/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები

წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები
თანამედროვე მსოფლიოში ჭარბი წონა პანდემიის ხასიათს იძენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მილიარდზე მეტ ადამიანს ჭარბი წონა აქვს და

გახდომაზე ოცნებობს.

სიმსუქნე ხომ მარტო "კოსმეტიკური ზადი" არ არის - ის ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ასთმის, სახსართა დაავადებების განვითარებას, არტერიული წნევის მომატებას, ხვრინვას... ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი, - მოსახლეობის 60%-ზე მეტი, - აშშ-შია რეგისტრირებული. სხეულის მასის 40 კგ/მ2-ზე მეტი ინდექსი რამდენიმე წლის წინ მოსახლეობის ყოველ მეათე წევრს დაუდგინდა, სიმსუქნის ასეთი ხარისხი კი სასიკვდილოდ საშიშ დაავადებად ითვლება!

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი დიეტა, სამკურნალო პრეპარატი თუ ვარჯიშის მეთოდიკა, რომლებიც პირველი რიგის სამკურნალო საშუალებებად ითვლება, მათი შედეგები ყოველთვის იდეალური, ხანგრძლივი არ არის და ყოველთვის არ აკმაყოფილებს პაციენტს. ამ შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავენ ამჟამად ძალზე პოპულარულ ბარიატრიულ ქირურგიას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობის შედეგები ჩვეულებრივი მკურნალობის შედეგებს საგრძნობლად აღემატება, რაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და თავიდან გვაცილებს მრავალი დაავადების წარმოშობის რისკს.

ხანგრძლივი, წლობით მიმდინარე კლინიკური კვლევების შედეგად მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ცხადი გახდა, რომ ნაწლავის სიგრძის შემცირებას წონის მნიშვნელოვანი კლება მოსდევს. სწორედ მაშინ დაისვა კითხვა: შესაძლო იყო თუ არა, "მოკლე ნაწლავის სინდრომი" მორბიდული (ავადმყოფური) სიმსუქნის სამკურნალოდ გამოეყენებინათ?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ჭარბი წონის ქირურგიულ მკურნალობას, რომელიც კონტროლირებად მალაბსორბციას (საკვები ნივთიერებების შეწოვის დაქვეითებას) იწვევს, იდეალურ შემთხვევაში უნდა უზრუნველყო სხეულის მასის შესამჩნევი, მყარი დაქვეითება, ჰქონოდა მინიმალური გვერდითი მოვლენები, მათ შორის - შორეულიც, და ყოფილიყო შექცევადი. შექცევადობა აუცილებელი გახლდათ, რათა იატროგენული (თავად ოპერაციით გამოწვეული) გართულებების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო დარღვევების უსაფრთხო კორექცია.

ბარიატრიულ ქირურგიას - ჭარბი წონის ქირურგიულ მკურნალობას - 1950 წელს დაედო სათავე, მაშინ, როცა პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომლითაც საჭმლის მომნელებელი პროცესიდან თითქმის მთლიანად იქნა გამოთიშული წვრილი ნაწლავი. ეს ქირურგიული ჩარევა იქცა შემდეგში ჩატარებული თითქმის ყველა იმ ოპერაციის პროტოტიპად, რომელიც კი მალაბსორბციას იწვევდა. ამ ტიპის ოპერაციებმა ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობის გენეალოგიური ხის განსაკუთრებული, ცალკე განშტოება დაიკავა. ბარიატრია მედიცინის დარგია, რომელიც სიმსუქნის მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას შეისწავლის.

ბარიატრიული ქირურგიის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ოპერაციის სამი ტიპი:

1. კუჭის ბალონირება, ანუ კუჭში სპეციალური ბალონის შეყვანა (რაც არსებითად სულაც არ გახლავთ ოპერაცია - ამბულატორიული ენდოსკოპიური პროცედურაა);

2. კუჭის ბანდაჟირება;

3. კუჭის შუნტირება.

თუმცა მათთან ერთად მოწოდებულია გასტროპლასტიკის სხვა ვარიანტებიც. თანამედროვე მოთხოვნებით, ყველა ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ ლაპაროსკოპიულად ანუ ფართო ქირურგიული განაკვეთების გარეშე უნდა ჩატარდეს. ასეთი ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა საკმაოდ შემსუბუქდეს ოპერაციისშედგომი პერიოდი და ოპერაციისშემდგომი გართულებების რისკი მინიმუმამდე დავიდეს. ბარიატრიული ოპერაციები, რომლებიც ადამიანს ჭარბი წონისაგან თავის დაღწევაში ეხმარება, შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

  • რესტრიქციული ოპერაციები, რომელთა დროსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემოთა ნაწილის შევიწროვება ხდება, რითაც მცირდება ორგანიზმისთვის მიწოდებული საკვების რაოდენობა;
  • მალაბსორბციული ოპერაციები, რომელთა დროსაც მცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები ნივთიერებების შეწოვა;
  • კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც ორივე პრინციპს მოიცავს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკითხს, რომ ისეთი ოპერაციები, როგორიც არის აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია, ბარიატრიულ ოპერაციებად არ მიიჩნევა და სხეულის მასის დასაკლებად არ გამოიყენება.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, როგორ ტარდება ზემოხსენებული ოპერაციები.

ბანდაჟირების დროს კუჭის ზედა ნაწილზე მაგრდება რგოლი (წესისამებრ, სილიკონისა). თანამედროვე რგოლები თითქმის ყოველთვის რეგულირებადია. არარეგულირებადი ბანდაჟირება უკვე მოძველებულ და უეფექტო ოპერაციად ითვლება. ბარიატრიულ ოპერაციებს შორის კუჭის ბანდაჟირება შედარებით უსაფრთხოდ და ატრავმულად მიიჩნევა, მაგრამ, ამასთანავე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ყველაზე რთული სამართავი გახლავთ.

კუჭის ბანდაჟირება საშუალებას იძლევა, სხეულის მასა 50-60%-ით შემცირდეს.

კუჭის შუნტირების დროს კუჭი ტიტანის ბრჭყალებით (სპეციალური სამაგრებით) იკერება და ორ ნაწილად იყოფა: პატარად, რომლის მოცულობა 50 მილილიტრია და დიდად, რომელიც კუჭის დანარჩენ ნაწილს მოიცავს. კუჭის პატარა ნაწილს უერთდება წვრილი ნაწლავი. ამგვარად, ოპერაციის შემდეგ ადამიანს ძალიან ცოტა საკვების მიღება ძალუძს. უფრო მეტიც - მიღებული საკვების დიდი ნაწილი ნაწლავში გადადის, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვას ამცირებს. ეს ოპერაცია საშუალებას იძლევა, სხეულის მასა 80%-ით შევამციროთ. მეორე მხრივ, კუჭის შუნტირება - ოპერაცია, რომელიც კუჭის მოცულობის შემცირებასთან ერთად მალაბსორბციასაც იწვევს - ზოგჯერ რთულდება რკინადეფიციტური ანემიით, ბ12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებით. გარდა ამისა ამ ტიპის ჩარევის შემდეგ შეუძლებელი ხდება კუჭის გამოთიშული ნაწილისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დიაგნოსტიკური დათვალიერება. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი მკითხველთა დიდ ინტერესს გამოიწვევს, ამიტომ აქვე გპირდებით, რომ "ოჯახის მკურნალი" ამ თემის შესახებ მასალების მოძიებას აუცილებლად გააგრძელებს და მათ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და  ჯანსაღია
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღია
ყოველდღიურად ჩვენმა სხეულმა უნდა მიიღოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები.
სრულად
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
თირკმლის კენჭები, ანუ უროლითიაზი, გავრცელებული და მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში.
სრულად
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
წარმოგიდგენთ 10 რჩევას მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.
სრულად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
ადამიანების უმეტესობისთვის ყველაზე მოსახერხებელი რეჟიმი არის 16:8 სქემა.
სრულად
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები