მხედველობის შემოწმებამ ამერიკელი ქალი სიკვდილს გადაარჩინა

ექიმმა ნიკოლ ბაიჩმა პაციენტს აღმოუჩინა შესაძლო ინსულტის ნაადრევი ნიშნები. მან პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაამისამართა, სადაც გაუკეთდა თავისა და კისრის გადაღება.
აღმოჩნდა, რომ საძილე არტერია ბლოკირებული იყო 85%-ით, რაც ინსულტის გარადაუვალ რისკს წარმოადგენს. მხედველობის შემოწმებამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის მონაცემებით, სხვადასხვა სერიოზული დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია თვალში, რადგანაც ამ ორგანოს სისხლძარღვები და ნერვები მთელი სხეულის მდგომარეობას ასახავს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ თვალის სრულ კვლევას 40 წლის ასაკისთვის მაშიანც კი, თუ მხედველობა ნორმაში გვაქვს. 65 წლის შემდეგ კი თვალის კვლევა უნდა ჩატარდეს 1-2 წელიწადში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ С, Е ვიტამინებით, თუთიით, ლუთეინით, ზეაქსანტინით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები აქვეითებენ თვალის ზოგიერთი დაავადების, მათ შორის ყვითელი ხალის დეგენერაციის, კატარაქტისა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკს.