/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

რა არის მეტაბოლური სინდრომი და რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას

ბოლო ხანებში ტერმინი მეტაბოლური სინდრომი სულ უფრო ხშირად ჟღერს კარდიოლოგების, ენდოკრინოლოგებისა და სხვა სპეციალობის ექიმთა კაბინეტებში,

მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მისი არსის გაგება არცთუ იოლია. ამავე დროს, წარმატებული მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, პაციენტი კარგად იყოს გარკვეული პრობლემის არსში. მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, რა არის მეტაბოლური სინდრომი და რატომ არის აუცილებელი მისი მკურნალობა, შევეცდებით, მარტივი ენით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს სამეცნიერო ტერმინი.

  • რა არის მეტაბოლური სინდრომი

სიტყვა მეტაბოლური მეტაბოლიზმთან ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებულს აღნიშნავს, სინდრომი კი ცალკეული, ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომების ანუ ნიშნების ერთობლიობაა. ამრიგად, მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს.

ტერმინი 1988 წელს შემოიღო ცნობილმა მეცნიერმა ჯერალდ რავენმა. სწორედ იმხანად შეამჩნიეს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, სისხლში ქოლესტერინის მატების შერწყმა ანუ ერთდროული არსებობა უკავშირდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გამო სიკვდილის მაღალ რისკს. ამ მიზეზით მეტაბოლურ სინდრომს სასიკვდილო კვარტეტი უწოდეს. თითქმის 20 წლის შემდეგ ექიმებმა მეტაბოლური სინდრომის შესასწავლად გაწეული ტიტანური შრომის შედეგად საბოლოოდ დააზუსტეს მისი შემადგენელი კომპონენტები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, ექიმს აქვს უფლება პაციენტს დაუსვას მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სამი მაინც აღინიშნება:

  1. წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტია ქალებში და 102 სმ-ზე მეტია მამაკაცებში (ეს სიმსუქნეა!);
  2. არტერიული წნევა მეტია ან ტოლია 130/85 მმ.ვწყ.სვ-ისა;
  3. უზმოზე სისხლში შაქრის შემცველობა 6,1 მმოლ/ლ-ზე მეტია;
  4. სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობა მეტია ან ტოლია 1,7 მმოლ/ლ-ისა;
  5. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობა მამაკაცებში 1 მმოლი/ლ-ზე ნაკლებია, ქალებში - 1,3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.

შესაძლოა, დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოთ, რომ დღეს, როდესაც, სტატისტიკის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მოსახლეობის სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზად ითვლება, მედიცინისთვის კარგად არის ცნობილი მათი აღმოცენების მთავარი მიზეზი - მეტაბოლური სინდრომის ესა თუ ის გამოვლინება. უფრო მეტიც, თანამედროვე მედიცინამ იცის, როგორ მოახდინოს მეტაბოლური სინდრომის გამოვლინებათა კორექცია. ესე იგი, თეორიულად შეგვიძლია, არ დავუშვათ დაავადების აღმოცენება.

მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის საბოლოო ეტაპი, ათეროსკლეროზის პროგრესირების უკანასკნელი საფეხურია. ამ დროს ჩვენ დაავადების სავალალო შედეგებთან შერკინებაღა დაგვრჩენია, მიზეზებთან ბრძოლა დაგვიანებულია. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპი ამ ტრაგიკულ ფინალს რამდენიმე ათეული წლით უსწრებს წინ. უბრალოდ, ამ დროს ორგანიზმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ადამიანს არაფერი სტკივა და ეჩევენება, რომ მღელვარების საფუძველი არ არსებობს, თუმცაღა სწორედ ამ დროს ვითარდება მეტაბოლური სინდრომის პირველი გამოვლინება და ათეროსკლეროზიც იწყება. გახსოვდეთ, მეტაბოლური სინდრომი ნიშნავს, რომ შესაძლოა, 10-20 წლის შემდეგ - ათეროსკლეროზი, ხოლო კიდევ ერთი ამდენი ხნის შემდეგ ინფარქტი ან ინსულტი დაგემართოთ.

  • ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არის პროცესი, რომლის დროსაც სისხლძარღვთა შიგნითა ზედაპირზე ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქები ჩნდება. უხეში შედარებაა, მაგრამ ყველასთვის გასაგები რომ იყოს, შეგახსენებთ, როგორ გამოიყურება ჩაიდნის შიგნითა ზედაპირი - როცა დალექილი მარილი მეტისმეტად სქელდება, კედელს სწყდება. მსგავსად ამისა, განსაზღვრული ხნის შემდეგ ათეროსკლეროზული ფოლაქებიც სკდება. შედეგი კატასტროფულია - ვითარდება სისხლძარღვის თრომბოზი (დახშობა), რასაც მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი მოსდევს.

ასევე დაგაინტერესებთ
საკვების მიღების დრო გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე
ვარჯიში ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ

გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა, ხანდაზმულ ასაკში ათეროსკლეროზი მეხსიერების დაქვეითებისა და ეგრეთ წოდებული პიროვნების ასაკობრივი ცვლილების მიზეზია. სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული ცოდნა საშუალებას გვაძლევს, შევაჩეროთ ათეროსკლეროზი. დროული მკურნალობისას შეგვიძლია არ დავუშვათ დაავადების განვითარება ან შევაჩეროთ მისი წინსვლა, მაგრამ ეს რომ მოვახერხოთ, მკურნალობა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს.

საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც მეტაბოლური სინდრომის საფუძველზე განვითარებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას ეხება, მთელი ყურადღება სწორედ დაავადების თავიდან აცილებას უნდა დაეთმოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა ჩვენგანმა რაც შეიძლება ადრე, ჯერ კიდევ დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, ექიმის დახმარებით უნდა განსაზღვროს ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკი და შეიმუშაოს მისი პროფილაქტიკის სტრატეგია.

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე

ამისთვის დროულად უნდა გამოვავლინოთ მეტაბოლური სინდრომის კომპონენტები და მათ კორექციაზე ვიზრუნოთ.

  • ჭარბი წონა

ჭარბი წონა - ის მეტაბოლური სინდრომის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ათეროსკლეროზის ადრეული სიმპტომია. უწინარეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ჭარბი წონა. ამ მიზნით უნდა გამოვითვალოთ სხეულის მასის ინდექსი, რაშიც მარტივი ფორმულა დაგვეხმარება: მასა კილოგრამებში გავყოთ სიმაღლის კვადრატზე (სიმაღლეს გამოვსახავთ მეტრებში). თუ მიღებული რიცხვი 25-ზე მეტია, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ წონის კორექციაზე. როცა მიღებული რიცხვი 25-ზე ნაკლებია, მაგრამ ქალის წელის გარშემოწერილობა - 88-ს, ხოლო მამაკაცისა 102 სანტიმეტრს აღემატება, აუცილებელია წელის არეში დაგროვილ ცხიმთან ბრძოლა.

დადგენილია, რომ წელის არეში ჭარბი ცხიმის დაგროვებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი საგრძნობლად იზრდება. გაითვალისწინეთ ერთი რამ: აღნიშნული რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია წონის ბუნებრივი კორექცია, ორგანიზმში მისი დაშლა. ხელოვნურად, ლიპოსაქციის გზით ცხიმის მოცილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს არ აქვეითებს.

  • არტერიული წნევა

არტერიული წნევა - განურჩევლად ასაკისა, მისი მაჩვენებელი 120/80 მმ.ვწყ.სვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. სხვაგვარად ათეროსკლეროზის რისკი იზრდება. თქვენი არტერი-ული წნევა რომ დააზუსტოთ, ის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა დროს უნდა გაიზომოთ. ამ მიზნით სპეციალურ ხელსაწყოს - წნევის დღეღამურ მონიტორსაც იყენებენ, რომლის მეშვეობითაც არტერი-ული წნევა პაციენტისგან დამოუკიდებლად მრავალჯერ იზომება. როცა წნევა 120/180 მმ.ვწყ.სვ-ზე მაღალია, მის დაქვეითებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტური მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ. ხშირად საკმარისია სხეულის წონის დაქვეითება, სუფრის მარილის შეზღუდვა, თამბაქოს წევის შეწყვეტა.

როცა არტერიული წნევის შესახებ ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ზოგიერთ მცდარ შეხედულებას.

შეცდომა №1 - თუ მაღალ წნევას კარგად იტანთ, მისი დაქვეითება აუცილებელი არ არის.

არტერიული წნევის მატება, წესისამებრ, თანდათან, ეტაპობრივად ხდება, ადამიანი მას ეჩვევა და თავდაპირველად არსებული დისკომფორტი და თავის ტკივილიც ქრება. მიუხედავად ამისა, ათეროსკლეროზი მაინც პროგრესირებს, ამიტომ უსიამოვნო შეგრძნებათა არარსებობის დროსაც კი წნევის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაქვეითება აუცილებელია.

შეცდომა №2- მაღალი არტერიული წნევისას საკმარისია, პერიოდულად ჩავიტაროთ მკურნალობის კურსი.

სამწუხაროდ, ჭეშმარიტება სხვაგვარია - მაღალი არტერიული წნევა ქრონიკული დაავადებაა და მკურნალობაც მუდმივი სჭირდება, თუ გვსურს, წნევის ციფრების ნორმაზე მეტად მატება არ დავუშვათ.

  • სისხლში გლუკოზის შემცველობა ანუ გლიკემია

იმ შემთხვევაში, როდესაც გლუკოზის შემცველობა მომატებული არ არის, მაგრამ ნორმის ზედა ზღვარს უახლოვდება, ათეროსკლეროზის რისკი 5-8-ჯერ იმატებს. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა არა მარტო უზმოზე, არამედ ჭამის შემდეგაც. ამ მიზნით უმჯობესია მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რომელიც შეგვირჩევს სპეციალურ საკვებს ან გლუკოზის ხსნარს, რომლის მიღების შემდეგაც განისაზღვრება სისხლში გლუკოზის შემცველობა. თუ მაჩვენებლები ნორმას აღემატება, სპეციალისტი დასახავს მკურნალობის გეგმას.

გაითვალისწინეთ, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის მატებას - მაღალ შაქარს - შესაძლოა არავითარი სიმპტომი არ ამხელდეს. სამწუხაროდ, ენდოკრინოლოგთა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პროფილაქტიკური გამოკვლევისას მაღალი შაქარი ვლინდება, თუმცა პაციენტი არაფერს უჩივის.

  • ქოლესტერინი

ქოლესტერინი - ეს სიტყვა საკმაოდ პოპულარულია და თითქმის ყველამ იცის, რომ ქოლესტერინი ცუდია. მართლაც, მისი შემცველობის მატებისას ათეროსკლეროზის რისკი იზრდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთო ქოლესტერინზე მეტად მნიშვნელოვანია მისი ცალკეული ფრაქციების, ასევე - ტრიგლიცერიდების შემცველობა. ყველა ეს მაჩვენებელი მთლიანობაში სისხლის ლიპიდური სპექტრის სახელწოდებით იხსენიება.

ათეროსკლეროზის რისკის შესაფასებლად აუცილებელია მთლიანობაში შევისწავლოთ სისხლის ლიპიდური სპექტრი, ვინაიდან ქოლესტერინის ნორმალური შემცველობის დროსაც კი არ არის გამორიცხული ლიპიდების ცალკეული ფრაქციების დისბალანსი ან ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა.

  • ინსულინი

ინსულინი - ყველამ იცის, რომ ეს არის პანკრეასის ჰორმონი, რომლის დეფიციტიც შაქრიან დიაბეტს იწვევს, თუმცა ეს ყველაფერი როდია. მისი მოქმედება საკმაოდ მრავალმხრივია და მხოლოდ ნახშირწყლების ათვისებით არ ამოიწურება. შეიძლება ითქვას, რომ ინსულინი ნახშირწყლებთან ერთად ცხიმების ცვლის მთავარი კოორდინატორიც არის და მისი სიჭარბე დეფიციტზე არანაკლებ საშიშია.

ორგანიზმში ინსულინის ჭარბი შემცველობა, რასაც მედიცინაში ჰიპერინსულინემიას უწოდებენ, მეტაბოლური სინდრომის და, შესაბამისად, ათეროსკლეროზის ძირითადი გამშვები რგოლია. ჰიპერინსულინე-მიის უმთავრესი მიზეზია ინსულინის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება, რასაც ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. წესისამებრ, ის გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ბუნებისაა.

ორგანიზმის ორგანოთა და ქსოვილთა უმეტეს ნაწილში საკვები ნივთიერებები ინსულინის მეშვეობით აღწევს. ინსულინორეზისტენტო-ბისას კომპენსაციისთვის (ესე იგი, იმისთვის, რომ ქსოვილებს საკვები არ მოაკლდეს) ორგანიზმში ძლიერდება ჰორმონის გამომუშავება. ათეულობით წლის განმავლობაში მდგომარეობა მართლაც კომპენსირებულია, თუმცა თავს იჩენს ერთი პრობლემა - ჰიპერინსულინემიისას პროგრესირებს სიმსუქნე, რაც ინსულინორეზისტენტობას უფრო მეტად აღრმავებს.

ორგანიზმისა და ინსულინის ეს ურთიერთდამოკიდებულება თანდათან შაქრიანი დიაბეტის ფორმირებას იწვევს. ყოველივე ზემოთქმულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ინსულინი ლიპიდების განსაკუთრებით - ტრიგლიცერიდების შემცველობაზე მოქმედებს, თვალსაჩინო გახდება მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების სქემა. საბედნიეროდ, დღეს ენდოკრინოლოგიას ძალუძს, განსაზღვროს ორგანიზმში ინსულინის შემცველობა. გლიკემიის დონისა და ინსულინის შემცველობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ინსულინრეზისტენტობის ხარისხი და, რაც მთავარია, ვებრძოლოთ ინსულინრეზისტენტობასა და ჰიპერინსულინემიას, არ დავუშვათ გენეტიკური ინსულინრეზისტენტობისას მეტაბოლური სინდრომის ფორმირება.

მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ მეტაბოლური სინდრომის აღმოცენების გამომწვევი არც ერთი ფაქტორი არ იწვევს ტკივილს და, შესაბამისად, არ გვაიძულებს, ადრეულ ეტაპზე მივმართოთ ექიმს. ამდენად, პაციენტი საკუთარ თვითშეგრძნებაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ ექიმის რჩევას მიუგდოს ყური. გახსოვდეთ, დაავადების პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო ეფექტური, უსაფრთხო და იაფია, ვიდრე მკურნალობა.

კომენტარები (3)
პაციენტი
ზედმეტი წონა შედეგია მეტაბოლიზმის. ამ პრობლემის მოგვარებაა ძირითადი, წონის კლება სწორედ ამას მოჰყვება ფა არა დიეტოლოგებთან სირბილს მიზეზს უნდა ვებრძოლოთ. და როგორ ვებრძოლო და რა გზით? ოღონდ არ მითხრათ, რომ ღვიძლის გაცხიმოვნებას ცხიმიანი საჭმელები იწვევს მხოლოდ.
თარიღი : 09-03-2020
vika
გამარჯობათ,ვის უნდა მივმართოთ მეტაბოლური სინდრომის დროს, დიეტოლოგს, ენდოკრინოლოგს,თუ გასტროენტეროლოგს?კონკრეტულად სახელი და გვარი თუ შეიძლება,გმადლობთ
თარიღი : 31-10-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის მეტაბოლური სინდრომი და რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მეტაბოლური სინდრომი და რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას

მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მისი არსის გაგება არცთუ იოლია. ამავე დროს, წარმატებული მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, პაციენტი კარგად იყოს გარკვეული პრობლემის არსში. მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, რა არის მეტაბოლური სინდრომი და რატომ არის აუცილებელი მისი მკურნალობა, შევეცდებით, მარტივი ენით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს სამეცნიერო ტერმინი.

  • რა არის მეტაბოლური სინდრომი

სიტყვა მეტაბოლური მეტაბოლიზმთან ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებულს აღნიშნავს, სინდრომი კი ცალკეული, ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომების ანუ ნიშნების ერთობლიობაა. ამრიგად, მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს.

ტერმინი 1988 წელს შემოიღო ცნობილმა მეცნიერმა ჯერალდ რავენმა. სწორედ იმხანად შეამჩნიეს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, სისხლში ქოლესტერინის მატების შერწყმა ანუ ერთდროული არსებობა უკავშირდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გამო სიკვდილის მაღალ რისკს. ამ მიზეზით მეტაბოლურ სინდრომს სასიკვდილო კვარტეტი უწოდეს. თითქმის 20 წლის შემდეგ ექიმებმა მეტაბოლური სინდრომის შესასწავლად გაწეული ტიტანური შრომის შედეგად საბოლოოდ დააზუსტეს მისი შემადგენელი კომპონენტები.

საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, ექიმს აქვს უფლება პაციენტს დაუსვას მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სამი მაინც აღინიშნება:

  1. წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტია ქალებში და 102 სმ-ზე მეტია მამაკაცებში (ეს სიმსუქნეა!);
  2. არტერიული წნევა მეტია ან ტოლია 130/85 მმ.ვწყ.სვ-ისა;
  3. უზმოზე სისხლში შაქრის შემცველობა 6,1 მმოლ/ლ-ზე მეტია;
  4. სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობა მეტია ან ტოლია 1,7 მმოლ/ლ-ისა;
  5. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობა მამაკაცებში 1 მმოლი/ლ-ზე ნაკლებია, ქალებში - 1,3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.

შესაძლოა, დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოთ, რომ დღეს, როდესაც, სტატისტიკის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მოსახლეობის სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზად ითვლება, მედიცინისთვის კარგად არის ცნობილი მათი აღმოცენების მთავარი მიზეზი - მეტაბოლური სინდრომის ესა თუ ის გამოვლინება. უფრო მეტიც, თანამედროვე მედიცინამ იცის, როგორ მოახდინოს მეტაბოლური სინდრომის გამოვლინებათა კორექცია. ესე იგი, თეორიულად შეგვიძლია, არ დავუშვათ დაავადების აღმოცენება.

მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის საბოლოო ეტაპი, ათეროსკლეროზის პროგრესირების უკანასკნელი საფეხურია. ამ დროს ჩვენ დაავადების სავალალო შედეგებთან შერკინებაღა დაგვრჩენია, მიზეზებთან ბრძოლა დაგვიანებულია. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპი ამ ტრაგიკულ ფინალს რამდენიმე ათეული წლით უსწრებს წინ. უბრალოდ, ამ დროს ორგანიზმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ადამიანს არაფერი სტკივა და ეჩევენება, რომ მღელვარების საფუძველი არ არსებობს, თუმცაღა სწორედ ამ დროს ვითარდება მეტაბოლური სინდრომის პირველი გამოვლინება და ათეროსკლეროზიც იწყება. გახსოვდეთ, მეტაბოლური სინდრომი ნიშნავს, რომ შესაძლოა, 10-20 წლის შემდეგ - ათეროსკლეროზი, ხოლო კიდევ ერთი ამდენი ხნის შემდეგ ინფარქტი ან ინსულტი დაგემართოთ.

  • ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არის პროცესი, რომლის დროსაც სისხლძარღვთა შიგნითა ზედაპირზე ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქები ჩნდება. უხეში შედარებაა, მაგრამ ყველასთვის გასაგები რომ იყოს, შეგახსენებთ, როგორ გამოიყურება ჩაიდნის შიგნითა ზედაპირი - როცა დალექილი მარილი მეტისმეტად სქელდება, კედელს სწყდება. მსგავსად ამისა, განსაზღვრული ხნის შემდეგ ათეროსკლეროზული ფოლაქებიც სკდება. შედეგი კატასტროფულია - ვითარდება სისხლძარღვის თრომბოზი (დახშობა), რასაც მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი მოსდევს.

გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა, ხანდაზმულ ასაკში ათეროსკლეროზი მეხსიერების დაქვეითებისა და ეგრეთ წოდებული პიროვნების ასაკობრივი ცვლილების მიზეზია. სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული ცოდნა საშუალებას გვაძლევს, შევაჩეროთ ათეროსკლეროზი. დროული მკურნალობისას შეგვიძლია არ დავუშვათ დაავადების განვითარება ან შევაჩეროთ მისი წინსვლა, მაგრამ ეს რომ მოვახერხოთ, მკურნალობა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს.

საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც მეტაბოლური სინდრომის საფუძველზე განვითარებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას ეხება, მთელი ყურადღება სწორედ დაავადების თავიდან აცილებას უნდა დაეთმოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა ჩვენგანმა რაც შეიძლება ადრე, ჯერ კიდევ დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, ექიმის დახმარებით უნდა განსაზღვროს ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკი და შეიმუშაოს მისი პროფილაქტიკის სტრატეგია.

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე

ამისთვის დროულად უნდა გამოვავლინოთ მეტაბოლური სინდრომის კომპონენტები და მათ კორექციაზე ვიზრუნოთ.

  • ჭარბი წონა

ჭარბი წონა - ის მეტაბოლური სინდრომის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ათეროსკლეროზის ადრეული სიმპტომია. უწინარეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ჭარბი წონა. ამ მიზნით უნდა გამოვითვალოთ სხეულის მასის ინდექსი, რაშიც მარტივი ფორმულა დაგვეხმარება: მასა კილოგრამებში გავყოთ სიმაღლის კვადრატზე (სიმაღლეს გამოვსახავთ მეტრებში). თუ მიღებული რიცხვი 25-ზე მეტია, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ წონის კორექციაზე. როცა მიღებული რიცხვი 25-ზე ნაკლებია, მაგრამ ქალის წელის გარშემოწერილობა - 88-ს, ხოლო მამაკაცისა 102 სანტიმეტრს აღემატება, აუცილებელია წელის არეში დაგროვილ ცხიმთან ბრძოლა.

დადგენილია, რომ წელის არეში ჭარბი ცხიმის დაგროვებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი საგრძნობლად იზრდება. გაითვალისწინეთ ერთი რამ: აღნიშნული რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია წონის ბუნებრივი კორექცია, ორგანიზმში მისი დაშლა. ხელოვნურად, ლიპოსაქციის გზით ცხიმის მოცილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს არ აქვეითებს.

  • არტერიული წნევა

არტერიული წნევა - განურჩევლად ასაკისა, მისი მაჩვენებელი 120/80 მმ.ვწყ.სვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. სხვაგვარად ათეროსკლეროზის რისკი იზრდება. თქვენი არტერი-ული წნევა რომ დააზუსტოთ, ის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა დროს უნდა გაიზომოთ. ამ მიზნით სპეციალურ ხელსაწყოს - წნევის დღეღამურ მონიტორსაც იყენებენ, რომლის მეშვეობითაც არტერი-ული წნევა პაციენტისგან დამოუკიდებლად მრავალჯერ იზომება. როცა წნევა 120/180 მმ.ვწყ.სვ-ზე მაღალია, მის დაქვეითებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტური მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ. ხშირად საკმარისია სხეულის წონის დაქვეითება, სუფრის მარილის შეზღუდვა, თამბაქოს წევის შეწყვეტა.

როცა არტერიული წნევის შესახებ ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ზოგიერთ მცდარ შეხედულებას.

შეცდომა №1 - თუ მაღალ წნევას კარგად იტანთ, მისი დაქვეითება აუცილებელი არ არის.

არტერიული წნევის მატება, წესისამებრ, თანდათან, ეტაპობრივად ხდება, ადამიანი მას ეჩვევა და თავდაპირველად არსებული დისკომფორტი და თავის ტკივილიც ქრება. მიუხედავად ამისა, ათეროსკლეროზი მაინც პროგრესირებს, ამიტომ უსიამოვნო შეგრძნებათა არარსებობის დროსაც კი წნევის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაქვეითება აუცილებელია.

შეცდომა №2 - მაღალი არტერიული წნევისას საკმარისია, პერიოდულად ჩავიტაროთ მკურნალობის კურსი.