თმასა და კანს გაზაფხულზე თავისებური მოვლა სჭირდება
კორონავირუსმა გაურკვეველი ვადით სახლებში გამოგვკეტა და ჩვენს კანსაც მოაკლდა მზის სხივებთან კონტაქტი. როგორც მოგეხსენებათ, D ვიტამინს ორგანიზმი სწორედ მზის დახმარებით იღებს. იზოლაციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თმის და კანის მოვლაც უნდა შეწყვიტოთ.
გაზაფხულზე კანი და თმა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ამ სეზონზე აქტუალურია თმის ცვენის პრობლემაც. საბედნიეროდ, არსებობს თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც სალონში წასვლის საჭიროებას იდეალურად ანაცვლებს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა ჩაიტაროთ ბეაუტყ პროცედურები სახლში. ამ პროცედურებისთვის საჭირო პროდუქციის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეძლებთ!
როგორ მოვუაროთ თმას
ვიტამინების უკმარისობის გამო თმა დროდადრო შესაძლოა გამოშრეს, უფრო მტვრევადი და უსიცოცხლო გახდეს. დამატენიანებელი ნიღბები, რეგულარულად გამოყენებით, თმას მეტ სიჯანსაღესა და ბზინვარებას შემატებს.
წელიწადის ამ დროს ორგანიზმში მთელი რიგი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, ამიტომ აუცილებელია ყურადღება დავუთმოთ ჩვენს თავს და ჯანმრთელობას. თმას ყოველ სეზონზე განსხვავებული მიდგომა და შველა სჭირდება სიჯანსაღისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. მაქსიმალურად შეეცადეთ, თავის მოვლაში ჩართოთ ბუნებრივი პროდუქტები, მცენარეული ეთერზეთები. გაითვალისწინეთ, საშრობი ფენის გამოყენება, პირსახოცით უხეშად დამუშავება აზიანებს თმის სტრუქტურას. არ დაივარცხნოთ ზედმეტად სველი თმა და არ დაჭიმოთ ის, რადგან ამ დროს ირღვევა თმის სტრუქტურა. შეცვალეთ თქვენი რაციონი და გაამდიდრეთ ვიტამინებით.
ახლა კი ნიღაბი, რომელიც კვებავს და ატენიანებს თმას:
- 1 ცალი კვერცხის გული, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კოვზი ქოქოსის ზეთი. ავურიოთ ერთმანეთში და დავიტანოთ თავზე 20-30 წუთის განმავლობაში.
ხალხური რეცეპტი, რომელიც მხოლოდ ორი ცალი კვერცხის გულითა და 1 სუფრის კოვზი თაფლით კეთდება:
- გაიჩერეთ 20-30 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. საოცარ სირბილეს, ბზინვარებას შესძენს თმას და აავსებს მთელი რიგი ვიტამინებით. დაგჭირდებათ მომწიფებული ავოკადო, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 კვერცხის გული. აურიეთ ერთმანეთში და გაიჩერეთ 20-30 წუთი, მალევე შეამჩნევთ, როგორ დატენიანდა და გაჯანსაღდა თმა.
როგორ მოვუაროთ სახის კანს
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია საღამოობით რეგულარული წმენდა, ხოლო პროფესიონალური წმენდა – 4-5 კვირაში ერთხელ.
რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?
სახის ღრმა წმენდა – ეს ბევრეტაპიანი კანის წმენდის პროცედურაა, რომელიც პილინგსაც ითვალისწინებს, სახის ნიღბებს, წმენდას, მასაჟს, კანის დატენიანების ეტაპებსა და აღდგენას. ნიღბები ირჩევა კანის ტიპისა და სახეზე არსებული პრობლემების მიხედვით.
პროფესიონალურ ან სახლის პირობებში წმენდამდე კანიდან უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. გამოიყენეთ მიცერალური წყალი.
აუცილებელია, მოიშოროთ შავი წერტილები. ამისთვის დაგჭირდებათ სქრაბი.
- შეათბეთ წყალი და მიიტანეთ სახე ორთქლთან ფორების გასახსნელად. დაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე გაიჩერეთ სახე 10 წუთით. შემდგომ დაიტანეთ დამატენიანებელი ტონიკი, რომ დაიხუროს ფორები და გააგრილოთ სახე. ბოლოს დაიტანეთ ინდივიდუალურად შერჩეული დამატენიანებელი საცხი.
რჩევები ცხიმიანი კანის მქონე ქალებისთვის:
თქვენ გამოგადგებათ: გვირილა, აბზინდა და როზმარინი. ამ სამკურნალო მცენარეებს დადებითი ის აქვს, რომ კანს არბილებს და აგლუვებს. ებრძვის კანზე ანთებით კერებსაც.
სამი რჩევა გაზაფხულზე სახის კანის მოსავლელად
გაზაფხულდა, ბუნებასთან ერთად ჩვენი სხეულიც იღვიძებს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოზამთრებული სახის კანის გაჯანსაღება და საზაფხულოდ მომზადება. გაგიზიარებთ კოსმეტოლოგების 3 რჩევას, რომლებიც პროცესების ჯანსაღად წარმართვაში დაგეხმარებათ:
- სახის კანის მოვლა მისი წმენდით იწყება. მოგეხსენებათ, ზამთარში სახის კანი შრება, რადგან სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და კეთილი ნივთიერებები საკმარისი და თანაბარი რაოდენობით არ მიეწოდება სახის ყველა უბანს. სწორედ ამიტომ საჭიროა სახის წმენდა, ეს ღრმა იქნება თუ ზედაპირული, დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპსა და მისი დაბინძურების დონეზე.
- გამოკვებეთ და დაიტენიანეთ ის – მას შემდეგ, რაც სახის კანს მოაშორებთ მკვდარ უჯრედებს და სრულიად გაასუფთავებთ, აუცილებელია, გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი საცხები, დღის და ღამის ნიღბები. ამით კანს დაეხმარებით ორგანიზმიდან საჭირო ვიტამინების მიღებასა და ზედაპირის მომარაგებაშიც, რათა უფრო გლური და ჯანსაღი გახდეს.
გაზაფხული საუკეთესო სეზონია ინიექციური თერაპიებისათვის – მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის, პლაზმოთერაპიისა და ლაზერული თერაპიებისთვის. თუმცა ამ მასტიმულირებელი პროცედურების შემდგომაც რეკომენდებულია ბუნებრივი პროდუქტებით სახის კანის კვება და მოვლა. ზაფხული და რუჯი ხომ ყველას უყვარს? ამისათვის საჭიროა გამოზამთრებული კანის მოვლა და საზაფხულოდ მომზადება, რომ რუჯი და D ვიტამინის აბაზანების ეფექტი თანაბარი და უვნებელი იყოს კანისათვის.
ერთ დღეში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მხურვალე მზეზე, წვიმაში, ქარიან ან ცივ ამინდში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გარემოს ფაქტორებისგან დაცვა.
აუცილებელი ყოველდღიური რუტინის სქემა უცვლელია, მაგრამ გაზაფხულზე გარკვეული თავისებურებები აქვს.
1. სახის დაბანა გელით/ქაფით/რძით: დილით და საღამოს;
2. დაბანის შემდეგ – ლოსიონი (იგივე ტონიკი/ტონერი): დილით და საღამოს;
3. სახისა და ქუთუთოების კრემი: მხოლოდ დილით.
ოპტიმალურია ამ სეზონზე ორი ტიპის კრემი იქონიოთ:
- ნ დამცავი – ყოველდღიური გამოყენებისთვის SPFფაქტორით – იმ დღეებისთვის, როცა გარეთ გასვლა გიწევთ. გაზაფხულის მზე ისეთივე სახიფათოა, როგორიც წლის ნებისმიერ პერიოდში!
4. შრატი – ძალიან ეფექტური, მაგრამ ყველაზე ძვირიანი პროდუქტი მოვლის რუტინაში.
მას სასწაულების მოხდენა შეუძლია, ამიტომ, თუ ყოველდღიურად შრატის გამოყენებას ვერ ახერხებთ, რეკომენდებულია, ის კურსის სახით მოიხმაროთ. გაზაფხული ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რომელიც შესაფერისია შრატების კურსისთვის ზამთრის შემდეგ კანის აღსადგენად.
5. არ დაივიწყოთ პილინგები და ნიღბები! პილინგი კვირაში ერთხელ, ნიღაბი კი – კვირაში, მაქსიმუმ, ორჯერ.
მარტის ბოლოსთვის, სასურველია, მჟავების შემცველი კოსმეტიკის გამოყენების შეწყვეტა. ასეთი საშუალებები ოქტომბრამდე შეინახეთ. დაასრულეთ ქიმიური პილინგების კურსიც, მზეზე ხანმოკლე ყოფნის დროსაც მჟავებს პიგმენტაციის გამოწვევა შეუძლია.