ყაყაჩოს სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყაყაჩოსა სიწითლითა...

ყაყაჩო ბალახოვანი მცენარეა. არსებობს მისი ერთწლიანი და მრავალწლიანი სახეობები, რომლებიც ხარობს როგორც სუბტროპიკულ, ასევე ზომიერი და ცივი კლიმატის ზონებში. მცენარის სახეობათა უმრავლესობა მცირე ტენის პირობებში იზრდება, სტეპებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. უკრაინაში ყაყაჩოს 60-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული.

ყაყაჩოს თესლის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩეხეთი. შემდეგ მოდიან თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ავსტრია, რუმინეთი, ნიდერლანდები, პალესტინა, სერბეთი და ჩერნოგორია.

  • გერმანიაში არსებობს საქორწილო ტრადიცია – პატარძალს ფეხსაცმელში ყაყაჩოს თესლებს უყრიან გამრავლებისა და მრავალშვილიანობის სიმბოლოდ.
  • ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მკის მფარველი ქალღმერთი ცერერა იყო. ისინი მას ყაყაჩოთი ხელში გამოსახავდნენ და სალოცავში ყოველთვის ყაყაჩოს გვირგვინებით ამკობდნენ.
  • მცირე აზიაში თურქულ გერბზე ყოველთვის იკვეთებოდა ყაყაჩოს ყვავილი.

ყაყაჩოს აგროვებენ ზრდის მთელ პერიოდში. ფოთლებს კრეფენ მათი სრული მომწიფების ფაზაში. ფესვებს მიწიდან კოლოფების მომწიფებამდე თხრიან, ამოღებისთანავე გამდინარე წყალში რეცხავენ, მცირე ნაწილებად ჭრიან და ისე აშრობენ. ნაყოფს აგროვებენ კოლოფების მომწიფების შემდეგ. კოლოფი მომწიფებისთანავე სკდება და თესლი უხვად მიმოიფანტება გარემოში. ქარს ის შორს გადააქვს და ავრცელებს. თუ თესლის შეგროვება გსურთ, გვირგვინის ფურცლების დაცვენისთანავე კოლოფს უნდა შემოახვიოთ ნახევრად გამჭვირვალე ნაჭერი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერსა და სინათლეს.

ყაყაჩოს ნაწილებს საშრობში აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში. ინახავენ სხვენზე, მშრალ ადგილას. არ შეიძლება, მზის პირდაპირი სხივები მოხვდეს ყაყაჩოს ნაყენსა და ნახარშს.

ყაყაჩოს სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა მიზნით იყენებენ

კულინარიაში გამოიყენება თესლი – წვრილი, მომრგვალო ფორმის, მუქი ფერის მარცვლები. მათ ძირითადად პურ-ფუნთუშეულს აყრიან განსაკუთრებული გემოს მისაცემად, აზავებენ კერძებს, ამზადებენ ნამცხვრების შიგთავსს.

ყაყაჩოს თესლი შეიცავს 60%-მდე ცხიმს, აგრეთვე – ცილებსა და შაქრებს. მცენარის ფოთლების შემადგენლობაში შედის ჩ ვიტამინი, ცხიმი (45%), 20-ზე მეტი ალკალოიდი, ფლავონოიდები, გლიკოზიდები და ორგანული მჟავები.

ყაყაჩო შეიცავს დიდი რაოდენობით ოპიუმს – ძლიერმოქმედ ნარკოტიკს.

ხალხური მედიცინა ოდითგან იყენებს ყაყაჩოს. მისი ფესვების ნახარშით მკურნალობენ ნერვულ დაბოლოებათა ანთებას, აყუჩებენ თავის ტკივილს. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად სვამენ თესლის ნახარშს. ეს ნახარში კბილისა და ყურის ტკივილსაც აყუჩებს. ნორჩი, უმწიფარი თესლის გაწურვით მიღებულ წვენს ადუღებენ. მიღებული სითხე ამცირებს ტკივილს, ხსნის სტრესს, აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი და საფაღარათო მოქმედება.

რა უნდა გვახსოვდეს

  • ყაყაჩოს პრეპარატებით მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება. არ არის რეკომენდებული ასაკოვნებისა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც აქვს ფილტვების ემფიზემა, ბრონქული ასთმა, სუნთქვის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი და ღვიძლის რომელიმე დაავადება;
  • სპეციალისტები გვირჩევენ, ყაყაჩოს პრეპარატის მიღების შემდეგ ვერიდოთ მანქანის მართვას და ისეთ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, რადგან ყაყაჩო აქვეითებს მოძრაობის კოორდინაციას და კონცენტრაციის უნარს;
  • ყაყაჩოს მოშენება მრავალ ქვეყანაში აკრძალულია და კანონით ისჯება.