/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

როგორ ვლინდება ნევროზი

როგორ ვლინდება ნევროზი
(ანუ ნევროზის კლინიკური გამოვლინებანი) ნევროზის გამოვლინებებს ზოგადად ორ ჯგუფად ყოფენ: ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად.

ფსიქოპათოლოგიურს მიეკუთვნება - ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები და აგრეთვე ნევროტული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა, ანუ ნიშან-გამოვლინებათა ერთობლიობაა).

ნეიროსომატურს კი მიეკუთვნება - ვეგეტატური აშლილობანი, ნევროტული დარღვევები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდ-სასქესო, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, აგრეთვე მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილი, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანს სასიცოცხლო ძალთა (უპირველესად, ფიზიკურ ძალთა) განლევა, სისუტე, მოდუნებულობა აღენიშნება. სინდრომი მოიცავს აგრეთვე ადვილად დაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესებას, მომატებულ გაღიზიანებას, გუნება-განწყობილების ცვალებადობას, მომატებულ მგრძნობელობას ხმაურისა და კაშკაშა სინათლისადმი. ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხშირი თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, უსიამოვნო შეგრძნებები კანისა და ლორწოვანი გარსების, აგრეთვე კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ.

ფობიური სინდრომი - ეს არის შიშის აკვიატებული განცდა, რომელზეც იმავდროულად თანდართულია არსებული მდგომარეობის კრიტიკა. ჩვეულებრივ, ფობიებისადმი დამოკიდებულება ორმხრივია - ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, თუმცა შიშის განცდა მაინც შენარჩუნებული აქვს. ნევროზების დროს უხშირესად შემდეგი სახის შიში ვლინდება: კარდიოფობია (შიში საკუთარი გულის გამო), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია, გაშლილი სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

იპოქონდრიული სინდრომი - იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანი ამ დროს სხვადასხვა დაავადებას მიიწერს, მუდმივად შიშობს არარსებული დაავადების გამო და საზოგადოდ, წუხს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროტული მდგომარეობის დროს ვლინდება.

* * *

ნეიროსომატური დარღვევებიდან საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ნევროზების დროს უხშირესად სამი სახის დარღვევა ვლინდება: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

ნევროტული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნებები გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ იხსნება შესაბამისი მედიკამენტებით. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილებია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდის და შესაბამისი დვრილის არეში. ასეთი ტკივილების აღმოცენებისას ადამიანებს ხშირად გულის სერიოზული დაავადების შიში იპყრობს.

გულის რიტმის ნევროტული ხასიათის დარღვევა, უპირველესად, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინდება. აღნიშნული ტიპის დარღვევა შეიძლება მყარი ან შეტევითი ხასიათის იყოს. როგორც წესი, პულსის გახშირება ფსიქოტრავმირებად გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ე. წ. ამოვარდნები) ნევროტული დარღვევების დროს იშვიათად გვხვდება. ნევროზებისათვის უმთავრესად დამახასიათებელია გაძლიერებული გულისცემის ან კიდევ გულის გაჩერების, „ერთგვარი გამოთიშვის“ შეგრძნება.

სისხლძარღვოვანი დისტონია ხშირად თან ერთვის ნევროზის სხვა სიმპტომებს. ის შესაძლოა გამოიხატოს არტერიული წნევის როგორც მომატებით, ასევე დაქვეითებით. ამასთან, არტერიული წნევის მომატებისას არ არის გამოკვეთილი ჰიპერტონიული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

ნევროზების დროს, გულ-სის­ხლძარღვთა სისტემის გარდა, სხვა ორგანოთა სისტემების მხრივაც აღინიშნება ამა თუ იმ სახის დარღვევა. მაგალითად, ხშირია სუნთქვითი დარღვევები, კერძოდ, სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატური დარღვევის ნიშანია) და გახშირებულ სუნთქვას იწყებს. აღმოცენდება სუნთქვითი არითმია - ის ღრმავდება ან ზედაპირული ხდება, ხშირი ან არათანაბარი ხასიათის. ამავე დროს ვლინდება თავბრუხვევა, რაც ქოშინთან ერთად,განსაკუთრებით აფრთხობს და აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისა თუ ძილისას ეს მოვლენები, როგორც წესი, ქრება. ნევროზების დროს ზოგჯერ ნევროტული ლარინგოსპაზმი ან ნევროტული სლოკინიც ვლინდება.

* * *

ნევროზები განსხვავდება მიმდინარეობის ხანგრძლივობითაც - რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე. განსხვავებულია მათი მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკა.

პროგრესირებადი - როდესაც ნევროტული დარღვევები დროის გარკვეულ პერიოდში ძლიერდება;

რეგრესირებადი - როდესაც ნევროტულ გამოვლინებათა გამოხატულება მცირდება;

სტაციონარული - როდესაც ნევროტულ გამოვლინებათა გამოხატულება არ იცვლება;

ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;

რემისიული - როდესაც ნევროტულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგმვის პერიოდები აღინიშნება.

საყურადღებოა ისიც, რომ ნევროზით დაავადებულ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე სინდრომი აღენიშნება. მაგალითად, იპოქონდრიული, ასთენიური სინდრომი ვეგეტატური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ თავის ტრავმის დროს - რა არ უნდა გამოგვეპაროს

თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვლინდება ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები