/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

სწორი ნაწლავის დაავადებები

სწორი ნაწლავის დაავადებები
ჰემოროიდული დაავადება- ბუასილი, ანალური ნაპრალი, სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სწორი ნაწლავის კიბო ჩვენში გავრცელებული ის

პროქტოლოგიური დაავადებებია, რომელთა მკურნალობაც ყველაზე ხშირად ითვალისწინებს ქირურგიულ ჩარევას.

  • ბუასილი

ბუასილის საწყის სტადიაში, თუ ავადმყოფს შესაძლებლად მიაჩნია, სათანადო რეჟიმის დაცვით მომავალში თავიდან აიცილოს დაავადების გამწვავება და აქვს კიდეც საამისო გამოცდილება, შესაძლოა, მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით შემოიფარგლოს. ეს ბუასილის მკურნალობის პალიაციური, დამზოგველი ქირურგიული მეთოდებია, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:

  1. სკლეროთერაპია. შპრიცით ჰემოროიდულ კვანძში შეჰყავთ სპეციალური მასკლეროზებელი სითხე, რომელიც სისხლძარღვოვანი ღრუს შემაერთებელი ქსოვილით შეცვლას იწვევს. ჰემოროიდული კვანძი ერთგვარად ილუქება, სისხლდენა წყდება, გარეთ გამოვარდნილი კვანძები პატარავდება და უკან, სწორი ნაწლავის არხში ბრუნდება. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. გართულებების რისკი მინიმალურია. ადრეულ სტადიაში შედეგი განკურნებაა.
    1. გაითვალისწინეთ: სკლეროთერაპიის ჩატარება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა გამოხატულია ჰემოროიდული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომი- სისხლდენა. ბუასილის კვანძების თრომბოზის ან მათი გამოვარდნის დროს სკლეროთერაპიის ჩატარება არ შეიძლება.
  2. ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია. ამ მეთოდით მკურნალობისას სპეციალური აპარატის- ფოტოკოაგულატორის მეშვეობით ხდება ჰემოროიდული კვანძის სისხლძარღვთა მოწვა, რაც ასევე ამცირებს სისხლდენას, კვანძი პატარავდება და ნაწლავის კედელზე ფიქსირდება. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ის უპირატესად მაშინ ტარდება, როდესაც აღინიშნება არცთუ ინტენსიური სისხლდენა.
  3. ლატექსის რგოლებით ლიგირება. ჰემოროიდული კვანძის ფუძეზე სპეციალური მოწყობილობის საშუალებით აცვამენ ელასტიკური რეზინის რგოლს, რომელიც არღვევს კვანძის სისხლმომარაგებას. შედეგად იგი 7-10 დღის შემდეგ თავისთავად იშლება. ეს მანიპულაცია ყველაზე ხშირად ბუასილის გვიან სტადიაზე ტარდება, როცა სისხლდენას დიდი ზომის შიგნითა ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ერთვის.
  4. ლაზეროთერაპია. ჰემოროიდული დაავადების სამკურნალოდ ლაზერს მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო იყენებენ. ეს დასაშვებია ჰემოროიდულ კვანძთა გამოხატული თრომბოზისა და გამოვარდნის შემთხვევაში.

ბუასილის სამკურნალო დამზოგველი ქირურგიული მანიპულაციები რადიკალურობისგან შორს დგას. მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება კონსერვატიულ მკურნალობას არ ემორჩილება ან არსებობს ქირურგიული ჩარევის სერიოზული უკუჩვენება.

  • ჰემოროიდექტომია
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და, რაც მთავარია, არსებობს საამისო ჩვენება, ტარდება ოპერაცია- ჰემოროიდექტომია, ბუასილის რადიკალური ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მყარი შედეგის მისაღწევი ერთ-ერთი გზაა.

ჰემოროიდექტომიის ჩვენებებია:

  1. ბუასილის კვანძების ხშირი თრომბოზი - ინტენსიური ტკივილი, რომელიც ირადიაციას განიცდის შორისის, გავა-კუდუსუნის, წელის არეში, სიარულისა და ჯდომის გაძნელება, რასაც ერთვის შარდის შეკავება, საერთო აგზნებულობა, უძილობა და უმადობა. აღინიშნება სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილის ტოპოგრაფიულ-ანატომიური ცვლილებები- თრომბირებული ჰემოროიდული კვანძები, რომლებიც ერთ კონგლომერატად არის შერწყმული. სწორი ნაწლავის ირგვლივ კანი შესიებულია, დუნდულთაშორისი ნაოჭი- გადასწორებული. ასეთ პირობებში კავერნულ სხეულებში სისხლის მიმოქცევა კიდევ უფრო მეტად არის მოშლილი, პროცესს ერთვის ინფექცია, თრომბირებულ კვანძებზე ჩნდება ეროზიები და წყლულები, ზოგჯერ კი საქმე მათ ნეკროზამდეც მიდის.
  2. ინტენსიური ჰემოროიდული სისხლდენა - ალისფერი ინტენსიური სისხლდენა, რომელიც არ ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას და ძლიერ ანემიას იწვევს.
  3. ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა, ბუასილის II-III სტადია - დეფეკაციის დროს კვანძების სისტემატური გამოვარდნა, რომლებსაც ავადმყოფი ხელით ისწორებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ასეთი მდგომარეობაა, დეფეკაციისას, თუ მასა მყარია გასუფთავებისას ქაღალდზე ვნახულობ მცირე რაოდენობით სისხლს. თითქოს კანი მეფხაჭნებაო ასეთი შეგრძნება მაქვს. მხოლოდ პირველი გასუფთავებისას, შემდეგ აღარ. ანუ დიდი რაოდენობით არა სისხლი. საცვალზე გამონადენი საერთოდ არაა არც დღის არცერთმონაკვეთში. არც მუდმივი ტკივილი ან სერიოზული დისკომფორტი არ მაქვს. მხოლოდ მყარი მასის გამოსვლას მოყვება მცირე სისხლი და გაფხაჭნის შეგრძნება. დაახლოებით 2 კვირაა ასეა. როგორ უნდა მოვიქცე რომ ეს დისკომფორტი აღმოვფხვრა? მადლობა!</p>

ჰემოროიდული კვანძები გარეთ ვარდება არამცთუ ჭინთვის, არამედ ხველების, ცემინებისა და უმნიშვნელო მოძრაობის დროსაც კი. ხელით უკან შებრუნებული კვანძები, მართალია, ჩვეულ მდგომარეობას მოკლე ხანში უბრუნდება, მაგრამ კანთან მათი ხშირი კონტაქტი იწვევს ქავილს, წვას, ანუსის ირგვლივ ნაოჭების გაუხეშებასა და გაღრმავებას. კვანძების გამოვარდნის პარალელურად სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსიც მეტ-ნაკლებად ჩართულია პათოლოგიურ პროცესში და ნაწილობრივ ისიც ვარდება გარეთ. ჰემოროიდექტომიის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ობიექტური მონაცემების მიხედვით არ შეიძლება. ქირურგმა უნდა განუმარტოს პაციენტს, დაავადების სტადიის გათვალისწინებით რატომ არის მიზანშეწონილი ქირურგიული მკურნალობა, თუმცა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არჩევანზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია, როცა ჰემოროიდული კვანძებიდან ინტენსიური სისხლდენის ნიადაგზე გამოხატულია მკვეთრი ანემია. ასეთ დროს სათანადო წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ ოპერაციის ჩატარება აუცილებელია.

  • ანალური ნაპრალი

ანალური ნაპრალი ჩნდება ანალურ არხში, ძირითადად- უკანა კედელზე, და ლორწოვანი გარსის სწორხაზოვან ან სამკუთხა დეფექტს წარმოადგენს. ანალური ნაპრალის შორს წასული ფორმების მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები უმეტესად არ იძლევა წარმატების გარანტიას, მაგრამ მაინც უნდა იცადოს.

ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მავნე პროდუქტები- ძეხვეული სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

როცა ანალური ნაპრალის არეში პათანატომიური ცვლილებები არც ისე ღრმაა, შესაძლოა დაინიშნოს თბილი ჯდომითი აბაზანები, რექტალური სანთლები, ზეთოვანი ნივთიერებების მიკროოყნები, ჩატარდეს შეკრულობის საწინააღმდეგო ღონისძიებები. უეფექტობის შემთხვევაში იყენებენ ანალური ნაპრალის კონსერვატიულ და ქირურგიული მკურნალობის ზღვარზე მყოფ, ე.წ. ნახევრად ქირურგიულ მეთოდებს: კეთდება პრესაკრული (გავის ძვლისწინა) ბლოკადები, ნაპრალის არეში ნივთიერებათა ცვლის პროცესზე აქტიურად მოქმედი საშუალებების ინექციები, ძალდატანებით იჭიმება სფინქტერი.

თუ ამ ღონისძიებებმა კლინიკური ნიშნები არ გააქრო- ჯერ კიდევ აღინიშნება ანალური ნაპრალისთვის დამახასიათებელი ტკივილი, რომელიც უკავშირდება დეფეკაციის აქტს და ლოკალიზებულია ანალურ არეში, ძლიერია და ირადიაციას განიცდის ქვედა კიდერებზე, შორისის, გავისა და წელის მიდამოში (რაც დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობაზე მიგვანიშნებს), ამასთანავე, ფიბროზული, გადაგვარებული, უხეში კიდეები აქვს,- აშკარაა, რომ განკურნება მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას თუ შეუძლია.

  • სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნეები

სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნეებია პოლიპები, ტერატომები და პერიანალური კონდილომები.

  • პოლიპები

სწორი ნაწლავის პოლიპები ეპითელური სიმსივნური წარმონაქმნებია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ადენომები- სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი პოლიპები, რომლებიც წარმოადგენს კარგად შემოსაზღვრულ, სხვადასხვა ზომის (რამდენიმე მილიმეტრიდან ათეულ სანტიმეტრამდე) ვარდისფერ ან წითელ კვანძებს. უმეტესად კონუსისებრი, ოვალური ან მრგვალია. სწორი ნაწლავის პოლიპების კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურება ის არის, რომ ისინი ხშირად ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნება. რაც უფრო დიდი ზომისაა პოლიპი, მით უფრო მაღალია მისი მალიგნიზაციის (ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარების) ინდექსი. 1 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის ადენომები ამ კუთხით საშიში არ არის. რაც შეეხება მათ ქირურგიულ მკურნალობას, 1 სმ დიამეტრის პოლიპთა აღმოჩენისას აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება, რათა დადგინდეს, სიმსივნის რომელ ჯგუფს ეკუთვნის წარმონაქმნი. საზოგადოდ, როცა პოლიპი მეტისმეტად დიდია, აუცილებელია მისი ამოკვეთა, რადგან ხდება ხოლმე, რომ დიდი ზომის პოლიპის ზედაპირიდან აღებულ ბიოფსიურ მასალაში უჯრედული ატიპიზმი არ არის გამოხატული, მისი ამოკვეთის შემდეგ ოპერაციული პრეპარატის სრულყოფილი მორფოლოგიური შესწავლით კი დგინდება, რომ საქმე გადაგვარებულ ავთვისებიან წარმონაქმნთან გვქონია.

ოპერაციის საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: სად მდებარეობს პოლიპი. როდესაც იგი სწორი ნაწლავის შუა ნაწილშია ლოკალიზებული და მისი დიამეტრი 1 სმ-ს არ აღემატება, თითქმის არ იძლევა კლინიკურ გამოვლინებას და არც მისი მოკვეთაა საჩქარო, მაშინ, როცა სწორი ნაწლავის დაკბილულ ხაზთან მდებარე იმავე ზომის პოლიპი შესაძლოა ჭინთვისას სწორი ნაწლავიდან გამოვარდეს, დაწყლულდეს და დანეკროზდეს, ამიტომ ასეთი მდებარეობის მქონე თუნდაც მცირე ზომის პოლიპების მოკვეთა სასურველი და ზოგჯერ აუცილებელიც კია.

  • სწორი ნაწლავის ტერატომები

ტერატომა სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილის სიმსივნეა. ის კეთილ¬თვისებიანია, თუმცა არსებობს მისი ავთვისებიან სიმსივნედ მალიგნიზაციის საფრთხე, ამიტომ დიდი ზომის ტერატომების მკურნალობისას რადიკალური ქირურგიული მეთოდის დროული გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია.

  • პერიანალური კონდილომები

კონდილომები პერიანალურ მიდამოში წარმოქმნილი მოვარდისფრო, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და რაოდენობის მახვილბოლოიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. მათი ელექტროკოაგულაცია ან მოკვეთა საჭიროა მაშინ, როდესაც კონდილომები პროგრესულად იზრდება და მრავლდება, პაციენტს აღენიშნება ჭარბი ლორწოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან, უჭირს განავალსა და აირებზე გასვლა. კონდილომებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან შესაძლებელია, ჰისტოლოგიურად კეთილთვისებიანი ხასიათის სიმსივნე კლინიკურად ავთვისებიანად მიმდინარეობდეს.

  • სწორი ნაწლავის კიბო

სწორი ნაწლავის კიბო საწყის სტადიაში კლინიკური გამოვლინებებით ძლიერ ჰგავს ბუასილს და სწორი ნაწლავის სხვადასხვა კეთილთვისებიან დაავადებას, ამიტომ ხშირად მისი აღმოჩენა გვიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ბუასილის დროს სისხლდენა აღინიშნება დეფეკაციის დამ¬თავრებისას, ხოლო კიბოს დროს- დეფეკაციის წინ. გარდა ამისა, ბუასილის დროს სისხლი სუფთა და შეუცვლელია, კიბოს დროს კი ლორწოსა და განავალშია არეული. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე აუცილებელია პროქტოლოგის კონსულტაცია, რადგან რაც უფრო ადრე გამოავლენენ სწორი ნაწლავის კიბოს, მით უფრო საიმედოა პროგნოზი და მკურნალობის შედეგიც უკეთესია. სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა თითქმის ყოველთვის ოპერაციულია.

კომენტარები (6)
გოგა
დეფეკაციის მერე მთელი დღის განმავლობაში გამონადენები მაქ განავლის დასისხლის სახით თან სუნით მირჩიეთ რამე
თარიღი : 30-10-2019
ეთერი
მოგესალმებით, უკვე სამი დღეა მაწუხებს გაუვალობა და ვგრძობ უცხო სხეულს ნაწლავში, რომელიც ჭითვისას დაბლა ჩამოდისკონუსივით და სისხლი მოყვება, მაგრამ კუჭში ვერ გავდივარ ,დახშულია ნაწლავი, შემოდგომაზე მქონდა ბუასილი და რელიფის ხმარების შემდეგ აღარ შეუწუხებივარ, რას მირჩევთექიმთან ვიზიტამდე შემიძლია თუ არა გავიკეთო კლიზმა?
თარიღი : 16-03-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები

მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ

ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი
ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

რა მივირთვათ?
სრულად
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სწორი ნაწლავის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები