/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

მიირთვით მეტი ზეთისხილი

მიირთვით მეტი ზეთისხილი
ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. ზეთისხილის გვირგვინით ამკობდნენ ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებს. ფარაონებსა და მეფეებს კურთხევის დროს შუბლზე ზეთისხილის ზეთს სცხებდნენ.

ბიბლიური გადმოცემით, მტრედმა ნოეს წარღვნის შემდეგ ნისკარტით ზეთისხილის რტო მიუტანა. სწორედ ამგვარად შეიტყო ნოემ, რომ წყალმა იკლო და მცენარეულობა გამოჩნდა. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ ზეთისხილს ადამიანი განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა.

ზეთისხილს უწოდებენ "ხეთა ხეს", "პირველს ყველა ხეთაგან". ძველ საბერძნეთში ზეთისხილის ხე მიიჩნეოდა სინათლისა და გონიერების ქალღმერთის - ათენა პალადას ხედ. ის იყო სიბრძნისა და მშვიდობის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო.

ზეთისხილი ძვირფასი კულტურაა. მის ნაყოფსა და ზეთს უდიდესი კვებითი და სამკურნალო მნიშვნელობა აქვს. ზეთისხილის ზეთი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმებს. არსებობს ცხოველური და მცენარეული ცხიმები. ზეთისხილი სწორედ განსაკუთრებულ მცენარეულ ცხიმს (ზეთს) იძლევა. მისი ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს. ცხიმი უხვად არის ზეთისხილის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, მწვანე ნაყოფში, ხოლო მომწიფებასთან ერთად ზეთის შემცველობაც იზრდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პლინიუს უფროსის მტკიცებით, ზეთისხილის ზეთით დაზელა სიცივეში ათბობს სხეულს, ხოლო სიცხეში აგრილებს. გარდა ამისა, ეს ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული კერძი "გასპაჩო", რომელიც ასე მზადდება: პურის ნაჭრებს ასხამენ იმდენ ზეთისხილის ზეთს, რომ კარგად გაიჟღინთოს, მერე კი მარილით, ნივრითა და წიწაკით აზავებენ. ეს კერძი ძლიერ ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლოა. ცოტაოდენიც კი ანაყრებს ადამიანს და, რაც მთავარია, ზრდის მცხუნვარე მზეზე მუშაობის უნარს.

ზეთისხილის ზეთი სამხრეთის ქვეყნებში მთლიანად ცვლის ცხოველურ ცხიმს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ (ალჟირი, ტუნისი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი), ის მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს საკვებს წარმოადგენს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ხარისხით გამოირჩევა პროვანსული ზეთი, რომელიც თვისებებით ყველა ძვირფას მცენარეულ ზეთს აღემატება. პროვანსული ზეთი მიიღება მწიფე ნაყოფის მსუბუქი ცივი დაწნეხით. ის წმინდა, სრულიად გამჭვირვალე და უფერულია, ზოგჯერ - მოყვითალო-მოოქროსფრო, თითქმის არ აქვს სუნი, მოტკბოა, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით, ძლიერ ნოყიერია და, რაც მთავარია, ადვილად მოსანელებელია. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ.

პირველი გამოწურვის შემდეგ, შედარებით უფრო ძლიერი ცივი დაწნეხით, მიიღება ასევე ძვირფასი ზეთი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით კი იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ჩვენში ზეითუნის ზეთის სახელით არის ცნობილი.

საბოლოო დაწნეხით მიღებული ზეთისგან ძვირფას საპნებს ამზადებენ. ზეთისხილისგან მხოლოდ ზეთს როდი იღებენ; მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი, მწვანე ნაყოფისგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილის ნაყოფი შესანიშნავი საშუალებაა მორყეული კბილების გასამაგრებლად და ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება აპენდიციტით.

გარდა ცხიმებისა, ნაყოფი მდიდარია ცილებით, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებით. შეიცავს ასევე წყალსა და ნაცარს. ამ კულტურის ფართო გავრცელება სწორედ მისი სამკურნალო თვისებებით აიხსნება. იმას, რომ ზეთისხილი უძველესი მცენარეა, უამრავი მასალა მოწმობს. მაგალითად, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გათხრების დროს იპოვეს ზეთისხილის ზეთსახდელი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. პალესტინასა და მესოპოტამიაში ნახავთ კიდეც 2-3 ათასი წლის ზეთისხილის ხეებს. ზეთისხილი დღესაც მრავალი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი კვებითი და სამკურნალო ღირებულების გამო ყველა ქვეყანა, სადაც კი შესაძლებელია მისი გაშენება, ზრუნავს ამ კულტურის გავრცელებაზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ეს კულტურა არ ხარობს, ზეთისხილის ნაყოფისა და ზეთის შემოზიდვაზე დიდძალი თანხა იხარჯება.

კომენტარები (4)
Natalia
Coopolivas kurkianic ugemrielesia,vgijdebiii
თარიღი : 08-04-2018
ანნა
ზეთისხილის ზეთს ელიესი ჰქვია ბერძნულად, ნაღდი და ნატურ ზეთს მხოლოდ აქ შეიძენთ, საბერძნეთის სოფლებში, ბევრს აქვს ზეთსახდელები და თვალუწვდენელი ბაღები ზეთისხილის
თარიღი : 19-07-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის თესლს შეუძლია ნაწლავების ზედაპირის ამოფენა, დამცავი აპკის შექმნა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მიირთვით მეტი ზეთისხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები