/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვთა ინფექციები

ქუნთრუშა - ხანძარი ყელში

ქუნთრუშა - ხანძარი ყელში
ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას გამომწვევია არა ვირუსი, არამედ ბაქტერია.

მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი - ანტიბიოტიკი.

გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი:

- ქუნთრუშა გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტით, ჭურჭლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. იმის დასადგენად, ვისგან დაავადდა ბავშვი, მშობელმა უნდა გაიხსენოს მისი კონტაქტები უკანასკნელი თორმეტი დღის განმავლობაში.

  • როგორ გამოვლინდება დაავადება?

- ქუნთრუშა იწყება ერთბაშად, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე. მისი ნიშნები რამდენიმე საათში იშლება დედის თვალწინ. იმატებს ტემპერატურა, ზოგჯერ - ისეთ მაღალ ციფრებამდე, რომ პატარას ეწყება ბოდვა. მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური გულყრა - მაღალ ტემპერატურაზე კრუნჩხვითი რეაქცია.

ავადმყოფი ბავშვი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს ყლაპვის დროს, დიდდება კისრის ლიმფური ჯირკვლები. ქუნთრუშას სავიზიტო ბარათია მისი გამონაყარი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მოკლედ ბავშვი 11 წლისაა,შემთხვევით მოვიკითხეთ ბაზაში და აღმოჩნდა,რომ 5 წელზე რომ კეთდება გეგმიური აცრა არ არის ბაზაში,არადა ზუსტად ვიცი რომ გავუკეთეთ.მოკლედ ვერც ჩანაწერი მოვძებნე და მაინტერესებს წითელა,წითურა,ყბაყურას ანტისხეულებზე რომ ავიღოთ ანალიზი გამოჩნდება და რა სახის ანტისხეულებზე უნდა ავიღოთ,რაოდენობრივზე თუ სხვა რამეზე?მადლობა</p>

დაავადების გამომწვევია საკმაოდ აგრესიული ბაქტერია - A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც შეუძლია ერითროციტების დაშლა. იგი გამოიმუშავებს “წითელ შხამს” - ერითროტოქსინს, რომლის ზემოქმედებითაც ბავშვს კანი უწითლდება და უჩნდება მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი უხვი, წვრილი გამონაყარი. გამონაყარი უმთავრესად ბუნებრივ - იდაყვის, საზარდულის და სხვა - ნაოჭებშია თავმოყრილი. თუ ხელს გადავუსვამთ გამონაყარით დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ ბატის კანისმაგვარ, უხეშ კანს. გამონაყარი ედება მთელ სხეულს, განსაკუთრებით უხვია ზურგზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე, სხეულის გვერდით ზედაპირზე, მუცლის ქვედა ნაწილში, კიდურების შიგნითა ზედაპირზე.

გამონაყარისგან თავისუფალია ცხვირი და მის გვერდით არსებული ბუნებრივი ნაოჭები, რომლებიც ქმნის ერთგვარ სამკუთხედს. მისი სიფითრე თვალში საცემია აალებული სახის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ
ანგინა, ყივანახველა და ქუნთრუშა - როგორ განვასხვაოთ?

ქუნთრუშით დაავადებული ბავშვი იღებს დამახასიათებელ იერს: თვალები უბრწყინავს, გუგები ოდნავ გაფართოებული აქვს, ლოყები - აღაჟღაჟებული, ტუჩები - ალუბლისფერი. ყოველივე ეს ერითროტოქსინის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგია. კვირის თავზე იწყება აქერცვლა. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლა ფირფიტისებურია. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია!

გარდა კანისა, დამახსიათებელი ცვლილებები შეინიშნება ლორწოვან გარსებზეც. თუ ბავშვს ენას გამოაყოფინებთ, ნადებს დაინახავთ. ნადებისგან თავისუფალია ენის წვერი და გვერდითი ზედაპირები. მე-4-5 დღეს ნადები სცილდება და გამოიკვეთება დვრილები, რომლებიც ენას ჟოლოსებრ შესახედაობას აძლევს. ესეც დაავადების დამახასიათებელი ნიშანია. მე-10 დღიდან ენის ზედაპირი ხდება მბრწყინავი, ერთგვაროვანი, თითქოს ლაქი გადაუსვამთო. აალებულია ყელი, ნუშურა ჯირკვლები. ვითარდება მწვავე ტონზილიტი.

მსუბუქი ფორმები ზოგ შემთხვევაში სრული სურათის გაშლით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ნუშურა ჯირკვლებზე ნადების წარმოქმნით შემოიფარგლება. გააჩნია ბავშვის იმუნური სისტემის თავისებურებებსა და ასაკს - რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გართულებათა წარმოშობის რისკიც მაღალია.

  • რით შეიძლება გართულდეს ქუნთრუშა?

- უახლოესი გართულებებია ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, მაგალითად, ხახისუკანა აბსცესი, ოტიტი, სეფსისი. მოგვიანებით, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს აუტოიმუნური გართულებები, რომლებიც მოიცავს თირკმელებს (გლომერულონეფრიტი), სახსრებსა და გულს (რევმატიზმი).

გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად დაწყებული სწორი მკურნალობით, თუმცა მანამდე ზუსტი დიაგნოზი უნდა დაისვას.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რას გულისხმობს სწორი მკურნალობა?

- კლინიკური ნიშების არსებობისას ქუნთრუშა ადვილი ამოსაცნობია, წაშლილი ფორმების დროს კი დიაგნოზის დასმა ჭირს. ხშირად დაავადება მხოლოდ ტონზილიტით ვლინდება, თუმცა შეცდომის უფლება არც ასეთ დროს გვაქვს. უნდა გაკეთდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - თუ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ამოითესა, ესე იგი საქმე გვაქვს ქუნთრუშის წაშლილ ფორმასთან. ასეთ დროს, ისევე როგორც მკაფიოდ გამოხატული ნიშნების არსებობისას, ინიშება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების კურსი. მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ ექიმის დანიშნულება. გირჩევთ, მკაცრად დაიცვათ პრეპარატის დოზა და მიღების რეჟიმი. აუცილებლად მიიყვანეთ მკურნალობის კურსი ბოლომდე - ის გრძელდება არანაკლებ ათი დღისა, თუნდაც დაავადების ნიშნები ალაგდეს და ბავშვის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ანტიბიოტიკი ერთადერთი საშუალებაა სტრეპტოკოკის წინააღმდეგ ბრძოლაში! რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა და ალაგდება კლინიკური სურათი, მით ნაკლებია მომავალში გართულებათა განვითარების ალბათობა.

ორგანიზმის ალერგიული განწყობის შესამცირებლად გირჩევთ, ბავშვს 7-10 დღის განმავლობაში ასვათ ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) პრეპარატი. ალერგიზაციის პიკი მოდის დაავადების მე-2-3 კვირას.

ეცადეთ, დაიცვათ ბავშვი გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან. თანდართულმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქუნთრუშის მძიმე ჰიპერტოქსიკური ფორმა და მძიმე შედეგები მივიღოთ.

ანტიბიოტიკით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველი დღიდანვე, უკიდურეს შემთხვევაში (თუ რაიმე მიზეზით დაგვიანდა ანტიბიოტიკის მიცემა) - არა უგვიანეს მე-4-6 დღისა.

კომენტარები (4)
მარინა
კომენტარებს პასუხს რატომ არავინ სცემს?
თარიღი : 09-07-2023
რუსო
შეიძლება ქუნთრუშა ბატონების დროს ხელის და ფეხის გულების აშრევება არ მოხდეს?
თარიღი : 08-12-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ქუნთრუშა - ხანძარი ყელში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქუნთრუშა - ხანძარი ყელში

მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი - ანტიბიოტიკი.

გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი:

- ქუნთრუშა გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტით, ჭურჭლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. იმის დასადგენად, ვისგან დაავადდა ბავშვი, მშობელმა უნდა გაიხსენოს მისი კონტაქტები უკანასკნელი თორმეტი დღის განმავლობაში.

  • როგორ გამოვლინდება დაავადება?

- ქუნთრუშა იწყება ერთბაშად, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე. მისი ნიშნები რამდენიმე საათში იშლება დედის თვალწინ. იმატებს ტემპერატურა, ზოგჯერ - ისეთ მაღალ ციფრებამდე, რომ პატარას ეწყება ბოდვა. მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური გულყრა - მაღალ ტემპერატურაზე კრუნჩხვითი რეაქცია.

ავადმყოფი ბავშვი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს ყლაპვის დროს, დიდდება კისრის ლიმფური ჯირკვლები. ქუნთრუშას სავიზიტო ბარათია მისი გამონაყარი.

დაავადების გამომწვევია საკმაოდ აგრესიული ბაქტერია - A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც შეუძლია ერითროციტების დაშლა. იგი გამოიმუშავებს “წითელ შხამს” - ერითროტოქსინს, რომლის ზემოქმედებითაც ბავშვს კანი უწითლდება და უჩნდება მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი უხვი, წვრილი გამონაყარი. გამონაყარი უმთავრესად ბუნებრივ - იდაყვის, საზარდულის და სხვა - ნაოჭებშია თავმოყრილი. თუ ხელს გადავუსვამთ გამონაყარით დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ ბატის კანისმაგვარ, უხეშ კანს. გამონაყარი ედება მთელ სხეულს, განსაკუთრებით უხვია ზურგზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე, სხეულის გვერდით ზედაპირზე, მუცლის ქვედა ნაწილში, კიდურების შიგნითა ზედაპირზე.

გამონაყარისგან თავისუფალია ცხვირი და მის გვერდით არსებული ბუნებრივი ნაოჭები, რომლებიც ქმნის ერთგვარ სამკუთხედს. მისი სიფითრე თვალში საცემია აალებული სახის ფონზე.

ქუნთრუშით დაავადებული ბავშვი იღებს დამახასიათებელ იერს: თვალები უბრწყინავს, გუგები ოდნავ გაფართოებული აქვს, ლოყები - აღაჟღაჟებული, ტუჩები - ალუბლისფერი. ყოველივე ეს ერითროტოქსინის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგია. კვირის თავზე იწყება აქერცვლა. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლა ფირფიტისებურია. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია!

გარდა კანისა, დამახსიათებელი ცვლილებები შეინიშნება ლორწოვან გარსებზეც. თუ ბავშვს ენას გამოაყოფინებთ, ნადებს დაინახავთ. ნადებისგან თავისუფალია ენის წვერი და გვერდითი ზედაპირები. მე-4-5 დღეს ნადები სცილდება და გამოიკვეთება დვრილები, რომლებიც ენას ჟოლოსებრ შესახედაობას აძლევს. ესეც დაავადების დამახასიათებელი ნიშანია. მე-10 დღიდან ენის ზედაპირი ხდება მბრწყინავი, ერთგვაროვანი, თითქოს ლაქი გადაუსვამთო. აალებულია ყელი, ნუშურა ჯირკვლები. ვითარდება მწვავე ტონზილიტი.

მსუბუქი ფორმები ზოგ შემთხვევაში სრული სურათის გაშლით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ნუშურა ჯირკვლებზე ნადების წარმოქმნით შემოიფარგლება. გააჩნია ბავშვის იმუნური სისტემის თავისებურებებსა და ასაკს - რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გართულებათა წარმოშობის რისკიც მაღალია.

  • რით შეიძლება გართულდეს ქუნთრუშა?

- უახლოესი გართულებებია ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, მაგალითად, ხახისუკანა აბსცესი, ოტიტი, სეფსისი. მოგვიანებით, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს აუტოიმუნური გართულებები, რომლებიც მოიცავს თირკმელებს (გლომერულონეფრიტი), სახსრებსა და გულს (რევმატიზმი).

გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად დაწყებული სწორი მკურნალობით, თუმცა მანამდე ზუსტი დიაგნოზი უნდა დაისვას.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რას გულისხმობს სწორი მკურნალობა?

- კლინიკური ნიშების არსებობისას ქუნთრუშა ადვილი ამოსაცნობია, წაშლილი ფორმების დროს კი დიაგნოზის დასმა ჭირს. ხშირად დაავადება მხოლოდ ტონზილიტით ვლინდება, თუმცა შეცდომის უფლება არც ასეთ დროს გვაქვს. უნდა გაკეთდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - თუ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ამოითესა, ესე იგი საქმე გვაქვს ქუნთრუშის წაშლილ ფორმასთან. ასეთ დროს, ისევე როგორც მკაფიოდ გამოხატული ნიშნების არსებობისას, ინიშება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების კურსი. მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ ექიმის დანიშნულება. გირჩევთ, მკაცრად დაიცვათ პრეპარატის დოზა და მიღების რეჟიმი. აუცილებლად მიიყვანეთ მკურნალობის კურსი ბოლომდე - ის გრძელდება არანაკლებ ათი დღისა, თუნდაც დაავადების ნიშნები ალაგდეს და ბავშვის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ანტიბიოტიკი ერთადერთი საშუალებაა სტრეპტოკოკის წინააღმდეგ ბრძოლაში! რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა და ალაგდება კლინიკური სურათი, მით ნაკლებია მომავალში გართულებათა განვითარების ალბათობა.

ორგანიზმის ალერგიული განწყობის შესამცირებლად გირჩევთ, ბავშვს 7-10 დღის განმავლობაში ასვათ ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) პრეპარატი. ალერგიზაციის პიკი მოდის დაავადების მე-2-3 კვირას.

ეცადეთ, დაიცვათ ბავშვი გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან. თანდართულმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქუნთრუშის მძიმე ჰიპერტოქსიკური ფორმა და მძიმე შედეგები მივიღოთ.

ანტიბიოტიკით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველი დღიდანვე, უკიდურეს შემთხვევაში (თუ რაიმე მიზეზით დაგვიანდა ანტიბიოტიკის მიცემა) - არა უგვიანეს მე-4-6 დღისა.


  • საჭიროა თუ არა წოლითი რეჟიმი?

- წოლითი რეჟიმი საჭიროა პირველი 3-5 დღე, სანამ ტემპერატურა მაღალია. თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ჭირვეულობს, წრიალებს ან, პირიქით, მივარდნილია, აქვს გულისრევა, პირღებინება, არ დაიბნეთ - გახადეთ, შემოახვიეთ გრილ წყალში დასველებული, კარგად გაწურული ზეწარი; მიეცით სიცხის დამწევი საბავშვო საშუალება ასაკის შესაბამისი დოზით; ხშირად ასვით თბილი ლიმონიანი ჩაი, მინერალური უგაზო წყალი, თბილი კომპოტი, რძე, ასკილის ჩაი.

მაღალი სიცხე ორგანიზმს აშრობს, სტრეპტოკოკის მიერ გამოყოფილი ტოქსინები გროვდება შესქელებულ სისხლში და იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას. ეს არ უნდა დავუშვათ! ამიტომაცაა საჭირო სითხით ორგანიზმის უხვად მომარაგება. თუ ბავშვს მადა არ აქვს, ნუ დააძალებთ საკვებს. ვიდრე ყელი სტკივა, ყლაპვა გაუჭირდება, ამიტომ საკვები უნდა იყოს თხელი, ერთგვაროვანი და თბილი. მიეცით მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. აუცილებლად შეიტანეთ რაციონში მაწონი ან იოგურტი. მასში შემავალი ბიფიდობაქტერიები ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს, აუმჯობესებს მადას, ხელს უშლის ანტიბიოტიკის მიღების ფონზე დისბიოზის ჩამოყალიბებას.

ავადმყოფ ბავშვს ისე უნდა მოვუაროთ, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას ოჯახის სხვა წევრებს; გამოუყავით ჭურჭელი საკუთრად; გარეცხეთ მისი ჭურჭელი ცხელი წყლით, გაამშრალეთ საგანგებოდ მისთვის გამოყოფილი ტილოთი; როდესაც გამოჯანმრთელდება, მისი კბილის ჯაგრისი გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი, რათა ჯაგრისის ბუსუსებში ჩაბუდებულმა სტრეპტოკოკმა ხელახლა არ დააავადოს პატარა.

  • შეიძლება თუ არა მტკივანი ყელის სამკურნალოდ ადგილობრივი საშუალებების გამოყენება? თუ ანტიბიოტიკი საკმარისია?

- ქუნთრუშის დროს მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლა-სანაცია. თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეუძლია ყელში გამოვლება, პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველი კვების შემდეგ და კვებათა შორის შუალედში, დღეში 6-8-ჯერ. ეს მით უფრო აუცილებელია, როდესაც ნუშურა ჯირკვლებზე შეინიშნება ჩირქოვანი საცობები.

სავლებად შეიძლება გამოიყენოთ სოდიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო ბალახების (გვირილის, ორკბილას, ევკალიპტის და სხვ.) ნაყენი. ამ სამკურნალო ღონისძიებების შედეგად ერთ კვირაში ბავშვი მომჯობინდება - ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, თავისა და ყელის ტკივილი გაივლის, დაუბრუნდება მადაც. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა. სინამდვილეში მას ჯერ კიდევ სჭირდება გაძლიერებული ყურადღება, განსაკუთრებული რეჟიმი, მოვლა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა - შესაძლოა, დაავადება “შემობრუნდეს”, თანაც პირვანდელზე მძიმედ.

მეორე კვირას ბავშვის კანი აქერცვლას იწყებს, ჯერ - კისერსა და ყურებზე, შემდეგ - წელზე, ხელ-ფეხზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კანი ახალი კარტოფილივით იფცქვნება. ზოგიერთს აქერცვლა მხოლოდ თითის ბალიშებზე აღენიშნება. თუმცა ასეთი უმნიშვნელო აქერცვლაც კი საკმარისია, რომ ქუნთრუშა ვიეჭვოთ.

თუ მომჯობინების მეორე კვირას ტემპერატურამ ისევ მოიმატა, დროულად გამოიძახეთ ექიმი. დღეს ქუნთრუშის განმეორებითი შემთხვევები იშვიათი არ არის. ქუნთრუშის მეორე ტალღა ემუქრება დასუსტებულ ბავშვებს.

  • როდის შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი სავსებით გამოჯანმრთელდა?

- საფრთხე ჩავლილად შეიძლება მივიჩნიოთ დაავადების 22 დღის შემდეგ, როცა მივიღებთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების პასუხს, ასევე გადავიღებთ ეკგ-ს და მოვისმენთ ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციას. თუ ბავშვი ყელში უსიამოვნო შეგრძნებებს უჩივის, შესაძლოა შვება მოჰგვაროს არა მარტო სამკურნალო ბალახების ნაყენმა, არამედ ხილის თბილმა წვენებმაც, თუ ალერგია არ აქვს.

  • სტაფილოს წვენი თაფლით: 1 ჩაის კოვზი თაფლი 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენზე. შეიძლება გამოვლებაც და დალევაც.
  • მაყვლის ფესვების ნაყენი: 20 გ მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ჭიქა (200მლ) ცხელ წყალზე. ადუღეთ 20 წუთი, გადაწურეთ და 1 ჭიქამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. ვიყენებთ მხოლოდ გამოსავლებად! თირკმელების მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად ასვით ბავშვს ნებისმიერი სითხე - მინერალური წყალი, წვენი, ნაყენი, კომპოტი.

ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის მდგომარეობას. ნებისმიერი საეჭვო ქცევა ექიმის კოსულტაციის საჭიროებაზე მიუთითებს.