/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?

პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც უმეტესად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში გვხდება.

ის ნივთიერებათა ცვლის, კონკრეტულად კი პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს სისხლში ხანგრძლივად მომატებული შარდმჟავას კონცენტრაცია, რომელიც შემდგომში, ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, კრისტალიზდება და დეპონირდება სახსრებსა თუ რბილ ქსოვილებში. ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადებაც.

პოდაგრას შესახებ თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგი ნესტან გვეტაძე საუბრობს:

რა სიმპტომები ახასიათებს პოდაგრას?

კლასიკური, მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევა ხასიათდება უეცარი (განსაკუთრებით ღამის საათებში) სახსრის შესივებით, ძლიერი ტკივილით, სიწითლით და მოძრაობის შეზღუდვით. აღნიშნული სიმპტომები დაავადების დასაწყისში ყველაზე ხშირად გამოხატულია ტერფის პირველი ე.წ. წინატერფ-ფალანგთაშორისი სახსრის მიდამოში. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეც. შეტევის შემდეგ სახსარი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და პაციენტს შემდეგ შეტევამდე არანაირი ჩივილი არ აქვს.

არსებობს თუ არა რაიმე ტესტი პოდაგრის დიაგნოსტირებისათვის?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ძალიან ხშირად მეკვანძება კუნთი. ხან კვირაში ერთხელ მაინც გუშინ და გუშინწინ ზედიზედ ორი ღამეა გადაბმულად ძილში მეკვანძება საშინელი ტკივილი აქვს და დილითაც დაჭიმული მაქვს ხოლმე. რისი გაკეთება შემიძლია სანამ გამოკვლევებზე მივალ მანამდე?</p>

პოდაგრის დიაგნოსტირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგალითად სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეტევის დროს მისი დონე სისხლში შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე დაბალიც, ამიტომ ტესტირებისთვის ოპტიმალური დრო უნდა შეირჩეს რევმატოლოგის მიერ. გარდა ამისა, პოდაგრის დიაგნოსტირება შესაძლებელია სახსრიდან სინოვიალური სითხის ასპირაციით და მისი შემდგომი შესწავლით პოლარიზებული მიკროსკოპის საშუალებით, სადაც აღმოვაჩენთ შესაბამისი ტიპის კრისტალებს.

როგორ ხდება პოდაგრის მკურნალობა?

პოდაგრის მკურნალობა განსხვავებულია დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევის მოსახსნელად გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაქრობას. შემდგომი შეტევების პრევენციისთვის კი ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითებას იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოდაგრის მართვისას ყურადღება ექცევა აპურინული დიეტის დაცვას, რაც გულისხმობს იმ საკვების შეზღუდვას, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს პურინებს.

შესაძლებელია თუ არა პოდაგრის პრევენცია?

იმისთვის, რომ პოდაგრა ჩამოყალიბდეს და იქცეს ქრონიკულ მდგომარეობად ხანდახან ათეულ წელზე მეტია საჭირო. სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, ხელს უწყობს ასიმპტომური ჰიპერურიკემიის დროულ გამოვლენას. ასიმპტომური ჰიპერურიკემიის ადეკვატური მენეჯმენტი კი საგრძნობლად გადაავადებს პოდაგრული ართრიტის დებიუტს.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები