/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ალერგოლოგია

გამარჯობა. ასეთი სიტუაცია შემემთხვა- რამოდენიმეჯერ დამაცემინა და გამიწითლდა სახე, დამიბუჟდა ენის ძირი, რაღაცნაირა ზოლად, თითქოს მიკრული მქონდა რაღაც. გამიწითლდა კისერი, გულმკერდი და ნახევარი მუცელი. წვის შეგრძნებით. ასევე, ფეხებშორის წვა. ასევე, ყურებში შუილი და თავში მაწვებოდა. გადამიყვანეს სასწრაფოთი, სტანდარტულად დექსა, გადასხმა. გამომიშვეს დანიშნულებით-სუპრასტინი, ესლოტინი, დექსა. მეორე დღეს სახსრების ტკივილი და 37მ სიცხე მომცა. შემდეგი ორი დღე ნიქსარი დავლიე. სიწითლე სახეზე, და 37მდე ტემპერატურა მქონდა. შემდეგ ამტკივდა და შემისივდა ყელი, ხორხის მიდამოში, კისრის დასაწყისში. შემისივდა ენა, თეთრი ნადებით. ისევ გადამიყვანეს სასწრაფოთი. მას მერე ვსვავ ესლოტინს, ლეტრანს. სახეზე შედარებით უკეთ ვარ. მაგრამ ყელში დისკომფორტი, ყელის დასაწყისში სპაზმივით, თავის დატრიალებისას იგრძნობა განსაკუთრებით, თითქოს ყელის კუნთები მაქვს დაჭიმული. ზოგადად თან ნევროზიც მაქვს, და ამის ფონზე უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

"ალერგიული სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა, ექიმი დაიცვას პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან" - ანესთეზიოლოგი ყველაზე საშიშ რისკებზე საუბრობს

"ალერგიული სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა, ექიმი დაიცვას პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან" - ანესთეზიოლოგი ყველაზე საშიშ რისკებზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს

ალერგიის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ბუნებრივია, ასეთ ფაქტებს ადამიანები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ და შიში იპყრობთ. მით უმეტეს, როცა გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი იმიტომ გარდაიცვალა, რომ საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე შესაბამისი სინჯი არ გაუკეთეს.

სინამდვილეში რა ბუნებრივი რისკები ახლავს ანესთეზიას, რა შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს პაციენტს სინჯი და რატომ უწოდებენ ანაფლიაქსიას "ექიმის კოშმარს" - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს ისრაელში, ბარზილაის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმი ანესთეზილოგი ვასილ ხაჩიაშვილი.

- სანამ კითხვებზე გიპასუხებთ, უმჯობესია, მოკლედ მიმოვიხილო მედიკამენტური ალერგია და ანაფილაქსიური რეაქცია, რომელსაც "ექიმის კოშმარსაც" ეძახიან. ალერგია (ანუ ჰიპერმგრძნობელობა) ორგანიზმის იმუნური (დამცველობითი) სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა მისთვის უცხო ნივთიერებაზე. აღიქვამს რა საშიშროების წყაროდ, ცდილობს ებრძოლოს. არადა, ეს ნივთიერება, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს საშიში (კივი, მიწისთხილი). სწორედ აქედან მოდის მეორე სახელი ჰიპერ, ანუ ზედმეტი მგრძნობელობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა არის ანაფილაქსიური შოკი

- ზოგადად, წინასაოპერაციო, ოპერაციის და შემდგომ პერიოდში ანაფილაქსიის გამოვლენის სიხშირეა 10 000 შემთხვევიდან ერთი ან სხვა მონაცემით 20 000 შემთხვევიდან ერთი. საქართველოში 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სიკვდილიანობა იყო 8 000 მოსახლიდან ერთი. ანუ, გაცილებით მეტი შანსია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს ადამიანი, ვიდრე საოპერაციოში ანაფილაქსიის განვითარებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 16 წლის ასაკიდან დამეწყო ალერგია. სიმპტომები:ხველება, მსტვინავი სუნთქვა.ხიხინი. დამინ</p>

ანაფილაქსიური რეაქციების დიდი უმეტესობა, ემორჩილება მკურნალობას.

ანაფილაქსია ხასიათდება უეცარი დაწყებით და ყველაზე მძიმე მიმდინარეობით. გამომწვევები შესაძლებელია აღმოჩნდნენ: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, ლატექსის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტი და ა.შ. 60% შემთხვევებში, პირველადი კონტაქტისას არ ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია, ორგანიზმი აღიქვამს ამ ნივთიერებებს როგორც სიცოცხლისთვის საშიშს და იწყებს მზადებას განმეორებითი კონტაქტისას დაიცვას ორგანიზმი. სწორედ განმეორებითი კონტაქტისას ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია. ორგანიზმი წინასწარ მომზადებული უჯრედებიდან ახდენს ტოქსიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ანაფილაქსიური შოკის განვითარება. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის მიხედვით, არსებობს ანაფილაქსიის კიდევ სხვა მექანიზმები (დარჩენილი 40%), რომლებიც შესაძლოა განვითარდეს პირველადი კონტაქტისას და რომლთა დადგენა კანის სინჯებით ვერ ხერხდება. ანუ, თუ გგონიათ, რომ კანის სინჯი ყველა შემთხვევაში დაგიცავთ - ასე არ არის. ანაფილაქსიური რეაქციების 40%-ში კანის სინჯით არაფერი არ დადგინდება. ასევე, აღწერილია შემთხვევები, როდესაც თავად კანის ალერგიული სინჯის ჩატარებისას წარმოშობილა ანაფილაქსიური რეაქცია. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში და არც აქ, ისრაელში,წინასაოპერაციო ტესტების რუტინული შემადგენელი ნაწილი არ გახლავთ ალერგიული სინჯები, რადგან მათ ვერ დაამტკიცეს ეფექტურობა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ყველაზე საშიში საყოფაცხოვრებო ალერგენი, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლება  ზიანი მოგაყენოთ
5 ყველაზე საშიში საყოფაცხოვრებო ალერგენი, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ზიანი მოგაყენოთ
სახლის კომფორტი შეიძლება ალერგენების სახით მალავდეს ჯანმრთელობისთვის უხილავ საფრთხეებს.
სრულად
არის თუ არა კავშირი სტრესსა და ასთმას შორის
არის თუ არა კავშირი სტრესსა და ასთმას შორის
გავრცელებულ ნათქვამს, ყველა დაავადება ნერვებისგან არისო, რეალური საფუძველი აქვს.
სრულად
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?
ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში,
სრულად
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ალერგოლოგია

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შილაკი - ხანგრძლივად მოვლილი ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შილაკი - ხანგრძლივად მოვლილი ფრჩხილები

შილაკის წასმის ტექნიკა ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით რთულია, ამიტომ პროცედურა სალონებში ტარდება. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე მისი სახლში გაკეთება გართულდება.

შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპია: ფრჩხილის ფირფიტის მოხვეწა და ზედმეტი ბურცების მოშორება. სწორი ზედაპირი ლაქის ფრჩხილთან მოჭიდების საწინდარია. შემდეგი ეტაპი ცხიმის ფენის მოშორებაა, რომლის შემდეგაც ფრჩხილზე უსვამენ ბაზისურ საფარველს. ის ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან და ლაქის ფრჩხილთან მოჭიდებას ზრდის. შემდგომ უკვე ორ ფენად ისმება ფერადი საფარველი.

შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით. საფარი პოლიმერიზდება და მყარდება მხოლოდ სხივების ზემოქმედებით. ასეთი შრობის შედეგად შილაკი სრულად შრება პროცედურის დასრულებისას და საფარი აღარ ითხაპნება. ფრჩხილების შილაკით დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

შილაკის მოცილება

ეს პროცედურაც შესაბამის სპეციალისტს უნდა მიანდოთ. აცეტონით მისი მოშორება მარტივი არაა, თუმცა, თუ აუცილებელია, შეიძლება ეს ხერხიც სცადოთ. გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ხსნარით, შემოახვიეთ ფრჩხილს და დაამაგრეთ ფოლგით. 10 წუთის შემდეგ შეიძლება შილაკის ჩამოფხეკა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დიდია ფრჩხილის გამოშრობის შანსი.

სალონში შილაკს სპეციალური შემადგენლობის ხსნარით აშორებენ, რომელიც უფრო რბილად მოქმედებს, თუმცა საფარის ნარჩენებისგან ფრჩხილის შემდგომი მოხვეწა ასევე საკმაოდ ტრავმული პროცედურაა.

აღსანიშნავია, რომ შილაკი ითვლება ჰიპოალერგიულ საფარად, რადგანაც არ გააჩნია სუნი და არ შეიცავს ტოლუოლს, დიბუთილფთალანს და ფორმალდეჰიდს.

რატომ არის შილაკი საშიში?

გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, მოხვეწისა და გაპრიალების პროცესმაც შეიძლება ფრჩხილის ტრავმირება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებმა კი - ფრჩხილის განლევა. თუმცა მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაზარალდეს, რომლისკენაცაა პროცედურა მიმართული. ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.

მეორე საკამათო საკითხი შილაკის შრობის პროცესია, რომელიც სპეციალური ნათურით ხდება. ზოგიერთი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ შილაკის თითოეული ფენის გასაშრობად გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები. დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

როგორ დავიცვათ თავი?

  • პირველი და ძირითადი რჩევაა ის, რომ ფრჩხილებს დასვენების საშუალება მივცეთ. თუ რეგულარულად იკეთებთ შილაკს, საუკეთესო იქნება, ორ თვეში ერთხელ, ერთი-ორი კვირით, დაასვენოთ ფრჩხილები და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან სამკურნალო საფარზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.
  • ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 შPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ. მეორე ვარიანტია ისეთ სალონში მისვლა, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED- ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.