/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი
გვესაუბრება აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ლორთქიფანიძე.

.

  • ოსტეოპოროზი - ეს ტერმინი ჩვენი მკითხველისთვის კარგა ხანია ცნობილია. ბოლო ხანს ბევრი რამ გვესმის მისი გავრცელებისა და სავალალო შედეგების შესახებ. რა არის ოსტეოპოროზი და რამდენად ხშირია ის ჩვენს ქვეყანაში?

- ოსტეოპოროზი არის ძვლის დაავადება, რომელსაც ძვლოვანი მასის შემცირებამდე და მიკროარქიტექტონიკის გაუარესებამდე მივყავართ, ეს კი მოტეხილობისკენ მზარდ მიდრეკილებას იწვევს. ოსტეოპოროზი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რასაც თუნდაც აშშ-ში ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი მოწმობს: ოსტეოპოროზით დაავადებულია 28 მილიონი ადამიანი, რომელთა 80% ქალია, უმეტესად - თეთრკანიანი. 10 მილიონ დაავადებულს (18%-ს) აქვს ჩამოყალიბებული ოსტეოპოროზი, ხოლო 19 მილიონს (თითქმის ნახევარს) - ოსტეოპოროზის წინარე სტადია - ოსტეოპენია, ანუ ძვლის მასის შემცირება. გამოდის, რომ ყოველ მეორე ქალს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ოსტეოპოროზის პრობლემა აწუხებს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია მონაცემი იმის შესახებ, რომ ამ დაავადების გამო აშშ-ში ყოველწლიურად 1,5 მილიონი ძვლის მოტეხილობა ვითარდება. ამათგან 300000 ბარძაყის ყელის მოტეხილობაა, რომლის შედეგადაც 1 წლის განმავლობაში პაციენტების 20% კვდება. ამავე დროს მოტეხილობის რისკი ყოველწლიურად იმატებს და თუ 1990 წელს 1,7 მილიონი ადამიანი დაზიანდა, 2050 წლისთვის მათი რიცხვი 6,3 მილიონს მიაღწევს.

ჩვენს ქვეყანაში ოსტეოპოროზის გავრცელება შესწავლილი არ არის, ამიტომ ზუსტი მონაცემების მოყვანა გამიჭირდება, მაგრამ არა მგონია, მისი გავრცელება ნაკლები იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ხოლო ზოგიერთი ყოფითი ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი გახლდეთ გავრცელებული.

  • რა როლს ასრულებს კალციუმის დეფიციტი ოსტეოპოროზის ფორმირებაში?

- ადამიანის ძვალში მუდმივად მიმდინარეობს ორი პროცესი - ძვლის დაშლა და ძვლის შენება, სამშენებლო მასალა კი კალციუმია. როდესაც ეს პროცესები თანაბარი ინტენსივობით მიმდინარეობს, ყველაფერი რიგზეა. როცა დაშლა აღემატება შენებას, საქმე გვაქვს ოსტეოპოროზთან. რა თქმა უნდა, საშენი მასალის სიმცირემ შესაძლოა ამ პროცესების ბალანსის რღვევა გამოიწვიოს.

  • გარდა კალციუმის დეფიციტისა, რა შეიძლება იქცეს ოსტეოპოროზის მიზეზად?

- ოსტეოპოროზის აღმოცენებაში მონაწილეობს პათოფიზიოლოგიური პროცესების მთელი წყება - როგორც მინერალების მეტაბოლიზმის რღვევა (კალციუმისა და სხვა მინერალების დეფიციტი), ისე ძვლოვანი უჯრედების (ოსტეობლასტებისა და ოსტეოკლასტების) ფუნქციისა და ნერვკუნთოვანი ფუნქციის რღვევა. ამ პროცესთა მიზეზები უნდა ვეძიოთ გენეტიკაში, სქესში, კონსტიტუციაში, რასაში (ოსტეოპოროზი თეთრკანიანების დაავადებაა), ცხოვრების წესში, გადატანილ დაავადებებში, მიღებულ მედიკამენტებში...

  • კალციუმის დეფიციტზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საკვებში მის ნაკლებობას. არის თუ არა კალციუმით ღარიბი რაციონი მისი დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,სახსრების ტკივილს რა ეშველება?მაჯები მტკივა,ხელები,მუხლი,გამივლის მცირე დატვირთვის მერე ისევ მტკივდება,ვსვამდი ასეთ ვიტამინს სახელად imuni tune რავიცი რამე შედეგი არ მქონია,მჭირდა გარდნერელა ვიმკურნალე და შედეგი მაქვს,მაგრამ ამ სახსრებს რა ვუშველო?მსუბუქი სპორტით რომ დავკავდე თუ შეიძლება?მაგალითად სირბილი და სხვა კარდიო ვარჯიშები?გახურების შემთხვევაში აღარ მტკივა მაგრამ მერე ისევ მტკივდება.</p>

- ოსტეოპოროზი საკმაოდ რთული და მრავალმხრივი დაავადებაა. ვერ ვიტყვით, თითქოს საკვებში კალციუმის უკმარისობა მისი წამყვანი მიზეზი იყოს, თუმცა იმის საჩვენებლად, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კალციუმის ადეკვატურ მიღებას, ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. მთელ მსოფლიოში ოსტეოპოროზი უმთავრესად ქალების დაავადებად ითვლება, საქართველოში კი მამაკაცებშიც ძალიან ხშირია (განსაკუთრებით - ოსტეოპენია, ანუ ძვლის ნორმაზე ნაკლები სიმკვრივე). ამ გარემოებას ლოგიკური ახსნა აქვს: ევროპელი მამაკაცები ამა თუ იმ სახით ყოველდღე იღებენ რძის ნაწარმს, ქართველი მამაკაცების უმრავლესობა კი მათ წლობით არ ეკარება (გამონაკლისია ყველი, რომელშიც, სამწუხაროდ, კალციუმის შემცველობა მინიმალურია).

  • საკმარისია თუ არა რაციონის კალციუმით გამდიდრება მისი დეფიციტის აღმოფხვრისთვის?

- საკვების მეშვეობით სათანადო ოდენობის კალციუმის მიღება საკმარისია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს დაავადებასთან, კვების რაციონის კორექცია არ კმარა, საჭიროა მკურნალობა.

რომელი პროდუქტებია მდიდარი კალციუმით?

ასევე დაგაინტერესებთ
ოსტეოპოროზი და მენოპაუზა
ხალხური საშუალება, რომელიც ოსტეოპოროზის უსიამოვნო სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ

- კალციუმით მდიდარია რძის ნაწარმი. ეს ელემენტი არის სხვა საკვებშიც, მაგრამ გაცილებით ნაკლები.

  • ტრადიციულად, ჰიპოკალციემიის უარყოფით გავლენაზე ვლაპარაკობთ. შესაძლოა თუ არა, ძვლებისა და სახსრების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს ჰიპერკალციემია - კალციუმის სიჭარბე?

- შესაძლოა, პრობლემად იქცეს კალციუმის ზედმეტი დეპოზიტების წარმოქმნა ქსოვილებში. მაგალითად, ართრიტის ზოგიერთი ფორმა ასოცირებულია კალციუმის შემცველ კრისტალებთან, რომლებიც ხელს უწყობს სახსრის დაზიანებას. არსებობს ასევე ართროზთან ასოცირებული კალცინოზი, ფსევდოპოდაგრა. თუმცა ტერმინები ჰიპოკალციემია და ჰიპერკალციემია სისხლში კალციუმის ოდენობაზე მიუთითებს, ამ პროცესებს არც კრისტალურ ართროპათიებთან აქვს რამე საერთო და არც ოსტეოპოროზთან.

  • როგორ ვლინდება კლინიკურად კრისტალური ართროპათია? როგორია მისი დიაგნოსტიკის პრინციპები?

- კრისტალური ართროპათია ორგვარად ვლინდება. პირველი ფორმა ძალიან ჰგავს კლასიკურ ართროზს და პროცესის ჭეშმარიტ ბუნებას მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი კალციფიკატები გვაეჭვებინებს, მეორე კი მწვავე, ანთებითი ხასიათის შეტევითი ტკივილებით მიმდინარეობს, ჰგავს პოდაგრულ შეტევას და ამიტომ ფსევდოპოდაგრას უწოდებენ. დიაგნოსტირება შესაძლებელია სახსრის პუნქციით და პოლარიზაციულ მიკროსკოპში კალციუმ პიროფოსფატ დეჰიდრატის კრისტალების აღმოჩენით.

  • არსებობს თუ არა კრისტალური ართროპათიის მკურნალობის ეფექტური მეთოდი?

- კრისტალური ართროპათიის მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა რამდენად ეფექტურია, ძნელი სათქმელია. ამ დაავადებას, ისევე, როგორც ყველა ქრონიკულ პროცესს, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, თანაც მხოლოდ რემისიას თუ მივაღწევთ. გამოიყენება ტრადიციული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ფსევდოპოდაგრის დროს - კოლხიცინიც.

  • შესაძლებელია თუ არა, კრისტალური ართროპათიის აღმოცენებას კალციუმით მდიდარი საკვების ჭარბმა მიღებამ ან კალციუმის პრეპარატების ზედოზირებამ შეუწყოს ხელი?

- ნაკლებად სავარაუდოა, საკვებით ჭარბად მიღებულმა კალციუმმა ორგანიზმში რაიმე დარღვევა გამოიწვიოს, კრისტალური ართროპათიებს სხვა, საკმაოდ რთული მიზეზები აქვს. ადამიანს ოსტეო-პოროზთან ერთად შეიძლება კალცინოზიც ჰქონდეს - მას მაინც ენიშნება კალციუმის პრეპარატები. მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრათ: დღეს ჩვენში ბევრი ეწევა თვითმკურნალობას და კალციუმის პრეპარატებს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ახლობელმა ურჩია. ექიმები ამის სასტიკი წინააღმდეგნი ვართ. ამ პრეპარატებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. მათი გათვალისწინების გარეშე კალციუმის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს.

  • რა გზით შეიძლება ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა?

- მსოფლიოში ოქროს სტანდარტად ითვლება ორმაგტალღიანი რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრია (DEXA), თუმცა ეს მეთოდი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის სიძვირის გამო თითქმის მიუწვდომელია, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით იყენებენ ულტრაბგერით დენსიტომეტრებს.

  • როგორია ოსტეოპოროზის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი?

- ოსტეოპოროზის მკურნალობის მთავარი პრინციპია, პაციენტი მოტეხილობას გადავარჩინოთ, ამისთვის კი უკვე ჩამოყალიბებული ოსტეოპოროზის დროს კალციუმის მიღება საკმარისი არ არის (განსაკუთრებით - მენოპაუზის შემდგომ ასაკში). საჭიროა ბიფოსფონატების, კალციტონინის მიღება, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და ა. შ. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია, თანაც რაკი ოსტეოპოროზი ქრონიკული პროცესია, ამ პრეპარატების მიღება ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევს, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის კი ეს ადვილი არ არის.

მაგრამ მოდით, პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ. რა ფინანსურ დანახარჯს იწვევს მოტეხილობა? უმეტესად ავადმყოფს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ძვირად ღირებული სამკურნალო პრეპარატები, შემდეგ - რამდენიმეთვიანი წოლითი რეჟიმი, ესე იგი, აუცილებელია მომვლელიც. აღარაფერს ვამბობთ ტკივილზე, მორალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, მაღალ სიკვდილიანობაზე.

  • რას ურჩევთ მკითხველს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის?

- ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, ნიკოტინსა და ალკოჰოლზე, ხშირ დიეტაზე უარის თქმას, სპორტით გატაცებას. არსებობს ოსტეოპოროზის რისკფაქტორები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი ადამიანმა პერიოდულად აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა ოსტეოპოროზზე. კერძოდ, ასეთი რამ რეკომენდებულია, თუ:

  1. ერთხელ მაინც გქონიათ რომელიმე ძვლის მოტეხილობა;
  2. გაქვთ წვრილი ძვლები;
  3. დედათქვენს ჰქონია ოსტეოპოროზი (მოტეხილობა);
  4. ბრძანდებით მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალბატონი;
  5. იღებდით რომელიმე ჰორმონულ პრეპარატს;
  6. ჭარბად მოიხმართ ნიკოტინსა და ალკოჰოლს;
  7. არ ეწევით ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას;
  8. იშვიათად იღებთ რძის პროდუქტებს;
  9. ბრძანდებით 50 წელს გადაცილებული ქალი ან 60 წელს გადაცილებული მამაკაცი.

კომენტარები (2)
გულიკო
რომელი პროფილის ექიმმა უნდა უმკურნალოს ოსტეოპოროზს ,რევმატოლოგმა? თუ ენდოკრინოლოგმა ?
თარიღი : 08-02-2025
irma
ცჰამომიტანეს ლუგელა. რამდენადაც ვიცი ეს წყალი სჰეიცავს 50%-მდე ცალციუმს. იკნებ დაწეროტ ამ წყლის სჰესახებ. როგორ მივიგოტ, რა დროს სჰეიდზლება მისი მიგება და რა დროს არა. ისე კიდზალიან მდზიმე დასალევია.
თარიღი : 26-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოსტეოპოროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები