დავეხმაროთ ერთმანეთს

წითელ ქარს დინდგელის მალამო კურნავს
წლებია, წითელმა ქარმა სიცოცხლე გამიმწარა. ყველა სიკეთესთან ერთად, ქვედა კიდურებზე ლიმფოსტაზიც მაქვს და ყოველ ზაფხულს შიშის კანკალით ველი. დაიჭერს თუ არა სიცხეებს, ქვედა კიდურები მიშუპდება და რამდენიმე დღეში წითელი ქარიც მიმწვავდება მისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურით, სხეულში ტეხის შეგრძნებით და, რაც მთავარია, გუნება-განწყობის საგრძნობი გაუარესებით. რამდენჯერმე უშედეგოდ ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე, ისევ ხალხური საშუალებები მეცადა.
- გამწვავებისას ჭვავის ან/და კარტოფილის ფქვილს ვიყრიდი გაწითლებულ ადგილზე და ზემოდან კომპრესის ქაღალდს ვიფარებდი. მერე უნდა შეიხვიოთ და გაიჩეროთ ერთი დღე. სახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ.
თავად პროცედურა უნდა ჩატარდეს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე.
- ძალიან მომიხდა გაწითლებულ ადგილებზე ქაფურისზეთიანი ბამბის დადებაც, რომელიც ზემოდან უნდა გადაიხვიოთ. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში 2-ჯერ.
- თუმცა, ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი მაინც დინდგელის მალამოს გამოყენების შემდეგ ვიგრძენი. განსაკურნებლად აუცილებელია დღეში 3-4-ჯერ დინდგელის მალამოს წასმა.
- დაზიანებულ ადგილზე ტკივილი და ქავილი საგრძნობლად შეგიმცირდებათ, თუ ორ საათში ერთხელ მტკივან ადგილებზე ღორის მუცლის ქონს წაისვამთ.
ქ. ჯ. გურჯაანი
საკვერცხის ანთებას გვირილის ნაყენი შველის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შვებულებას ზღვაზე ვატარებდი. გავცივდი და საკვერცხის ანთება დამემართა. დავბრუნდი თუ არა, ვიმკურნალე, მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ შემცივნოდა ან ფეხი დამსველებოდა, სნეულება კვლავ მახსენებდა თავს. მეგობარმა პროფილაქტიკური მიზნით გვირილის ნაყენის გამოყენება მირჩია და შვებით ამოვისუნთქე.
- გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვები საუკეთესოა საკვერცხეების ანთების სამკურნალოდ. ამისთვის 1,5 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთოთ, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ.
გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს.
ნ. რ. წნორი
ჭიებს ბროწეულის ქერქით გამოდევნით
მახვილა ჭიები თუ ასეთი ძნელი მოსაცილებელი იქნებოდა, არ მეგონა. საკმარისი იყო, ჩემი პატარა საბავშვო ბაღში გამეშვა, იმავე თვეში ენტერობიოზი ეწყებოდა. საბედნეროდ, დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბაღში სიარულის დროს ჭიების გადადების ალბათობა იმდენად დიდი იყო, მკურნალობიდან 2-3 თვეში ხელახლა სამკურნალო ვხდებოდით. არადა, ანტიჰელმინთური პრეპარატების უმრავლესობის მიღება მხოლოდ 6 თვის შემდეგ არის ნებადართული და მათი ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი. ამით შეწუხებულმა, ერთ ნაცნობს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და მან მასწავლა საშუალება, რომელიც შეუზღუდავად შეიძლება გამოიყენოთ მახვილა ჭიების მოსაცილებლად. იგი ყველასათვის კარგად ნაცნობი და ხელმისაწვდომი ბროწეულისგან მზადდება.
- ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიიღოთ 30 წუთის განმავლობაში, მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება - ეს პარაზიტების გამოდევნას გააადვილებს.
ლ. ე. თბილისი