ავსტრალიაში სრულად ვაქცინირებულად ის მოქალაქეები ჩაითვლებიან, რომლებიც „ბუსტერ“ დოზითაც არიან აცრილები

თუ ისინი „ბუსტერ“ დოზითაც აიცრებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავსტრალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირის ვაქცინაციის სტატუსი ჩაითვლება „ვადაგასულად“, თუ ისინი არ მიიღებენ „ბუსტერ“ დოზას მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.
ამასთან, ავსტრალიაში შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცნობისათვის, სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 94%-ს აქვს მიღებული. დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე კი „ბუსტერ“ დოზითაც არის აცრილი.