ფილტვის გადანერგვის პირველი დოკუმენტირებული მცდელობა რეალიზებულ იქნა საბჭოთა
ქირურგმა ჯეიმს ჰარდიმ მისისიპის უნივერსიტეტიდან პირველად გადაუნერგა ადამიანს ფილტვები 1963 წლის 11 ივნისს. სამწუხაროდ, 18 დღის შემდეგ რეციპიენტი გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობის გამო.
1963-1978 წლებში ფილტვების გადანერგვის არაერთი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა, ტრანსპლანტანტის მოცილების და სხვა მიზეზთა გამო.
მხოლოდ ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატისა და იმუნოსუპრესანტების (ციკლოსპორინის) შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი ფილტვების წარმატებით გადანერგვა.
გულისა და ფილტვის პირველი წარმატებული გადანერგვა ეკუთვნის ექიმ ბრიუს რეიცს სტენფორდის უნივერსიტეტიდან. აღნიშნული ოპერაცია მან 1981 წელს ფილტვის იდიოპათიური ჰიპერტენზიით დაავადებულ ქალს ჩაუტარა. 1983 წელს ჯოელ კუპერმა ასევე წარმატებით გადაუნერგა თავის პაციენტს ერთი ფილტვი, ხოლო სამი წლის შემდეგ ორივე ფილტვის წარმატებით გადანერგვაც მოახერხა.
შესაბამისი დონორის მოძიება სერიოზული პრობლემაა ბევრ ქვეყანაში, შესაბამისად, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს ორიენტაცია ღეროვანი უჯრედებიდან დონორული ორგანოების გაზრდა-ფორმირებაზე აქვთ. რეციპიენტის ქსოვილებიდან გაზრდილი ორგანო ნაკლებად „მოცილებადი“ იქნება, შესაბამისად, პაციენტებს აღარ დასჭირდებათ იმუნური სისტემის დამთგრუნველი პრეპარატების გამუდმებით მიღება.
მომავალი ისედაც უჯრედული მედიცინისაა, ასე რომ, ყველაფერი წინ არის!