რა საშიშროების შემცველია მამაკაცისთვის „ბიზნესმენის სინდრომი“

ერექციის ხარისხი დამოკიდებულია ჰორმონების დონეზე, ხოლო მათ გამომუშავებაზე უშუალო გავლენას ახდენს გარემო: მოვლენები, ემოციები, გარემოებები, ინფორმაციული სივრცე, სქესობრივ პარტნიორთან ურთიერთობის ხასიათი და ა.შ.
თანამედროვე მამაკაცები ფსიქოემოციურად მუდმივად დაძაბულები არიან. მათ პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების წინაშე, რაც იწვევს ე. წ. „ბიზნესმენის სინდრომს“.
ხელმძღვანელის ან ტოპ-მენეჯერის სტატუსის მქონე მამაკაცი დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად ჩართულია სამსახურებრივ საქმეებში. მას არეული აქვს დასვენებისა და მუშაობის რეჟიმი. ძილის რიტმის დარღვევა და დასვენებისთვის საკმარისი დროის უქონლობა იწვევს სასქესო ჰორმონების გამომუშავების შემცირებას, რაც, საბოლოოდ, მამაკაცისთვის შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სქესობრივი აქტისათვის ერექციის მიღწევას. მაგრამ არამარტო მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება გახდეს სტრესის წყარო. სექსუალური კონსტიტუციის ტიპების შეუსაბამობა ან ურთიერთობებში კონფლიქტებიც აქვეითებს სქესობრივ ლტოლვას. ამ შემთხვევაში იგულისხმება ფსიქოლოგიური სექსუალური დისფუნქცია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ფიზიოლოგიურ დონეზე პრობლემის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მარკერი დილის ერექციის არარსებობაა. სტატისტიკურად, ერთ ღამეში ჯანმრთელ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ერექციის 6-დან 8-მდე 15-30-წუთიანი ეპიზოდი. მამაკაცების 80%-ს ეღვიძება ფინალური დილის ერექციით. თუ ეს არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან მიმართვა პრობლემის გამოსავლენად და აღდგენის ინდივიდუალური გეგმის დასანიშნად.
დაუშვებელია თვითმკურნალობა. ზოგს ფუნქციის აღსადგენად ესაჭიროება სასქესო ჰორმონების დონის გაზრდა, ვიღაცისთვის სასქესო ორგანოების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა საჭირო, ხოლო სხვებისთვის ძირითადი ამოცანა დეპრესიასთან გამკლავება ან ფსიქოლოგ-სექსოლოგის დახმარებით წყვილის ურთიერთობის მოწესრიგებაა.