ხალხური საშუალება, რომელიც ოსტეოპოროზის უსიამოვნო სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ
ოსტეოპოროზი თანამედროვეობის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ქალებს უვითარდებათ. მათ შორის მეც აღმოვჩნდი. მისი სამკურნალო საშუალებები საკმაოდ ძვირია, ამიტომ გადავწვიტე ტრადიციულ მედიცინას ხალხური საშუალებით მივშველებოდი.
- 3 სუფრის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, მოასხით მაწონი ან არაჟანი და მიიღეთ უზმოზე. ეს მოამარაგებს ორგანიზმს კალციუმით. ასევე ყოველდღე ბლენდერში გაატარეთ 0,5ლ კეფირი, 1 ბანანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 5-10ც ნიგოზი და მიიღეთ ეს სასმელი. ის აამაღლებს იმუნიტეტს და დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან.
ირინა ხომერიკი, ბათუმი