მამაკაცის გულისაკენ მიმავალი გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის გულისაკენ მიმავალი გზები

ზოგჯერ გულის შეტევისთვის საკმარისია რამდენიმე მოუზომავი ფრაზა. მაგალითად...

1. როდის დავქორწინდებით?

მამაკაცმა ამ კითხვაზე პასუხი რომ იცოდეს, დიდი ხნის დაქორწინებული იქნებოდა. მამაკაცებს არ უყვართ აჩქარება მსგავს საქმეებში, ნებისმიერი მინიშნება თქვენი მხრიდან სანუკვარ მიზანთან არ დაგაახლოებთ, მხოლოდ მის აგრესიას გამოიწვევს.

2. არ გინდა ჩემთან ერთად მაღაზიაში წამოსვლა?

რა თქმა უნდა, მას არ სურს, რადგან ხანმოკლე გასეირნება მთელი დღე გაგრძელდება და შენ მიერ შეძენილი ნივთი სალაროსთან უკვე აღარ მოგეწონება.

3. ჩემში ცვლილებას ვერ ამჩნევ?

მნიშვნელობა არ აქვს, რა შეცვალე გარეგნობაში – წარბები გაიკეთე, ტუჩებზე ახალი პომადა წაისვი თუ თმა შეიჭერი. მამაკაცი მეტად ჭკვიანია, მან კარგად იცის, რომ ტვინი არ უნდა დაძაბოს იმის გასარკვევად, რომ შენ ახალი ტუში გაქვს, რომელიც მოცულობას 256%-ით ზრდის.

4. შენ როგორ ფიქრობ....

ამ კითხვის მამაკაცს ეშინია მისი აბსურდულობის გამო. მნიშვნელობა არ აქვს, ამ კითხვას რა მოჰყვება: „რომელი ფეხსაცმელია უკეთესი? ან „ჩემი დაქალი მეტად სულელია თუ თავს აჩვენებს?, რადგან ყველაფერს მაინც საკუთარი შეხედულებით გადაწყვეტთ: „გადაწყვეტილია, ვირჩევ წითელ ფეხსაცმელს“ ან „რა თქმა უნდა, ის ასეთია“.

5. მინდა ჩემი მშობლები გაგაცნო.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებით ერთმანეთს, მშობლებისთვის საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები. ის ამას თავადაც ხვდება, ამიტომ თქვენი წინადადება ესტუმროთ მშობლებს, მისთვის პირველი ფრაზის ტოლფასია.

6. მოგწონს ჩემი წავის ქურქი?

სახიფათო კითხვაა – შესაძლოა ამ კითხვის შემდეგ მამაკაცი გარემოს აქტიური დამცველი გახდეს. უმჯობესია გახდე ცხოველების დამცველი, ვიდრე კიდევ ერთხელ გადადო ახალი ავტომანქანის შეძენა.

7. უნდა დაგელაპარაკო.

ეს ფრაზა მეტად სახიფათოა, რადგან მას ნებისმიერი რამ შეიძლება მოჰყვეს. დაწყებული იმით, რომ ბავშვს ელოდები და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტით დამთავრებული.

8. გასულ ღამეს ორგაზმის სიმულირებას ვახდენდი...

შესაძლოა, სწორედ გასულ ღამეს ფიქრობდა თქვენი მაჩო, რომ ის ნამდვილი გმირი-საყვარელია! მტკივნეული ფიქრი – იტყუებით თუ არა, დიდი ხნის განმავლობაში წაუხდენს განწყობას.

9. შენამდე ვინც მყავდა, თავად რეცხავდა ჭურჭელს.

თავად ასეთი რამ მოგეწონებათ? თუ ყოფილები ასეთი კარგები იყვნენ, მაშ, მათთან რატომ აღარ ხართ?

10. გიყვარვარ?

თითქოს ძალიან მარტივია თქვა „დიახ“, თუმცა სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებში მამაკაცს აფრთხობს ნებისმიერი კონკრეტულობა, განსაკუთრებით – გულწრფელი და პირდაპირი.

ამიტომ პატიოსანი პასუხის მიღების ალბათობა მეტად მცირეა. ის, ალბათ, დაიწყებს ფილოსოფიურ განხილვას – „რა არის საერთოდ სიყვარული?“

მამაკაცთა გულის დაპყრობის გზები

ქალებს ძალიან აინტერესებთ, თუ როგორ დაიპყრონ მამაკაცთა გულები, მათ კარგად ესმით, რომ უმჯობესია ნაკლები იმსჯელონ და მეტად იმოქმედონ, რათა გაიზარდოს ბედნიერების პოვნის შანსი.

მამაკაცები განსხვავებულები არიან, ყველას ვერ ასიამოვნებ. მაგრამ მოსაზრება, რომ სასურველი მამაკაცის მოპოვება მხოლოდ ბედის საქმეა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მამაკაცის დაპყრობა ნებისმიერი გზით შეიძლება, მაგრამ ამის ჭკვიანურად გასაკეთებლად ცოდნაა საჭირო, რომლის შეძენაც რთული არ არის, საჭიროა მხოლოდ მოთმინება.

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ, რა მიზანი გამოძრავებთ.

უბრალოდ, ფლირტი გჭირდებათ, სპონსორი, სექსი თუ კონკრეტულ მამაკაცზე გათხოვების სურვილი...

ფლირტი

თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ რაღაც ან ვიღაც გაკლიათ, ამ არასასიამოვნო გრძნობის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა მოძებნო ახალი შეგრძნებები და თაყვანისმცემელი ფლირტისთვის.

თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც ყოველი შეხვედრა პირველ პაემანს დაემსგავსება.

როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯი?

გაუღიმეთ მოწონებულ მამაკაცს, შემთხვევით შეეხეთ ხელით, მიაპყარით მომხიბვლელი მზერა.

თუ მამაკაცი ნორმალური და ადეკვატურია, ისიც მსგავსად გიპასუხეთ.

მგრძნობიარე შეხედვები, დაუმთავრებელი ფრაზები, ინტრიგა – გჭირდებათ მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის. ასეთ ურთიერთობებში მოსახერხებელია ის, რომ შეგიძლიათ უკან დახევა, თუ მამაკაცი უფრო ახლო კავშირს მოგთხოვთ. ამასთან, ფლირტი სხვა მამაკაცებთანაც შეგიძლიათ გქონდეთ. თქვენ უნდა იყოთ კეკლუცი და შექმნათ მიუწვდომლის იმიჯი. დასაწყისში გაივარჯიშეთ ისეთ გარემოში, სადაც თქვენი კეკლუცობა შეუფერებელი ან მოუხერხებელი არ გამოჩნდება.

სპონსორი

თუ ოლიგარქთან შეხვედრაზე ოცნებობთ, რომელიც უზრუნველად გაცხოვრებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში ან სადღაც სოფელში არ შეგხვდებათ. უნდა იცოდეთ, სავსეჯიბიანი ხალხი სად დადის.

პირველ რიგში, ეს მისი საკუთარი ფირმა, სპორტკლუბი, ავტოსერვისი, დახურული კლუბი, კაზინო, ახლობელთა წვეულებებია.

ყველაზე ხელსაყრელი ადგილი მათ დასაპყრობად არის ფლირტის წვეულება. იქ მისვლა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კაზინოში ან კლუბში, გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ, მამაკაცები მაშინვე ამბობენ, რას გააკეთებენ თქვენთვის.

თუ ასეთ წვეულებაზე მოხვდებით, აირჩიეთ სამიზნე, დაიწყეთ ფლირტი, მაგრამ უფრო ღრმად არ შეხვიდეთ.

ასეთი წვეულებები კარგია იმით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნაცნობ მამაკაცებს ისე, რომ მათ საწოლში არ აღმოჩნდეთ.

თუ სპონსორის დაპყრობას გადაწყვეტთ, გაუკეთეთ მას იგნორირება, იყავით სხვა მამაკაცების გარემოცვაში.

მამაკაცებს თავად სურთ დაიპყრონ ქალი, მიეცით ამის საშუალება. რადგან მონაპოვარი მას საკმაოდ ძვირი უჯდება, ამიტომ დაგიცავთ, როგორც საკუთრებას. მაგრამ არ დაივიწყოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ არავის არავისი არაფერი მართებს.

სექსი

საწოლისთვის პარტნიორი რომ იპოვოთ, საკმარისია აგრძნობინოთ პოტენციურ რჩეულს, რომ ის გსურთ. თუ ესიმპათიურებით, ის წინააღმდეგობას არ გაგიწევთ.

დაიწყეთ თვალების ჟუჟუნით, შემდეგ იმოქმედეთ გულახდილად და უჩვენეთ, რა გსურთ.

ჩაიცვით გამომწვევი ტანსაცმელი, რათა თქვენთან ყოფნის სურვილი გაუძლიეროთ.

გათხოვება

თუკი თქვენი რჩეული დაქორწინების გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მას ეშინია პასუხისმგებლობისა და ახალი ცხოვრების დაწყების, თავისუფლების დაკარგვის, რაშიც დამნაშავეა მისი კომპლექსები.

როგორ შევაცვლევინოთ აზრი? იმეგობრეთ მის ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებიც რეკომენდაციას გაგიწევენ. ხოლო როცა ცოლად გაჰყვებით, შეგიძლიათ უჩვენოთ ყველას, ვინ არის სახლში უფროსი.

მარტოხელა

ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობია უბრალოდ გათხოვების და მარტოობისგან თავის დაღწევის სურვილი.

მთავარია გაერკვეთ, რა ხდება. თუ მარტოხელა ხართ, მაგრამ სხვებს არ ჩამოუვარდებით, საინტერესოა, რა გსურთ.

მამაკაცები დანახვისთანავე ფეხებში ჩაგივარდნენ და ხელი გთხოვონ?

დროა, დაეშვათ მიწაზე.

როცა სადმე მიდიხართ, გული გწყდებათ, რომ არავინ ყურადღებას არ გაქცევთ, არ გეცნობათ და გესაუბრებათ, საინტერესოა, სად და ვისთან ერთად დადიხართ.

თქვენნაირ მარტოხელა დაქალებთან ერთად კინოში?

გასაკვირი არც არის, რომ არავინ გეკარებათ.

სამსახურში ქალთა კოლექტივია და ერთი ხანდაზმული დარაჯი?

საქმის გამოსწორება შესაძლებელია:

შეიცვალეთ სამსახური და ვინმეს მოძებნით ოფისში, ან ჩაეწერეთ ავტოსკოლაში, გაემგზავრეთ შვებულებაში, თუ აღარ მოგწონთ, შეიცვალეთ საცხოვრებელი, ეცადეთ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

ერთი სიტყვით, შეეცადეთ აღმოჩნდეთ მამაკაცთა გარემოცვაში.

თუ საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, შეიარეთ ტრენაჟორების დარბაზში, სილამაზის სალონში, შეიცვალეთ იმიჯი, გახდით უფრო თავისუფალი, თავი სასურველად იგრძენით და უფრო პრაქტიკულად იფიქრეთ.

იდეალური ურთიერთობა წყვილს შორის: როგორ გავექცეთ გავრცელებულ შეცდომებს

ძალიან ხშირად შეიძლება ისეთი სიტუაციის წინაშე აღმოჩენა, როცა იდეალური ურთიერთობები, ჰარმონია და ურთიერთგაგება გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტებსა და გაუთავებელ დაძაბულობაში გადადის. ასეთი ცვლილებების მიზეზად მეცნიერების უმრავლესობა თვლის იმას, რომ წყვილს არ შესწევს ძალა, ის გულახდილი ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნოს, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ყალიბდება. ასეთი სიტუაციების წარმოქმნა შეუძლია ისეთ შეცდომებს, რომლებიც მეტად გავრცელებულია და თითოეული ჩვენგანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად უშვებს.

უსაფუძვლო კონკურენცია...

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ იდეალური ურთიერთობა არის ის ჰარმონია, სადაც ორივე მონაწილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს და არ არსებობს ერთმანეთში კონკურენცია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის – მამაკაცებს, საკუთარი კრიტერიუმები აქვს, რომლებსაც სრულად თუ არა, გარკვეულწილად მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ მათთვის სასურველი სუსტი სქესის წარმომადგენლები. ეს არ არის ტრაგედია, ეს ყველაფერი სრულებით ნორმალურიცაა, მაგრამ მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალი კაცისთვის გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს. ეს ყველაფერი კაცებისთვის მეტად გამაღიზიანებელია. გახსოვდეთ, თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, აუცილებლად მიხვალთ უარყოფით შედეგამდე.

პირადი დამოუკიდებლობა...

ქალების უდიდესი ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ცუდად მაშინ მოქმედებს, როცა ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების მოგვარებას და მათ მაგივრად აზროვნებას იწყებენ. არ შეიძლება ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. მიუთითოს იმაზე, რა დროის გატარება შეუძლია საკუთარ მეგობრებთან. ქალბატონებო, გახსოვდეთ, ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!

წარსულის გადმონაშთები...

გახსოვდეთ, რომ წყვილის ურთიერთობა სრ­უ­ლიად თავისუფალი უნდა იყოს ეჭვებისა და წარსულის გადმონაშთებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაშია იდეალური თანაცხოვრების მიღწევა შესაძლებელი.

რთული კითხვები...

ქალისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტიპური შეცდომა – მამაკაცისთვის გამუდმებით იმის კითხვა, თუ რას გრძნობს ეს უკანასკნელი მის მიმართ. გასაგებია, რომ გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის ახარებთ ქალებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი. უკეთესი იქნება, თუ ქალი კარგად შეისწავლის საკუთარ პარტნიორს და მის გრძნობებს მამაკაცის სიტყვებში კი არა, ქმედებებში ამოიცნობს.

საკუთრების გრძნობა...

მამაკაცებს არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა ქალები საკუთრებად თვლიან თავიანთ პარტნიორს. ამას ისე იღებენ, როგორც კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრას და ნებისმიერ კაცში მძლავრი უკმაყოფილების გრძნობას იწვევს. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მაშინ, როცა ქალი იყენებს სიტყვას „ჩვენ“ იმ გეგმებზე საუბრისას, რომელთა გამხელაც საყვარელი ადამიანისთვის დაავიწყდა და შედეგად ყველაფერი მის მაგივრად გადაწყვიტა.

ტოტალური კონტროლი...

მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როცა ქალები მათ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევენ. სძულთ, როცა ქალები ცდილობენ მათ „ხსნას“ იმ ცუდი ჩვევებისგან, რომლებიც თვითონ ქალებს აღიზიანებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, ქალებო, თუ ამას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩებით.