7 აპრილი მსოფლიო ჯანდაცვის დღეა - რას სთავაზობს თოდუას კლინიკის Check-up-ის სერვისი პაციენტებს
სწორედ პრევენციული დიაგნოსტიკა და მოქალაქეთა ჯანდაცვაზე ზრუნვაა ის ძირითადი იდეა, რითაც თოდუას კლინიკამ საქართველოში წლების წინ პირველად ჩექაფისა და პერსონალური მენეჯერის სერვისი შემოიტანა და ახლა უკვე არაერთი სიახლე დანერგა. განსხვავებული კონცეფციით შექმნილ ასეთ სივრცეებში მოქალაქეებს დიაგნოზის ადრეულ სტადიაში გამოვლენას და სერვისის უმოკლეს დროში მიღებას სთავაზობენ. პირველი ნაბიჯი პერსონალიზირებულ მენეჯერთან ზარია. ის ყველაფერს თქვენს ნაცვლად და მარტივად გეგმავს.
თითოეულ ადამიანს მომსახურების მიღება თოდუას კლინიკის ყველა ფილიალში შეუძლია და მათ შორის დიღმის კლინიკაში. ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ სამედიცინო კვლევებს , რომელიც ლაბორატორიული ინსტრუმენტული საშუალებებით ტარდება ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ. Check-up-სა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ ერთ -ერთი მიზანი პაციენტებისთვის ქვეყნის შიგნით იმ სამედიცინო მომსახურებების შეთავაზება იყო, რაზეც ადრე შესაძლოასაზღვრებს მიღმა წასვლა უწევდათ.
ჩექაფისა და პერსონალური მენეჯერის სერვისის მუდმივი პაციენტი უკვე წლებია არაერთი მოქალაქე გახდა. . მათი უმრავლესობა ოჯახთან ერთად ცენტრალურ, დიღმის ან ვერის ფილიალს სტუმრობს. ამბობენ , რომ დაძაბული სამუშაო რეჟიმის ფონზესივრცის არსებობა , სადაც ერთ დღეში ყველანაირი სამედიცინო სერვისის დაგეგმვა შეგიძლია დიდი შესაძლებლობაა. ერთ ვიზიტზე ოჯახის რამდენიმე წევრს ინდივიდუალური კონსულტაციისა და სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლია.
თოდუას კლინიკას საშუალება აქვს მომხმარებელს შესთავაზოს როგორც ინდივიდუალური ისე სტანდარტული პაკეტები, რაც პაციენტისთვის ამცირებს რისკებს და ამავდროულად სამედიცინო ხარჯებსაც. პერსონალიზებული მედიცინის მენეჯერები თოდუას კლინიკაში 2020 წლიდან მუშაობენ, ახლა უკვეპაციენტზემორგებულ დროში გამოკვლევების სასურველ დროს კომფორტულ გარემოში ჩანიშვნა არამხოლოდ ჩექაფის პაკეტის შემთხვევაში არამედ ერთეული კვლევის ან ანალიზის საჭიროებისასაც შეუძლიათ.
თოდუას კლინიკაში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის პირადი მენეჯერის სერვისით სარგებლობა ნებისმიერი კერძო დაზღვევის მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია. ინოვაციების, განათლებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება კი ის მთავარი გზავნილია, რომლითაც 1991 წლიდან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ექიმთა ფართო კონსილიუმების გზით იღებს და ახლა უკვე ყველა სერვისს მოქალაქეებს სამ მისამართზე სთავაზობს.
თოდუას კლინიკა ცენტრალური ფილიალი - თევდორე მღვდლის N13
თოდუას კლინიკა ვერაზე - იაკობ ნიკოლაძის N 10
თოდუას კლინიკა დიღომში - ლუბლიანას N21
R