/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

რა არის ლიპიდური ცვლის მოშლა

რა არის ლიპიდური ცვლის მოშლა
ცხიმები ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებია.

ისინი მონაწილეობს მნიშვნელოვანი ნივთიერებების სინთეზში, როგორიცაა ჰორმონები, D ვიტამინი, ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში.

ცხიმების ჭარბი რაოდენობა გროვდება არა მარტო კანქვეშ და შინაგან ორგანოებს შორის (ვისცერული ცხიმი), არამედ სისხლძარღვების კედლებშიც, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის ნაკადის ნორმალურ დინებას და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების მიზეზი ხდება.

ლიპიდების დონე ორგანიზმში იცვლება ასაკის, მთელი რიგი დაავადებების, ზოგიერთი მედიკამენტის ან ცხოვრების სტილის გავლენით (საკვებად ნაჯერი და ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება, უძრავი ცხოვრების წესი, გაცხიმოვნება). შედეგად ვიღებთ ჰიპერ ან დისლიპიდემიას – ცხიმების მატებას და დისბალანსს ორგანიზმში, რაც არაერთი დაავადების და გართულების მიზეზი ხდება.

ქოლესტეროლი უჯრედული მემბანის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს უჯრედის მიერ ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში. ის ასევე მონაწილეობს ესტროგენების, კორტიზოლის, ტესტოსტერონის, D ვიტამინის სინთეზში. ქოლესტეროლს ორგანიზმი იღებს საკვებიდან და თავადაც ასინთეზებს.

ტრიგლიცერიდები – ცხიმოვან უჯრედებში არსებული ტრიგლიცერიდები დაშლის შედეგად გამოყოფს ენერგიას, რომელიც გამოიყენება მეტაბოლიზმის პროცესებში. ტრიგლიცერიდები სინთეზდება ცხიმოვანი მჟავებისგან ღვიძლსა და ნაწლავებში.

ქოლესტეროლსა და ტრიგლიცერიდებს სისხლში თავისუფლად ცირკულირების უნარი არ გააჩნია, ისინი უკავშირდება სპეციფიკურ ცილებს და ტრანსპორტირდება ლიპოპროტეინების სახით.

არსებობს რამდენიმე სახის ლიპოპროტეინი:

  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL);
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (LDL);
  • ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (VLDL)

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები - ე.წ. ცუდი ქოლესტეროლი, ქმნის ფოლაქებს სისხლძარღვის ენდოთელიუმზე და აფერხებს სისხლის ნაკადის მოძრაობას.

ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები - ასევე ცუდ ქოლესტეროლად ითვლება, რადგან ასევე მონაწილეობს ლიპიდური ფოლაქების ჩამოყალიბებაში.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - „კარგი“ ქოლესტეროლია, რადგან ის მიემართება ღვიძლისკენ და ათავისუფლებს სისხლს.

რა არის ჰიპერლიპიდემია და დისლიპიდემია?

ჰიპერლიპიდემია „ცუდი“ ქოლესტეროლის კონცენტრაციის მატებაა. დისლიპიდემია კი „ცუდ“ და „კარგ“ ქოლესტეროლს შორის თანაფარდობის დარღვევაა, ზოგჯერ საერთო კონცენტრაციის მატების გარეშეც.

ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს „ცუდი“ ლიპოპროტეინების დალექვა სისხლძარღვებში, რაც ათეროსკლეროზის და სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს ზდის.

დისლიპიდემიით გამოწვეული დაავადებები და გართულებები

კარდიოვასკულური დაავადებები:

  • კორონარული არტერიების დაზიანება;
  • კაროტიდული არტერიების დაზიანება;
  • ინფარქტი;
  • ინსულტი;
  • პერიფერიული არტერიების დაზიანებები;
  • მიკროვასკულური დაავადებები

ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:

  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტი;
  • ღვიძლის გაცხიმოვნება;
  • პანკრეატიტი

ასევე, იწვევს შემდეგი დაავადებების გართულებებს:

  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
  • ჰიპოთირეოზი;
  • დიაბეტი

სიმპტომები

ჰიპერ ან დისლიპიდემიის საწყის ეტაპზე განსაზღვრული სიმპტომები გამოხატული არ არის. სიმპტომების განვითარება უკავშირდება სისხლძარღვის კედლებზე ლიპიდების ბალთების წარმოქმნას და სისხლის ნაკადის თვისებების ცვლილებას. როდესაც კედელზე არსებული ფოლაქის მთლიანობა ირღვევა და ითრომბება, იხშობა მთლიანად არტერია. ამას მოსდევს მწვავე სიმპტომების განვითარება (მაგ: ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის უკმარისობა და სხვა), რაც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

ჰიპერლიპიდემიის და დისლიპიდემიის განვითარების რისკფაქტორები:

  • ნაჯერი და ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები;
  • თამბაქო;
  • ალკოჰოლი;
  • სტრესი;
  • მჯდომარე ცხოვრების წესი;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ზედმეტი წონა
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი
„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი
ყველას აქვს ცხიმი მუცლის არეში, ეს ნორმალურია.
სრულად
როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით
როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით
რამდენად ხშირად ვცდილობთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას „ორშაბათიდან“ ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, შემდეგ კი ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ, რადგან სერიოზული ძალისხმევისთვის მზად არ ვართ.
სრულად
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?
რა არის კალორიები და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი
სრულად
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმისთვის.
სრულად
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
ვიტამინი D გავლენას ახდენს კალციუმის და ფოსფორის შეწოვაზე.
სრულად
საშიში ცხიმები
საშიში ცხიმები
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

კატეგორია : რჩევები

-ეს ექომები ზოგინიმას ალბიბს ზოჰინამას ვერ ვიჰებ რაინდა ვეამო ცზიმი მე სხვა ცხიმი არმიყვარს გული მერევა ამოტომ მზესუმზირის ზეთის გარდა ვეტ ვჭამ ვერაფწრს დანიმასაცნუკად ვასხავ ოლეიმას უივე მოხარშულნწიწიბურაში ან კარტოფილზე ნსხვარაკეს არვჭამ.იშვიათად 1სიფრია კობზი ლობიო დანიმასაც უკად ვასხავ. შემწვარ მოხრაკულსნარაფწრს ვჭამ.თევზი მლაშეანუმარილოც კი მლაშეა და ვერ ვჭამ მე წმევას მოწევს ისე მემლაშება ვერც ხორცეულიბას ვერ ვჭამ გულინმერევა რძის ნაწარმზეც არმიყვარს ზოგა ვწრ ვინელებ .ვერც ვმკურნალობ თავს.ამდენინფულინარარისნრომნძირიანა ჩავუტარო კვლევა როცა გადაადგიკება მოჭირს ტახიკარდიის განომჰოდა ვერ ვუგებ რა ვჭამონრომ ქოლესტერინი არმომემატოს.ერატი ამზეღს ვჭამდი ცხიმისნსახით და ესეც არვარგაო მეიბნებიან ზეითუნის ეთი უნდა ჭამოვი და გული მერევა ვერ ვჭამ სხვაბცხომს.ვერც კვწრცს ვერ ვჭამ მწუენს.ჰოდა ცზიმინრით მივიღონრომ ქოლესტერინი არამეწიოს?რავეამო მირჩიეთ რა.კარაქინერბონქონი თებზი ზეითუნის სიმინდის ზეთი ვერა ვერ ვჭამ.მარტო ოლეიმას ზეთს ვჭამ დღეში დაახლოებით გამომდოს 3სიფრის კობზი.ხან 2

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ლიპიდური ცვლის მოშლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები