/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები

მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).

კოლორექტული კიბო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებიდან სიხშირით პირველ ადგილზეა, ხოლო ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო სტრუქტურაში მე-2-3 ადგილებს იკავებს.

სწორედ კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ექიმი ქირურგი, ონკოლოგი, ენდოსკოპისტი, კოლო-პროქტოლოგი, თსსუ-დოქტორანტი, თსსუ-ს მოწვეული პედაგოგი, გიორგი მერაბიშვილი. ბატონი გიორგი მეტად გულისხმიერი და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალია. ამ ყურადღებიან და თავდადებულ ექიმს უამრავი პაციენტი ემადლიერება.

- ბატონო გიორგი, სწორი და მსხვილი ნაწლავების სიმსივნური პათოლოგიებიდან რომელი უფრო ხშირად გვხვდება, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი წარმონაქმნები?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- როგორც წესი, უფრო ხშირად გვხვდება სწორი ნაწლავის პოლიპები, რომლებიც განიხილება კეთილთვისებიან წარმონაქმნებად. საყურადღებოა, რომ პოლიპებს აქვთ დროთა განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის შესაძლებლობა. ნაკლებად ხშირად გვხვდება მსხვილი ნაწლავის ლიპომა ან იშვიათი ფორმის სიმსივნეები.

რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის კიბოს, 2020 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა მსხვილი ნაწლავის კიბოს 1.9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო აღნიშნული პათოლოგიით ამავე წლის განმავლობაში მსოფლიოში გარდაიცვალა 0.9 მილიონი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებს აქვს ზრდადი დინამიკა, საყურადღებოა ისიც, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევები სულ უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. ვარ 28 წლის გოგო, დეფეკაციის დროს შევნიშნე სისხლი, ამის შემდეგ ვიყავი პროქტოლოგთან გამსინჯა და მითხრა რო არაფერი კვლევა არ მესაჭიროებოდა, მხოლოდ ნატალსიდის სანთელი დამინიშნა 10 დღე... დიაგნოზი: შიგნითა ჰემოროიდული კვანძი, ეროზიის და წყლულის გარეშე.. დიეტა არ გჭირდებაო ასე მითხრა და ისიც მითრა არაფერი არ არის ეს ისეთი, ყველას აქვს თითქმისო.. დავიწყე ამ სანთლის გაკეთება და მეორე გაკეთების დროს ვიგრძენი წვა და დამეწყო ფაღარათი.. რომ დავურეკე წვა იცის ცოტაო, მაგრამ ფაღარათი არაო.. მაშინ შეწყვიტეო. შევწყვიტე 1 კვირისწინ.. გუშინ მომიწია ალკოჰოლის დალევა და დღეს ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას უკანა ტანში და ცოტა წვას... თქვენი აზრი მაინტერესებს ამ დიაგნოზზეც და სანთელზეც.. ანუ ასე თავისით ჩაცხრება რო არ გავიკეთო ან რო გამირთულდეს... მადლობა წინასწარ</p>

- რა არის მსხვილი და სწორი ნაწლავის (კოლორექტული) კიბოს ხელშემწყობი ფაქტორები? რას გვეტყვით ასაკობრივ და სქესობრივ თავისებურებებზე?

- დაავადების ყველაზე დიდი გავრცელება დაფიქსირებულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული აფრიკასა და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში. ასეთი გეოგრაფიული განსხვავებები, როგორც ჩანს, საკვებ პროდუქტებსა და გარემოს უკავშირდება, რასაც ალბათ საფუძვლად უდევს გენეტიკური წინასწარგანწყობა.

დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებიც კოლორექტული კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს უკავშირდება. პოტენციური მაპროვოცირებელი ფაქტორებია დაბალი ფიზიკური აქტიურობა, არაჯანსაღი საკვები, თამბაქოს მოხმარება და სიმსუქნე. ითვლება, რომ ეს ფაქტორები არსებითად პროპორციულია კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების აღმოცენების რისკისა. სხვა ფაქტორებს მიეკუთვნება კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამების არარსებობა, ან არასაკმარისი არსებობა, რაც ასევე უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ განსხვავებას. ასაკი კოლორექტული კიბოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. მსხვილი ნაწლავის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის. დაავადების გამოვლენა იწყება ძირითადად 40-50 წლის ასაკიდან და ყოველ მომდევნო დეკადაში ასაკსპეციფიკური ცვლილება ემატება.

- რა ჩივილებით გაკითხავენ პაციენტები სწორი ნაწლავის პოლიპების დროს? კიბოს დროს? როგორია ძირითადი სიმპტომები და კლინიკური გამოვლინებები?

- მსხვილი ნაწლავის პოლიპები, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს (ამიტომ არის მოწოდებული აღნიშნული პათოლოგიის სკრინინგი). კლინიკური გამოვლინებებიდან ადრეულ ეტაპზე საყურადღებოა სისხლდენა დეფეკაციის დროს, თანდართული მეტეორიზმითა და სხვა ზოგადი გასტროინტესტინური გამოვლინებებით. მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ნაწლავთა გაუვალობისთვის დამახასიათებელი ჩივილები და ანემია (სისხლნაკლებობა), რაც გამოვლინდება საერთო სისუსტითა და ადვილად დაღლით.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს შორსწასულმა და არანამკურნალებმა პათოლოგიამ? რატომ არის სწორი ნაწლავის კიბო ვერაგი და მომაკვდინებელი პათოლოგია?

- მსხვილი ნაწლავის კიბოს აქვს ოთხი ტიპის გართულება, ესენია: ნაწლავთა გაუვალობა, სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან, ნაწლავის პერფორაცია და ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში. გვხვდება ძირითადად III და IV სტადიის კიბოს დროს. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, პაციენტის მხრიდან შესაბამისი ჩივილების არსებობისას სპეციალისტთან იშვიათი და გვიანი მიმართვა და მეორე მხრივ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების მხრიდან ონკოლოგიური სიფრთხილის უგულებელყოფა. ეს გართულებები ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია, ვინაიდან მათი არსებობის შემთხვევაში 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად კლებულობს და 10-15%-ს არ აღემატება.

- როგორ ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავების სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა?

- მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ძირითადად გამოიყენება კვლევის ოქროს სტანდარტი - კოლონოსკოპია, ეს კვლევა საშუალებას იძლევა როგორც სიმსივნური პროცესის გავრცელების შეფასების, ისე მისი ზედაპირიდან ბიოფსიის აღებისა და მისი შემდგომი პათომორფოლოგიური შესწავლის, რასაც გადამწყვეტი როლი აქვს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში. დამატებით, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება მაღალტექნოლოგიური კვლევები - მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის კომპიუტერული/მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები.

- რას მოიცავს მკურნალობა?

- მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ის დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე, გავრცელებაზე, გართულების არსებობაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. ეს პროცესი იმართება გუნდური პრინციპით, კლინიკურ ონკოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან შეთანხმებით (თანმხლები დაავადებების მიხედვით). როგორც წესი, ქირურგიული და მედიკამენტური მკურნალობა მიმდინარეობს ერთდროულად. არსებობს მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდიც, გაუვალობით გართულებული სიმსივნის შემთხვევაში, ეს არის ნაწლავის სტენტირება, რაც თავიდან გვაშორებს ურგენტული ჩარევის აუცილებლობას და საშუალებას გვაძლევს შემთხვევა გახდეს მეტად მართვადი და პროცესი დავუქვემდებაროთ კონტროლს. მსხვილი ნაწლავის სტენტირება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და აქტიურად გამოიყენება. დღეისათვის ამ მეთოდით მკურნალობა ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ

ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

რა მივირთვათ?
სრულად
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.
სრულად
რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი თუ უკანა ტანის ქავილი გაწუხებთ

ანალური ქავილი-მიზეზები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები