FDA მაკულარული დეგენრაციის სამკურნალო ახალ მედიკამენტს ამტკიცებს

აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) ახალი მედიკამენტი დაამტკიცა - ის თვალის ორი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, რომლებიც მხედველობის დაკარვას იწვევს.
პრეპარატი სახელწოდებით „Vabysmo“ (faricimab-svoa) ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა(AMD) და დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME) სამკურნალოდ გამოიყენება. თვალის ორივე დაავადება ხშირად მხედველობის დაკარგვის მიზეზი ხდება.
„Vabysmo“ არის პირველი პრეპარატი ინექციის სახით, რომლის გამოყენებაც ორივე მდგომარეობის სამკურნალოდ არის შესაძლებელი. ამასთან, უკვე არსებულ მედიკამენტებთან შედარებით, მისი გამოყენება უფრო მარტივი და ეფექტურია. „Vabysmo“ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ოფთამოლოგიაში და მისი მეშვეობით ბადურის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აღნიშნული დაავადებებისათვის სამკურნალო მედიკამენტები ისედაც არსებობს, თუმცა მათი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტებს პრეპარატის ხშირი გამოყენება უწევთ. „Vabysmo“ გამოყენებისას კი მათ ნაკლები ინექციის გაკეთება მოუწევთ.მაგალითად, AMD-ის მქონე პაციენტებს ოთხი თვის განმავლობაში მოუწევთ მკურნალობა, შემდეგ კი შედეგის მიხედვით, 2,3 ან 4 თვეში ერთხელ. DME-ის შემთხვევაშიც ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღება 1-დან 4 თვემდე პერიოდში იქნება საჭირო.
მედიკამენტის სამზნეა Ang-2 და VEGF-A., რომლებიც მხედველობის დაკარგვას განაპირობებენ. მათი დათრგუნვით პრეპარატი ანთებას და სისხლძარღოვან გაჟონვას ამცირებს.