/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

არაესთეტიკური კანი

არაესთეტიკური კანი
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად

არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს. ბევრი ამას საპარსით ან პინცეტით აკეთებს - გოგონათა უმეტესობას მხოლოდ ამაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ არავისთვის არის საიდუმლო, რომ პრობლემა ასე არ გადაწყდება. პირიქით - თმა მუქდება და უხეშდება კიდეც. დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა, გაცილებით ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს.

ბიოეპილაცია

ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომექანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ნატურალურ ფისს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმას ფაქიზი ზონებიდანაც კი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აშორებენ, კანი კი გლუვი და ნაზი რჩება. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საგრძნობლად აახალგაზრდავებს მშრალ და მობერებულ კანს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბიოეპილაცია, ის საპარსსა და პინცეტზე სამუდამოდ ამბობს უარს. ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, სახეა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

mkurnali.geელექტროეპილაცია

ზედმეტი თმის სამუდამოდ მოსაცილებლად ყველაზე უტყუარი და უსაფრთხო მეთოდი ელექტროეპილაციაა. მედიკოსები ამ პროცედურას მაღალი სიხშირის ელექტრული იმპულსის მეშვეობით ატარებენ. მისი ჩატარება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება, მათ შორის - სახეზეც. პროცედურა სპობს თმის ძირს, რომელიც კანის ზედაპირიდან 3-4 მმ სიღრმეზეა და მის ზრდას განაგებს. მაგრამ თუ ელექტროეპილაციის გაკეთება გადაწყვიტეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ - ერთი ზონის დამუშავებას რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე სჭირდება. თმისგან საბოლოოდ რომ გათავისუფლდეთ, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. ერთი სეანსის დროს მცირე ფართობს ამუშავებენ, ერთი თვის შემდეგ, განმეორებითი პროცედურისას, იმავე ზონის დამუშავებას 1,5-2-ჯერ ნაკლები ხანი სჭირდება, რადგან თმის ნაწილი უკვე განადგურებულია. სასურველია, ელექტროეპილაციის დროს ელექტროდებად თხელი ვოლფრამის ძაფები გამოიყენონ და არა საეპილაციო ნემსები, რომლებიც კანზე ნაკვალევს ტოვებს. ტკივილს ყველა ერთნაირად არ გრძნობს, თანაც განსაკუთრებით სათუთი და მტკივნეული ადგილების დამუშავებისას ანესთეზიას იშველიებენ. დაიხსომეთ: ელეტროეპილაციის ხარისხიანად ჩატარებას მხოლოდ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი შეძლებს. ვოლფრამის ელექტროდი თმის ძირის დასაწყისს უნდა მისწვდეს და ისე დაიწვას, რომ მიკროდამწვრობა მხოლოდ ვოლფრამის ფუძეზე 3-4 მმ სიღრმეზე მოხდეს და არამც და არამც - კანის ზედაპირზე, სადაც შეიძლება ნაწიბური დარჩეს. პროცედურა უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებით.მაინტერესებს, პილარული კერატოზის დროს,სალიცილის მჟავის პირდაპირ კანზე წასმა,რამდენად არის რეკომენდირებული და სხვა მკურნალობის მეთოდები ან სამკურნალო საშუალებები, რომ მირჩიოთ....მადლობა წინასწარ.</p>

ახალი მეთოდები

ლაზერული ეპილაცია და ფოტოეპილაცია სულ ახლახან დამკვიდრდა და ახდენს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენას, ჯერ უცნობია. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ, გვარწმუნებენ, რომ ისინი უვნებელია. სხვათა შორის, ჭარბი თმის მოცილების სრულყოფილი, უმტკივნეულო, სწრაფი და სრული ეფექტის მქონე მეთოდი უკვე მოიძებნა: 1896 წელს გერმანელმა ექიმმა ფრეინდმა, საზოგადოებას თმის რენტგენის სხივებით მოცილება შესთავაზა, - მაგრამ ამ მეთოდს ამჟამად არავინ იყენებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები
ზაფხული რთული პერიოდია ფრჩხილებისთვის. ამ პერიოდში ისინი უამრავ არახელსაყრელ ფაქტორს ექვემდებარებიან, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს, გახდეს მტვრევადი, აშრევდეს. მნიშვნელოვანია, ზაფხულში ფრჩხილებზე სწორად ზრუნვა.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?
რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?
ტუჩების სიმშრალისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ბალზამი ტუჩების დასამშვიდებლად და დასარბილებლად. მაგრამ
სრულად
ხუთი ნივთიერება, რომელიც დაგვეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში
ხუთი ნივთიერება, რომელიც დაგვეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში
კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას.
სრულად
სუფთა სახე - 8 მითი კანის დაავადებების მკურნალობის შესახებ
სუფთა სახე - 8 მითი კანის დაავადებების მკურნალობის შესახებ
რატომ ვერ ვიშორებთ კანიდან გამონაყარს და პიგმენტურ ლაქებს? ხშირად არასწორი მკურნალობის გამო.
სრულად
რა უნდა გავაკეთოთ, ლამაზი ფრჩხილები რომ გვქონდეს?
რა უნდა გავაკეთოთ, ლამაზი ფრჩხილები რომ გვქონდეს?
რომელი ვიტამინები უნდა მივიღოთ და რატომ არის სასარგებლო ზღვის მარილის აბაზანები?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : დერმატოლოგია

-გამარჯობა, მაქვს ძალიან ცხიმიანი სახის კანი და სკალპი. ყოველდღიურად ვიყენებ სახის დასაბან საშუალებას, მზისგან დამცავს ცხიმიანი კანისთვის , ასევე მაკიაჟის ტარების დროს ვიყენებ მშრალ პროდუქტებს , ვიფიქსირებ პუდრითაც , მაგრამ , მიუხედავად ამ ყველაფრისა, კანი კვლავ ცხიმიანდება , საშინლად ბზინავს და მაკიჟი თითქოს ,,დნება” სახეზე , განსაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნევა მზისგან დამცავის გამოყენებისას , თუმცა მისი რუტინიდან ამოღებაც არ მსურს . ანალოგიურად ხდება თმაზეც , მაქვს შერჩეული ცხიმიანი თმისთვის შამპუნი , მაგრამ ყოველ დღე მაინც დასაბანი ხდება. მაინტერესებს , რისი ბრალი შეიძლება იყოს ,მაგალითად, კვების რაციონს , ცხოვრების სტილს ან ვიტამინების ნაკლებოდბიდან ხომ არ გამომდინარეობს…

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

არაესთეტიკური კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები