/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

განქორწინების გამომწვევი მიზეზები

განქორწინების გამომწვევი მიზეზები
არ არსებობს ოჯახი, კონფლიქტი რომ არასოდეს  მოსვლოდეს.

სამწუხაროდ, უთანხმოების განმუხტვა და ოჯახის შენარჩუნება ყოველთვის ვერ ხერხდება, ხშირად საქმე განქორწინებამდე მიდის, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ოჯახი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნო. მაქვს თუ არა უფლება, განქორწინება მოვითხოვო? განქორწინების უფლება უძველესი დროიდან განსჯის საგანი იყო ყოველი საზოგადოებისთვის. გაყრის უფლება, ე.ი. უფლება, არა მარტო დაქორწინდე, არამედ დაარღვიო კიდეც ეს კავშირი, საზოგადოების დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

კანონში, განქორწინების, განქორწინებულთა და მათი შვილების მიმართ საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა, კულტურა, ეროვნული ტრადიციები და ხალხის სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები.

განქორწინების აკრძალვა უმთავრესად ქალს აწვებოდა ტვირთად, უფრო მეტად ამძიმებდა მის ისედაც უუფლებო მდგომარეობას, ამიტომ განქორწინება ქორწინებასთან მიმართებით შეიძლება განვიხილოთ როგორც ქალისა და მამაკაცის რეალური თანასწორუფლებიანობის განმტკიცების საშუალება. გაყრა შეიძლება იქცეს ქორწინების თავისებურ ანტიპოდად, თუ იგი მეუღლეთა ზნეობრივი მოუმწიფებლობის, მოვალეობის, ოჯახისა და შვილების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის უქონლობის შედეგია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

განვიხილოთ განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზები. ცალკეულ ქვეყნებში განქორწინების სტატისტიკა თავისთავად ბევრს ვერაფერს გვეტყვის, თუ კარგად არ ვიცნობთ ამ ქვეყნების ზნე-ჩვეულებებსა და კანონებს. მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერია კათოლიკური ეკლესიის გავლენა, რომელიც, როგორც ცნობილია, კრძალავს განქორწინებას, მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე იქ, სადაც დაბრკოლება ნაკლებია. მაგრამ ეს ციფრები ვერაფერს გვეტყვის ქორწინების ჭეშმარიტი სიმტკიცის შესახებ. იგივე ითქმის გაყრის ყველაზე გავრცელებული მიზეზების სტატისტიკაზეც.

ზოგიერთ ქვეყანაში განქორწინება ხდება მხოლოდ “ბრალეულობის პრინციპის” საფუძველზე, ე.ი. სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ერთ-ერთი მეუღლის ბრალეულობა: ღალატი, უარი ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე და სხვა. ჩვენს ქვეყანაში განქორწინების საკითხს მეუღლეთა განცხადების საფუძველზეს სასამართლო წყვეტს. უმეტესად რას აბრალებენ მეუღლეები გაყრას? უპირველესად - ხასიათის შეუთავსებლობას, თუმცა ამ სიტყვების მიღმა ხშირად ერთად ცხოვრების უუნარობა იმალება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

განქორწინების მიზეზებად მოიაზრებენ ასევე სქესობრივ შეუთავსებლობას, ფსიქოლოგიურ კლიმატს, ოჯახურ ურთიერთობებს და სხვა. ხშირად ასახელებენ განქორწინების მიზეზად ლოთობას, ნარკოტიკებით გატაცებას. ამ შემთხვევაში განქორწინების ინიციატორები, ჩვეულებრივ, ქალები არიან. მართლაც, ალკოჰოლიზმით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული ქმარი ოჯახში მუდმივი უსიამოვნებისა და აყალმაყალის წყაროა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მისი ეს გატაცება მძიმე დაღს ასვამს ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას.

განქორწინების ერთ-ერთი მიზეზია ღალატი. მაგრამ რას გულისხმობს დღეს ეს ცნება? ის მრავალნაირად ესმით. არ არსებობს განმარტება, ყველასთვის მისაღები რომ იყოს. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ნუ დავივიწყებთ, რომ ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ხშირად მისდამი მეორის დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ქალი, რომელსაც გამუდმებით ამცირებენ, აკლია მზრუნველობა, ყურადღება, სითბო და სიახლოვე, ბოლოს და ბოლოს შეიძლება შეხვდეს სხვა მამაკაცს, რომლისთვისაც ის “ერთადერთი” იქნება. ბუნებრივია, იგივე ითქმის მამაკაცზეც. ამიტომ ღალატის მოტივების უკან, როგორც წესი, იმალება ისევ ის ოჯახური ურთიერთობის რღვევა, რაშიც მეტ-ნაკლებად ორივე მეუღლეა დამნაშავე.

განქორწინების კიდევ ერთი, რეალური და არა განქორწინებულთა მიერ განცხადებული მიზეზია ნაჩქარევი, დაუფიქრებელი ქორწინება. ამავე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ იძულებითი ქორწინება (მოულოდნელი ფეხმძიმობის გამო), ქორწინება “შურისძიების” მიზნით ან ანგარებით. სპეციალისტები განქორწინების სხვა მიზეზებსაც ასახელებენ, მაგრამ ისინი შედარებით იშვიათად გვხვდება. განქორწინება ძლიერ ცვლის ყოფილი ცოლ-ქმრის ცხოვრებას. წარმოიშობა სრულიად ახალი პრობლემების კომპლექსი: ეკონომიკური სირთულეები (განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებთანაც რჩებიან შვილები), ვითარება გვაიძულებს ჩვევების, გემოვნების, მთელი ცხოვრების სტილის, საერთო მეგობრებსა და ნაცნობებთან ურთიერთობის ხასიათის შეცვლას, იცვლება დამოკიდებულება არა მარტო ყოფილი მეუღლის, არამედ მისი ნათესავების მიმართაც.

ამერიკელ მკვლევართა მონაცემებით, განქორწინებულები სამჯერ ხშირად ხვდებიან ავტოავარიაში; მათ გაცილებით ძლიერი მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლიზმისა და სხვა დაავადებებისადმი, ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი, სიკვდილიანობა და თვითმკვლელობათა რიცხვი მათ შორის გაცილებით მაღალია, ვიდრე ქორწინებაში მყოფთა შორის. უნდა ითქვას, რომ განქორწინება დრამის მხოლოდ ფინალია, ოჯახური ცხოვრების კრახის იურიდიული გაფორმება. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება - ემოციური გაუცხოებით, გულგრილობით, უნდობლობით. შემდეგ მეუღლეები იწყებენ განქორწინებაზე ფიქრს, თუმცა ის ერთადერთ და საუკეთესო გამოსავლად არ მიაჩნიათ. შემდეგ პრობლემაზე მსჯელობას იწყებენ, განიხილავენ შესაძლო განქორწინების საკითხს, ზოგჯერ ცალ-ცალკე სახლდებიან - გაუცნობიერებლად ცდილობენ გაიადვილონ ახალ ცხოვრებასთან შეგუება.

ასე რომ, იურიდიული განქორწინება ხანგრძლივი პროცესის დასასრულია. განქორწინება, იძულებითი იქნება თუ ნებაყოფლობითი, მძიმე ტრავმაა. ის ლაკმუსის ქაღალდივით ამჟღავნებს პიროვნების ყველა იმ მხარეს, რომელიც ყოველდღიური იდილიის ფონზე შესაძლოა არც კი გამოვლენილიყო. შეძლეს თუ ვერა მეუღლეებმა, ამ რთული სიტუაციისთვის უმცირესი დანაკარგით დაეღწიათ თავი, როგორ აეწყო მათი ურთიერთობა გაყრის შემდეგ, როგორ გაიყვეს ქონება - ყოველივე ეს მათი პიროვნული მოწიფულობისა და კულტურის მაჩვენებელია. მშობლების გაყრა ნამდვილი ტრაგედიაა შვილებისთვის. სტრესი ხშირად ფსიქოლოგიურ დარღვევებში გადაიზრდება.

ამიტომ მშობლები ყოველნაირად უნდა ეცადონ, თავიდან ააცილონ ბავშვებს სულიერი ტრავმა, რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი მიაყენონ მათ. არაკეთილსასურველი ოჯახური ურთიერთობების მიზეზი სხვადასხვა რამაა, მაგრამ მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილება მოხერხდება, თუ მეუღლეები ოჯახის შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიისწრაფვიან. ოჯახში შეიძლება მოხდეს შეხლა-შემოხლა, დავა, ჩხუბიც კი; მთავარია, საქმე ერთმანეთის გულისტკენამდე, შეურაცხყოფამდე და დამცირებამდე არ მივიდეს. თუ ცოლ-ქმარს ოჯახის შენარჩუნება სურს, არ უნდა მიმართონ ერთმანეთს უხეში, საწყენი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გაგებით მოეკიდონ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, გააანალიზონ არა მარტო მეუღლის, არამედ საკუთარი მინუსებიც.

ოღონდ ეს დროულად უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს დაემართა, რომელიც გაყრიდან რამდენიმე წლის შემდეგ გვწერს: “როდესაც ცოლი შევირთე, ვიცოდი, რომ ოჯახი სერიოზული რამაა, მაგრამ რეალურად მზად არ ვიყავი ოჯახური ცხოვრებისთვის, არ მესმოდა, რა სირთულეები იყო მოსალოდნელი და როგორ დამეძლია ისინი. მეგონა, თუ რამით შემზღუდავდნენ, თავისუფლად შემეძლო ოჯახის მიტოვება. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ “თავისუფლების” დაბრუნების სანაცვლოდ სიყვარულიც დავკარგე, ოჯახიც და შვილებიც”. ასეთი თავისუფლება საშინელია და საზარელი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
ოდესმე შეგიმჩნევიათ, უცნაურად რომ ვიქცევით?
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტად პოლარიზებული ჩანს.
სრულად
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი თვისება; შესაძლებელია მისი განვითარება და გაძლიერება.
სრულად
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეჭვიანობენ. ქალებს უფრო ხშირად ემოციური ერთგულება აღელვებთ, მაშინ როცა მამაკაცებს, მეორე ნახევრის შესაძლო სექსუალური ღალატი.
სრულად
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
რა არის ფსიქოლოგიური რესურსი?
სრულად
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
რატომ უბრუნდებიან ადამიანები ყოფილებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა. ვარ 21 წლის. ბიჭი. ბავშვობიდან მაქ სახლის დატოვების შიში. ანუ რეგიონიდან ქალაქში რომ ჩავდიოდი მაშინაც მიწყებდა ისეთ შეგრძნებებს აი როგორიცაა შიშის დროს გამოწვეული სიმპტომები. მაგრამ მერრე ვეჩვეოდი და ვადაპტირრდებოდი. ახლა საზღვარგარეთ მიწევს სასწავლებლად წასვლა. დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზს და ბევრი შრომა დამჭირდა. არანაირ პრობლემას მანამდე თავი არ გამოუჩენია ნაგრამ აი როცა დამიდასტურეს გსნცხადება და მალე წასვლა რო მიწევს ( 2 კვირაში) უკვე იმ დღიდან დამეწყო ისევ იგივე სიმპტომები. როცა წასვლაზე ვიწყებ ფიქრს მეწყება გულისცემის აჩქარება სისუსტე უმადობა. ამ თემაზე საუბარი და მხარდაჭერა მამშვიდებს. მაგრამ მეშინია ამდდნი ასსთი ნერვიულიბისაგან რამე გართულება არ მოხდეს. რაიმე სტრესი და დეპრესია არრ მაქ მაგრამ ასეთი შეგრძნება დისკომფორტულია. წასვლამდე და ადაპტაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ვიცი უარი რომ ვთწვა წასვლაზე ეგრევე გამივლის ყველაფერი მაგრამ არმინდა ასე მოხდეს. რას მიირჩეევთ როგორ მოვიქცე?

კატეგორია : ფსიქოლოგია

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

კატეგორია : ფსიქოლოგია

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

განქორწინების გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები