თირკმელების დაავადებისას საჭიროა ამ პროდუქტის შეზღუდვა - ნახეთ, ვისთვის არ შეიძლება ბანანი

უნიკალური შემადგენლობით ის სასარგებლოა უძილობის, შეშუპების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. თუმცა, ზოგიერთისთვის ბანანი მკაცრად უკუნაჩვენებია.
კერძოდ, თირკმელების დაავადებისას საჭიროა მისი შეზღუდვა, რადგანაც ბანანი აქტიურად გამოყოფს ორგანიზმიდან სითხეს. სითხის გამოყოფის ფონზე იზრდება სისხლის შედედებაც. შესაბამისად, შესაძლებელია ბანანის აქტიურმა მოხმარებამ თრომბების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. თრომბოფლებიტის დროს ბანანის მიღება საერთოდ არ შეიძლება.
ბანანის მიღებისას ძლიერდება აირების წარმოქმნის პროცესი და თავად ბანანიც დიდხანს გადის მონელების პროცესს. ამიტომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები (მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) ბანანის აკრძალვის ჩვენებაა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას ბანანმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ის აქვეითებს ნაღვლის გამოდენას. რაც შეეხება გულის დაავადებებს – მიუხედავად იმისა, რომ ბანანი კარგ პროფილაქტიკურ საშუალებადაა მიჩნეული კალიუმის შემცველობის ხარჯზე (ადუნებს სისხლძარღვებს), ის ანელებს ინფარქტისა და ინსულტის შემდგომ აღდგენის პროცესს.
ბანანი სიფრთხილით უნდა მიიღოს დიაბეტიანმაც, რადგანაც ის აპროვოცირებს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას.