/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

სად იბადება სისხლი

სად იბადება სისხლი
რამდენი ადამიანიცაა, სისხლიც იმდენნაირი არსებობს. სისხლის დაბადებაში რამდენიმე ორგანო მონაწილეობს.

ძვლის ტვინი, ელენთა, ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლები სისხლმბადი სისტემის შემადგენელი ნაწილებია, თუმცა სისხლის მთავარი წარმომქმნელები ძვლის ტვინი და ელენთა არიან.

სისხლის "მშობლები"

ძვლის ტვინი

ძვლის ტვინი ორგვარია: წითელი და ყვითელი. წითელი ტვინი ჩანასახის მე-11 კვირიდან ვითარდება. იგი თანდათან ავსებს ჩონჩხის ლულოვან ძვლებსა და მათ ღრუბლისებრ ნივთიერებას, ნაყოფის მე-20-28-ე კვირიდან კი უკვე ძირითად სისხლწარმომქმნელ ორგანოდ ყალიბდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ძვლის ყვითელი ტვინი მოგვიანებით ვითარდება და ლულოვანი ძვლების შუა, ძირითად ნაწილში გვხვდება. იგი ძირითადად ცხიმოვანი უჯრედების საწყობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული მკერდისა და ბეჭის, ხერხემლის სახსრებისა და თავის ქალას ძვლებში.

ძვლის ტვინის შემადგენელი ნაწილები არიან აგრეთვე შემაერთებელბოჭკოვანი ელემენტები, რომლებიც ხარიხებისა და თავისუფალი მორჩების დახმარებით მთლიანად წვრილი სისხლძარღვებითა და კაპილარებით დასერილ ნატიფ ბადეს ქმნიან. ისინი ხარიხების ბადეში გამჭოლად გადიან და გამოაქვთ კიდეც ძვლის ტვინში ეს-ესაა წარმოქმნილი და მომწიფებული სისხლის უჯრედები. ჩვეულებრივ, ძვლის ტვინმა იცის, რა რაოდენობის უჯრედი უნდა წარმოქმნას, მაგრამ მაშინ, როდესაც ორგანიზმში რაიმე ინფექციაა ან პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, იგი მუშაობის განსხვავებულ, გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის და სისხლში გაცილებით მეტ უჯრედს ისვრის.

ელენთა

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

ძვლის ტვინი, მართალია, უნივერსალური სისხლმბადი ორგანოა, მაგრამ მას არ ძალუძს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერვე წარმოებული "პროდუქციის" ხარისხი, ანუ დაადგინოს, მზად არის თუ არა ესა თუ ის უჯრედი სისხლში გადასასვლელად, ხომ არ აკლია მას რამე სრული ფუნქციობის დასაწყებად. ამ ფუნქციას ჩინებულად ასრულებს მეორე სისხლმბადი ორგანო - ელენთა. იგი ძვლის ტვინში სისხლის შემქმნელი კონვეიერების მუშაობას არეგულირებს. ელენთა კენტი ორგანოა, რომელიც ფორმით ყავის მარცვალს ჰგავს და მუცლის ღრუში, მარცხენა ფერდქვეშა არეშია მოთავსებული.

ინგლისურად ელენთას სევდის, ნაღველის სახელით - spleen-ით მოიხსენიებენ. მის ფუნქციაზე კიდევ ერთი ხატოვანი სახელწოდება - "ორგანიზმის სასაფლაოც" მეტყველებს. გარდა ამის, ელენთა იჭერს და სისხლში არ უშვებს დაავადების გამომწვევებს, რის გამოც მას ორგანიზმის ფილტრსაც უწოდებენ.

სისხლის ანატომია

სისხლი ორი ძირითადი კომპონენტისგან წარმოქმნილი ბიოლოგიური სითხეა. ერთი სისხლის ფორმიანი ელემენტებია, მეორე კი თხიერი, უჯრედშორისი ნივთიერება - პლაზმა.

პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია, რომელიც მისი მთლიანი მოცულობის 55-60%-ს იკავებს. დანარჩენი 40-45% ფორმიანი ელემენტებია. სისხლის საერთო ოდენობა ნორმალურ პირობებში სხეულის წონის 6-8%-ია. მოზრდილ მამაკაცს საშუალოდ 5,2 ლიტრი სისხლი აქვს, ქალს - 3,9 ლიტრი. სისხლის თითოეული ლიტრი 500 გრამ წყალს შეიცავს.

სისხლდენისას სისხლის 10%-ის დაკარგვა დასაშვებია, 30%-ისა - საშიშია, ხოლო 50%-ისა - სასიკვდილო.

ერითროციტები

ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს. ლიტრ სისხლში ეროთროციტების რაოდენობის ნორმა მამაკაცებისთვის 4,0-5,5X1012-ია, ხოლო ქალებისთვის - 3,7-4,7X1012.

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი სისხლის წითელი სასუნთქი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში - ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, ამიტომ მის მაჩვენებელს როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჰემოგლობინის შემცირება საბოლოო ჯამში ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს.

თავად ჰემოგლობინი ცილა გლობინისა და რკინაპორფირინ ჰემისგან შედგება. მას არა მხოლოდ ჟანგბადი მიაქვს უჯრედებამდე, არამედ იქიდან ნახშირორჟანგს სასუნთქი ორგანოებისკენ მიერეკება. ჰემოგლობინის ნორმა მამაკაცებისთვის 130-160 გ/ლ-ია, ხოლო ქალებისთვის - 115-145 გ/ლ.

თრომბოციტები

თრომბოციტები ოვალურ-მომრგვალო ფორმის ელემენტებია, რომლებიც ორგანიზმში საშუალოდ 1-5 დღეს ცოცხლობენ. მათი ფუნქცია სისხლის შედედებაა. ნორმაში ადამიანის 1 კუბურ მილიმეტრ სისხლში 180-350 ათასი თრომბოციტი უნდა იყოს, რომლებიც იშლება, გამოყოფს სისხლის შედედებაში მონაწილე ფაქტორებსა და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ნივთიერება სეროტონინს და ხელს უშლის სისხლდენას. ამას იგი არა მარტო შედედებით და თრომბის წარმოქმნით, არამედ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებითაც ახერხებს.

კომენტარები (1)
მაია
უროლოგი თუ გყავთ და შესაბამისად ოპერაციებიც თუ კეთდება?
თარიღი : 14-08-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სად იბადება სისხლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად იბადება სისხლი

ძვლის ტვინი, ელენთა, ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლები სისხლმბადი სისტემის შემადგენელი ნაწილებია, თუმცა სისხლის მთავარი წარმომქმნელები ძვლის ტვინი და ელენთა არიან.

სისხლის "მშობლები"

ძვლის ტვინი

ძვლის ტვინი ორგვარია: წითელი და ყვითელი. წითელი ტვინი ჩანასახის მე-11 კვირიდან ვითარდება. იგი თანდათან ავსებს ჩონჩხის ლულოვან ძვლებსა და მათ ღრუბლისებრ ნივთიერებას, ნაყოფის მე-20-28-ე კვირიდან კი უკვე ძირითად სისხლწარმომქმნელ ორგანოდ ყალიბდება.

ძვლის ყვითელი ტვინი მოგვიანებით ვითარდება და ლულოვანი ძვლების შუა, ძირითად ნაწილში გვხვდება. იგი ძირითადად ცხიმოვანი უჯრედების საწყობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული მკერდისა და ბეჭის, ხერხემლის სახსრებისა და თავის ქალას ძვლებში.

ძვლის ტვინის შემადგენელი ნაწილები არიან აგრეთვე შემაერთებელბოჭკოვანი ელემენტები, რომლებიც ხარიხებისა და თავისუფალი მორჩების დახმარებით მთლიანად წვრილი სისხლძარღვებითა და კაპილარებით დასერილ ნატიფ ბადეს ქმნიან. ისინი ხარიხების ბადეში გამჭოლად გადიან და გამოაქვთ კიდეც ძვლის ტვინში ეს-ესაა წარმოქმნილი და მომწიფებული სისხლის უჯრედები. ჩვეულებრივ, ძვლის ტვინმა იცის, რა რაოდენობის უჯრედი უნდა წარმოქმნას, მაგრამ მაშინ, როდესაც ორგანიზმში რაიმე ინფექციაა ან პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, იგი მუშაობის განსხვავებულ, გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის და სისხლში გაცილებით მეტ უჯრედს ისვრის.

ელენთა

ძვლის ტვინი, მართალია, უნივერსალური სისხლმბადი ორგანოა, მაგრამ მას არ ძალუძს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერვე წარმოებული "პროდუქციის" ხარისხი, ანუ დაადგინოს, მზად არის თუ არა ესა თუ ის უჯრედი სისხლში გადასასვლელად, ხომ არ აკლია მას რამე სრული ფუნქციობის დასაწყებად. ამ ფუნქციას ჩინებულად ასრულებს მეორე სისხლმბადი ორგანო - ელენთა. იგი ძვლის ტვინში სისხლის შემქმნელი კონვეიერების მუშაობას არეგულირებს. ელენთა კენტი ორგანოა, რომელიც ფორმით ყავის მარცვალს ჰგავს და მუცლის ღრუში, მარცხენა ფერდქვეშა არეშია მოთავსებული.

ინგლისურად ელენთას სევდის, ნაღველის სახელით - spleen-ით მოიხსენიებენ. მის ფუნქციაზე კიდევ ერთი ხატოვანი სახელწოდება - "ორგანიზმის სასაფლაოც" მეტყველებს. გარდა ამის, ელენთა იჭერს და სისხლში არ უშვებს დაავადების გამომწვევებს, რის გამოც მას ორგანიზმის ფილტრსაც უწოდებენ.

სისხლის ანატომია

სისხლი ორი ძირითადი კომპონენტისგან წარმოქმნილი ბიოლოგიური სითხეა. ერთი სისხლის ფორმიანი ელემენტებია, მეორე კი თხიერი, უჯრედშორისი ნივთიერება - პლაზმა.

პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია, რომელიც მისი მთლიანი მოცულობის 55-60%-ს იკავებს. დანარჩენი 40-45% ფორმიანი ელემენტებია. სისხლის საერთო ოდენობა ნორმალურ პირობებში სხეულის წონის 6-8%-ია. მოზრდილ მამაკაცს საშუალოდ 5,2 ლიტრი სისხლი აქვს, ქალს - 3,9 ლიტრი. სისხლის თითოეული ლიტრი 500 გრამ წყალს შეიცავს.

სისხლდენისას სისხლის 10%-ის დაკარგვა დასაშვებია, 30%-ისა - საშიშია, ხოლო 50%-ისა - სასიკვდილო.

ერითროციტები

ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს. ლიტრ სისხლში ეროთროციტების რაოდენობის ნორმა მამაკაცებისთვის 4,0-5,5X1012-ია, ხოლო ქალებისთვის - 3,7-4,7X1012.

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი სისხლის წითელი სასუნთქი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში - ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, ამიტომ მის მაჩვენებელს როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჰემოგლობინის შემცირება საბოლოო ჯამში ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს.

თავად ჰემოგლობინი ცილა გლობინისა და რკინაპორფირინ ჰემისგან შედგება. მას არა მხოლოდ ჟანგბადი მიაქვს უჯრედებამდე, არამედ იქიდან ნახშირორჟანგს სასუნთქი ორგანოებისკენ მიერეკება. ჰემოგლობინის ნორმა მამაკაცებისთვის 130-160 გ/ლ-ია, ხოლო ქალებისთვის - 115-145 გ/ლ.

თრომბოციტები

თრომბოციტები ოვალურ-მომრგვალო ფორმის ელემენტებია, რომლებიც ორგანიზმში საშუალოდ 1-5 დღეს ცოცხლობენ. მათი ფუნქცია სისხლის შედედებაა. ნორმაში ადამიანის 1 კუბურ მილიმეტრ სისხლში 180-350 ათასი თრომბოციტი უნდა იყოს, რომლებიც იშლება, გამოყოფს სისხლის შედედებაში მონაწილე ფაქტორებსა და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ნივთიერება სეროტონინს და ხელს უშლის სისხლდენას. ამას იგი არა მარტო შედედებით და თრომბის წარმოქმნით, არამედ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებითაც ახერხებს.


ლეიკოციტები

ლეიკოციტები სისხლის თეთრი სხეულაკებია. ნორმაში მათი საერთო რაოდენობა ლიტრში 4,0-8,8X109-ია. უკანასკნელ ხანს ეკოლოგიური მდგომარეობისა და გარემოს სხვა არახელსაყრელ ფაქტორთა გავლენით იმუნიტეტის დაქვეითებამ და მედიკამენტების უკონტროლო მიღებამ გამოიწვია ის, რომ ლიტრში ლეიკოციტების დონე 3-5X109-მდე დაეცა. ლეიკოციტები 2 დიდ ჯგუფად იყოფა: მარცვლოვნებად და უმარცვლოებად.

მარცვლოვანი ლეიკოციტებია ეოზინოფილები, ბაზოფილები და ნეიტროფილები, ხოლო უმარცვლოებია - მონოციტები და ლიმფოციტები.

მონოციტები, ეოზინოფილები, ბაზოფილები და ნეიტროფილები ძვლის ტვინში იბადებიან, დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით მილიარდამდე. რაც შეეხება ლიმფოციტებს, მათი დაბადების ადგილები ელენთა, ნუშისებრი ჯირკვალი და ლიმფური კვანძებია.

ლეიკოციტური ფორმულა

სხვადასხვა ფორმის ლეიკოციტებს შორის ურთიერთშეფარდებას ლეიკოციტური ფორმულით გამოსახავენ, რომელშიც ბაზოფილების წილი 0,1%-ია, ეოზინოფილებისა - 0,5-5%, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილებისა - 1-6%, სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილებისა - 47-72%, ლიმფოციტებისა - 19-37%, ხოლო მონოციტებისა - 3-11%. ამ თანაფარდობის დარღვევას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან სპეციალისტებს ამა თუ იმ პათოლოგიის არსებობაზე მიუთითებს.

ლეიკოციტებს ორგანიზმის დაცვა, ბაქტერიებისა და მკვდარი უჯრედების შთანთქმა, ანტისხეულების გამომუშავება ევალებათ.

თეთრი სხეულაკები ძალზე ცოტა ხანს ცოცხლობენ - 2-4 დღე. ლიმფოციტები კიდევ უფრო დღემოკლენი არიან - სიცოცხლის სულ რამდენიმესაათიანი ვადა აქვთ, რადგან ისინი ყველაზე მამაცი ჯარისკაცები არიან, ბრძოლის ველზეც ყველაზე ცხელ წერტილებში სწორედ ისინი იბრძვიან.

ბრძოლა დაავადების გამომწვევებთან

მიკროორგანიზმებს, რომლებიც კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებული ადგილებიდან იჭრებიან ორგანიზმში, ლეიკოციტები დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ. ერთნი მათ მიმართ მომწამლავ ნივთიერებებს გამოყოფენ, რომლებიც მიკროორგანიზმებს სპობს, მეორენი დეგაზაციას ახდენენ - ბაქტერიულ შხამებს თავიანთი ანტისხეულებით ანადგურებენ. დანარჩენები (ნეიტროფილები და მონოციტები) მათ იჭერენ და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყლაპავენ. თითო ნეიტროფილი დაახლოებით 25-30 მიკრობს ანადგურებს, მონიციტი კი 4-ჯერ მეტს.

ლეიკოციტებისა და ორგანიზმში შეჭრილი უცხო აგენტების ბრძოლის ველზე სხვადასხვა სახის ანთებითი კერა იქმნება, რომლებიც სისხლის მიწოლის გამო გაწითლებული და შეშუპებულია - სისხლს ხომ მტერთან საბრძოლველად სულ ახალი და ახალი მებრძოლები გამოჰყავს. სამწუხაროდ, ბაქტერიაყლაპია ლეიკოციტები თავადაც იღუპებიან. ისინი განადგურებულ მიკრობებთან ერთად თხიერ მასას ქმნიან, რომელსაც ჩვენ ჩირქს ვუწოდებთ.

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ფერადობის მაჩვენებელი ასახავს ერითროციტების პიგმენტ ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა 0,90-1,10-ია და ძირითადად ანემიების დიფერენციაციისთვის გამოიყენება. ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაქვეითების პარალელურად ხდება და რკინადეფიციტური ანემიის პირველი ნიშანია.

ედს-ი - ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ედს-ი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გამოეყოფიან ერითროციტები სისხლის პლაზმას და სინჯარაში ილექებიან. იგი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის არასპეციფიკური ინდიკატორია. ქალებში მისი ნორმა შედარებით მაღალია - 2-15 მმ/სთ, მამაკაცებში კი 1-10 მმ/სთ-ს შეადგენს.

ჰემატოკრიტი

ჰემატოკრიტი გვიჩვენებს სისხლის ფორმიანი ელემენტების - ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების - რაოდენობრივ ფარდობას მის თხიერ ნაწილთან - პლაზმასთან. მამაკაცებისთვის ნორმა 40-45%-ია, ქალებისთვის - 36-42%. ჰემატოკრიტის მაჩვენებლის ცვლილება ან სისხლდენის შედეგია, ან იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში მკვეთრად არის დაქვეითებული სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა, რაც მძიმე ინფექციისა და აუტოიმუნური დაავადების დროს ხდება.

სისხლის შედედების უნარი

ეს ის დროა, რომელიც სისხლს უცხო ზედაპირთან (ჰაერთან) კონტაქტიდან შედედებამდე სჭირდება. ნორმაში იგი 6-10 წუთს შეადგენს.

რატომ არის სისხლი სხვადასხვაგვარი

სისხლის სხვადასხვაგვარობას მისი ორი ძირითადი მახასიათებელი: ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი განსაზღვრავს.

სისხლის ოთხი ჯგუფი

მე-19 საუკუნის დასაწყისში ავსტრიელი ექიმი კარლ ლანდშტაინერი პირველი მიხვდა, რომ ჯანმრთელი ადამიანის სისხლი შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც მეორე ადამიანისთვის გადასხმის შემთხვევაში შეეძლო გამოეწვია ერითროციტების აგლუტინაცია (შეწებება) და შედეგად - ადამიანის სიკვდილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სისხლის პლაზმაში არსებობდა ნივთიერება აგლუტინინი (ანტისხეული), ხოლო ერითროციტებში - აგლუტინოგენი (ანტიგენი). ამასთანავე, პლაზმა შეიცავს ორი სახის აგლუტინინს: ალფას და ბეტას, ერითროციტებში კი ორი სახის - A და B აგლუტინოგენებია.

ანტისხეულებისა და ანტიგენების შემცველობის მიხედვით განასხვავებენ სისხლის ოთხ ჯგუფს: I-0, II-A, III-B და IV-AB.

"დადებითი" და "უარყოფითი"

სისხლის დადებითობასა და უარყოფითობას მასში ანტიგენ RH+-ის არსებობა განსაზღვრავს. მას ერითროციტებით ადამიანთა 85% ატარებს, 25% კი - არა. აქედან გამომდინარე, განასხვავებენ რეზუს-დადებით (RH+) და რეზუს-უარყოფით (RH-) ადამიანებს. პირველთ RH ანტიგენი აქვთ, მეორეთ კი არ გააჩნიათ.