კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაჟი

მოარული აზრის თანახმად, სიგარეტის კვამლი თრგუნავს სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს და ვირუსს საშუალებას აძლევს, ქსოვილები უფრო მეტად დააზიანოს. იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს მოსაზრება უარყვეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ თაგვების იმუნური სისტემა, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად "ასუნთქებდნენ" 1-2 ღერი სიგარეტის კვამლს, განსაკუთრებით ფაქიზად რეაგირებდა ისეთი ნივთიერების შეყვანაზე, რომელიც ვირუსული ინფექციის იმიტაციას იწვევდა. მაინფიცირებელი აგენტებისგან სასუნთქი გზების გაწმენდა ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ სიგარეტის კვამლის გავლენით იმუნური რეაქციის დროს სხეულში გამოიტყორცნებოდა დიდი ოდენობით ანთების მედიატორები, რაც ქსოვილის უფრო მეტად დაზიანებას იწვევდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თამბაქოს კვამლისა და ვირუსული ინფექციის ურთიერთქმედების იმავე მექანიზმით არის განპირობებული მწეველებში ფილტვების ემფიზემისა და ფილტვების ობსტრუქციული ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობა.

წამალი, რომელიც ფილტვის დაავადებებისგან დაგვიცავს

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი პრეპარატი, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა თამბაქოს წევით გამოწვეული ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. თამბაქოს წევას ხშირად ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებამდე - ქრონიკულ ობსტრუქციულ ბრონქიტამდე და ფილტვების ემფიზემამდე მივყავართ. ამ დროს ვიწროვდება ბრონქების სანათური და უარესდება მათი მფარავი დამცავი ლორწოს ხარისხი. გარდა ამისა, იწელება ფილტვის ქსოვილი, რაც სუნთქვის პროგრესირებად უკმარისობას იწვევს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო თერაპიის სამიზნედ აირჩიეს გენი Nrf2, რომლის ფუნქცია ამ დაავადების დროს ირღვევა. ხსენებული გენი ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური ბიოქიმიური რეაქციების ძირითადი რეგულატორია.

გენ Nrf2-ის აქტივატორად იყენებდნენ CDDO იმიდაზოლს. მის ინექციას უკეთებდნენ საცდელ თაგვებს, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ. თაგვების საკონტროლო ჯგუფიც კვამლის გარემოცვაში იმყოფებოდა, მაგრამ საკვლევ პრეპარატს არ იღებდა. აღმოჩნდა, რომ CDDO-Iმ სასუნთქ გზებს ეფექტურად იცავდა თამბაქოს კვამლში შემავალი მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ეფექტური და უსაფრთხო ზემოქმედების შესწავლა ადამიანების Nrf2 გენზეც დაიწყება.

კონტრაბანდამ მესაზღვრეების ჯანმრთელობა შეიწირა

ორენბურგის ოლქის საზღვარზე უცნაურმა დაავადებამ იფეთქა: მესაზღვრეები უჩიოდნენ ტემპერატურის მატებას, შემაწუხებელ, ნახველიან ხველას, სუნთქვის გაძნელებას. მესაზღვრეებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადების - ორნითოზის დიაგნოზი დაუსვეს, ეპიდემიის მიზეზი კი კონტრაბანდული თუთიყუშების პარტია აღმოჩნდა. დაავადებული ფრინველებით დატვირთული კონტეინერი რუსეთში ყაზახეთიდან ვეტერინარული სერტიფიკატის გარეშე შეიტანეს. კონტეინერში 130 000 თუთიყუში იჯდა. ფრინველები ყინვაში რომ არ დახოცილიყვნენ, ისინი ორი დღით სასაზღვრო პუნქტში მოათავსეს. ჰოდა, ავადმყოფობამაც არ დააყოვნა...