/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება

ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება
თუ შეიძლება, მიპასუხეთ: რენტგენით დამისვეს დიაგნოზი - "შუბლის წიაღი არის ჰიპერპლაზიური". რას ნიშნავს ეს?

ესე იგი არ არის შუბლის წიაღი განვითარებული? საჭიროებს ეს მკურნალობას თუ არა? საერთოდ, რას იწვევს? რომ არ მივაქციო ყურადღება, რაიმე გართულება მოჰყვება? ვარ 47 წლის.

დავიწყოთ იმით, რომ ჰიპერპლაზია არ ნიშნავს განუვითარებლობას. ბერძნულად "ჰიპერ" ზედმეტს, ჭარბს ნიშნავს, "პლაზის" კი წარმოქმნას. ჰიპერპლაზია არის ცალკეულ ქსოვილთა შემადგენელი ელემენტების რაოდენობრივი მატება მათი უჯრედების გამრავლების ხარჯზე, ფაქტობრივად, უჯრედოვანი ელემენტების ჭარბად წარმოქმნაა.

რაც შეეხება შუბლის წიაღს, ის შუბლის ძვლის სისქეში არსებული ჰაეროვანი სივრცეა. საბოლოო განვითარებას 25 წლის ასაკისათვის აღწევს. შუბლის წიაღი დაკავშირებულია ცხვირის ღრუს შუა გასავალთან. სხვა წიაღების მსგავსად ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი. შუბლის წიაღის ჰიპერპლაზია, რაც თქვენ დაგიდგინეს, გულისხმობს სწორედ მისი ამომფენი ლორწოვანი გარსის უჯრედოვანი ელემენტების ჭარბად წარმოქმნას. თქვენი წიაღის ლორწოვანი გარსი რამდენადმე გასქელებული, გამსხვილებულია. ამის მიზეზი უხშირესად ქრონიკული ფრონტიტი ანუ შუბლის წიაღის ანთებაა. ეს უკანასკნელი, მწვავესაგან განსხვავებით, კლინიკურად ნაკლებ გამოხატულია. თუმცა ისიც საკითხავია, რატომ ჩაიტარეთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა, თუ არაფერს უჩიოდით?!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცოტა რამ ქრონიკული ფრონტიტის შესახებ

შუბლის წიაღის ქრონიკული ანთება შედარებით დუნედ მიმდინარეობს და მისი კლინიკური სურათი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუსტად არის გამოხატული. თავის ტკივილი ამ დროს ყრუ და მოჭერითი ხასიათისაა. ლოკალიზდება ძირითადად დაზიანებული წიაღის საპროექციო არეში. ექსუდატის (გამონაყოფის) გაძნელებული დენისა და წიაღის შიგნიდან გაძლიერებული ზეწოლის გამო, ტკივილი თვალბუდის ზედა კედელზე ზეწოლისას ძლიერდება. ჩირქოვანი ხასიათისა და უსიამოვნო სუნის გამონადენი ცხვირიდან განსაკუთრებით ჭარბად დილაობით ვლინდება. არცთუ იშვიათად გამონაყოფი ძილის დროს ცხვირხახაში ჩაედინება და პაციენტს დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის ამოხველება უწევს. რინოსკოპიით (ცხვირის ღრუს დათვალიერებით) შუბლის წიაღიდან გამონაყოფის აღმოჩენა ყველაზე მოსახერხებელია დილაობით, პაციენტის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რამეთუ მთელი ღამის განმავლობაში წიაღში დაგროვილი გამონაყოფი ადვილად ჩამოედინება ცხვირის შუა გასავალში. ქრონიკული ფრონტიტის დროს, როგორც წესი, ცხვირის შუა ნიჟარის წინა ბოლოს მფარავი ლორწოვანი გარსიც ჰიპერემიული და შეშუპებულია (ჰიპერემია სისხლის ნაკადის მოწოლის გამო ქსოვილის გაწითლებაა). ქრონიკულად მიმდინარე ანთების ფონზე, დაზიანებული ლორწოვანი გარსის უჯრედოვანი ელემენტები, მუდმივად აღდგენა-განახლების გამო, ხშირად ჭარბად მრავლდება, შესაბამისად ლორწოვანი გარსი ჰიპერპლაზიასა და გასქელებას განიცდის. ეს ერთგვარ უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნებას იწვევს შუბლის არეში. ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზს სუბიექტური და ობიექტური ნიშნების საფუძველზე ადგენენ. შუბლის წიაღის რენტგენოლოგიური გამოკვლევით მსჯელობენ მის ფორმასა და მასში ექსუდატის არსებობაზე, აგრეთვე ამომფენი ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე (ჰიპერპლაზიურია ის თუ შეშუპებული). დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება სამწვერა ნერვის პირველი ტოტის ნავრალგიასთან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, გაციებული არ ვარ მაგრამ რომელიმე ერთი ნესტო გამუდმებით დახშული მაქვს და ძნელად ვსუნთქავ დიდი ხანია უკვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რა შეიძლება მივიღო?</p>

P.S. გირჩევთ, აუცილებლად მიაკითხოთ ექიმს და ჩაიტაროთ სათანადო მკურნალობა. მართალია, თქვენს წერილში არ ჩანს, რა ჩივილები და სიმპტომები გაწუხებთ, მაგრამ სავარაუდოა, რომ გარკვეული პრობლემების გამო მოგიხდათ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. გაითვალისწინეთ, ქრონიკული ფრონტიტი აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, პროცესის გამწვავების, გაცივების, იმუნიტეტის დაქვეითების და სხვა ხელშემწყობ ფაქტორთა თანდართვის შემთხვევაში შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე გართულებებისა და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. მაგალითად, ქრონიკულმა ფრონტიტმა შესაძლოა შემდეგი გართულებები გამოიწვიოს:

  • ანთებითი პროცესი შუბლის წიაღის წინა ძვლოვან კედელზე გადავიდეს. ასეთ დროს შესაძლოა კედლის ძვლოვანმა ფირფიტამ ნეკროზი ანუ კვდომა განიცადოს და ფისტულის (ერთგვარი ხვრელის, მილის) ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
  • ანთებითი პროცესი იშვიათად ვრცელდება შუბლის წიაღის ქვედა კედელზეც და აქედან ადვილად გადადის თვალბუდის ქსოვილებზე.
  • პათოლოგიურ პროცესში წიაღის უკანა კედლის ჩართვის შემთხვევაში ქალასშიდა გართულებებს ეძლევა დასაბამი, კერძოდ - აბსცესს (შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა), მენინგიტს (თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა). შესაძლოა სეფსისის განვითარებაც.

ამიტომაც, ყველა შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება თქვენს პრობლემას, მიაკითხეთ ექიმს და მასთან კონსულტაციის შემდეგ ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა.

კომენტარები (9)
ანა
სალამი, მაქვს ჩაწოლითი ტკივილი თვალბუდის არეში. გაციების შემდეგ დამრჩა და ასევე შუბლის ტკივილი,ცხვირიდან მოუვითალო დესქელებული გამონადენი. გადავიღე რედგენი და ფრონტიტი გაქვსო. ანტიბიოტიკით მკურნალობას ვერ ჩავიტარებ რადგან პატარა მყავს ბუნებრივ კვებაზე 4თვის. სხვა რა შეიძლება რო გავიკეთო?
თარიღი : 12-03-2024
მარიკას
ოტორინოლარინგოლოგს უნდა მიმართოთ.
თარიღი : 18-06-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.
სრულად
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა.
სრულად
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
(რინოპლასტიკა და მისი ახალგაზრდა დიდოსტატი გეგი კირთაძე)
სრულად
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, ზედა ყბის სინუსის (იმავე ჰაიმორის წიაღის) ლორწოვანი გარსის ანთებაა.
სრულად
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვები გუნდის გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.
სრულად
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ანთებაა. ის რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს ბავშვებს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები