/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

დიაბეტურ წყლულს თაფლი და ალოე შველის

მინდა, რამდენიმე რჩევა მივცე დიაბეტით დაავადებულებს. მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტის დროს კანზე უმნიშვნელო ნაკაწრიც კი სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. არაფერს ვამბობ დიაბეტურ წყლულზე, რომელიც მართლაც რომ დიდ საზრუნავს გვიჩენს. თუ კანზე წყლული გაგიჩნდათ ან გაიჭერით, გირჩევთ, აიღოთ ნატურალური თაფლი და შავი ფქვილი თანაბარი რაოდენობით, მოზილოთ მათგან პატარა ცომის გუნდა, გააბრტყელოთ, დაიდოთ ჭრილობაზე და შეიხვიოთ.

გაიჩერეთ მთელი ღამე, მეორე დღეს ახლით შეცვალეთ. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ჭრილობა არ შეხორცდება. გარდა ამისა, ამ ტიპის ჭრილობების მოსაშუშებლად ძალიან კარგია ალოე - ისვით წვენი ან პირდაპირ შუაზე გაჭრილი ფოთოლი დაიდეთ.

  • სისხლში შაქრის შემცველობის დასაქვეითებლად აიღეთ 75 გრამი ოროვანდი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით მზესუმზირას ზეთი - იმდენი, რომ დაიფაროს, აურიეთ კარგად და დადგით სითბოში 24 საათით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ფიბრომის დროს აბზინდას გირჩევთ

საშვილოსნოს ფიბრომიომის დიაგნოზი რომ დამისვეს, შიშმა ამიტანა. საბედნიეროდ, სიმსივნე ადრეულ სტადიაში იყო, გამოჯანმრთელების შანსი ჯერ კიდევ არსებობდა, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და საბრძოლველად მოვემზადე. ძვირფასო ქალბატონებო, მინდა გაუწყოთ, რომ საშვილოსნოს სიმსივნე საბოლოო განაჩენი არ არის, ხელის ჩაქნევაზე არც კი იფიქროთ. როდესაც მკურნალობა დავიწყე, საკმაოდ ბევრ ქალს დავუახლოვდი, რომელთაც იგივე დიაგნოზი ჰქონდათ - მათი უმეტესობა ოპერაციის შემდეგ უკვე მერამდენე წელია ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. ასე რომ, ნუ ინერვიულებთ და გეგმაზომიერ მკურნალობას შეუდექით.

  • აიღეთ ჩვეულებრივი აბზინდის გამომშრალი ფესვი. 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. ეს ულუფა უნდა მიიღოთ ყოველდღე, ერთ ჯერზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარალელურად იკეთეთ ვაგინალური გამორეცხვებიც: მოამზადეთ ასეთივე ნახარში და შეავსეთ ლიტრამდე მდუღარე წყლით, საღამოობით, ძილის წინ, ამ ნახარშით გაიკეთეთ გამორეცხვა და დაწექით დასაძინებლად. ასეთი მკურნალობის შემდეგ დაავადება თითქმის წყვეტს პროგრესირებას.

ნუ დაკარგავთ იმედს, გახსოვდეთ, რომ რწმენა გამარჯვების საწინდარია.

მზესუმზირა და სიმინდის ულვაში კენჭებისგან გაგათავისუფლებთ

ორი წლის წინ ჩემს მეზობელ ქალბატონს თირკმელში 0,8 მმ ზომის კენჭი აღმოუჩინეს. მაშინვე გადაწყვიტა, კენჭი შინაური მეთოდებით მოეცილებინა.

  • თავდაპირველად ასე მკურნალობდა: იღებდა მზესუმზირას ფესვებს და აქუცმაცებდა, ერთ ჭიქას ყრიდა სამლიტრიან ქილაში და ასხამდა გაცივებულ ანადუღარ წყალს, მერე დგამდა ცეცხლზე და 5 წუთი ადუღებდა, წურავდა და ასხამდა ახლა უკვე ლიტრიან ქილებში, რომლებსაც მაცივარში დგამდა, გაწურვის შემდეგ დარჩენილ ფესვებს კი ცელოფანის პაკეტში აწყობდა და ამასაც მაცივარში ინახავდა, რადგან ფესვების გამოყენება შესაძლებელია სამჯერ, იმ განსხვავებით, რომ მეორედ მოხარშვისას 10 წუთი დუღილია საჭირო, ხოლო მესამედ მოხარშვისას - 15 წუთი. მერე შეგიძლიათ გადაყაროთ.

ამ ნახარშს იღებდა შემდეგი წესით: მკურნალობა გაგრძელდა 63 დღე. ამ ხნის განმავლობაში მას სულ 7 ჭიქა ნედლეული დასჭირდა. ამის შემდეგ ულტრაბგერითი გამოკვლევა ისევ ჩაიტარა - აღმოჩნდა, რომ ქვა დაშლილიყო და ქვიშად ქცეულიყო. ქვიშის გამოსადევნად კი 3 თვის განმავლობაში სვამდა სიმინდის ულვაშის ნაყენს. ახლა თირკმელები სუფთა აქვს და თავს კარგად გრძნობს.

ანდეთ პანკრეასი მცენარეებს

  • პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი მწვავე ტკივილის დროს აურიეთ ერთმანეთში 3 სადილის კოვზი ასკილი, 1 სადილის კოვზი სიმინდის ულვაში, 1 სადილის კოვზი კრაზანა, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი და 1 სადილის კოვზი კამის თესლი.

1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 12 საათით გააჩერეთ, გაყავით სამად, მიიღეთ თითო ულუფის მესამედი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ანუ ერთ ჯერზე ამზადებთ 3 დღის სამყოფ წამალს.

მკურნალობა გრძელდება ერთი თვე.

თმის ცვენას ნუ შეეგუებით

მინდა მოგითხროთ, როგორ შევინარჩუნე ლამაზი თმა. 40 წელს რომ გადავაბიჯე, თმის ცვენა დამეწყო. ბევრი მეუბნებოდა, ეს ასაკობრივია და არაფერი უშველისო, მაგრამ უკან დახევა და ვითარებასთან შეგუება აზრადაც არ მომსვლია, თანაც ისე მცვიოდა, სავსებით მოსალოდნელი იყო, მალე სულ მთლად გავმელოტებულიყავი.

პირველ თვეს ყოველდღე ვივლებდი თავზე ჭინჭრისა და სალბის ნახარშებს, მეორე თვეს, დღეგამოშვებით - კრაზანასა და გვირილის ნახარშებს, მესამე თვეს კი კვირაში ერთხელ - თითო ბალახის ნახარშს ზემოთ მოყვანილი თანამიმდევრობით.

  • ნახარში ასე მზადდება: 1 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი და ადუღოთ 4-5 წუთი.

თუ არ დაგეზარებათ და ასეთი წესით იმკურნალებთ, დამიჯერეთ, ჯანმრთელ და ლამაზ თმას დიდხანს შეინარჩუნებთ.

ნიახურის ფესვები სახსრებს უხდება

მინდა გირჩიოთ ჩემ მიერ ნაცადი წამალი, რომელიც ძალიან უხდება მტკივან და მოძრაობაშეზღუდულ სახსრებს:

  • აიღეთ 3 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 50 გრამი ნიახურის ფესვი და ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ჩადეთ სამლიტრიან ქილაში და ქილა მდუღარე წყლით აავსეთ. გააჩერეთ ასე 24 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე ნახევარი ჭიქა. მთელი კურსისთვის საჭიროა 9 ლიმონი, 9 თავი ნიორი და 250 გრამი ნიახურის ფესვი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად
ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად
სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით
სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით
ხშირად მიმწვავდება მუხლის სახსრის ანთება. ტკივილგამაყუჩებლები კუჭს მატკიებს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხური მედიცინის გამოყენებას, განსაკუთრებით გარეგანად მოსახმარი საშუალებების.
სრულად
წონის დაკლება ასეც შეიძლება
წონის დაკლება ასეც შეიძლება
როგორც ხდება ხოლმე, წლების განმავლობაში ვებრძოდი ჭარბ წონას და „სასწაულმოქმედ აბებსაც“ ვსვამდი.
სრულად
ვაშლის ძმარი ალერგიის სამკურნალო საშუალებაა
ვაშლის ძმარი ალერგიის სამკურნალო საშუალებაა
ბუნებრივი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი მდიდარია ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებითა და პრობიოტიკებით, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : გინეკოლოგია

თქვენი აზრი მაინტერესებს-დავდივარ ერთ-ერთ ცნობილ და ძვირიან გინეკოლოგთან.ექოსკოპიაში მიწერია საშვილოსნო ადენომიოზური,კოლპოსკოპია რომ გამიკეთა მითხრა რომ ყელზე მაქვს ენდომეტრიოზი.თუმცა არ დამინიშნა არანაირი მკურნალობა.მამოლოგის მიერ ჰორმონალური მკურნალობა უკუნაჩვენებია(ფიბროადენომის გამო მკერდში).სახლში რომ მოვედი მერე რომ გადავხედე და დავგუგლე მაშინ ვნახე რომ ინიშნება მკურნალობა ენდომეტრიოზზე.რა ვქნა რას მირჩევთ? შეიძლება რომ მცირე ადგილას იყოს და მაგიტომ არ დაენიშნა მკურნალობა? ვიზიტზე ეხლა ნამდვილად ვეღარ ჩავეწერები .ისედაც 3000 ლარი დავხარჯე კვლევებში.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები