საშიში ცხიმები
საშიში ცხიმების თემა, საზოგადოდ, ცუდად არის გავრცობილი თანამედროვე ლიტერატურაში. როგორც ჩანს, საკითხის სირთულის გამო, ავტორები ერიდებიან მის გაშუქებას. ამასთან, პრობლემაში გარკვევა აუცილებელია, რადგან საშიში ცხიმების შესახებ ინფორმაცია დაეხმარება ადამიანს, დაიცვას გული და აირიდოს ეგრეთ წოდებული ცივილიზაციის დაავადებების განვითარება.
ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ავტორი მყარი/ნაჯერი (იგივე სატურირებული) ცხიმების მიკუთვნებას საშიში (სახიფათო) ცხიმებისათვის არასწორად მიიჩნევს.
ამ დროს, ნაჯერი (სატურირებული) ცხიმების შემცველობის მომატება ადამიანის სისხლში, როგორც წესი, იწვევს კორონარული (გულის გვირგვინოვანი) არტერიების ათეროსკლეროზს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადების გამომწვევი მაინც და მაინც ამ ტიპის ცხიმებია!
საინტერესოა იმის გარკვევა, რატომ ჩნდებიან საერთოდ ეს ცხიმები სისხლში. აღმოჩნდა, რომ მათი დონის მომატება საერთოდ არ არის კავშირში მათი შემცველი პროდუქტებით კვებასთან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ცალსახად ასეა!
სისხლში ნაჯერი ცხიმების მომატებული შემცველობის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის ღვიძლი შლის ნახშირწყლებს და გარდაქმნის მათ ცხიმებად. ამ რეაქციების შედეგად წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, რომლებსაც აქვთ ათეროგენული თვისებები. ამ ლიპიდური „ლაქების“ გაჩენას აკავშირებენ ათეროსკლეროზული პროცესების პათოგენეზსა და მის გამოვლინებებთან.
ბუნებრივია, ჯანმრთელ ორგანიზმში ეს არ ხდება. მაგრამ რა იწვევს ინსულინორეზისტენტობას? ბევრი იტყვის, რომ რაფინირებული ნახშირწყლები და, შესაბამისად, ფრუქტოზა/შაქარი. დიახ, მაგრამ არა მარტო ისინი. ამაში დამნაშავეა ჩვენი ორგანიზმის ყველაზე საშიში არასტაბილური ცხიმები და, რაც მთავარია, ამ ჯგუფს მიეკუთვნება სწორედ მცენარეული ზეთების უმეტესობა.
უახლესი კვლევების წყალობით, გამოვლინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გულის დაავადებებსა და „ჩვენს საყვარელ“ მცენარეულ ზეთებს შორის. ეს ფაქტი ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა, სანამ ძალიან გვიანი იქნება, გულის პათოლოგიებისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიტანონ სათანადო კორექტირება დიეტაში. თანაც, რაც მალე, მით უკეთესი.
რატომ არის მცენარეული ზეთები მავნე?
ცალკე უნდა განვიხილოთ მცენარეული ზეთების თვისებები, რომლებიც, ფაქტობრივად, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მომწოდებლები არიან. უფრო ზუსტად, საუბარია ომეგა 3-სა და 6-ზე. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთისგან განსხვავებით, სხვა მცენარეული ზეთები თხევადი რჩება არა მარტო ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე, არამედ გაციების დროსაც (მაცივარშიც).
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები საშიშია დაჟანგვისადმი მათი ტენდენციის გამო! ოთახის ტემპერატურაზე, სინათლის გავლენით, მათი სტრუქტურა ირღვევა. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, განსაკუთრებით ომეგა-3-ის ჟანგვითი სტაბილურობა (ანუ დაჟანგვისადმი გამძლეობა) ძალიან დაბალია. მაშინ როცა, ნაჯერი ანუ სატურირებული ცხიმები ლიდერობენ ამ მაჩვენებლით. ეს მაჩვენებელი ოდნავ დაბალია მონოუჯერი ცხიმებისთვის.
სწორედ მცენარეული ზეთები ამარაგებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით, რომლებიც ზვავისებურად ვრცელდება. ერთი დაჟანგული მოლეკულის კვალად, პროცესი ვრცელდება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების სხვა ახლომდებარე მოლეკულებზე. შესაბამისად, ამ პროცესის შესაჩერებლად ბევრი ანტიოქსიდანტია საჭირო. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა ხომ უცვლელად იწვევს დნმ-ის სტრუქტურის დარღვევას, მის მუტაციას ტოქსიკური ალდეჰიდების წარმოქმნის გამო.
ამავდროულად, ირღვევა ქოლესტერინიც, სავარაუდოდ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაჟანგვის გამო, თავად დაჟანგული ლიპოპროტეინები კი, როგორც ცნობილია, ათეროსკლეროზის განვითარებაში მთავარი დამნაშავენი არიან.
თავისუფალი რადიკალების ყველაზე დიდ რაოდენობას ომეგა-3 წარმოქმნის. ომეგა-6-ისა და ომეგა-3-ის გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს ღვიძლის დაზიანებას, განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებთან და ფრუქტოზასთან ერთად. ამ პროცესს აქვს იგივე მექანიზმი, რომელსაც ეწოდება ოქსიდაციური სტრესი და ამას ადასტურებს მრავალი დამოუკიდებელი ექსპერიმენტი, ჩატარებული სხვადასხვა ჯიშის ცხოველებზე. ამ ექსპერიმენტებით გამოვლენილია ასევე ნაჯერი (სატურირებული) ცხიმების დამცავი ეფექტი ღვიძლის უჯრედებზე.
აღნიშნული კვლევებით ადარებდნენ ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და ომეგა-6-ის წყაროდ ცნობილი სიმინდის ზეთის მოქმედების ეფექტებს, ასევე ნაჯერი (სატურირებული) ცხიმების დადებით ეფექტებს, რომელთა მოწოდებისთვის შერჩეული იყო ნატურალური ნაღების კარაქი, პალმისა და ქოქოსის ზეთი და ასევე ნატურალური საქონლის ცხიმი. დაკვირვებების საბოლოო შედეგები მსგავსი იყო.
ზემოაღნიშნული მასალისგან მომდინარეობს მნიშვნელოვანი დასკვნები:
- ბუნებრივი წარმოშობის ნაჯერი (სატურირებული) ცხიმების დიდი რაოდენობა ღვიძლის ჯანსაღი უჯრედების საფუძველია (წინაპირობა).
- რაციონში ალკოჰოლური სასმელების და/ან ბევრი შაქრის ხშირი მოხმარება, ომეგა-3-თან და 6-თან ერთად, იწვევს ღვიძლის დაზიანებას და მეტაბოლური სინდრომის განვითარებას.
საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: იმ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობის რაციონში ჭარბობს ომეგა-6-ის შემცველობა, ფიქსირდება თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი. ეს ეხება განსაკუთრებით აშშ-ს. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყნაში აკვირდებიან საშიშ დამოკიდებულებას და აღნიშნავენ, რომ თვითმკვლელობათა რიცხვი მათთან გაიზარდა მცენარეული ზეთების, განსაკუთრებით იაფფასიანი ზეთების გაყიდვების ფონზე.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები საშიშია ფარისებრი ჯირკვლისთვის!
აღსანიშნავია ამ დასკვნის სამი ძირითადი მიზეზი:
- მცენარეული ზეთებით იბლოკება ფარისებრი ჯირკვლისკენ ცენტრალური ნერვული სისტემის სიგნალები, რომლებიც „აფრთხილებენ“ მას სისხლში ჰორმონების გამოყოფის შესახებ;
- პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ქმნიან ბლოკებს უშუალოდ ჰორმონების ტრანსპორტირების გზაზე ადამიანის სხეულის უჯრედებისკენ;
- უჯრედულ დონეზე იბლოკება საპასუხო სიგნალები ჰორმონებზე.
ბოლო საუკუნის განმავლობაში, მოსახლეობის მიერ მცენარეული ზეთების მოხმარება სამჯერ გაიზარდა. ამრიგად, ცხადი ხდება, რატომ გაიზარდა ათეროსკლეროზის შემთხვევები კოლონიური ქვეყნების ძირძველ მოსახლეობაში სულ რაღაც ათ წელიწადში!