/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

თავის თმიანი ნაწილის მგრძნობიარე კანი პრობლემის მოგვარების საშუალებები

თავის თმიანი ნაწილის მგრძნობიარე კანი პრობლემის მოგვარების საშუალებები
თავის თმიან ნაწილზე კანის აქერცვლისა და სიწითლის გაჩენისას მაშინვე იბადება ეჭვი, რომ ეს ქერტლი ან ალერგიაა, მაგრამ არ არის გამორიცხული,

ამ სიმპტომების მიღმა სრულიად სხვა პრობლემა იმალებოდეს. ეს პრობლემა თავის კანის ჭარბი მგრძნობელობაა. თუ უმოქმედოდ დავრჩით ან თვითმკურნალობას მივყავით ხელი, შესაძლოა სერიოზული დაავადება მივიღოთ ან თმის დიდი ნაწილი უბრალოდ დავკარგოთ.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კანის მგრძნობელობის მომატების პირველი მიზეზი გაუწყლოებაა. დერმა კარგავს ლიპიდურ-ცხიმოვან ფენას, ღრმა ფენებში ტენი ვეღარ ნარჩუნდება და სწრაფად ორთქლდება. შედეგად კანი დაუცველი ხდება ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების მიმართ - დავარცხნის, თავის დაბანისა თუ მზეზე ყოფნის შემდეგ თავს იჩენს დისკომფორტის შეგრძნება, წვა, ქავილი, სიწითლე, ანთება და კანის ზედაპირის აქერცვლა.

პროცესს შესაძლოა თავისი კვალი დააჩნიოს ჰორმონულმა დისბალანსმა, არასწორად შერჩეულმა თმის მოვლის საშუალებებმა, მექანიკურმა, ქიმიურმა ან თერმულმა დაზიანებამ (ღებვის, ვარცხნის დროს), კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ, ავიტამინოზმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა, მზის აგრესიულმა ზემოქმედებამ (დამწვრობა). თმის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი სიმპტომი არ არის სპეციფიკური. ისინი სხვა პრობლემებსაც ჰგვანან. მაგალითად, აქერცვლა შესაძლოა აგვერიოს ქერტლში, სიწითლე და ქავილი - ალერგიულ რეაქციაში. თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითად, ქერტლის დროს თავის თმიან ზედაპირს აქერცლილი კანის საკმაოდ მსხვილი ნაწილაკები ფარავს. ისინი ხშირად ცვივა და ჩანს ტანსაცმელზე. თავის მგრძნობიარე კანი კი იქერცლება ყველაზე თხელ ზონებში - თმიანი ნაწილის კიდეებთან, საფეთქლებზე, კეფის ქვედა ნაწილში. გარქოვანებული ქერცლი თავზევე რჩება - არ ცვივა ტანსაცმელზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რაც შეეხება ალერგიას, ის დროებითი, გარდამავალი მოვლენაა: რეაქცია შამპუნზე ან თმის მოვლის რომელიმე სხვა საშუალებაზე გამღიზიანებლის არარსებობის პირობებში რამდენიმე დღეში გაივლის. კანის მგრძნობელობის მომატებისას კი ქავილი და სიწითლე დიდხანს გასტანს. ამასთან, მომატებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავად კანის ტიპის შეცვლაც - სიმშრალე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს, რათა კანმა როგორმე დაიცვას თავი. ამის შედეგად თმა სწრაფად ცხიმიანდება.

ამგვარ შემთხვევებში, პრობლემის ნამდვილი მიზეზის არცოდნისას, ადამიანები იწყებენ თვითმკურნალობას. იყენებენ ქერტლის საწინააღმდეგო, თუთიის შემცველ შამპუნს ან ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც გამომშრობი კომპონენტები შედის. ამგვარი “რეანიმაციის” წყალობით თავის კანის დაზიანებული ნაწილი უფრო მეტად შრება და ღიზიანდება, უჩნდება ღრმა ნახეთქები, საიდანაც დერმის ღრმა ფენებში იოლად იჭრება ბაქტერიები.

როგორ ვუმკურნალოთ

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

თავის კანის რეაბილიტაციისთვის აუცილებელია მისი ჰიდროლიპიდური და წყლის ბალანსის აღდგენა. თერაპია მოიცავს სახლის პირობებში მოვლას და ექიმ-ტრიქოლოგთან ვიზიტს. ექიმი დაადგენს პრობლემის ჭეშმარიტ მიზეზს, დაგინიშნავთ ვიტამინების კურსს და თმისა და ბალანსის აღმდგენ პროცედურებს.

სახლის პირობებში მოსავლელად ვიყენებთ დამატენიანებელი, მარეგენერირებელი, მკვებავი და დამამშვიდებელი კომპონენტების შემცველ საშუალებებს. მათ მიეკუთვნება:

  • Aloe verae - აძლიერებს კანის დამცველობით ფუნქციას, ქმნის მის ზედაპირზე დამცავ შრეს, არბილებს და ატენიანებს.
  • კალოფილიუმის ზეთი - ეფექტურად ხსნის თავის თმიანი ნაწილის ანთებასა და სიწითლეს, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას.
  • Ps21 - მოლეკულა, რომლის დანიშნულებაცაა სისხლძარღვების სპაზმის მოხსნა. ის ამშვიდებს თავის კანს, ხსნის სიწითლესა და დისკომფორტის შეგრძნებას.
  • პიტნის ექსტრაქტი - მის შემადგენლობაში შედის მენთოლი, რომელიც კანს მყისიერად ამშვიდებს. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული გამაგრილებელი ეფექტი.
  • ოლამინის პიროქტონი - მცირე კონცენტრაციით ხელს უწყობს გარქოვანებული ქერცლის ჩამოფცქვნას, აღადგენს კანისკენ სისხლის მოდენას.
  • გლიცერინი - მძლავრი დამატენიანებელი და მარეგენერირებელი კომპონენტია.
  • მაკადამის, ჟოჟობას და შის ზეთი - ატენიანებს კანს და მის ზედაპირზე ქმნის დამცავ გარსს.
  • ლავანდის ექსტრაქტი - ხსნის გაღიზიანებას.

ზოგი გვირჩევს, მგრძნობიარე კანისთვის გამოვიყენოთ საბავშვო შამპუნები და ბალზამები. ამაში არის საღი აზრი. საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვებს ძალზე თხელი და ნაზი კანი აქვთ, რომელიც ადვილად ექვემდებარება ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ მწარმოებლები ისწრაფვიან შექმნან მათთვის ზედმიწევნით უსაფრთხო პროდუქტი. მაგრამ ბავშვის შამპუნი პრობლემას ვერ მოაგვარებს, მხოლოდ თავის დაბანას გახდის უფრო კომფორტულს, ამასთან, ვერც თმას გაასუფთავებს სრულფასოვნად, ვერ მოაცილებს ლაქსა და მუსს.

კომენტარები (2)
გამარჯობათ
კალოფილიუმის ზეთი ვერ ვიშოვე ვერსად იქნებ მიპასუხოთ თუ იყიდება საქართველოში საერთოდ და კარგი იქნებოდა თუ გამოყენების წესებს დაწერდით ყველა მითითებული ზეთის
თარიღი : 09-08-2016
სალამი
სასიამოვნო იყო ამ თემის წაკითხვა დამებადა ესეთი კითხვა ის მედიკამენტები რომლებიც მითითებულია სამკურნალოდ ექიმის დანიშნულების გარეშე თუ შეიძლება მოხმარება რამე უკუ ჩვენება ხომ არ აქვს?
თარიღი : 26-06-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას ეს უსიამოვნება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
სრულად
News
News
ნიორი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს
სრულად
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის პარენქიმის მწვავე დაზიანებით გამოწვეული უმძიმესი პათოლოგიაა.
სრულად
წონის პრობლემები ქალებში
წონის პრობლემები ქალებში
სიმსუქნე უარყოფითად აისახება მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგ მეგი მინდიაშვილს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

თავის თმიანი ნაწილის მგრძნობიარე კანი პრობლემის მოგვარების საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები