ვინც ხელებს საპნით არ იბანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინც ხელებს საპნით არ იბანს

აქვს უკანა ტანის შემაწუხებელი ქავილი. როგორ მოვიქცეთ, რაიმე ახალი საშუალება თუ არსებობს? ჩვენ ვასმევდით ვერმოქსს.

წვრილ თეთრ ჭიებს, რომლებსაც ბავშვის ნაწლავებში უყვართ ცხოვრება, მახვილებს, ენტერობიუსებს უწოდებენ. ენტერობიოზი საყოველთაოდ გავრცელებული დაავადებაა. 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მისდამი დიდი მიმღებლობით გამოირჩევიან.

დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად კი თან ახლავს ზოგადი ინტოქსიკაცია და, რაც მთავარია, იწვევს უკანა ტანის ძლიერ შემაწუხებელ ქავილს, რაც ფსიქოსთენიური და ნევროზული მდგომარეობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. პარაზიტი ჭია ენტერობიუსი ადამიანის წვრილი ნაწლავის ქვემო ნაწილში ცხოვრობს. მდედრი ჩამოდის სწორ ნაწლავში, ანალური ნაპრალის გარშემო დებს კვერცხებს და კვდება. ამიტომაც არის დაავადებისთვის დამახასიათებელი უკანა ტანის ქავილი.

როგორ ავადდება ადამიანი

დაავადების წყარო მხოლოდ დაავადებული ადამიანია. გამომწვევი საკმაოდ გამძლეა გარეგანი ფაქტორებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ენტერობიუსის კვერცხი გარემოში 25 დღემდე ძლებს. კვერცხები შეიძლება მოხვდეს თეთრეულზე, სათამაშოებზე, ხალიჩებზე, აბაზანაში, ტუალეტში.

ვის შეიძლება დაემართოს ენტერობიოზი?

ყველას, ვინც არ იცავს პირადი ჰიგიენის წესებს, თუმცა დაავადების ძირითად რისკჯგუფს 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ბავშვის ინვაზია მოსალოდნელია იმ დღიდან, რა დღიდანაც ცოცვას დაიწყებს.

რა გვაეჭვებინებს ენტერობიუსის არსებობას?

  • მუცლის ტკივილი (ჭიპის ირგვლივ);
  • ხშირი გულისრევა და ღებინება;
  • ნაწლავის ფლორის დარღვევა (დიარეა);
  • დაღლილობა, გაღიზიანებულობა, მოუსვენარი ძილი;
  • ძილში კბილების კრაჭუნი;
  • ალერგიული გამოვლინებები (წვრილწინწკლოვანი გამონაყარი კანზე);
  • ქავილი უკანა ტანის არეში;
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • შარდსასქესო გზების ინფექციები;
  • დილით უსიამოვნო სუნი პირიდან;
  • ნერწყვით დასველებული ბალიში.

ამ ნიშნების არსებობისას საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა ენტერობიოზის დასადგენად ან გამოსარიცხად.

ენტერობიოზი ადვილად გადაედება ადამიანისგან ადამიანს ოჯახსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ მათაც, ვინც დაავადებულის გვერდით იმყოფება. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პოლიკლინიკაში ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

დიაგნოზს უკანა ტანის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში ენტერობიუსის კვერცხების აღმოჩენის საფუძველზე სვამენ. სისხლის საერთო ანალიზში ეოზინოფილების მომატება დამახასიათებელი არ არის. თუ მკურნალობა სრულყოფილად არ ჩატარდა ან ინვაზია ხელმეორედ მოხდა, მოსალოდნელია:

  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ზრდასა და წონაში ჩამორჩენა;
  • ანემია;
  • სწავლაში ჩამორჩენა, უყურადღებობა.
  • ენტერობიოზისთვის დამახასიათებელი გართულებებია:
  • შარდსასქესო გზების ხშირი ინფექციები;
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • აპენდიციტი;
  • კანის ანთება (დერმატიტი) უკანა ტანის არეში;
  • ნახეთქები (ქავილისგან) უკანა ტანის ხვრელის ირგვლივ;
  • ღამით შარდის შეუკავებლობა.

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობა უტარდება ინფიცირებული პირის ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა კლინიკური გამოვლინება. განსაკუთრებით ეხება ეს ბავშვებს. მკურნალობამდე აუცილებელია პარაზიტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. მკურნალობას ნიშნავს ექიმი.

პრეპარატები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ პრაქტიკაში, საკმაოდ ეფექტურია. ინიშნება დღეში ერთხელ, 3 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ. ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გამეორდეს 3-4 თვის შემდეგ.

როგორ დავიცვათ თავი

  • ბავშვი მივაჩვიოთ პირად ჰიგიენას (ხელების საპნით ბანას!).
  • გადავაჩვიოთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას, ფრჩხილების კვნეტას.
  • მოკლედ დავაჭრათ ფრჩხილები.
  • ღამით ჩავაცვათ მოხერხებული (არა სინთეტიკური) ტრუსი, რომელიც ჩაცმამდე უნდა დავაუთოოთ.
  • ხშირად გამოვუცვალოთ თეთრეული და ისიც ცხელი უთოთი დავაუთოოთ.
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგინი და პირსახოცი. მშობლებთან ერთად წოლა დაუშვებელია!
  • რეგულარულად დავალაგოთ ბინა სველი წესით. გამოვიყენოთ სადეზინფექციო სარეცხი და საწმენდი საშუალებები.
  • არა მხოლოდ ბავშვებმა, უფროსებმაც უნდა დავიცვათ გარკვეული წესები:
  • ხელები ყოველი ჭამის, ჩვილ ბავშვთან ან მის ნივთებთან კონტაქტის წინ საპნით დავიბანოთ.
  • საგულდაგულოდ გავრეცხოთ მწვანილი და ბოსტნეული, რომელსაც უმად მივირთმევთ. უკიდურეს შემთხვევაში, გადავავლოთ მდუღარე წყალი. გაურეცხავი ხილის ჭამას ვერიდოთ.
  • მივირთვათ თერმულად სათანადოდ დამუშავებული ხორცი და თევზი.
  • არ დავლიოთ წყალი ღია წყალსატევებიდან.
  • თუ ეჭვი გვაქვს, რომ ონკანის წყალი დაბინძურებულია, ვსვათ გადადუღებული.
  • შინაურ ცხოველებს (ძაღლს, კატას) რეგულარულად ჩავუტაროთ დეჰელმინთიზაცია ვეტერინარის დანიშნულებით.

ოჯახის რომელიმე წევრის დასნებოვნების შემთხვევაში რეკომენდებულია, ოჯახის თითოეულ წევრს ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა ექიმის კონსულტაციით. ამრიგად, ჭიებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ექიმის მიერ შერჩეული პრეპარატით მკურნალობის სრულყოფილი კურსის ჩატარება. აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი, ამასთან ერთად ბავშვი პირად ჰიგიენასაც უნდა მივაჩვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორე ინვაზიისგან დაზღვეულნი ვერ ვიქნებით.