საუბარი აუმჯობესებს დემენციით დაავადებული ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას

რომელთაც აღენიშნებათ დეპრესიის და შფოთვის ნიშნები.
დემენციით დაავადებულ ადამიანებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, საკმაოდ გავრცელებულია.
დემენციის მსუბუქი ფორმით დაავადებულთა 38% აღენიშნებათ ეს მდგომარეობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მკვლევარებმა შეისწავლეს სამი ათასი ადამიანის მონაცემები, რომელთაც აღენიშნებოდათ დეპრესია ან შფოთვა და გაიარეს მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავდა საუბრით თერაპიას.
1500 ადამიანს დემენციის დიაგნოზი დასმული ჰქონდა თერაპიის დაწყებამდე. კვლევაში ასევე მონაწილოებდა 1329 ადამიანი, რომელსაც დემენცია არ აღენიშნებოდა.
მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ დემენციის მქონე ადამიანებში მკურნალობა სასარგებლო აღმოჩნდა და მათ 63% აღენიშნებოდა დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების შემცირება. ამასთან 40% სრულად განიკურნა ამ სიმპტომებისგან.
საკონტროლო ჯგუფში მონაწილეთა 70%-ს აღენიშნებოდა სიმპტომების გაუმჯობესება, ხოლო 47% გამოჯანმრთელდა.