/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

რატომ მიკეთია სათვალე?

რატომ მიკეთია სათვალე?
დღეს ყველამ იცის, რომ დაავადების თავიდან აცილება გაცილებით იოლია, ვიდრე მკურნალობა. ეს კანონი ბავშვებში მხედველობის დარღვევებსაც შეესაბამება.

გვესაუბრება ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე.

-რატომ არის, რომ, მიუხედავად მედიკოსებისა თუ მშობლების ძალისხმევისა, მხედველობის დარღვევების მქონე ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს?

- ზოგი ამას კომპიუტერულ თამაშებს და მულტფილმებს აბრალებს, ზოგი - წერა-კითხვის ნაადრევ შესწავლას. მათ უარყოფით გავლენას ხელაღებით ვერ უარვყოფთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბავშვების ნაწილს მაინც აქვს შენარჩუნებული ნორმალური მხედველობა. გამოდის, რომ კომპიუტერი, ტელევიზორი თუ მობილური ტელეფონი არ არის ახლომხედველობისა და მხედველობის სხვა დარღვევების მთავარი მიზეზი.

- მაშ, რა არის?

- მხედველობა მხოლოდ ერთი ფაქტორის გავლენით არ ირღვევა. ბავშვის თვალმა გარემოს მკაფიოდ აღქმის უნარი რომ დაკარგოს, საჭიროა რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება.

ასეთი ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა - თუ მშობლებს ან სისხლით ნათესავებს აქვთ მხედველობის დარღვევისადმი მიდრეკილება, პატარა ნაკლებად გამძლე იქნება მხედველობის დატვირთვის მიმართ.
  • ინფექციური დაავადებები - ნებისმიერი დაავადება, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, დროებით ამცირებს თვალების მუშაობის უნარს; გამოჯანმრთელების პერიოდში ბავშვი მიიღებს დიდ მხედველობით დატვირთვას (მაგალითად, საყვარელი მულტფილმების ხანგრძლივად ყურებისას) და დარღვევა შესაძლოა მუდმივი გახდეს. დამტკიცებულია, რომ წითურა, ქუნთრუშა, წითელა, მძიმედ მიმდინარე გრიპი, ადენოვირუსული დაავადება პროვოცირებას უწევს მხედველობის დაქვეითებას.
  • დღისა და განათების არასწორი რეჟიმი - დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა: ხატვა, კონსტრუქტორისა თუ ფაზლის აწყობა, - თვალების ქრონიკულ დაღლილობას იწვევს. ცუდი განათება და ზედმეტი სინათლე ასევე აზიანებს მხედველობას. კომპიუტერზე, მობილურზე თამაშის, ტელევიზორის ყურების დროს ბავშვის მხედველობა მიმართულია მეტისმეტად ახლოს. ამ დროს თვალის ბროლის ფორმის შემცვლელი კუნთები მუდმივად დაძაბულია და თანდათან ეჩვევა ასეთ მდგომარეობას. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - მდგომარეობა, როდესაც თვალი ნაწილობრივ კარგავს უნარს, მხედველობა გადაიტანოს ახლომდებარე საგნებიდან შორს. თუ ზედმეტი დატვირთვა თვალზე დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე თვის შემდეგ სპაზმი ახლომხედველობაში გადაიზრდება.
  • დიდი მხედველობითი დატვირთვა- ხანგრძლივი, მონოტონური მეცადინეობა შეუსვენებლად. ამ კუთხით ხშირად სკოლის მასწავლებლებიც სცოდავენ, როდესაც დასვენებაზე არ უშვებენ ბავშვებს და გაკვეთილებს ერთმანეთს გადააბამენ ხოლმე.

- რა ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, რომ მხედველობის დარღვევა არ გამოგვეპაროს?

- ახლომხედველობამხედველობის ის დარღვევაა, როდესაც ბავშვი ცუდად ხედავს მოშორებით მდებარე საგნებს. მისი შემჩნევა იოლია: ბავშვი შორეული საგნების დასანახავად თვალებს ჭუტავს, ხშირად ხრის წიგნისკენ თავს კითხვის დროს, უჩივის თავის ტკივილს ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან თამაშის შემდეგ.

შორსმხედველობა - ამ დროს ბავშვი კარგად არჩევს შორეულ საგნებს, მაგრამ უჭირს ახლოს - 40-50 სმ-ზე - მდებარეთა გარჩევა. მხედველობითი დატვირთვისას ის უჩივის თავის ტკივილს, თვალების დაღლას, ამბობს, რომ საგნებს ბუნდოვნად ხედავს.

ასტიგმატიზმივითარდება ახლომხედველობასთან ან შორსმხედველობასთან ერთად, მათ გარეშე იშვიათია. ამ დროს ბავშვი უჩივის თავის ტკივილსა და თვალების ადვილად დაღლას.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

აკომოდაციის სპაზმი მხედველობის დარღვევის შედარებით მსუბუქი ვარიანტია. მხედველობა ამ დროს არ ქვეითდება, მაგრამ დროებით მცირდება მისი სიმახვილე. თვალების ჭარბი დატვირთვა იწვევს იმ კუნთის გადაძაბვას, რომელიც ბროლის სიმრუდეს არეგულირებს. ამის გამო ბავშვს უჭირს შორეული საგნების დანახვა. აკომოდაციის სპაზმს ცრუ ახლომხედველობასაც უწოდებენ, თუმცა უფრო მართებული იქნება, მისი წინამორბედი დავარქვათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფრჩხილების კვნეტა ონიქოფაგია
ფრჩხილების კვნეტა ონიქოფაგია
ფრჩხილების კვნეტას ანუ ონიქოფაგიას, წესისამებრ, მავნე ჩვევად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ის ნევროზის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია.
სრულად
დავაჭრათ თუ არა ფრჩხილები ახალშობილს
დავაჭრათ თუ არა ფრჩხილები ახალშობილს
ფრჩხილი კანის გარქოვანებული ნაწილია. ახალშობილს თითის ფალანგები ფრჩხილებით აქვს დაფარული.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ მიკეთია სათვალე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მიკეთია სათვალე?

გვესაუბრება ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე.

-რატომ არის, რომ, მიუხედავად მედიკოსებისა თუ მშობლების ძალისხმევისა, მხედველობის დარღვევების მქონე ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს?

- ზოგი ამას კომპიუტერულ თამაშებს და მულტფილმებს აბრალებს, ზოგი - წერა-კითხვის ნაადრევ შესწავლას. მათ უარყოფით გავლენას ხელაღებით ვერ უარვყოფთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბავშვების ნაწილს მაინც აქვს შენარჩუნებული ნორმალური მხედველობა. გამოდის, რომ კომპიუტერი, ტელევიზორი თუ მობილური ტელეფონი არ არის ახლომხედველობისა და მხედველობის სხვა დარღვევების მთავარი მიზეზი.

- მაშ, რა არის?

- მხედველობა მხოლოდ ერთი ფაქტორის გავლენით არ ირღვევა. ბავშვის თვალმა გარემოს მკაფიოდ აღქმის უნარი რომ დაკარგოს, საჭიროა რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება.

ასეთი ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა - თუ მშობლებს ან სისხლით ნათესავებს აქვთ მხედველობის დარღვევისადმი მიდრეკილება, პატარა ნაკლებად გამძლე იქნება მხედველობის დატვირთვის მიმართ.
  • ინფექციური დაავადებები - ნებისმიერი დაავადება, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, დროებით ამცირებს თვალების მუშაობის უნარს; გამოჯანმრთელების პერიოდში ბავშვი მიიღებს დიდ მხედველობით დატვირთვას (მაგალითად, საყვარელი მულტფილმების ხანგრძლივად ყურებისას) და დარღვევა შესაძლოა მუდმივი გახდეს. დამტკიცებულია, რომ წითურა, ქუნთრუშა, წითელა, მძიმედ მიმდინარე გრიპი, ადენოვირუსული დაავადება პროვოცირებას უწევს მხედველობის დაქვეითებას.
  • დღისა და განათების არასწორი რეჟიმი - დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა: ხატვა, კონსტრუქტორისა თუ ფაზლის აწყობა, - თვალების ქრონიკულ დაღლილობას იწვევს. ცუდი განათება და ზედმეტი სინათლე ასევე აზიანებს მხედველობას. კომპიუტერზე, მობილურზე თამაშის, ტელევიზორის ყურების დროს ბავშვის მხედველობა მიმართულია მეტისმეტად ახლოს. ამ დროს თვალის ბროლის ფორმის შემცვლელი კუნთები მუდმივად დაძაბულია და თანდათან ეჩვევა ასეთ მდგომარეობას. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - მდგომარეობა, როდესაც თვალი ნაწილობრივ კარგავს უნარს, მხედველობა გადაიტანოს ახლომდებარე საგნებიდან შორს. თუ ზედმეტი დატვირთვა თვალზე დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე თვის შემდეგ სპაზმი ახლომხედველობაში გადაიზრდება.
  • დიდი მხედველობითი დატვირთვა - ხანგრძლივი, მონოტონური მეცადინეობა შეუსვენებლად. ამ კუთხით ხშირად სკოლის მასწავლებლებიც სცოდავენ, როდესაც დასვენებაზე არ უშვებენ ბავშვებს და გაკვეთილებს ერთმანეთს გადააბამენ ხოლმე.

- რა ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, რომ მხედველობის დარღვევა არ გამოგვეპაროს?

- ახლომხედველობა მხედველობის ის დარღვევაა, როდესაც ბავშვი ცუდად ხედავს მოშორებით მდებარე საგნებს. მისი შემჩნევა იოლია: ბავშვი შორეული საგნების დასანახავად თვალებს ჭუტავს, ხშირად ხრის წიგნისკენ თავს კითხვის დროს, უჩივის თავის ტკივილს ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან თამაშის შემდეგ.

შორსმხედველობა - ამ დროს ბავშვი კარგად არჩევს შორეულ საგნებს, მაგრამ უჭირს ახლოს - 40-50 სმ-ზე - მდებარეთა გარჩევა. მხედველობითი დატვირთვისას ის უჩივის თავის ტკივილს, თვალების დაღლას, ამბობს, რომ საგნებს ბუნდოვნად ხედავს.

ასტიგმატიზმი ვითარდება ახლომხედველობასთან ან შორსმხედველობასთან ერთად, მათ გარეშე იშვიათია. ამ დროს ბავშვი უჩივის თავის ტკივილსა და თვალების ადვილად დაღლას.

აკომოდაციის სპაზმი მხედველობის დარღვევის შედარებით მსუბუქი ვარიანტია. მხედველობა ამ დროს არ ქვეითდება, მაგრამ დროებით მცირდება მისი სიმახვილე. თვალების ჭარბი დატვირთვა იწვევს იმ კუნთის გადაძაბვას, რომელიც ბროლის სიმრუდეს არეგულირებს. ამის გამო ბავშვს უჭირს შორეული საგნების დანახვა. აკომოდაციის სპაზმს ცრუ ახლომხედველობასაც უწოდებენ, თუმცა უფრო მართებული იქნება, მისი წინამორბედი დავარქვათ.


- თვალის დაავადებების პროფილაქტიკისთვის როდის უნდა დავიწყოთ ოფთალმოლოგთან სიარული?

- თუ დაბადებისას მხედველობის პრობლემები არ დადასტურდა, პირველი ვიზიტი საჭიროა 5-6 თვის ასაკში - ამ დროს უკვე შესაძლებელია დაავადების საწყისი ნიშნების აღმოჩენა. შემდეგ ჯანმრთელ ჩვილს ოფთალმოლოგს უჩვენებენ 1, 3 და 5 წლის ასაკში, ასევე - სკოლაში მიყვანამდე. სამწუხაროდ, ასეთ გასინჯვებს ყველა ბავშვს არ უტარებენ.

თუ ჩვილს დატვირთული მემკვიდრეობა აქვს, სასურველია, პროფილაქტიკური გასინჯვა ჩაუტარდეს სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ ცენტრში, სადაც არის თანამედროვე აპარატურა და არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, რომელთაც უმნიშვნელო გადახრაც კი არ გამოეპარებათ და დროულად დასვამენ დიაგნოზს.

- საჭიროა თუ არა დღისით სინათლის ანთება ოთახში, სადაც ბავშვი თამაშობს?

- საჭიროა, თუ ბავშვი კითხულობს ან თამაშობს პატარა დეტალებით - კონსტრუქტორით, მოზაიკით, ფაზლით. ოღონდ საჭიროა ზომიერება - ძლიერი და მკვეთრი განათება ადვილად ღლის თვალებს.

- როგორი ნათურები ჯობს?

- უმჯობესია ლუმინესცენტური ნათურები, რომლებიც ბუნებრივი განათების მსგავს თბილ თეთრ სინათლეს გამოსცემს. თუ ბავშვი კითხულობს, ხატავს ან თამაშობს მაგიდასთან, უმჯობესია ენთოს მაგიდის ნათურა, ოღონდ ისე, რომ შუქი მარცხნიდან ეცემოდეს და არ ანათებდეს თვალებში.

- როგორი რეჟიმია საჭირო თვალის დაზოგვისთვის?

- ეს წესები ბანალური მოგეჩვენებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია:

  • ერთმანეთს შეუნაცვლეთ მხედველობითი დატვირთვა და დასვენება.
  • თუ ბავშვი ერთი საათის (ან მეტი ხნის) განმავლობაში ისეთი საქმითაა დაკავებული, რომელიც თვალების დატვირთვას მოითხოვს, ამან შესაძლოა აკომოდაციის სპაზმი გამოიწვიოს, ამიტომ 5 წლამდე კითხვის, ხატვის, გაფერადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, 6 წლის ასაკში - 15-20 წუთს. ამის შემდეგ ბავშვის ყურადღება გადაიტანეთ სხვა საქმიანობაზე - ამღერეთ, მოძრავი თამაშები ათამაშეთ.

თუ მეცადინეობის გაგრძელებაა საჭიროა, 2-3-წუთიანი პაუზის დროს გააკეთებინეთ ვარჯიშები, რომლებიც თვალის კუნთების დაძაბვას ხსნის. ეს ვარჯიშები მარტივია:

1. თვალები დახუჭეთ და “შემოხაზეთ” თვალით გეომეტრიული ფიგურები - წრე, სამკუთხედი, რვიანი, ელვა-ზიგზაგი.

2. მარკერით ფანჯრის მინაზე დასვით წერტილი. ბავშვმა ჯერ ამ წერტილს უნდა შეხედოს, მერე კი ქუჩაში არსებულ საგანზე გადაიტანოს მზერა. ეს რამდენიმეჯერ გაამეორებინეთ.

ბევრი ისეირნეთ ბავშვთან ერთად ქუჩაში, დღისით - არანაკლებ 2 საათისა. აუცილებელია არა მხოლოდ ღამის სრულფასოვანი ძილი, არამედ დღისით დასვენებაც. თუ ბავშვი უარს ამბობს შუადღის ძილზე, ასეირნეთ პარკში.

- სამწუხაროდ, ჩვენი შვილები ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან. აკრძალვა საქმეს არ შველის. რას გვირჩევთ?

- იდეალურ შემთხვევაში, 6-7 წლამდე ბავშვი საერთოდ არ უნდა იჯდეს კომპიუტერთან, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენელია.

ჩვენ გირჩევთ:

  • 2-3 წლამდე საერთოდ ნუ მისცემთ კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალებას - ძალიან მაღალია უარყოფითი ზემოქმედების რისკი.
  • 4-6 წლის ასაკში ტელეეკრენსა და მონიტორთან დღეში 40 წუთზე მეტს ნუ გაატარებს. 15-20 წუთში ერთხელ შეასვენეთ.
  • 6-7 წლის ასაკში ეს დრო შეიძლება 1-1,5 საათამდე გაიზარდოს, ისიც - 30 წუთში ერთხელ შესვენებით.

თვალებიდან ეკრანამდე მანძილი 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტელევიზორი უნდა იდგეს თვალების დონეზე, ოთახი თანაბრად იყოს განათებული. არ შეიძლება ტელევიზორის ყურება ჩაბნელებულ ოთახში, გვერდულად, წოლისას - ეს მხედველობას მეტისმეტად ძაბავს.

კომპიუტერის მონიტორს კი თვალებიდან, სულ ცოტა, 50 სმ უნდა აშორებდეს. იდგეს თვალების დონეზე ან ოდნავ დაბლა, სამუშაო ადგილი დამატებით განათებული უნდა იყოს მაგიდის ნათურით.

ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი შეზღუდვებით პატარას ჩაგრავთ - თქვენ ხომ ზედმეტი დატვირთვისგან იცავთ მის თვალებს.

- მართალია თუ არა, რომ სტაფილო სასარგებლოა მხედველობისთვის?

- ბევრს მართლაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მითია, მაგრამ ფაქტია, რომ სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, რომელიც მხედველობისთვის აუცილებელია. გარდა სტაფილოსი, მხედველობისთვის სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები, მოცვი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი: სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, დასვენებისა და მეცადინეობისთვის დროის სწორი განაწილება, სრულფასოვანი ძილი და კვება - აი, რა არის საჭირო კარგი მხედველობისთვის.