/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმზე გვესაუბრება კლინიკა „ოფთალმიჯის“ ოფთალმოლოგი სოფიო იმედაშვილი.

ასტიგმატიზმი ლათინურად ნიშნავს: ფოკუსური წერტილის არარსებობას. ასტიგმატიზმი ჩნდება რქოვანას არასფერული ფორმის გამო. ნორმა­ლურ მდგომარეობაში ჯანსაღი თვალის რქოვანას და ბროლს აქვს გლუვი სფერული ზედაპირი. ასტიგმატიზმის დროს ეს დარღვეულია. მას აქვს განსხვავებული სიმრუდე სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, ასტიგმატიზმის დროს რქოვანას არასწორი ზედაპირის გამო მიიღება დამახინჯებული, ბუნდოვანი გამოსახულება.

გამოყოფენ ასტიგმატიზმის სამ ხარისხს:

  • სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი – 3 D-მდე;
  • საშუალო ასტიგმატიზმი – 3-დან 6 D-მდე;
  • მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი – 6 D-ზე ზევით.

მსუბუქი ხარისხის ასტიგმატიზმის სიმპტომები ხშირად თითქმის შეუმჩნეველია და ამ ტიპის რეფრაქციული ცდომილების მქონე ადამიანს შეუძლია გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ოფთალმოლოგიურ კვლევაზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის დაქვეითება უკვე შესამჩნევი ხდება – რაც უფრო მეტი დიოპტრია ახასიათებს დაავადებას, მით უფრო ბუნდოვანია გამოსახულება და საგნების კონტურები – უსწორმასწორო.

მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს, გარდა მხედველობის დაქვეითებისა, ახასიათებს მხედველიბითი დატვირთვისას თავბრუსხვევა, თვალების ტკივილი, თავის ტკივილი, დაძაბულობა შორ და ახლო მანძილზე მხედველობის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

არსებობს ასტიგმატიზმის შემდეგი სახეები:

  • თანდაყოლილი;
  • შეძენილი.

თანდაყოლილი ასტიგმატიზმი – 0,5 D-მდე გვხვდება ბავშვების უმეტესობას შორის და ეხება „ფუნქციურს“, ანუ ამ ტიპის ასტიგმატიზმი გავლენას არ ახდენს მხედველობის სიმახვილესა და მისი ბინოკულარობის განვითარებაზე. თუმცა, თუ ასტიგმატიზმი აღემატება 1 D-ს, მაშინ ის მნიშვნელოვნად ამცირებს მხედველობას და საჭიროებს მკურნალობას სათვალის კორექციის სახით.

ჩნდება რქოვანაზე უხეში ცვლილებების შედეგად დაზიანებების, ტრავმების, რქოვანას სხვადასხვა დაავადების, თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეფრაქციული ანომალიაა შერწყმული ასტიგმატიზმთან, განასხვავებენ ამ მხედველობის დარღვევის შემდეგ ტიპებს:

  • მარტივი ჰიპერმეტროპიური ან მარტივი მიო­პიური ასტიგმატიზმი – თვალის კაკლის ერთ მერიდიანში შორსმხედველობის ან ახლომხედველობის ერთობლიობა და მეორეში – ნორმალური რეფრაქციის ერთობლიობა;
  • კომპლექსური ჰიპერმეტროპიური ან რთული მიოპიური ასტიგმატიზმი – თვალის მთავარ მერიდიანებში სხვადასხვა ხარისხის შორსმხედველობის ან ახლომხედველობის ერთობლიობა.
  • შერეული ასტიგმატიზმი – ერთ მერიდიანში შორსმხედველობისა და მეორეში ახლომხედველობის ერთობლიობა.

– როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა ასტიგმატიზმის დროს?

– დღეისათვის ასტიგმატიზმის გამოსწორების სამი გზა არსებობს: სათვალე, კონტაქტური (თორიკული) ლინზები და ექსიმერ ლაზერული კორექცია.

– შეიძლება თუ არა ასტიგმატიზმის განკურნება თვალის ვარჯიშით ან თვალის წვეთებით?

– ასტიგმატიზმის განკურნება შეუძლებელია ვიზუალური ვარჯიშით. ეს ვარჯიშები მიზნად ისახავს თვალის მამოძრავებელი კუნთების გაძლიერებას და დაძაბულობის მოხსნას. ვიტამინიზებული წვეთებით მკურნალობა ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია საპროფილაქტიკო მკურნალობისთვის. ასტიგმატიზმის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ სათვალის, თორიკული კონტაქტური ლინზებისა და ლაზერული კორექციის საშუალებით.

ასტიგმატური სათვალის კორექციის დროს პაციენტი, რომელიც პირველად იკეთებს სათვალეს, უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ადაპტაცია ეტაპობრივად დასაშვებია, რადგან დასაწყის ეტაპზე შესაძლოა ჰქონდეს დისკომფორტი სათვალის ან ლინზის მოხმარებისას.

– რას ურჩევდით პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ასტიგმატიზმი?

– ასტიგმატიზმის დროს სათვალის ტარება აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ ასტიგმატიზმის პროგრესირება.

მნიშვნელოვანია იმ დეტალის გააზრება, რომ სათვალე არ კურნავს ასტიგმატიზმს, ის ეხმარება ადამიანს მხედველობის ხარისხის პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებაში. ბუნებრივია, რომ სათვალის მოხსნის შემდეგ ადამიანი კვლავ დაინახავს დამახინჯებულ, მრუდე ხაზებს, ამიტომაც არის, რომ ასტიგმატური სათვალე ძირითადად მუდმივად ტარებისთვისაა განკუთვნილი (თავისუფალი რეჟიმი).

ასევე მნიშნვნელოვანია ის დეტალი, რომ პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული გამოცდილების მქონე ექიმი-სპეციალისტისგან მისი დიაგნოზის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არასწორად დანიშნული სათვალის, კონტაქტური ლინზის მოხმარებას და რატომ არის აუცილებელი ექიმ-ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი განსაკუთრებით სრულწლოვან ასაკამდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორად შეირჩეს სათვალის ჩარჩო, ორგანული მინისა თუ კონტაქტური ლინზის ხარისხი და თუ მაინც გადაწყვეტთ, იცხოვროთ სათვალის ან კონტაქტური ლინზის გარეშე სრულწლოვანი ასაკის დადგომისას, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია და სრულყოფილი ოფთალმოლოგიური კვლევა ოფთალმოქირურგთან ლაზერული კორექციის შესახებ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)
სრულად
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?

ლურჯი შუქი არის სინათლის სპეციფიკური სახეობა მოკლე ტალღის სიგრძით.
სრულად
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს

ეს არ ხდება მხოლოდ დაღლილობის გამო.
სრულად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმების ირგვლივ აგებული დიეტა სასარგებლოა მხედველობისთვის.
სრულად
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები

თვალის ზოგიერთი დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს და მნიშვნელოვანია მათი ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა.
სრულად
ცუდ განათებაზე კითხვა არ აზიანებს ზრდასრულთა მხედველობას

კითხვამ შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს მხედველობაზე მოზრდილებში და ბავშვებში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ასტიგმატიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები