/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს

კანის ქავილი ძლიერი დისკომფორტის შემქმნელი და ექიმ-დერმატოლოგთან მიმართვის ყველზე ხშირი მიზეზია.

ამ მდგომარეობის ერთ-ერთი გამომწვევი კანის პარაზიტებია. როგორ და რატომ ვითარდება კანის პარაზიტული დაავადებები, ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკა „მედი მედის“ ექიმი-დერმატოლოგი ელისო ბრეგაძე.

– ქალბატონო ელისო, კანის ქავილი, გარდა დისკომფორტისა, კიდევ რით შეიძლება იყოს უსიამოვნო?

– კანის ქავილისას ადამიანები იძულებულები არიან მოიფხანონ. მოქავება დროებით ხსნის ქავილს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება დაზიანდეს კანი, რაც ზოგჯერ იწვევს კიდევ უფრო ძლიერ ქავილს ან ინფექციას (მეორეული ინფექცია). ასევე, დროთა განმავლობაში კანი შეიძლება გასქელდეს და აიქერცლოს (ლიქენიფიკაცია).

– კანის ქავილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პარაზიტული დაავადებები. რომელია ეს დაავადებები?

– კანის პარაზიტული დაავადებები, მათი გავრცელების გამო, საკმაოდ აქტუალურ პრობლემად რჩება. კანის ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებები ტკიპებით გამოწვეული დაავადებებია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

კანის პარაზიტული დაავადებები ვითარდება პარაზიტების ზემოქმედების საპასუხოდ. კანის პარაზიტული დაზიანებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: პედიკულოზი, დემოდეკოზი და მუნი.

– რა დაავადებაა პედიკულოზი და როგორ ხდება დასნებოვნება?

– პედიკულოზის გამომწვევია ტილები. ტილები გვხვდება თავის თმიან ნაწილზე. ყველაზე ხშირად აზიანებს კეფის და საფეთქლის მიდამოს, ასევე წარბებსა და წამწამებსაც. მდედრი პარაზიტები თეთრ-ყვითელი ფერის კვერცხებს ამაგრებენ თმის ღერს. წილი მყარად ემაგრება თმას და ძალიან ძნელად შორდება. თითოეული მდედრი საშუალოდ 8-მდე ოვალური ფორმის კვერცხს დებს, რომლებიც სათითაოდ ემაგრება თმას. მწერები ინფიცირებული ადამიანიდან ჯანმრთელ ადამიანზე გადადიან მხოლოდ ახლო კონტაქტით.

ტილების ინვაზიის შედეგად ვითარდება პაპულები, ვეზიკულები, ერითემული ლაქები, რომლებიც ნაკბენის ადგილზე კანის გაღიზიანების გამო ჩნდება. ვითარდება დერმატიტი, ექსკორაციები. ამ შემთხვევაში ხდება ანთება, მეორადი პუსტულიზაცია, ექსუდაცია. ჩნდება ჩირქოვან-ჰემორაგიული ხასიათის ქერქები, რასაც მოჰყვება კანის დაზიანებული უბნების ლიქენიფიკაცია და პიგმენტაცია. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი. კანი შეიძლება დაზიანდეს სახის, ყურის ნიჟარების, კისრის, ზურგის და სხეულის სხვა მიდამოში. დიაგნოზი დგინდება წილისა და ტილის აღმოჩენით.

არსებობს ასევე ტანის პედიკულოზი, რომელსაც იწვევს მოთეთრო-ნაცრისფერი, მოყავისფრო ტილები, უფრო დიდი, ვიდრე თავის ტილები. ყველაზე ხშირად ზიანდება ის ადგილები, სადაც ტანსაცმლის ნაკეცები და ნაკერები ეხება კანს. მწერები სხეულზე ხვდებიან საყოფაცხოვრებო კონტაქტით და სახლდებიან ტანსაცმლის ნაკეცებში. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ბინძური ნივთების, თეთრეულის გამოყენებისას. ტიპური ლოკალიზაციაა წელის, მხრის, ზურგის ზედა ნაწილი, საზარდული-თეძოს ნაკეცები, მუცელი, მკლავები. მიზეზი ძირითადად ჰიგიენის წესების უგულებელყოფაა.

ინფიცირებულებს აქვთ აუტანელი ქავილი. ჩნდება მეორეული პიოგენური ელემენტები, ფოლიკულიტი, პუსტულები და ვითარდება ფურუნკულოზი. ხანგრძლივი პროცესის ადგილზე მუდმივი ქავილის არსებობისას ჩნდება ექსკორაციები, კანის გასქელება, ლიქენიფიკაცია კანში მოყვითალო-ყავისფერი ცვლილებებით და შემდგომი ჰიპოპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია.

ბოქვენის პედიკულოზი ვითარდება ბოქვენის მიდამოში. ასევე შესაძლებელია წარბების, წამწამების, წვერის, ულვაშის, იღლიის, იშვიათად თავის კანის დაზიანება.

ბოქვენის ტილები ადამიანის პედიკულოზის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. პარაზიტებს აქვთ ჭუჭყიანი ყვითელი, რუხი-მოყავისფრო ფერი. ინფიცირება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტით, მაგრამ დაავადების ძირითადი მიზეზი სქესობრივი კონტაქტია. კანზე ჩნდება პაპულები, ვეზიკულები, ინტენსიური ქავილით – ექსკორიაციები, აქერცვლა, ჰემორაგიული ქერქები. შეიძლება განვითარდეს პუსტულები იმპეტიგინიზაციით, დერმატიტით და ეგზემის მსგავსი რეაქციით.

– როგორ ხდება მკურნალობა?

– კანის დაზიანებული უბნების დამუშავებისას აუცილებელია წილების მოშორება თმიდან სავარცხლის საშუალებით. ასევე აუცილებელია ტანსაცმლის, თეთრეულის სანიტარული დამუშავება. არსებობს პედიკულოზის საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატი.

პიოდერმიით გართულებული პედიკულოზის თერაპია მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, როგორც ადგილობრივს, ასევე ზოგადს.

დერმატიტის დროს აუცილებელია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება. გარეგანი თერაპია უნდა მოიცავდეს სტეროიდულ მალამოებსაც.

– როგორია პრევენციული ქმედებები?

– უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანიტარულ-ჰიგიენურ ზომებს, პირად ჰიგიენას.

– კანის პარაზიტული დაავადებებიდან ასევე მნიშვნელოვანია დემოდეკოზი. რას წარმოადგენს ეს დაავადება?

– დემოდეკოზი დემოდექსის ტკიპებით გამოწვეული ადამიანებსა და ცხოველებს შორის გავრცელებული პათოლოგიაა.

ორგანიზმში რაიმე პათოლოგიური პროცესის, ნეიროენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, იმუნური და ასევე ქრონიკული ინფექციის კერების არსებობისას ორგანიზმი ტკიპის მიმართ მგრძნობიარე ხდება. დემოდექსის გააქტიურება აღინიშნება გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში, რაც უკავშირდება გაზრდილ ინსოლაციას, გარემოს ტემპერატურის, იმუნურ და ენდოკრინულ ცვლილებებს. ყველაზე ხშირად ტკიპა გვხვდება წამწამების, წარბების, ცხვირ-ტუჩის, ლოყების, ცხვირის, ნიკაპის მიდამოში, საკმაოდ იშვიათად – კისრის მიდამოში და ძალიან იშვიათად – ზურგისა და გულმკერდის არეში.

დემოდეკოზის კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია. არსებობს დაავადების კანისა და თვალის ფორმები.

– როგორ ხდება მკურნალობა?

– თერაპიის არჩევისთვის მნიშვნელოვანია დაავადების კლინიკური სურათი, ფორმა და გავრცელება. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტების თანმხლები დაავადებები. დემოდექსის ტკიპებზე უშუალოდ მოქმედებისთვის გამოიყენება აკარიციდული საშუალებები. შესაძლებელია გოგირდის პრეპარატების და ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება. დაავადების პროფილაქტიკა მოიცავს ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვას. აუცილებელია კანის სათანადო და ადეკვატური მოვლა, კარგი კვება და დასვენების რეჟიმის დაცვა. სახის კანისა და პერიორბიტული რეგიონის მცირე ცვლილებებისას აუცილებელია დერმატოლოგის დროული კონსულტაცია.

– საკმაოდ გავრცელებულია ასევე მუნი. ამ დაავადებაზე რას გვეტყოდით?

– მუნი ადამიანის კანის ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტკიპა შარცოპტეს სცაბიეი.

ამ დაავადებით ინფიცირების წყარო დასნებოვნებული ადამიანია, მაშინ როცა არსებობს პათოგენის გადაცემის პირდაპირი და არაპირდაპირი გზა. პირდაპირი ინფიცირებისას პათოგენი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტის დროს. ტკიპების გადაცემის არაპირდაპირი გზით ინფიცირება ხდება საერთო და პირადი გამოყენების საგნების მეშვეობით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 8-დან 12 დღემდეა. პროცესის დასაწყისს ახასიათებს ქავილი, რომელიც მკვეთრად იმატებს საღამოს. ქავილი გამოწვეულია ტკიპის მოძრაობით, რომელიც ყველაზე აქტიური საღამოსაა. ამასთან, კანს და ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს არა მხოლოდ თავად ტკიპა, არამედ მისი ცხოველქმედების პროდუქტები, ექსკრემენტები, ნერწყვი და ა.შ.

მუნის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია კანზე მუნის გამომწვევის შესავალისა და გამოსავალის, პაპულების, ვეზიკულების არსებობა. დაზიანებები ჩნდება ხელების, იდაყვის სახსრების, მუცლის, დუნდულოების, სარძევე ჯირკვლების, ბარძაყების მიდამოში. ასევე არსებობს მუნის წაშლილი ფორმები, რომლებიც იწვევს არასწორ დიაგნოზს და ხშირად განიხილება როგორც ალერგიული დერმატოზი. მუნის დროს შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ზემოთ აღწერილი გამონაყარი, არამედ ეროზია, ჰემორაგიული ქერქები, ექსკორაციები, ერითემულ-ინფილტრაციული ლაქები. მუნის დიაგნოზი დგინდება კლინიკური გამოვლინებების, ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა და ლაბორატორიული შედეგების საფუძველზე.

– როგორ მკურნალობენ?

– ტარდება გარეგანი საშუალებებით მკურნალობა. აუცილებელია ნივთებისა და ტანსაცმლის სანიტარული დამუშავება. მუნის გართულებული შემთხვევების დროს აუცილებელია ანტიჰისტამინური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სტეროიდული გარეგანი მალამოების გამოყენება.

კომენტარები (1)
leila
makvs gamonakari dyndyliskvesh wklylovani,gawitlebyli,gxovt mirchiot rogor movikce sanam ekimtan mival
თარიღი : 15-02-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები