/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული
ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი თავის ეფექტურად წარმოჩენისა და ამის სწავლაზეც არ ამბობს უარს.

ზოგი ამას ადვილად ახერხებს, ზოგს კი უჭირს ამის მიღწევა. როგორ მოვახდინოთ სასურველი შთაბეჭდილება ერთი ნახვით? საინტერესოა, შეუყვარდებოდა თუ არა უფლის­წულს კონკია, ქვაბების ხეხვის დროს რომ ენახა? ალბათ, არა. კონკიას ბედმა გაუღიმა - კეთილმა ნათლიამ დროულად იზრუნა მისი იმიჯის შეცვლაზე. ფაქტია: როცა ადამიანთან ურთიერთობას ვამყარებთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის ჩაცმის სტილს, მის თავდაჯერებას, კეთილგანწყობას. შემთხვევითი არ არის, რომ პროფესიონალ იმიჯმეიკერებზე ჩვენს დროში დიდი მოთხოვნაა.

პირველი შთაბეჭდილება

მიაქციეთ ყურადღება, როგორ შემოგცქერით პროფესიონალი გამყიდველი დიდ სავაჭრო ცენტრში: ის მყისვე მიხვდება, რომელმა საქონელმა შეიძლება დაგაინტერესოთ. ასევე გვაფასებენ სხვებიც. ხშირად ნაცნობობის პირველივე წუთი გადამწყვეტია: ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ასწრებს თქვენ შესახებ წარმოდგენის შექმნას და ეს წარმოდგენა მით უფრო უკეთესი იქნება, რაც უფრო მომგებიანად წარმოაჩენთ საკუთარ თავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეიტანეთ შესწორებები

გსურთ, გარშემო მყოფები სერიოზულად მოგეკიდონ? მეტი ყურადღება დაგითმონ? იმუშავეთ თქვენს იმიჯზე! ეს არც ისე რთულია - მსახიობი ხომ ყველა ჩვენგანშია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

1. შეისწავლეთ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, იოლი არ არის, შორიდან შეხედო საკუთარ თავს. ყურადღებით შეისწავლეთ შეხვედრების, წვეულებების ჩანაწერები, რომლებსაც თქვენც ესწრებოდით. სთხოვეთ მეგობრებს, გადაგიღონ ვიდეო. აბა, როგორ მოგეწონათ საკუთარი თავი? შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ თქვენი დგომის, სიარულის მანერა, ჟესტები, ღიმილი - როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ ისინი? რა მოგწონთ და რას შეცვლიდით?

2. მოიფიქრეთ იმიჯი. წარმოიდგინეთ, რომ სარკეში საკუთარ ანარეკლს ხედავთ, არა ჩვეულს, არამედ განსხვავებულს, იდეალურს. უმცირეს დეტალებამდე შეისწავლეთ და ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჩაიხედოთ ასეთ წარმოსახვით სარკეში.

3. ეცადეთ, სიტუაციისადმი ადეკვატური იყოთ. შეუძლებელია, მისდიოთ ქცევის მუდამ ერთსა და იმავე ხაზს. თუ სამსახურში თქვენთვის მნიშვნელოვანია, მომთხოვნ პროფესიონალად გამოიყურებოდეთ, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობის იგივე სტილი არ გამოგადგებათ. მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მომზადებისას დაფიქრდით: როგორი ადამიანები გელოდებიან იქ? ურთიერთობის რომელი სტილია მათთვის უფრო შესაფერისი? როცა ამ კითხვებს უპასუხებთ, მიხვდებით, რა ჩაიცვათ და როგორ გეჭიროთ თავი.

4. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას - როგორ აგებთ ფრაზებს? ხშირად წუწუნებთ თუ უფრო მეტად სიხარულს გამოხატავთ? სიტყვები ამჟღავნებენ თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის, გარშემო მყოფებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების მიმართ.

5. თავი ბუნებრივად გეჭიროთ - ლაღი ჟესტიკულაცია, ჯდომისა თუ დგომის თავისუფალი მანერა, კეთილგანწყობილი ღიმილი საკუთარ თავში დარწმუნებულ და გულწრფელ პიროვნებად წარმოგაჩენთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ლაპარაკობთ. ხმადაბლა მოლაპარაკე გაუბედავი უგერგილო ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, ხოლო მეტისმეტად მყვირალა ხმის პატრონი - გულგრილისას.

6. გაუწიეთ რეკლამა საკუთარ თავს, თამამად გაუსვით ხაზი საკუთარ ღირსებებს - ყველანი დარწმუნდებიან, რომ თქვენ უნიკალური და განუმეორებელი ხართ.

ფაქიზი შტრიხები

არსებობს მარტივი, ნაცადი ხერხები, რათა თანამოსაუბრე ჩვენდამი სიმპათიით განვაწყოთ:

ნუ გაუშვებთ ხელიდან კომპლიმენტის თქმის შანსს - ქება ყველას სიამოვნებს. ოღონდ გულწრფელი ქება. ტლანქი მლიქვნელობა, პირფერობა უკუეფექტს იწვევს.

ტელეფონით საუბრისას გაიღიმეთ. მართალია, თანამოსაუბრე ვერ ხედავს თქვენს ღიმილს, მაგრამ შესანიშნავად „ესმის“ ის.

ექსპერიმენტების მთელი სერიის შემდეგ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი ხშირად მცდარად აფასებს შთაბეჭდილებას, რომელსაც ახალ ნაცნობებზე ახდენს. რატომ? როდესაც ცდილობს, შორიდან შეხედოს საკუთარ თავს, თავისდა უნებურად გულისხმობს დაფარულ ინფორმაციასაც, რომელიც თანამოსაუბრისთვის უცნობია - აზრებს, მოტივებს, სურვილებს, მოგონებებს. გაითვალისწინეთ ეს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
ოდესმე შეგიმჩნევიათ, უცნაურად რომ ვიქცევით?
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტად პოლარიზებული ჩანს.
სრულად
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი თვისება; შესაძლებელია მისი განვითარება და გაძლიერება.
სრულად
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეჭვიანობენ. ქალებს უფრო ხშირად ემოციური ერთგულება აღელვებთ, მაშინ როცა მამაკაცებს, მეორე ნახევრის შესაძლო სექსუალური ღალატი.
სრულად
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
რა არის ფსიქოლოგიური რესურსი?
სრულად
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
რატომ უბრუნდებიან ადამიანები ყოფილებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობათ, ვარ 24 წლის გოგო, არ ვიცი მაინც გეტყვით რომ ფსიქიატრის დანიშნულებით ვსვამ მეათე თვეა ციტოლესს.. კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ადრეც და ახლაც სულ ვიბნევი, კერძოდ სხვის ქცევებს ვერ ვიღებ სწორად, ანუ არ ვიცი რა არის სწორი,მეგობრული, ფლირტი და ა.შ მაგალითად, პირველად ჩავედი ჩემს ნათესავთან და იქ სომხურად საუბრობნდნე რაც არ ვიცი, მხოლოდ რუსული მესმის და ერთი ბიჭი მომეწონა თუმცა სუფრაზე ხელი გადამხვია და ცუდი რეაქცია მქონდა, მან მიპასუხა როგორც დაიკო ისე შემოგხედეო ამიტომ ძმაკაცურად უხეშად დავუდექი და აჰა მოდი გადავიღოთ ფოტო თქო. მერე ვიტირე და მასაც ბოდიში მოვუხადე და მითხრა დაივიწყეო.. საქმე იმაშია რომ მომეწონა და ეს ჟესტი ცუდად მივიღე და მგონი დავაფრთხე, იქ წესია ასეთი რომ ჩემს ნათესავ ბიჭს უნდა უთხრან თუ მე მოვეწონე და ჩვეულებრივად ვწერ ამ ბიჭს თუმცა თვითონ არ მწერს პირველი. ახლახანს ჩავედიდ ა მეორე დღეს მოვიდა ჩამეხუტა როგორ ხარო, მის გვერდით წინაზე რომ ვიჯექი ავდექი და ახლა ის რომ ჯდება მერე დგება და მიდის;დ წამოსვლისას ისიც იქ იყო და ჩამეხუტა გამიღიმა თბილად და რომ მივწერე რუსულად ვერ გწერ სწორად ბოდიში მეთქი ქართულად მომწერე მე გადავთარგმნიო მაგრამ მგონია რომ ვინუჟდენი მიბრუნებს პასუხებს რადგან ჩემი ნათესავის ბავშვობის ძმაკაცია და მე ხომ მათ სახლში მივდივარ სტუმრად არ ვიცი( მგონია რომ ვეტენები ყველაზე ასე ვარ ხოლმე და ამიტომ მივწერე რომ მგონია გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა და რასც ვფიქრობდი ის.. არათავდაჯერებულობის ბრალია ? არ ვიცი რა მეშვლება ამხელა გოგოს :( მასაც შეიძლება მოვწონდე თუ მე მეჩვენება? მეორე დღესვე იქ რომ გაჩნდა გამიკვირდა და მივწერე რომ უნდა მეთქვა რომ ჩამოვედი და გამიხარდა რომ გნახე თქო, მეც გამიხარდა შეხვედრაო ასევეო და ახლა ნასვამი ვარ ხვალ დავილაპარაკოთო მაგრამ არ მოუწერია არაფერი, გუშინ რომ ჩამეხუტა წამოსვლისას რუსულად მითხარიო რამეო და ვერაფერი მოვიფიქრე დავიბენი და დღეს მივწერე...

კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები