/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

გახდომის ალტერნატიული გზა

გახდომის ალტერნატიული გზა
ჭარბი წონა მარტო კი არ აუშნოებს ადამიანს, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებს. სპეციალისტები ჭარბ წონას უკავშირებენ

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ოსტეოპოროზს, შაკიკს, დეპრესიას...

ცხოვრების რიტმის აჩქარება, არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა, ფასთფუდი და, უბრალოდ, გემრიელი კერძები, რომლებზეც უარის თქმა მძიმე დღის შემდეგ ძალიან გვიჭირს, სიმსუქნისა და მისი თანამდევი პრობლემების მიზეზად იქცევა. ექსპერიმენტების შედეგად ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ კვების რაციონის შეცვლაც კი ჭარბი წონით გამოწვეულ დაავადებებს 30-40%-ით აიშვიათებს. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორი საკვებია აუცილებელი ორგანიზმის ოპტიმალური მუშაობისთვის და როგორს თავი უნდა ვარიდოთ.

მნიშვნელოვანია არა ერთი კვირა, თუნდაც თვე, დიეტის გაძლება, არამედ იმ ფაქტის აღიარება, რომ სიმსუქნისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, კვების რეჟიმის შეცვლა და განუხრელი დაცვა. რეჟიმი დაბალანსებული უნდა იყოს. რასაკვირველია, ცხიმისა და შაქრის ოდენობის შემცირება აუცილებელია, მაგრამ მათზე უარის თქმას არ გირჩევთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასევე არ გირჩევთ რაციონიდან პურის, მაკარონისა და ბურღულეულის ამოღებას. მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, დიდი ხანია ურჩევენ, რაციონში შვრიის შემცველი პროდუქტები ჩართონ. როგორც დიეტურ საკვებს, შვრიას არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს, რადგან სწორედ მის შემადგენლობაში შედის ფერმენტი, რომელიც ორგანიზმს ცხიმის ათვისებას უადვილებს. გარდა ამისა, ეს მარცვლეული შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კუჭუკანა ჯირკვალზე. დაბოლოს, შვრია მდიდარია რთული ნახშირწყლებით, მაღალხარისხოვანი ცილებითა და უჯრედისით.

რა საჭიროა უჯრედისი?

უჯრედისი ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტად არის მიჩნეული. მას შეიცავს ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. არსებობს უჯრედისის ორი ვარიანტი: ხსნადი და უხსნელი. წონის დაქვეითებას ორივე უწყობს ხელს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

უჯრედისი კუჭს ავსებს, მაგრამ ნაწლავებში არ მუშავდება და მოუნელებლად გამოიყოფა. სამაგიეროდ, აქტიურად უწყობს ხელს საჭმლის მონელებას.

ხსნადი უჯრედისი არეგულირებს ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალიზებას, ავლენს მატონიზებელ მოქმედებას. უხსნელი უჯრედისი აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას და ერთგვარი სახვეწივით მოქმედებს - გარეთ გამოაქვს ნაწლავებში დაგროვილი წიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უჯრედისს აქვს მცირე ენერგეტიკული ღირებულება და ამცირებს იმ პროდუქტების კალორიულობას, რომელთა შემდგენლობაშიც შედის. სასურველია დღეში დაახლოებით 25 გ უჯრედისის გამოყენება, მაგრამ, სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა უმრავლესობა 8-10 გრამსაც კი არ იღებს.

უჯრედისის მიღება შესაძლებელია დაცეხვილი მარცვლეულისა და შვრიის შემცველი პროდუქტების საშუალებით.

რატომ მაინცდამაინც შვრია?

შვრიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ნაწლავის კედლებზე ბლანტ დამცავ აპკს წარმოქმნის. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, შვრიას კიდევ ერთი ღირსება აქვს: მასში შემავალ სახამებელს ორგანიზმი ნელა ამუშავებს და ითვისებს, ამიტომ შვრიის ფაფა ადამიანს დიდი ხნით ანაყრებს.

ისევე, როგორც ყოველგვარი მარცვლეულისა, შვრიის მომზადებაც ძალიან ადვილია. ცხოვრების ჯანსაღი წესის მრავალი მიმდევარი მას ოდნავ მოხარშულს ან უმს მიირთმევს, ამატებს ბიოდანამატებს, იოგურტს, თაფლს, კაკალს, ხილს.

დღეს შვრიას მრავალი პროდუქტი შეიცავს: ხრაშუნა პური და ნამცხვარი, მაკარონი, იოგურტი, სხვადასხვა სასმელი... ტრადიციული პური თამამად შეიძლება შევცვალოთ შვრიის ხრაშუნა კვერებით, ნამცხვარსა და ორცხობილას კი შვრია არა მარტო სასიამოვნო გემოს, არამედ სასარგებლო თვისებებსაც სძენს. რასაკვირველია, შედეგი უკეთესი იქნება, თუ რაციონს ფიზიკურ დატვირთვასაც შეაშველებთ. მაგრამ რაციონის კორექციით შეგიძლიათ სილამაზისა და ჯანმრთელობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და  ჯანსაღია
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღია
ყოველდღიურად ჩვენმა სხეულმა უნდა მიიღოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები.
სრულად
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
თირკმლის კენჭები, ანუ უროლითიაზი, გავრცელებული და მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში.
სრულად
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
წარმოგიდგენთ 10 რჩევას მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.
სრულად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
ადამიანების უმეტესობისთვის ყველაზე მოსახერხებელი რეჟიმი არის 16:8 სქემა.
სრულად
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები