რა ხდება, როდესაც კალციუმის დონე ორგანიზმში ძალიან მაღალია და როგორ დავიცვათ ბალანსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება, როდესაც კალციუმის დონე ორგანიზმში ძალიან მაღალია და როგორ დავიცვათ ბალანსი

კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ძვლებისა და კბილებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის,მნიშვნელოვანია ისიც, რომ კალციუმი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში საჭიროა. თუმცა, კალციუმი შეიძლება დაგროვდეს სისხლში არაჯანსაღ დონემდე.

კალციუმის მაღალმა დონემ (ჰიპერკალციემია) შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც მერყეობს თავის ტკივილიდან უფრო საყურადღებო პრობლემებამდე.

კალციუმის დოზის გადაჭარბება დანამატების მიღებისას ადვილია, განსაკუთრებით თუ მოიხმართ ბევრ რძის პროდუქტს ან სხვაგვარად იღებთ ბევრ კალციუმს საკვებიდან.

კალციუმის დონე შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის პარათირეოიდული პრობლემებისას.

კალციუმის მაღალი დონის სხვა გვერდითი მოვლენები

ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე. ეს შეიძლება იყოს მწვავე (მოკლევადიანი) ან ქრონიკული, იმისდა მიხედვით, თუ რა იწვევს კალციუმის დონის მატებას.

ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, რაც კალციუმის დონის მატებას იწვევს, არ აღენიშნება ჰიპერკალციემიის აშკარა სიმპტომები. თუმცა, შემდეგი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ამ მდგომარეობაზე: ძვლების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ლეთარგია, გახშირებული შარდვა, წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან მადის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე ან კრუნჩხვები, თირკმლის ქვები, მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, გაღიზიანება და დეპრესია, გულისმიერი სიმპტომები, როგორიცაა პალპიტაცია, არითმია.

დამატებებისა და ანტაციდების მიერ გამოწვეული ჰიპერკალციემია, როგორც წესი, სწრაფად იცვლება, როდესაც შეწყვეტთ მათ მიღებას. თუმცა, არანამკურნალები, ხანგრძლივი ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს სერიოზული - სიცოცხლისთვის საშიშიც კი.

კალციუმის გავლენა გულზე

ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელზეც გავლენას ახდენს კალციუმის მაღალი დონე, არის გული.

კორონარული არტერიული დაავადება ვითარდება, როდესაც ხდება იმ არტერიების ბლოკირება, რომლებიც სისხლს აწვდიან გულს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ათეროსკლეროზი - ცხიმოვანი დეპოზიტები არტერიების კედლებზე.

ჭარბი კალციუმი ასევე შეიძლება დაგროვდეს არტერიის კედლებზე. კალციუმის სკრინინკი კი საშუალებას იძლევა დადგინდეს პრობლემა.

კალციუმის მაღალი დონისა და კორონარული არტერიული დაავადების ზუსტი კავშირი დაუზუსტებელი რჩება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც კალციუმის მაღალი მაჩვენებელიჰქონდათ, კორონარულ არტერიებში ნაკლები კალციფიკაცია აღიშნებოდა. ეს ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც კალციუმს ღებულობდნენ კვებით და არა დანამატის სახით. აქედან გამომდინარე, დანამატებმა შესაძლოა გაზარდოს კალციუმის დეპოზიტები არტერიებში. დანამატების მაგივრად, კალციუმით მდიდარი საკვების არჩევა უმჯობესია ჯანმრთელობისთვის.

თუ არ ხართ მგრძნობიარე რძის პროდუქტების მიმართ, დიეტური კალციუმის კარგი წყაროა ორგანული ბერძნული იოგურტი. ის შეიცავს 450 მგ კალციუმს თითო პორციაში. ამასთან ერთად მდიდარია D ვიტამინიტა და პროტეინით.

კალციუმის სხვა წყაროებია: მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და კალე, პარკოსნები.

NIH (National Institutes of Health) - ის მიხედვით კალციუმის რეკომენდებული დოზებია:

ასაკი მამაკაცებისთვის ქალებისთვის
0–6 თვე 200 მგ 200 მგ
7–12 თვე 260 მგ 260 მგ
1–3 წელი 700 მგ 700 მგ
4–8 წელი 1,000 მგ 1,000 მგ
9–13 წელი 1,300 მგ 1,300 მგ
14–18 წელი 1,300 მგ 1,300 მგ
19–50 წელი 1,000 მგ 1,000 მგ
51–70 წელი 1,000 მგ 1,200 მგ
>70+ წელი 1,200 მგ 1,200 მგ

ორსულობისას და ლაქტაციისას 18 წლის ასაკის მოზრდილებში დასაშვებია 1300 მგ, ხოლო 19 წლიდან 100მგ.

სხვა გზები კალციუმის ჭარბი მოხმარების თავიდან ასაცილებლად

მიიღეთ წყალი - დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპერკალციემია, როდესაც სისხლში სითხის რაოდენობა ძალიან იკლებს.

მულტივიტამინების, დანამატების, ანტაციდებისა და დიდი რაოდენობით კალციუმით მდიდარი საკვების მოხმარება სწრაფად და მნიშვნელოვნად ზრდის კალიუმის დონეს. ყურადღება მიაქციეთ რამდენს მოიხმართ რეალურად.

ფრთხილად იყავით ანტაციდების მიმართ. კალციუმით მდიდარი ანტაციდური ტაბლეტები დაგეხმარებათ გულძმარვის დროს, მაგრამ მათმა ძალიან ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. თუ ხშირად გაქვთ მჟავა რეფლუქსი, ესაუბრეთ ექიმს ალტერნატიული მკურნალობის შესახებ.

ფოკუსირდით კალციუმის დაკარგვის თავიდან აცილებაზე - რამდენადაც მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იღებთ საკმარის კალციუმს, ასევე მნიშვნელოვანია კალციუმის დაკარგვის თავიდან აცილება. კალციუმის დონის შესანარჩუნებლად: მოერიდეთ ნატრიუმის (მარილის) ჭარბ მიღებას, მოერიდეთ მოწევას,

შეამცირეთ კოფეინის და სხვა მასტიმულირებელი სასმელების მიღება. დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის D ვიტამინს.

ესაუბრეთ ექიმს - ახალი დანამატის მიღებამდე მნიშვნელოვანია ექიმთან საუბარი. კალციუმი მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევა. შესაძლოა გაკვეულ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს დასწირდეს კალციუმის დანამატის მიღება, მაგრამ ყველას ერთი და იგივე რაოდენობა არ ესაჭიროება. ზოგიერთმა მედიკამენტმა (როგორიცაა თიაზიდური დიურეტიკები და ლითიუმი) და მდგომარეობა (როგორიცაა ჰიპერპარათირეოზი) შეიძლება დაარღვიოს კალციუმის ბალანსი და გამოიწვიოს ჰიპერკალციემია. თქვენს ექიმს შეუძლია გადახედოს თქვენს სამედიცინო ისტორიას და დანიშნულებას, რათა გაარკვიოს, ხართ თუ არა რისკის ქვეშ. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა იცოდეს ნებისმიერი სხვა დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ. მაგალითად, D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში,მაგრამ, კალციუმის ჭარბი ათვისება საშიშია. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ D ვიტამინის დონე კალციუმის დანამატის დაწყებამდე. ასევე უნდა იყოთ სიფრთხილე, თუ იღებთ A ვიტამინის მაღალ დოზებს.

მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმების დანიშვნა. ექიმების უმეტესობა ამოწმებს კალციუმის და D ვიტამინის დონეს რუტინული სისხლის ანალიზის დროს.