით მოწამლული საკვების გადაადგილებას, ზრდის ღებინების საშუალებით მისი გამოყოფის შანსს და აქვეითებს შეწოვის სიჩქარეს. გარდა ამისა, დადგენილ იქნა, რომ დაბალი ქოლესტერინის ფონზე სიმწარის რეცეპტორების აქტიურობა იმატებს. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ქოლესტერინით ღარიბი მცენარეული საკვები ქოლესტერინით მდიდარ ცხოველურ საკვებთან შედარებით მეტ მწარე ტოქსინს შეიცავს.

ექსპერიმენტის შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წამლის ახალი ფორმის შესაქმნელად, საიდანაც მწარე პრეპარატი ნორმალური სიჩქარით შეიწოვება.

  • მაღალი წნევის დროს კარტოფილი გიშველით

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკივილი შეიძლება გადამდები იყოს
ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რატომ იკლებს სწავლისადმი ინტერესი სიბერეში

ბრიტანელმა მეცნიერებმა კარტოფილს კიდევ ერთი ღირსება უპოვეს: აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს კოკოამინს - ნივთიერებას, რომელიც არტერიული წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს. ჩიპსების მოყვარულებს სასიხარულო არაფერი აქვთ - ამგვარად დამუშავებულ კარტოფილში კოკოამინი ძალიან ცოტა რჩება. ყველაზე სასარგებლოა მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული კარტოფილი.

კოკოამინის ეს თვისება შემთხვევით აღმოაჩინეს გენური ინჟინერიით მიღებული კარტოფილის შემოწმების დროს. დიდი ხანია ცნობილია, რომ კოკოამინი ჩინური სამკურნალო მცენარეების შემადგენლობაში შედის, მაგრამ მას კარტოფილიც რომ შეიცავდა, არავინ იცოდა.

სხვათა შორის, კოკოამინით მკურნალობენ აფრიკაში ფართოდ გავრცელებულ ძილის დაავადებას, რომელსაც ბუზი ცეცეს ნაკბენი იწვევს.

  • ენერგიის დამზოგველი ნათურა კანს აღიზიანებს

ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს (Health Protection Agency) ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, ელექტროენერგიის დამზოგველ ნათურებს ერიდონ - მათი ულტრაიისფერი გამოსხივება კანს აღიზიანებს. ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებათ მგრძნობიარე კანის პატრონებს და მათ, ვინც დერმატოლოგიურ დაავადებებს უჩივის. განსაკუთრებით საშიშია ეგრეთ წოდებული ღია ნათურები, რომელთა სპირალიც გარკვევით ჩანს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნათურა გამოსცემს ისეთივე ინტენსივობის მქონე ულტრაიისფერ გამოსხივებას, როგორსაც შთანთქავს კანი ღია ცის ქვეშ ზაფხულის მზიან დღეს. სპეციალისტების აზრით, მას კანის გაღიზიანება შეუძლია, მაგრამ კიბოს განვითარების ალბათობას არ ზრდის.

კანის გაღიზიანება მოსალოდნელია, როდესაც ნათურა საათზე მეტხანს არის მოთავსებული სხეულიდან 30 სმ-ზე ან უფრო ახლოს, ამიტომ მის მავნე გავლენას ყველაზე ხშირად განიცდიან იუველირები და სხვა ისეთი ადამიანები, ვისი პროფესიაც სინათლის წყაროს სიახლოვეს დიდხანს მუშაობას მოითხოვს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე გავლენისგან თავის დასაცავად არ არის აუცილებელი ეკონომიურ ნათურებზე უარის თქმა. საკმარისია, სინათლის წყაროსგან მოშორებით დავსხდეთ ან გამოვიყენოთ ჰერმეტული - მინის დამატებითი ფენით დაფარული ნათურები.

  • ავსტრალიელმა ქირურგმა გოგონა პინგ-პონგის ბურთის დახმარებით გადაარჩინა

ღვიძლის გადანერგვის რთული ოპერაციის მსვლელობისას ავსტრალიელმა ქირურგმა იარაღად სამაგიდო ტენისის ბურთი გამოიყენა, რამაც საშუალება მისცა, წარმატებით დაესრულებინა ქირურგიული ჩარევა და ორი წლის გოგონა გადაერჩინა.

ავსტრალიელ მაკენზი არგეტს იშვიათი თანდაყოლილი მანკი - სანაღვლე გზების ატრეზია აღმოაჩნდა. ამ დროს ნაღვლის სადინარები თორმეტგოჯა ნაწლავს კი არ უერთდება, არამედ ბრმად მთავრდება, რაც ნაღვლის წვენის შეგუბებას და ღვიძლის უკმარისობას იწვევს. გოგონას ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

როცა ქირურგმა ალბერტ შანმა ზრდასრული დონორის ღვიძლის ფრაგმენტი გოგონას მუცლის ღრუში მოათავსა, აღმოჩნდა, რომ ტრანსპლანტანტი მეტისმეტად დიდი იყო და მსხვილ სისხლძარღვებს ჭყლეტდა. ქირურგმა, რომელსაც გაგონილი ჰქონდა, რომ საზღვარგარეთ ოპერაციის დროს პინგ-პონგის ბურთებს იყენებდნენ, გადაწყვიტა, ამ ხერხისთვის მიემართა. მან ახალი ღვიძლი გოგონას სისხლძარღვებიდან ბურთის მეშვეობით გამოყო და ამ გზით აღადგინა ნორმალური სისხლის მიმოქცევა.

შანის თქმით, დროთა განმავლობაში ბურთი ღვიძლის ქსოვილთან შეხორცდება და მისი მოშორების აუცილებლობა აღარ იქნება.

აღდგენითმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა, გოგონა სავსებით გამოჯანმრთელდა, შანმა და მისმა კოლეგებმა კი ამ წარმატების შემდეგ პინგ-პონგის ბურთი კიდევ რამდენიმე ოპერაციის დროს გამოიყენეს.

  • ამერიკაში კუჭი საშვილოსნოს გავლით ამოკვეთეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მომავლის ქირურგიის ცენტრში, რომელიც სან-დიეგოში მდებარეობს, ჩატარდა ერთობ წარმატებული ქირურგიული ოპერაცია - სიმსუქნის სამკურნალოდ კუჭის ნაწილის ამოკვეთა. ცხადია, ეს მეთოდი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს სიახლეს. ოპერაცია იმით გახლდათ განსაკუთრებული, რომ ის საშვილოსნოს გავლით განხორციელდა.

მეთოდის არსი ასეთია: ქირურგიული გზით კვეთენ კუჭის 80%-ს, რისი წყალობითაც პაციენტს ადრინდელზე გაცილებით ნაკლები საკვები ანაყრებს. ამ ოპერაციას ვერტიკალურ გასტროპლასტიკას უწოდებენ. ის, ტრადიციისამებრ, ლაპაროსკოპიულად - მუცლის კედელზე გაკეთებული ხუთსანტიმეტრიანი განაკვეთის გავლით სრულდება. კალიფორნიელმა ქირურგებმა კი მეთოდის ინოვაციური ვარიანტი შეიმუშავეს. მათ მუცელზე მილიმეტრი ზომის ორად ორი განაკვეთი გაკეთეს. პირველი, ჭიპთან გაკეთებული ნახვრეტიდან მუცლის ღრუში შეიყვანეს ზონდი, რომელზეც ვიდეოკამერა იყო მიმაგრებული, მკერდის ძვლის ქვეშ გაკეთებული მეორე განაკვეთიდან კი შეიყვანეს ინსტრუმენტი ღვიძლის გასაწევად და საოპერაციო არის გასათავისუფლებლად. შემდეგ საშვილოსნოს უკანა თაღზე გაკეთებული პატარა განაკვეთიდან კუჭს ენდოსკოპიურად დაადეს სტანდარტული მომჭერები და მისი ნაწილი ამოკვეს, ხოლო ამოკვეთილი ქსოვილი საშვილოსნოში გაკეთებული იმავე ხვრელიდან გამოიტანეს.

ოპერაცია 75 წუთს გაგრძელდა. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდიც საგრძნობლად ხანმოკლე აღმოჩნდა.

პაციენტი, 29 წლის მარია სოტო, ახალი მეთოდით მკურნალობაზე უყოყმანოდ დათანხმდა, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ამოკვეთა გართულებით - ოპერაციის შემდგომი თიაქრით დასრულდა.

ოპერაცია ბუნებრივი ხვრელებიდან წარმოებული ქირურგიის მორიგ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. მცირე ხნით ადრე განხორციელდა პირიდან ბრმა ნაწლავის და საშვილოსნოდან ნაღვლის ბუშტის, ბრმა ნაწლავისა და თირკმლის ამოკვეთის ოპერაციები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები