/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

რატომ და როგორ ბერდება თვალი

რატომ და როგორ ბერდება თვალი
თვალი ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მხედველობის მუდმივი დაძაბვა, არახელსაყრელი ფაქტორები - სტრესი, დაბინძურებული გარემო, ვირუსული ინფექციები და სხვა - თვალის დაავადებებს იწვევს.

თვალის ასაკობრივ დაავადებებზე გვესაუბრება საოჯახო მედიცინის სასწავლო-კლინიკური ცენტრის თვალის განყოფილებისა და სამკურნალო კომბინატის ექიმი ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე.

- ქალბატონო ნათია, რა სახის ასაკობრივი ცვლილებები შეიძლება განვითარდეს თვალში და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა თვალის სკრინინგული გამოკვლევა?

- თვალის მრავალი დაავადება არსებობს. საბედნიეროდ, ამ დაავადებებით არავინ კვდება, მაგრამ საკმარისია დავინახოთ ქუჩაში ფრთხილად, ჯოხის კაკუნით მოძრავი, უსინათლო ადამიანი, რომ მაშინვე ვხვდებით, როგორი დახვეწილი და რთული ორგანოა თვალი და რამდენად ძვირფასია იგი ჩვენთვის. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნება მხედველობის გაუარესების სხვადასხვა ფორმა. თანაც ასაკთან ერთად მხედველობა რომ უარესდება, ეს ბავშვობიდანვე ვიცით და ვეგუებით.

ხანში შესვლისას მხედველობას სიმახვილე აკლდება, კითხვისას გაცილებით მკვეთრი და ძლიერი სინათლე გვჭირდება, თვალი ჩვეულებრივზე ადვილად იღლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ 40 წლიდან, აწუხებს თუ არა მხედველობის დაქვეითება, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ოფთალმოლოგიური შემოწმება. ხანდაზმულ ასაკში მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებას მიიჩნევენ. ამით აიხსნება თვალის ისეთი დაავადებების განვითარება, როგორებიც არის პრესბიოპია ანუ ასაკობრივი შორსმხედველობა, კატარაქტა, მინისებური სხეულის დესტრუქცია, მაკულოდისტროფია და სხვა.

- რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს შორსმხედველობა და როგორ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ასაკობრივი შორსმხედველობა, პრესბიოპია, აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტებაა. სკლეროზული პროცესის გამო თვალის ერთ-ერთი ნაწილი, ბროლი, ვეღარ იღებს მაქსიმალურად გამობერილ ფორმას, რის შედეგადაც მცირდება მისი გარდამტეხი ძალა. ახლო მანძილზე მხედველობა თანდათან უარესდება, წერა-კითხვა ძნელდება, თვალი ადვილად იღლება, განსაკუთრებით - კითხვისას. ემეტროპიის ანუ ნორმალური მხედველობის დროს პრესბიოპია 40-45 წლის ასაკში ვითარდება, მიოპიის ანუ ახლომხედველობის დროს – მოგვიანებით, ხოლო ჰიპერმეტროპიის ანუ შორსმხედველობის დროს – ადრე.

დიაგნოზი ეყრდნობა მხედველობის დამახასიათებელ დარღვევებს, ავადმყოფის ასაკსა და თვალის რეფრაქციის მონაცემებს.

- როდის უნდა შეირჩეს სათვალე და როგორ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, თვალის ზედა ნაწილში მაქვს შესიებული, თითქოს შიგნიდან არის რაღაც გამოსული, თვალის დაღლის და მცირე უძილობის შემდეგ მიჩნდება მერე ისევ ცხრება, სანამ ექიმთან მივალ რომ მითხრათ რამე საშიში იქნება?</p>

- საჭიროა საკითხავი სათვალის შერჩევა. ინიშნება მაკორეგირებელი სათვალეები ახლო მანძილზე მხედველობითი მუშაობის დროს. 40-45 წლის პირებს, რომლებსაც უდასტურდებათ ემეტროპია, უნიშნავენ დადებით ლინზებს 1-1,5 დპტრ; ყოველ 5 წელიწადში ლინზების ძალა 0,5-1 დიოპტრით იზრდება.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მხედველობის სრულფასოვანი კორექცია მხოლოდ კვალიფიციური ოკულისტის მიერ შერჩეულ სათვალეს შეუძლია.

- როდის ანიჭებთ უპირატესობას კონტაქტურ ლინზებს?

- კონტაქტური ლინზა მხედველობის კორექციის საშუალებაა. სათვალესთან შედარებით მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. სწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები ქმნის ხარისხობრივად უკეთეს გამოსახულებას ბადურა გარსზე, ზრდის მხედველობის სიმახვილეს, აფართოებს მხედველობის ველს, ხელს უწყობს ბინოკულარული მხედველობის აღდგენას.

კონტაქტურ ლინზას აქვს მთელი რიგი სამედიცინო ჩვენებები - ახლომხედველობა და შორსმხედველობა, აუტანლობა ან დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მხედველობის სათვალით კორექციის შემდგომ, ანიზომეტროპია. კონტაქტური ლინზები ათავისუფლებს ადამიანს სათვალის ტარების აუცილებლობისგან, აძლევს საშუალებას, მისდიოს ცხოვრების აქტიურ წესს.

სამწუხაროდ, კონტაქტურ ლინზებს ღირსებებთან ერთად ნაკლიც ბევრი აქვს. ყველაზე დახვეწილი ლინზებიც კი თვალისთვის უცხო სხეულებად რჩება და შეუძლია, გართულებები გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი მოხმარების წესების, ვადებისა და ჰიგიენის დაცვა.

- საუბრის დასაწყისში მაკულოდისტროფიაც ახსენეთ. რა არის ეს?

- ბადურას მაკულოდისტროფია 60 წელს გადაცილებულ პირებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი გახლავთ. მაკულა თვალის სინათლის შემგრძნები გარსის (ბადურას) ცენტრალური ნაწილია. მხედველობისთვის ბადურა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მისი საშუალებით ვხედავთ ჩვენ წინ მდებარე საგნებს, ვკითხულობთ და ვწერთ, ვარჩევთ ფერებს.

მაკულა ნაზი სინათლის შემგრძნები უჯრედებისგან შედგება. განსაზღვრული პროცესების შედეგად ეს უჯრედები შეიძლება დაზიანდეს. ამ მდგომარეობას მაკულოდისტროფია ეწოდება.

ოფთალმოლოგები განასხვავებენ მაკულოდისტროფიის ორ ფორმას: სველსა და მშრალს. მშრალი მაკულოდისტროფია უფრო ხშირად გვხვდება, ძალიან ნელა მიმდინარეობს და იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას. დღეს მშრალი მაკულოდისტროფიის მკურნალობის ერთადერთი საშუალება ანტიოქსინდანტებია.

სველი მაკულოდისტროფია ათიდან დაახლოებით ერთ შემთხვევაში გვხვდება. მისი განვითარების მიზეზია ბადურას უკან ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა. ეს სისხლძარღვები მყიფეა და მათი კედლებიდან ადვილად ჟონავს სისხლი, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას და ამის შედეგად მხედველობის დაკარგვას. სველი მაკულოდისტროფია სწრაფად ვითარდება. საწყის სტადიაში მისი მკურნალობა შესაძლებელია.

როგორც წესი, მაკულოდისტროფია ვითარდება ორივე თვალზე, თუმცა ერთი მათგანი უფრო ადრე კარგავს მხედველობას. ამ დროს კომპენსაციას მეორე თვალი ახდენს. ამის გამო დაავადების დასაწყისი პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაკულოდისტროფია არ იწვევს ტკივილს და იშვიათად მივყავართ სრულ სიბრმავემდე, ვინაიდან მხოლოდ ცენტრალურ მხედველობას აზიანებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)
სრულად
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?
ლურჯი შუქი არის სინათლის სპეციფიკური სახეობა მოკლე ტალღის სიგრძით.
სრულად
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს
ეს არ ხდება მხოლოდ დაღლილობის გამო.
სრულად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმების ირგვლივ აგებული დიეტა სასარგებლოა მხედველობისთვის.
სრულად
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები
თვალის ზოგიერთი დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს და მნიშვნელოვანია მათი ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა.
სრულად
ცუდ განათებაზე კითხვა არ აზიანებს ზრდასრულთა მხედველობას
ცუდ განათებაზე კითხვა არ აზიანებს ზრდასრულთა მხედველობას
კითხვამ შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს მხედველობაზე მოზრდილებში და ბავშვებში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : თვალი

-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ და როგორ ბერდება თვალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ ბერდება თვალი

თვალის ასაკობრივ დაავადებებზე გვესაუბრება საოჯახო მედიცინის სასწავლო-კლინიკური ცენტრის თვალის განყოფილებისა და სამკურნალო კომბინატის ექიმი ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე.

- ქალბატონო ნათია, რა სახის ასაკობრივი ცვლილებები შეიძლება განვითარდეს თვალში და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა თვალის სკრინინგული გამოკვლევა?

- თვალის მრავალი დაავადება არსებობს. საბედნიეროდ, ამ დაავადებებით არავინ კვდება, მაგრამ საკმარისია დავინახოთ ქუჩაში ფრთხილად, ჯოხის კაკუნით მოძრავი, უსინათლო ადამიანი, რომ მაშინვე ვხვდებით, როგორი დახვეწილი და რთული ორგანოა თვალი და რამდენად ძვირფასია იგი ჩვენთვის. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნება მხედველობის გაუარესების სხვადასხვა ფორმა. თანაც ასაკთან ერთად მხედველობა რომ უარესდება, ეს ბავშვობიდანვე ვიცით და ვეგუებით.

ხანში შესვლისას მხედველობას სიმახვილე აკლდება, კითხვისას გაცილებით მკვეთრი და ძლიერი სინათლე გვჭირდება, თვალი ჩვეულებრივზე ადვილად იღლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ 40 წლიდან, აწუხებს თუ არა მხედველობის დაქვეითება, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ოფთალმოლოგიური შემოწმება. ხანდაზმულ ასაკში მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებას მიიჩნევენ. ამით აიხსნება თვალის ისეთი დაავადებების განვითარება, როგორებიც არის პრესბიოპია ანუ ასაკობრივი შორსმხედველობა, კატარაქტა, მინისებური სხეულის დესტრუქცია, მაკულოდისტროფია და სხვა.

- რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს შორსმხედველობა და როგორ?

- ასაკობრივი შორსმხედველობა, პრესბიოპია, აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტებაა. სკლეროზული პროცესის გამო თვალის ერთ-ერთი ნაწილი, ბროლი, ვეღარ იღებს მაქსიმალურად გამობერილ ფორმას, რის შედეგადაც მცირდება მისი გარდამტეხი ძალა. ახლო მანძილზე მხედველობა თანდათან უარესდება, წერა-კითხვა ძნელდება, თვალი ადვილად იღლება, განსაკუთრებით - კითხვისას. ემეტროპიის ანუ ნორმალური მხედველობის დროს პრესბიოპია 40-45 წლის ასაკში ვითარდება, მიოპიის ანუ ახლომხედველობის დროს – მოგვიანებით, ხოლო ჰიპერმეტროპიის ანუ შორსმხედველობის დროს – ადრე.

დიაგნოზი ეყრდნობა მხედველობის დამახასიათებელ დარღვევებს, ავადმყოფის ასაკსა და თვალის რეფრაქციის მონაცემებს.

- როდის უნდა შეირჩეს სათვალე და როგორ?

- საჭიროა საკითხავი სათვალის შერჩევა. ინიშნება მაკორეგირებელი სათვალეები ახლო მანძილზე მხედველობითი მუშაობის დროს. 40-45 წლის პირებს, რომლებსაც უდასტურდებათ ემეტროპია, უნიშნავენ დადებით ლინზებს 1-1,5 დპტრ; ყოველ 5 წელიწადში ლინზების ძალა 0,5-1 დიოპტრით იზრდება.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მხედველობის სრულფასოვანი კორექცია მხოლოდ კვალიფიციური ოკულისტის მიერ შერჩეულ სათვალეს შეუძლია.

- როდის ანიჭებთ უპირატესობას კონტაქტურ ლინზებს?

- კონტაქტური ლინზა მხედველობის კორექციის საშუალებაა. სათვალესთან შედარებით მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. სწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები ქმნის ხარისხობრივად უკეთეს გამოსახულებას ბადურა გარსზე, ზრდის მხედველობის სიმახვილეს, აფართოებს მხედველობის ველს, ხელს უწყობს ბინოკულარული მხედველობის აღდგენას.

კონტაქტურ ლინზას აქვს მთელი რიგი სამედიცინო ჩვენებები - ახლომხედველობა და შორსმხედველობა, აუტანლობა ან დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მხედველობის სათვალით კორექციის შემდგომ, ანიზომეტროპია. კონტაქტური ლინზები ათავისუფლებს ადამიანს სათვალის ტარების აუცილებლობისგან, აძლევს საშუალებას, მისდიოს ცხოვრების აქტიურ წესს.

სამწუხაროდ, კონტაქტურ ლინზებს ღირსებებთან ერთად ნაკლიც ბევრი აქვს. ყველაზე დახვეწილი ლინზებიც კი თვალისთვის უცხო სხეულებად რჩება და შეუძლია, გართულებები გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი მოხმარების წესების, ვადებისა და ჰიგიენის დაცვა.

- საუბრის დასაწყისში მაკულოდისტროფიაც ახსენეთ. რა არის ეს?

- ბადურას მაკულოდისტროფია 60 წელს გადაცილებულ პირებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი გახლავთ. მაკულა თვალის სინათლის შემგრძნები გარსის (ბადურას) ცენტრალური ნაწილია. მხედველობისთვის ბადურა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მისი საშუალებით ვხედავთ ჩვენ წინ მდებარე საგნებს, ვკითხულობთ და ვწერთ, ვარჩევთ ფერებს.

მაკულა ნაზი სინათლის შემგრძნები უჯრედებისგან შედგება. განსაზღვრული პროცესების შედეგად ეს უჯრედები შეიძლება დაზიანდეს. ამ მდგომარეობას მაკულოდისტროფია ეწოდება.

ოფთალმოლოგები განასხვავებენ მაკულოდისტროფიის ორ ფორმას: სველსა და მშრალს. მშრალი მაკულოდისტროფია უფრო ხშირად გვხვდება, ძალიან ნელა მიმდინარეობს და იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას. დღეს მშრალი მაკულოდისტროფიის მკურნალობის ერთადერთი საშუალება ანტიოქსინდანტებია.

სველი მაკულოდისტროფია ათიდან დაახლოებით ერთ შემთხვევაში გვხვდება. მისი განვითარების მიზეზია ბადურას უკან ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა. ეს სისხლძარღვები მყიფეა და მათი კედლებიდან ადვილად ჟონავს სისხლი, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას და ამის შედეგად მხედველობის დაკარგვას. სველი მაკულოდისტროფია სწრაფად ვითარდება. საწყის სტადიაში მისი მკურნალობა შესაძლებელია.

როგორც წესი, მაკულოდისტროფია ვითარდება ორივე თვალზე, თუმცა ერთი მათგანი უფრო ადრე კარგავს მხედველობას. ამ დროს კომპენსაციას მეორე თვალი ახდენს. ამის გამო დაავადების დასაწყისი პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაკულოდისტროფია არ იწვევს ტკივილს და იშვიათად მივყავართ სრულ სიბრმავემდე, ვინაიდან მხოლოდ ცენტრალურ მხედველობას აზიანებს.


- რა იწვევს მაკულოდისტროფიას?

- ამჟამად მაკულოდისტროფიის ზუსტი მიზეზი უცნობია. შემიძლია დაგისახელოთ ის ფაქტორები, რომლებიც ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს:

  • ასაკი - მაკულოდისტროფია უმეტესად ასაკოვან პირებში გვხვდება;
  • სქესი - უმეტესად ქალები ავადდებიან;
  • მემკვიდრეობა - ცნობილია გენი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და გავლენას ახდენს მაკულოდისტროფიის განვითარებაზე;
  • სიგარეტის წევა - კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქო ხელს უწყობს მაკულოდისტროფიის განვითარებას. ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება რისკს ამცირებს;
  • მზის სინათლე და ულტრაიისფერი გამოსხივება - სპეციალისტების აზრით, მზის ჭარბი სინათლე აზიანებს ბადურას;
  • კვება - ზოგიერთი ვიტამინი და მიკროელემენტი დამცავ მოქმედებას ახდენს და ანელებს ან აფერხებს მაკულოდისტროფიის განვითარებას.

- რა მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა?

- დამახასიათებელი სიმპტომების გამო დიაგნოზის დასმა რთული არ არის. დიაგნოზის დასადასტურებლად ოფთალმოლოგი ათვალიერებს თვალის ფსკერს, იკვლევს მხედველობის ველს, ატარებს ფლუორესცენტულ ანგიოგრაფიას და სხვა, მაგრამ ყველაზე მარტივია ამსლერის ბადის ტესტი, რომლის ჩატარება პაციენტს თავადაც შეუძლია.

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

- სველი მაკულოდისტროფიის ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ფოტოდინამიური თერაპია, რომლის მეშვეობით ექიმები ახალი სისხლძარღვების ზრდას აჩერებენ. ნაჩვენებია ასევე ახალ სისხლძარღვთა წარმოქმნის მასტიმულირებელი ფაქტორების შემბოჭველი პრეპარატის თვალში შეყვანა. სადღეისოდ მაკულოდისტროფიის მკურნალობის ეფექტური მეთოდი შემუშავებული არ არის, თუმცა ანტიოქსიდანტების გამოყენება კარგ შედეგს იძლევა. სწორი კვება, რაციონში ახალი ხილისა და ბოსტნეულის შეტანა, A და B ვიტამინების გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, შევანელოთ ან სულაც შევაჩეროთ მაკულოდისტროფიის განვითარება.

- როგორ ხდება მაკულოდისტროფიის პროფილაქტიკა?

- დაიცავით სწორი დიეტა - მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - ფოთლოვანი (კომბოსტო, ისპანახი), მიიღეთ პოლივიტამინები მიკროელემენტების დანამატებით.

  • ისარგებლეთ მზის საწინააღმდეგო სათვალით.
  • ნუ მოსწევთ - ეს არა მარტო მხედველობას, არამედ გულს, ტვინსა და ფილტვებსაც წაადგება.
  • დაიცავით კითხვის ჰიგიენა - კარგი განათება, მსხვილი ტექსტი, ჰალოგენური განათება.

- ქუთუთოს რომელი პათოლოგიები შეიძლება განვითარდეს ასაკის გამო, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ისინი და როგორ ხდება მათი მკურნალობა და პრევენცია?

- ხანდაზმულობისას ხშირად იცვლება ქუთუთოების მდებარეობა. ცხიმოვანი და კანქვეშა ქსოვილის ატროფიის გამო ქუთუთოს საყრდენი არ აქვს და თვალის დახუჭვის დროს იგი მდებარეობას იცვლის. თუ ქუთუთოს კიდე წამწამებითურთ მთლიანად ან ნაწილობრივ შებრუნდა თვალის კაკლისკენ, იგი მუდმივად აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, რაც ანთებას იწვევს. ეს არის მოხუცებულობითი ენტროპიონი, რომელსაც ახასიათებს ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, სიწითლე. ასაკთან დაკავშირებული პროცესების გამო შეიძლება მოხდეს ქუთუთოს გადმობრუნება ანუ კიდის დაცილება თვალის კაკლისგან - მოხუცებულობითი ექტროპიონი. მუდმივი გაღიზიანების გამო გადმობრუნებული ქუთუთოს კიდე და ლორწოვანი დაზიანებულია, გაწითლებული, ხშირია ცრემლდენა.

ამ დაავადებათა მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით შეიძლება. კეთდება პლასტიკური ოპერაცია ქუთუთოს ნორმალური მდებარეობის აღსადგენად.

- რა არის კატარაქტა და როგორ ვლინდება იგი?

- კატარაქტა არის დაავადება, რომლის დროსაც თვალის ბროლი კარგავს გამჭვირვალობას. შემღვრევა თვალში შემავალი სინათლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, ამიტომ კატარაქტის უმთავრესი სიმპტომი მხედველობის თანდათანობითი დაქვეითებაა. დაწყებით კატარაქტას ახასიათებს მხედველობის უმნიშვნელო დაქვეითება და ვლინდება ბროლში პერიფერიიდან ცენტრისკენ მიმავალი შტრიხისებრი შემღვრევის არსებობით.

არამწიფე კატარაქტა მხედველობას უფრო აქვეითებს (რაც ბროლში შემღვრევების მატებასთან არის დაკავშირებული), ხოლო მწიფე კატარაქტას ახასიათებს მხედველობის მკვეთრი გაუარესება, რაც განპირობებულია ბროლის დიფუზური შემღვრევით. იგი მორუხო-მოთეთრო ხდება. მოხუცებულობითი კატარაქტის მომწიფება 1-დან 3 წლამდე ან უფრო მეტი ხნის მანძილზე მიმდინარეობს.


- როგორ მკურნალობენ კატარაქტას?

- კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი გზაა ქირურგიული ჩარევა. კონსერვატიული სამკურნალო ღონისძიებები (წვეთები, ინექციები და სხვა) მხოლოდ ანელებენ პროცესის პროგრესირებას და ამით გადაავადებენ ოპერაციას.

კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები შემღვრეული ბროლის ხელოვნურით შეცვლას ემყარება. ამჟამად ყველაზე თანამედროვე და გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა ფაკოემულსიფიკაცია, რომელიც ნაკლებტრავმულ და უსაფრთხო მეთოდად არის აღიარებული. იგი გულისხმობს კატარაქტის ექსტრაქციას ულტრაბგერის მეშვეობით. აღნიშნული ოპერაცია არ იწვევს პოსტოპერაციულ ასტიგმატიზმს, არ საჭიროებს ნაკერების დადებას და თვალის სწრაფ ანატომიურ და ფუნქციურ აღდგენას უზრუნველყოფს.

- ოფთალმოლოგებს ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც შემდგომ მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოზს უსვამენ. როგორ ვლინდება ის?

- მშრალი თვალის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური სინდრომია. იგი განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც უხვად არის მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი.

მშრალი თვალის სინდრომი ცრემლის აპკის ხარისხის დარღვევაა. ცრემლის თხელი აპკი ფარავს თვალის ზედაპირს და ხამხამით იცავს მას დაზიანებისა და გამოშრობისგან. ცრემლის აპკი შეიცავს რქოვანას კვებისთვის საჭირო ნივთიერებებს და თვალს პათოლოგიური მიკრობებისგან იცავს.

მშრალი თვალის სინდრომს მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანი დაბერებაა. დაბერებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ ცხიმოვან სეკრეტს გამოიმუშავებს - 65 წლის ასაკში ცხიმოვანი სეკრეტის წარმოქმნა 18 წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. ასეთი რამ ყველაზე მეტად მშრალი კანის მქონე ქალებშია გამოხატული. მშრალი თვალის განვითარება-დამძიმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც: ცხელი, მშრალი და ქარიანი კლიმატი, მაღალმთიანი რეგიონები, ჰაერის კონდიცირება და სიგარეტის გამონაბოლქვი. ასევე ბევრს უღიზიანდება თვალები კითხვის ან კომპიუტერზე მუშაობის დროს. ამ დროს უნდა გააკეთოთ ხანმოკლე პაუზა, გაახშიროთ თვალების ხამხამი და დისკომფორტის შეგრძნება გაქრება.

სიმშრალის შეგრძნება მას შეიძლება ჰქონდეს, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს. განსაზღვრული პრეპარატები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, A ვიტამინის ნაკლებობა, პარკინსონის დაავადება და სიოგრენის სინდრომი ასევე იწვევს მშრალი თვალის სინდრომს. ქალებს ჰორმონული ცვლილებების გამო, მენოპაუზის განვითარებასთან ერთად, ხშირად აღენიშნებათ მშრალი თვალის სინდრომი.

მისი სიმპტომები ასეთია:

  • თვალების ტკივილი, ჩხვლეტა და სიმძიმის შეგრძნება;
  • თვალების ადვილად დაღლა და დაძაბულობა;
  • ცრემლის გაძლიერებული პროდუქცია, განსაკუთრებით - სხვადასხვა არასახარბიელო ფაქტორების ზემოქმედებით;
  • სიმშრალე;
  • სიწითლე;
  • მხედველობითი შრომისუნარიანობის დაქვეითება.

არსებობს მშრალი თვალის დიაგნოსტირების რამდენიმე მეთოდი (ცრემლის წარმოქმნის სიჩქარის განსაზღვრა, ცრემლის აპკის აორთქლებისა და ხარისხის დადგენა), რომლის მიხედვითაც ექიმი ადგენს გამომწვევ მიზეზს.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ მშრალი თვალის სინდრომს?

- მკურნალობა ინდივიდუალურია. ხშირად მდგომარეობას აუმჯობესებს ხელოვნური ცრემლის (თვალის წვეთების სახით) რეგულარული გამოყენება. ამ წვეთების ნაწილი თხევადია და ხანმოკლე მოქმედება ახასიათებს, სხვები კი ბლანტია და უფრო მეტხანს რჩება თვალის ზედაპირზე.

უპირატესობა ენიჭება ხელოვნურ ცრემლს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს. ასეთი პრეპარატები უფრო კარგად ამშვიდებენ თვალს და იმავდროულად არ შეიცავენ თვალის გამაღიზიანებელ კომპონენტებს. ერიდეთ თვალის წვეთებს, რომლებიც სწრაფად ხსნიან თვალის სიწითლეს. ეს ეფექტი განპირობებულია კონიუნქტივის სისხლძარღვების შევიწროებით. ასეთ წვეთებს არ გააჩნია საკმარისი დამატენიანებელი თვისებები და შედეგად უფრო აღრმავებს პრობლემას.

მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი გულისხმობს საცრემლე წერტილების დახურვას პლასტიკური საცობებით, რითაც მცირდება თვალიდან წარმოქმნილი ცრემლის გადინება. საცობი შეიძლება იყოს დროებითიც (დამზადებული გამწოვი კოლაგენისგან) და მუდმივიც (სილიკონისა). ასევე რეკომენდებულია უბრალო, მარტივი ღონისძიებები. მაგალითად:

  • დღის განმავლობაში უფრო მეტი სითხის მიღება - 8-10 ჭიქისა დღეში (თუ არ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა ან სხვა პათოლოგია);
  • პერიოდულად თვალების ხშირი ხამხამი, განსაკუთრებით - კითხვისა და ტელევიზორის ყურების დროს. გახსოვდეთ, მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მარტო კომფორტის მისაღწევად, არამედ რქოვანას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

- როდის ჩნდება თვალებში მცოცავი წერტილები, სიკაშკაშე, შავი წერტილები და როგორ ვუმკურნალოთ?

- ბევრი უჩივის თვალწინ მოძრავ შავ წერტილს ან წერტილებს, რომლებიც მდებარეობას თვალის მოძრაობასთან ერთად იცვლის. ამას იწვევს თვალის ერთ-ერთი ნაწილის - მინისებრი სხეულის დესტრუქცია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ასაკობრივ დარღვევას უკავშირდება. მას მკურნალობა არ სჭირდება. დროთა განმავლობაში შეიძლება ეს წერტილები გაბაცდეს, გაფერმკრთალდეს. პაციენტიც ეგუება მის არსებობას, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს გამოკვლევები.

გაცილებით ყურადსაღებია თვალწინ ნათების, ნაპერწკლების გაჩენა, განსაკუთრებით - თუ პაციენტი ახლომხედველია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ მისვლა, რათა დათვალიერდეს ბადურა გარსი და გამოირიცხოს მისი დაზიანება.


- რა არის ქათმის სიბრმავე, როგორ ვლინდება, როგორ დავსვათ დიაგნოზი და როგორ მკურნალობენ მას?

- ქათმის სიბრმავე, ჰემერალოპია, ღამით მხედველობის დაქვეითებაა. დღისით მხედველობა ნორმალურია. ჰემერალოპია შეიძლება იყოს: თანდაყოლილი, შეძენილი და სიმპტომური. შეძენილი ჰემერალოპიის მიზეზია B1 და PP ვიტამინების ნაკლებობა. სიმპტომური ჰემერალოპია შეინიშნება ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს. ქათმის სიბრმავის სიმპტომებია:

  • მხედველობითი და სივრცითი ორიენტაციის შესუსტება ღამით;
  • სინათლისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
  • სიბნელისადმი ადაპტაციის პროცესის დარღვევა;
  • ელექტრორეტინოგრამის ცვლილებები;
  • მხედველობის ველის შევიწროება, განსაკუთრებით - ფერისა.

დიაგნოზს სვამენ დამახასიათებელი ჩივილების, კლინიკური სურათის, ასევე - ელექტრორეტინოგრაფიისა და სხვა გამოკვლევათა საფუძველზე.

თანდაყოლილი ჰემერალოპია მკურნალობას არ ექვემდებარება, სიმპტომური ჰემერალოპიის დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა, ხოლო შეძენილის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა. მიზანშეწონილია აღდგეს ვიტამინების რაოდენობა ორგანიზმში გარედან მიწოდებული პოლივიტამინების სახით.

გადავხედოთ მხედველობის გაუმჯობესებისათვის მოწოდებულ ძველ და ახალ რეცეპტებს:

სტაფილო თვალის დაავადებების პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი, A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა, წინ უძღვის მხედველობის პიგმენტის წარმოქმნას. ეს უკანასკნელი ბადურას მგრძნობიარე უჯრედებში შემავალი ნივთიერებაა, რომელიც იცვლება სინათლის ზემოქმედებით და მის გარეშე მხედველობა შეუძლებელია. არასათანადო კვების შემთხვევაში ღამის მხედველობა უარესდება.

ქათმის სიბრმავის პროფილაქტიკის მიზნით სტაფილოს რეგულარულ მიღებას გირჩევთ. ბეტა კაროტინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ მის ასათვისებლად აუცილებელია ცხიმი (არაჟანი, ზეთი, კარაქი). A ვიტამინს ასევე შეიცავს თევზის ქონი, კვერცხი, რძე, ღვიძლი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ვიტამინის ჭარბი მიღება ცვლის კანის ფერს, იწვევს სიყვითლეს, ორსულობისას - ნაყოფის განვითარების ანომალიებს. ასევე სასარგებლოა მხედველობისთვის მოცვი. მისი ნაყოფი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუცილებელია ბადურაში არსებული ტოქსინების გასანეიტრალებლად. ტოქსინებს შეუძლია დააზიანოს ბადურას მგრძნობიარე უჯრედები, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს. განსაკუთრებით აქტუალურია მოცვის მიღება მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს მუშაობა ქაღალდებთან ან კომპიუტერთან და დღის ბოლოს აღენიშნება თვალის გადაღლა.

- საუბრის დასასრულს რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნონ თვალისჩინი?

  • როგორც კი შეამჩნევთ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • სიტუაცია საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ, რათა მხედველობის კორექციის სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით დროულად შეაჩეროთ მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება.
  • მხედველობის ასაკობრივი გაუარესებისას ძალზე ეფექტურია ისეთი პრეპარატები და კვებითი დანამატები, რომლებიც ანტიოქსიდანტებსა და თუთიას შეიცავს.
  • სასარგებლოა სელენით,C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები, რადგან მათში შემავალი ნივთიერებები დროულად და ეფექტურად უვნებელყოფს იმ მავნე მოლეკულებს, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებას აჩქარებს.
  • ხანდაზმულებს ვურჩევთ, მუდმივად იკონტროლონ არტერიული წნევა, წელიწადში ორჯერ მაინც შეიმოწმონ სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარი.
  • კარგი იქნება, თუ მუდმივად ატარებთ მზის სათვალეს, განსაკუთრებით - მზიან ამინდში.
  • დროულად და საფუძვლიანად უმკურნალეთ გლაუკომასა და კატარაქტას.
  • კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ სათვალე, რომელსაც ხმარობთ. ხშირად თვალის გადაღლა, წვა, აცრემლება, თავის ტკივილი და შრომის უნარის დაქვეითება არასწორად შერჩეული სათვალის დამსახურებაა.