გულის იშემიური დაავადება – რა უნდა გავითვალისწინოთ
ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გარკვეული ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე ვითარდება “სტაბილური სტენიკარდიის” სახელწოდებით არის ცნობილი და ის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. გულის იშემიური დაავადება გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის შედეგია. გულის იშემიური დაავადება კომპლექსური პათოლოგიაა, რომლის მიზეზი, გარდა გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარული სისხლძარღვების) ათეროსკლეროზული შევიწროებისა, შეიძლება იყოს: ანთება, თრომბოზი, კორონარული სისხლძარღვების სპაზმი, მიკროსკოპული სისხლძარღვოვანი დარღვევები და სისხლძარღვთა შიგნითა გარსის სპეციალური უჯრედების (ენდოთელიუმის) დისფუნქცია. გულის კუნთში ჟანგბადის მიწოდების დეფიციტის ანუ მიოკარდიუმის იშემიის დროს, მიუხედავად პათოგენეზური ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კარდიომიოციტების (გულის უჯრედების) დაზიანების ძირითადი მექანიზმი ენერგეტიკული კრიზისია. გულის კუნთისკენ ჟანგბადის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, გულის კუნთი კვდება და ამას უკვე მიოკარდიუმის ინფარქტი ქვია.
გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ ის სიკვდილობისა და გულის უკმარისობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გულის იშემიური დაავადება გაახალგაზრდავების ტენდენციას ავლენს და ადრეულ ასაკში შრომისუნარიანობის დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. Aამიტომაც მის ადრეულ გამოვლინებასა და მკურნალობას უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს?
რისკ-ფაქტორები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურად მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ხანდაზმული ასაკი.
რა სიმპტომებით ხასიათდება გულის იშემიური დაავადება და როგორ ისმება დიაგნოზი?
როგორც უკვე აღინიშნა, გულის იშემიური დაავადება გულმკერდის არეში ტკივილით (შეიძლება იყოს წვა, დაწოლა, შებოჭვა, დისკომფორტი ან ქოშინი) ვლინდება, რასაც სტენოკარდიულ ტკივილს უწოდებან. ის სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს. როგორც წესი ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო მოსვენების დროს იკლებს. ტკივილი, შესაძლოა, გულმკერდის არიდან მხრისა და მკლავის ან ზურგის არეშიც გადაეცემოდეს. Aარსებობს გულის იშემირი დაავადების სხვა სცენარიც: მაგ: არსებობს ცვლილებები მოსვენების და/ან დატვირთვის ელექტრიკარდიოგრამაზე, რასაც არ ახლავს თან ჩივილებიAამ მდგომარეობას “მუნჯი იშემია” ეწოდება. ის ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში ხშირია. გულის იშემიური დაავადება მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანთა ჩვეულ ცხოვრების წესს. Mმცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი, ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართზე სიარული, კიბეზე ასვლა. ხშირია სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, თავბრუსხვევა, გამოხატული შფოთვა, შიში და დეპრესიული გუნება-განწყობა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა. დიაგნოზის დასასმელად, გასინჯვასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება
რას ისახავს მიზნად გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?
მკურნალობის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები არსებობს და ის 2 ძირითად მიზანს ემსახურება. 1) გართულებებისა და სიკვდილობის თავიდან აცილებას, 2) სიმპტომების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი და ქირურგიული ჩარევა, ან სტენტირება მედიკამენტური მკურნალობის საჭიროებას არ ხსნის. მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს სისხლის შედედების სისტემაზე - ანტიაგრეგანტები. Qქოლესტერინის დონეზე – სტატინები, პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ წნევას და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიურობას – აგფ-ინჰიბიტორები და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სტენოკარდიულ ტკივილს, Aესენია: ნიტროგლიცერინი, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკერები და მეტაბოლური პრეპარატები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ტრიმეტაზიდინი (ფრანგული ორიგინალი პრეპარატის ერთჯერადი ფორმა პრედუქტალი OD 80 მგ). მეტაბოლური თერაპიის უმთავრესი მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაცია ანუ ხდება ენერგიის წარმოქმნის უფრო ეკონომიური გზის აქტივაცია და, შესაბამისად ნაკლები ჟანგბადის პირობებში მეტი ენერგიის გამომუშავება. კლინიკურად ეს აისახება ტკივილის შემცირებით და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობების მატებით. ამიტომაც პრედუქტალი OD 80 მგ – ით მკურნალობის ფონზე სტენოკარდიული ტკივილის ინტენსივობა და სიხშირე მკვეთრად მცირდება. Fფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა იმატებს და, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. საერთაშორისო რეკომენდაციებიში პრედუქტალი OD 80 მგ მოწოდებულია, როგორც გულის იშემიური დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, განსაკუთრებით კი პაციენტებში დაბალი არტერიული წნევით და იშვიათი გულის ცემის სიხშირით. პრედუქტალი OD 80 მგ მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში საუზმის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არა კურსობრივად. ამასთან დაუშვებელია ექიმის დანიშნულების თვითნებური შეცვლა ან შეწყვეტა მასთან კონსულტაციის გარეშე.
R