აღმოჩენილია დაბერების აქამდე უცნობი ფაქტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღმოჩენილია დაბერების აქამდე უცნობი ფაქტორი

SGDG ლიპიდური კლასი, ანუ 3-სულფოგალაქტოზილდიაცილგლიცეროლები. ამ ნაერთებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მაგრამ მათი შემცველობა ტვინში ასაკთან ერთად მცირდება.

მკვლევარებმა შეისწავლეს ცვლილებები თაგვების ტვინის ლიპიდომში - ლიპიდური მოლეკულის ერთობლიობა - მათი ცხოვრების განმავლობაში. ამისათვის გამოყენებული იქნა არამიზნობრივი ლიპიდომიკის მეთოდები, კვლევის შედარებით უახლესი სფერო, რომელიც მოიცავს ათასობით ტიპის ლიპიდური მოლეკულის დონის იდენტიფიკაციას და გაზომვას, აგრეთვე მათი ურთიერთქმედების იდენტიფიცირებას სხვა ბიოლოგიურ ნაერთებთან. ხუთი ასაკობრივი ჯგუფის (4-დან 78 კვირამდე) თაგვების ტვინიდან აღებული ლიპიდების ანალიზი ჩატარდა თხევადი ქრომატოგრაფიისა და ტანდემური მას-სპექტრომეტრიის საფუძველზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულფოგალაქტოზილგლიცეროლიპიდები, რომლებიც მოიცავს SGDG-ს და სულფოგალაქტოზილალკილაცილგლიცეროლებს (SGAAG), სტაბილურ იკლებს ასაკთან ერთად. დაბერებასთან დაკავშირებული SGDG და SGAAG დონის დაქვეითება მიმდინარეობდა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ამასთან SGDG აღმოჩნდა მიელინის (უჯრედული სტრუქტურა, რომელიც ქმნის ნერვული ბოჭკოების გარსს) სტრუქტურული კომპონენტი.

ასაკთან დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული დაავადებების საერთო მახასიათებელია ანთება, რაც ხელს უწყობს ნეირონების დაზიანებას და სიკვდილს. ექსპერიმენტებმა აჩვენა SGDG-ის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: ისინი მკვეთრად თრგუნავენ გენის ექსპრესიას, რომელიც გამოწვეულია პოლისაქარიდებით (იმუნური სისტემის ძლიერი აქტივატორები) და ბლოკავს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების განთავისუფლებას მაკროფაგებიდან და მიკროგლიური უჯრედებიდან.

მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ეს ლიპიდები არის არა მხოლოდ თაგვების ტვინში, არამედ ადამიანებში და პრიმატებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ SGDG, სავარაუდოდ, შეინარჩუნა თავისი ანთების საწინააღმდეგო ფუნქციები ევოლუციის ათობით მილიონი წლის განმავლობაში. სამომავლოდ, ავტორები გეგმავენ შეისწავლონ, თუ როგორ რეგულირდება SGDG დაბერების დროს და რომელი ცილებია პასუხისმგებელი მათ სინთეზსა და დეგრადაციაზე.