საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის

mkurnali.ge

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ობობას, სულ მცირე, 60 სახეობას განარჩევენ, რომლებიც ადამიანს კბენს, განსაკუთრებით მძიმე დაზიანება ძირითადად ორი სახეობის ობობასგან ვითარდება:

  • ქვრივი ობობა ("შავი ქვრივი")

  • ყავისფერი ობობა ("ყავისფერი განდეგილი" ან "მევიოლინე")

ყავისფერი ობობები ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული, არ გვხვდება კანადის საზღვრებთან და სანაპირო რეგიონებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი შემოტანა ამ რეგიონში ტანსაცმელთან ან ბარგთან ერთად ხდება.

"შავი ქვრივი" მთელ შეერთებულ შტატებშია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ტარანტულს საშიშად მიიჩნევს, მათი ნაკბენი მძიმე დაზიანებას არ იწვევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, წლის განმავლობაში ობობას ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობა სამზე ნაკლებია და შემთხვევა ძირითადად ბავშვებს შორისაა.

შეუძლებელია ობობას სახეობის იდენტიფიცირება ნაკბენის მიხედვით. შესაბამისად, სპეციფიკური დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისმება, თუ ობობას სახეობის დადგენა მოხდება.

"შავ ქვრივს" ცნობენ მუცელზე გამოსახული წითელი ან ნარინჯისფერი ქვიშის საათისმაგვარი ნიშნით. ყავისფერ ობობას ზურგზე ვიოლინოს ფორმის გამოსახულება აქვს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მახასიათებლების გარჩევა ძნელია და მოკლული ობობაც დაზიანებულია ხოლმე.

ამიტომ დიაგნოზი, როგორც წესი, დაუზუსტებელია და მხოლოდ კლინიკურ გამოვლინებას ემყარება. მრავალ ადამიანს კანის საშიში ინფექციები (მაგალითად, მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექცია) ან სხვა დაავადებები ობობას ნაკბენში შეიძლება შეეშალოს.

მკურნალობა

ობობას მიერ დაკბენისას პირველადი დახმარება მოიცავს ჭრილობის გასუფთავებას, ტკივილის შესამცირებლად ნაკბენის არეში ყინულის დადებას და, თუ ნაკბენი კიდურზეა, ჭრილობის არის შემაღლებას.