/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.

სტატისტიკურად ამის ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი ჰემოროიდული დაავადება – ბუასილია, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბუასილი ანალური სისხლდენის ერთადერთი მიზეზი სულაც არ არის.

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ სწორ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისას დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული უხერხული მომენტების გამო პაციენტები თავს არიდებენ სპეციალისტთან ვიზიტს და მას მხოლოდ პრობლემის უკიდურესად გამწვავების და სიცოცხლის საფრთხესთან დაკავშირებული შიშის გაჩენის შემდგომ სტუმრობენ.

ანალური სისხლდენა შესაძლოა იყოს წვეთოვანი, ნაკადად და შხეფებადაც, ეს უკანასკნელი დაავადებების საკმაოდ შორს წასული ფორმებისთვისაა ნიშანდობლივი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ძლიერი, უხვი სისხლდენა სწორი ნაწლავის ზედა ნაწილში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს, თუმცა სისხლდენის ნამდვილი მიზეზის დადგენა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა, რამდენადაც უკვე არსებული ბუასილის ფონზეც შესაძლოა განვითარდეს სხვა, მეტად სერიოზული პათოლოგიები, რომელთაც ასევე ახასიათებთ სისხლდენა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების უნარი შესწევთ.

პროქტოლოგიური სისხლდენა ერთნაირი პრობლემაა ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის, ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ ჰემოროიდული დაავადების გაახალგაზრდავებას და გვამცნობენ, რომ ბუასილთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ადამიანები უკვე საკმაოდ მცირე ასაკში ეჯახებიან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. ვარ 28 წლის გოგო, დეფეკაციის დროს შევნიშნე სისხლი, ამის შემდეგ ვიყავი პროქტოლოგთან გამსინჯა და მითხრა რო არაფერი კვლევა არ მესაჭიროებოდა, მხოლოდ ნატალსიდის სანთელი დამინიშნა 10 დღე... დიაგნოზი: შიგნითა ჰემოროიდული კვანძი, ეროზიის და წყლულის გარეშე.. დიეტა არ გჭირდებაო ასე მითხრა და ისიც მითრა არაფერი არ არის ეს ისეთი, ყველას აქვს თითქმისო.. დავიწყე ამ სანთლის გაკეთება და მეორე გაკეთების დროს ვიგრძენი წვა და დამეწყო ფაღარათი.. რომ დავურეკე წვა იცის ცოტაო, მაგრამ ფაღარათი არაო.. მაშინ შეწყვიტეო. შევწყვიტე 1 კვირისწინ.. გუშინ მომიწია ალკოჰოლის დალევა და დღეს ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას უკანა ტანში და ცოტა წვას... თქვენი აზრი მაინტერესებს ამ დიაგნოზზეც და სანთელზეც.. ანუ ასე თავისით ჩაცხრება რო არ გავიკეთო ან რო გამირთულდეს... მადლობა წინასწარ</p>

სისხლდენის მიზეზები

სპეციალისტმა ანალური სისხლდენისას შესაძლოა აღმოაჩინოს:

  • სწორი ნაწლავის ფისტულა ან მისი ნაპრალი. ყაბზობისკენ მიდრეკილი ადამიანის სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობა, რომელიც დეფეკაციისას მექანიკურად ზიანდება განავლოვანი მასებით და იწვევს სისხლდენას. ამასთან, ლორწოვანი გარსის გარდა, შესაძლოა ზიანი ადგებოდეს როგორც ანალურ ხვრელს, ასევე თავად სწორი ნაწლავის სფინქტერსაც;
  • სწორი ნაწლავის დივერტიკული – პათოლოგია, რომელიც უპირატესად დამახასიათებელია საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის – ნაწლავში ჩნდება მოდუნებული, გამობურცული კედელი – ე.წ. ჯიბეები, დივერტიკულები, რომლებშიც გროვდება განავლოვანი მასები, დეფეკაციისაც დივერტიკულები ზიანდება, ანთებითი პროცესები ვითარდება და ამ უბნებიდან იწყება სისხლდენა;
  • სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს ნაწლავური ინფექციებისთვის დამახასიათებელი გახანგრძლივებული ფაღარათი 3 დღე და მეტი დროით;
  • ანთებითი სისხლმდენი კერები და შესაბამისად, სისხლდენაც დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადებისთვისაც;
  • ნებისმიერი ზომის და რაოდენობის პოლიპიც შეიძლება მცირე თუ უხვი სისხლდენის მიზეზი გახდეს;
  • სწორი ნაწლავის კიბოს ახასიათებს ფარული სისხლდენაც;
  • ზოგჯერ ანალური სისხლდენა ტუბერკულოზსა და პარაზიტული ჭიებით ინვაზიასაც უკავშირდება.

სისხლდენის თანმდევი ნიშნები

სისხლი დეფეკაციისას შესაძლოა იყოს როგორც ერთეული სიმპტომი, ასევე ახლდეს ორგანიზმში არსებული პრობლემების შესახებ სასიგნალო სხვა ნიშნებიც, როგორებიცაა:

  • ტკივილი – უშუალოდ დეფეკაციისას, უნიტაზზე ჯდომისას, შეტევისმაგვარი ან თან სდევდეს სხეულის ტემპერატურის მატება;
  • განავლოვან მასებში ლორწოს არსებობა;
  • დიარეა;
  • ყაბზობა;
  • ადვილად დაღლა;
  • წონის კლება;
  • მადის დაქვეითება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ონკოლოგიური მიზეზი ანალური სისხლდენისას პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და განავალში სისხლი შეუმჩნეველი და დაფარულია. სიმსივნის არსებობაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს წონის მკვეთრი კლება, ადვილად დაღლა, სხეულის ტემპერატურის მცირედ მატება.

სიმპტომების მიუხედავად, ანალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს და სპეციალისტი მას ადვილად დაადგენს.

ანალური სისხლდენა, საზოგადოდ, მიგვითითებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის, ანუსის სისხლძარღვების, ანალური ხვრელისა და საკუთრივ სწორი ნაწლავის დაზიანებაზე, ამიტომ ასეთ დროს პანიკა საჭირო არ არის, უმჯობესია დროულად მივმართოთ ექიმ პროქტოლოგს მიზეზის დასადგენად და დროული მკურნალობის დასაწყებად.

როგორი შეიძლება იყოს პროქტოლოგიური ჰემორაგია

  • დეფეკაციის აქტის ბოლოს ნაკადოვანი სისხლდენა ან სისხლის წვეთები დამახასიათებელია ბუასილისა და ანალური ნაპრალისთვის. ამასთან, დეფეკაციას თან ახლავს წვა და ქავილის შეგრძნება.ამ დროს ჩანს ალისფერი სისხლი, რომელიც არ არის შერეული განავალთან;
  • ზოგჯერ ასეთი ჰემორაგია იწვევს დღე-ღამის განმავლობაში 100-200 მლ სისხლის დაკარგვას და ამგვარი ეპიზოდების განმეორება ანემიის მიზეზი ხდება;
  • სისხლის შედედებული ნაწილები მიგვანიშნებს ანთებით პროცესებზე, კოლიტების, დივერტიკულოზის და სიმსივნეების არსებობაზე. რაც უფრო შორს არის ანალური ხვრელიდან დაზიანებული სისხლმდენი უბანი, მით უფრო ერთგვაროვანია სისხლის ნარევი განავალთან და მით უფრო მუქია;
  • ნაკლებშეცვლილი სისხლი თხევად მდგომარეობაში ან შედედებული სახით გამოიყოფა დეფეკაციისას არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადებისას, ასევე დივერტიკულოზისას, დაწყლულებული სიმსივნური ქსოვილებიდან;
  • ზომიერი უმტკივნეულო სისხლდენაა სწორი ნაწლავის პოლიპისას, რაც ნაწლავის ლორწოვანი გარსის ერთგვარი სიმსივნისმაგვარი ქსოვილოვანი წარმონაქმნია;
  • უხვი სისხლდენა შესაძლოა თან ახლდეს სწორი ნაწლავის დივერტიკულოზს, წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას;
  • განავალი შავი ფერისაა ღვიძლის ციროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სიმსივნისას;
  • ტუალეტის ქაღალდზე ალისფერი სისხლის ნაკვალევი, ასევე სისხლისა და ლორწოს ნაკვალევი საცვალზე დამახასიათებელია ბუასილის გვიანი სტადიისა და სწორი ნაწლავის გამოვარდნისთვის;
  • სისხლი საცვალზე ლორწოს გარეშე ახასიათებს სწორი ნაწლავის სიმსივნეს;
  • განავალთან შერეული სისხლი და ლორწო დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტის, პროქტიტის, პოლიპების და სწორი ნაწლავის სიმსივნისთვის;
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენა შესაძლოა იყოს რეაქცია გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე, განსაკუთრებით ეს კალიუმის შემცველი პრეპარატები და ანტიბიოტიკებია, ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ აცნობოთ მკურნალ ექიმს!

გაითვალისწინეთ! სწორი ნაწლავიდან სისხლი ნორმა არასდროს არის, ნებისმიერი ტიპის ანალური სისხლდენა პათოლოგიისა თუ დარღვევის შედეგია.

პროქტოლოგიური კვლევა

პროქტოლოგიური დათვალიერება ბუასილის და ანალური ნაპრალის, ასევე 25 სმ სიღრმემდე არსებული ახალწარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტი ეჭვს მიიტანს ავთვისებიან სიმსივნეზე, პაციენტს ენიშნება გამოკვლევა ფარულ სისხლზე, სპეციალური ონკოტესტები და კოლონოსკოპია – სწორი ნაწლავის დათვალიერება, რომელიც პრაქტიკულად ყველა პროქტოლოგიურ პრობლემას აღმოაჩენს.

შესაძლოა დაინიშნოს ირიგოსკოპია – რენტგენული კვლევა კონტრასტული ნივთიერებით.

დიაგნოსტიკამდე საჭიროა სწორი ნაწლავის გასუფთავება და რამდენიმე დღე დიეტის დაცვა, ნაწლავებში აირების წარმოქმნის შესამცირებლად. ამ მიზნით გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი, ბანალური ოყნები, ისე გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ნაწლავს დაცლის.

თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდებისადმი, შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენება ან სპინალური ანესთეზია, წამოიდგინეთ, ზოგადი ნარკოზიც კი.

ვაგვარებთ პრობლემებს

მიზეზის მიუხედავად, სპეციალისტებს შეუძლიათ აირჩიონ მკურნალობის როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდები, უმეტეს შემთხვევაში საჭირო ხდება სპეციალური დიეტის დაცვა.

კონსერვატიული მკურნალობით ნორმალიზდება დეფეკაცია და სწორ ნაწლავს ვაცილებთ დეფეკაციისას ტრავმირების მიზეზს და მის კედელზე ზედმეტ მექანიკურ ზემოქმედებას.

დასაწყისში პაციენტების უმეტესობა მკურნალობას ეწევა სპეციალური რექტალური სანთლებითა და მალამოებით, რომლებიც ეფექტიანი მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიაზეა, თანამედროვე კომპლექსური მკურნალობის გარეშე პრობლემა ღრმავდება, მწვავდება და მისი მოგვარება მით უფრო რთულდება.

რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდს, თანამედროვე პროქტოლოგიაში გამოიყენება ნაკლებინვაზიური და დამზოგველი მეთოდები, რომლებიც პაციენტს საკმაოდ სწრაფად უბრუნებს ცხოვრების ჩვეულ წესს.

აპარატული ქირურგია, რომელიც რადიოტალღოვანი და ლაზერული მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს, მინიმალური დაზიანებით ახერხებს დაზიანებული ქსოვილებისა თუ ახალწარმონაქმნების მოცილებას და პრაქტიკულად გართულებების გარეშე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ვადებს.

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შინ იმავე დღეს ან 24 საათში ბრუნდება, ზოგადი რეაბილიტაცია 14 დღიდან – თვემდე გრძელდება, გამონაკლისია მძიმე და გართულებული შემთხვევები.

ერთჯერადი სისხლდენა

შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ყაბზობისადმი მიდრეკილმა ადამიანმა ერთჯერადად შეამჩნიოს სისხლდენა და იგი აღარ განმეორდეს, ეს მიგვითითებს სფინქტერის დაზიანებაზე და ექიმთან ვიზიტი საჭირო არ არის.

კომენტარები (2)
ნინო
სალამი, ძალიან მაწუხებს უკვე უკანა ტანიდან სისხლდენა და შემდეგ წვა,არ ვარ საქართველოში და რა პრეპარატი შეიძლება ვიყიდო იტალიაში,რომ დროებით მივიღო სანამ საქართველოში ჩამოვალ? მადლობა
თარიღი : 02-12-2024
ლიკა
როგორ უშველო სისხლდენას განავალსე გასვლის დორს
თარიღი : 12-09-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები

მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ

ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

რა მივირთვათ?
სრულად
რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი თუ უკანა ტანის ქავილი გაწუხებთ

ანალური ქავილი-მიზეზები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები